საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩოხატაურის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა - რას ამბობს ჩოხატაურის მერი ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე
ჩოხატაურის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა - რას ამბობს ჩოხატაურის მერი ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე

ჩო­ხა­ტა­უ­რის მე­რი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა. მუს­ლი­მი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­რი­ა­ში შეს­ვლას ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცია მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

„შეგ­ვიშ­ვან, ან გა­მო­ვი­დეს ვინ­მე და დაგ­ვე­ლა­პა­რა­კოს“, - აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

მათი მტკი­ცე­ბით, გუ­შინ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმე­ბა არ მომ­ხდა­რა.

ცოტა ხნის წინ, აქ­ცი­ა­ზე, მუს­ლი­მი თე­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ყუ­რა­ნი და ბიბ­ლია მი­ი­ტა­ნა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რე­ლი­გი­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა სირ­ცხვი­ლია.

"ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­და­წყდეს მო­ლა­პა­რა­კე­ბით", - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჩო­ხა­ტა­უ­რის მერ­მა ირაკ­ლი კუ­ჭა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ბუკ­ნარ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, გუ­შინ გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს უნ­დობ­ლო­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავთ.

„ვინც შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და, მათ უნ­დობ­ლო­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავთ. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­და­წყდეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით, ამის­თვის ყვე­ლა რე­სურ­სი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი,“ - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კუ­ჭა­ვამ.

გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა დღეს მო­რი­გი შეხ­ვედ­რა მხა­რე­ებს შო­რის, ჯერ უც­ნო­ბია.

ცნო­ბის­თვის, მუს­ლი­მი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ითხო­ვენ, რომ მუს­ლი­მურ სამ­ლოც­ვე­ლო­ში ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ. აღ­ნიშ­ნულს ად­გი­ლობ­რი­ვი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სო­ფელ ბუკ­ნარ­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და მუს­ლი­მი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ერთ-ერთ სახ­ლში არ­სე­ბულ სა­ლო­ცავს უკავ­შირ­დე­ბა. გუ­შინ, ჩო­ხა­ტა­უ­რის მე­რი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სო­ფელ ბუკ­ნა­რის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და მუს­ლი­მუ­რი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რას მუს­ლი­მი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი „არა­და­მა­ჯე­რე­ბელს“ უწო­დე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Charlie
1

მშვიდობა ყველაზე დიდი ფუფუნებაა ...გვეღირსება კი როდესმე რომ ერთმანეთი არ Ვჭამოთ ?! =(

sos
1

საინტერესოა თქვენი აზრი,ასეთი აქციები რომ მოწყონ კახში ქართველმა ქრისტიანებმა და კონსტანტინოპოლში(სტამბული) ქრისტიანებმა რას უზამენ მათ აზერბაიჯანელი და თურქი მუსულმანები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ჩოხატაურის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა - რას ამბობს ჩოხატაურის მერი ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე

ჩოხატაურის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა - რას ამბობს ჩოხატაურის მერი ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე

ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები მერიაში შესვლას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

„შეგვიშვან, ან გამოვიდეს ვინმე და დაგველაპარაკოს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი მტკიცებით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება არ მომხდარა.

ცოტა ხნის წინ, აქციაზე, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ყურანი და ბიბლია მიიტანა. როგორც მან აღნიშნა, რელიგიებს შორის დაპირისპირება სირცხვილია.

"ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებით", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, რითაც ბუკნარში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გუშინ გამართული შეხვედრის მონაწილეებს უნდობლობა არ გამოუხატავთ.

„ვინც შეხვედრას ესწრებოდა, მათ უნდობლობა არ გამოუხატავთ. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ამისთვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული,“ - აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

გაიმართება თუ არა დღეს მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის, ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სოფელ ბუკნარში ქრისტიანული და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება. გუშინ, ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა აღნიშნული შეხვედრას მუსლიმი თემის წარმომადგენლები „არადამაჯერებელს“ უწოდებენ.

"ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... ბევრს მისი არ სჯერა" - რას წერს Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაიკავონ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები" - რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში?