სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ
ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ

ავ­სტრა­ლი­ა­ში "ავ­ტოს­ტო­პით“ ჩა­სულ "ამე­რი­კელ მტრედს“ მკაც­რი კა­რან­ტი­ნის დარ­ღვე­ვის გამო და­ი­ჭე­რენ და მოკ­ლა­ვენ - არ იფიქ­როთ, რომ ეს ხუმ­რო­ბაა, ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც BBC წერს.

მტრედს, რო­მე­ლიც წყნა­რი ოკე­ა­ნის თავ­ზე "მოგ­ზა­უ­რობ­და“, ავ­სტრა­ლი­ის მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო "შე­ი­პყრო­ბენ.“

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრინ­ვე­ლი და­ი­კარ­გა ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს აშშ-ში, ორე­გო­ნის შტატ­ში ფრინ­ველ­თა რბო­ლის დროს. ავ­სტრა­ლი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მტრე­დი, რო­მელ­საც ჯო და­არ­ქვეს, ავ­სტრა­ლი­ის ფრინ­ველ­თა პო­პუ­ლა­ცი­ას საფრ­თხეს უქ­მნის. ფრინ­ვე­ლი ჯერ არ და­უ­ჭე­რი­ათ, თუმ­ცა გეგ­მა­ვენ, რომ ასე მო­იქ­ცნენ და შემ­დეგ ევ­თა­ნა­ზი­ის გზით და­ა­ძი­ნონ.

ავ­სტრა­ლი­ე­ლებ­მა მტრედს ჯო აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს - ის დროს ავ­სტრა­ლი­ის ერთ-ერთი მკვიდ­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ატა­რებს

მელ­ბურ­ნის მკვიდრმა, კე­ვინ სელი ბერდმა ფრინ­ვე­ლი თა­ვის ბაღ­ში 26 დე­კემ­ბერს იპო­ვა. სა­უ­ბა­რია მო­ში­ნა­უ­რე­ბულ მტრედ­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნი­შა­ნი ჰქონ­და, აშშ-ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო და "მტრე­დე­ბის რბო­ლა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"ის საკ­მა­ოდ და­სუს­ტე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ამი­ტომ ნამ­ცე­ცე­ბი და­ვუ­ყა­რე“, - ამ­ბობს კე­ვი­ნი "ესო­ში­ე­ი­თიდ პრეს­თან“ სა­უბ­რი­სას. მი­სი­ვე თქმით, ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია მტრე­დის შე­სა­ხებ და ნახა, რომ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ალა­ბა­მა­ში.

მას შემ­დეგ, რაც "ამე­რი­კე­ლი მტრე­დის“ შე­სა­ხებ ავ­სტრა­ლი­ურ­მა მე­დი­ამ შე­ი­ტყო, არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა იმის შე­სა­ხებ, რომ ფრინ­ვე­ლი შე­საძ­ლოა, ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. ყო­ვე­ლი­ვეს შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ კე­ვინს.

"მი­უ­ხე­და­ვად მისი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლი, რო­მე­ლიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ­პორტზე ჯან­დაც­ვის მო­თხოვ­ნებს, არ და­იშ­ვე­ბა ავ­სტრა­ლი­ა­ში“, - ამ­ბობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რი.

გა­უ­გე­ბა­რია, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მტრედ­მა აშშ-ის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან ავ­სტრა­ლი­ის სამ­ხრეთ ნა­წი­ლამ­დე ჩაღ­წე­ვა, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის "ავ­ტოს­ტო­პით“ მოგ­ზა­უ­რობ­და და დიდი ალ­ბა­თო­ბით, სატ­ვირ­თო გემ­ზე მოხ­ვდა, შე­დე­გად კი, ავ­სტრა­ლი­ა­ში ჩაფ­რე­ნა შე­და­რე­ბით გა­უ­მარ­ტივ­და.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრა­ლი­ა­ში ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის უცხო­ე­თი­დან შეყ­ვა­ნა­ზე მკაც­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

საქმე შემოლეული აქვთ

Tbilisi
1

რაღატომ კლავენ? თუ დაიჭერენ გაუშვან უკან პატრონთან. ფრინველები მუდამ მოგზაურობენ ქვეყნიდან ქვეყანაში. ისე, ე.წ. ცივილიზებული ქვეყნებიდან ხშირად მოდის ხოლმე გიჟური და სასტიკი ახალი ამბები. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ მკაცრი კარანტინის დარღვევის გამო დაიჭერენ და მოკლავენ - არ იფიქროთ, რომ ეს ხუმრობაა, ნამდვილი ამბავია, რომლის შესახებაც BBC წერს.

მტრედს, რომელიც წყნარი ოკეანის თავზე "მოგზაურობდა“, ავსტრალიის მკაცრი საკარანტინო წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ.“

გავრცელებული ინფორმაციით, ფრინველი დაიკარგა ოქტომბრის ბოლოს აშშ-ში, ორეგონის შტატში ფრინველთა რბოლის დროს. ავსტრალიის ოფიციალური პირების განცხადებით, მტრედი, რომელსაც ჯო დაარქვეს, ავსტრალიის ფრინველთა პოპულაციას საფრთხეს უქმნის. ფრინველი ჯერ არ დაუჭერიათ, თუმცა გეგმავენ, რომ ასე მოიქცნენ და შემდეგ ევთანაზიის გზით დააძინონ.

ავსტრალიელებმა მტრედს ჯო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პატივსაცემად დაარქვეს - ის დროს ავსტრალიის ერთ-ერთი მკვიდრის საცხოვრებელი სახლის სახურავზე ატარებს

მელბურნის მკვიდრმა, კევინ სელი ბერდმა ფრინველი თავის ბაღში 26 დეკემბერს იპოვა. საუბარია მოშინაურებულ მტრედზე, რომელსაც თავისი საიდენტიფიკაციო ნიშანი ჰქონდა, აშშ-ში რეგისტრირებული იყო და "მტრედების რბოლაში“ მონაწილეობდა.

"ის საკმაოდ დასუსტებულად გამოიყურებოდა და ამიტომ ნამცეცები დავუყარე“, - ამბობს კევინი "ესოშიეითიდ პრესთან“ საუბრისას. მისივე თქმით, ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია მტრედის შესახებ და ნახა, რომ რეგისტრირებული იყო ალაბამაში.

მას შემდეგ, რაც "ამერიკელი მტრედის“ შესახებ ავსტრალიურმა მედიამ შეიტყო, არაერთი სტატია დაიწერა იმის შესახებ, რომ ფრინველი შესაძლოა, ვირუსის გადამტანი ყოფილიყო. ყოველივეს შემდეგ ოფიციალური პირები დაუკავშირდნენ კევინს.

"მიუხედავად მისი წარმომავლობისა, შინაური ფრინველი, რომელიც არ აკმაყოფილებს იმპორტზე ჯანდაცვის მოთხოვნებს, არ დაიშვება ავსტრალიაში“, - ამბობს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პრესსპიკერი.

გაუგებარია, თუ როგორ მოახერხა მტრედმა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროდან ავსტრალიის სამხრეთ ნაწილამდე ჩაღწევა, მაგრამ ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, ის "ავტოსტოპით“ მოგზაურობდა და დიდი ალბათობით, სატვირთო გემზე მოხვდა, შედეგად კი, ავსტრალიაში ჩაფრენა შედარებით გაუმარტივდა.

ცნობისთვის, ავსტრალიაში შინაური ცხოველებისა და ფრინველების უცხოეთიდან შეყვანაზე მკაცრი წესები მოქმედებს.

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი

ჩაუშესკუს სასახლე 1100 ოთახით და 5-ტონიანი ჭაღით: მშენებლობა, დაახლოებით, 3 მილიარდი ევრო დაჯდა და მასში დიქტატორს ცხოვრება არ დასცალდა (+ ფოტოები)

"რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალი იყო, მაგის იმედი გვაქვს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა