პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა
"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა

სამი თვის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ველ­ზე" ახა­ლი გა­და­ცე­მა - "შუ­ა­დღე LIVE" და­ი­წყო. წამ­ყვა­ნე­ბი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი - მომ­ღე­რა­ლი რატი დურ­გლიშ­ვი­ლი, მო­დე­ლი ირი­ნა ონაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი ესმა კუნ­ჭუ­ლია და მსა­ხი­ო­ბე­ბი ანა ქურ­თუ­ბა­ძე და ზა­ლი­კო ჩი­ქო­ბა­ვა გახ­ლდნენ. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სე­ზო­ნი­დან არხი და გა­და­ცე­მა სამ­მა წამ­ყვან­მა - ესმა კუნ­ჭუ­ლი­ამ, რატი დურ­გლიშ­ვილ­მა და ირი­ნა ონაშ­ვილ­მა და­ტო­ვეს, რისი მი­ზე­ზიც მათ­თვის ხელ­ფა­სის შემ­ცი­რე­ბა გახ­და.

ახა­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი წამ­ყვა­ნებს ახა­ლი წლის შემ­დეგ შეს­თა­ვა­ზეს და რო­გორც AMBEBI.GE-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, რატი დურ­გლიშ­ვილ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლომ და­ტო­ვა ტე­ლე­ვი­ზია, ესმა კუნ­ჭუ­ლი­ამ გან­ცხა­დე­ბა წას­ვლა­ზე იმა­ვე დღეს და­წე­რა, ხოლო ირი­ნა ონაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­ა­ტყო­ბი­ნა პრო­დი­უ­სერს, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აღარ აპი­რებ­და.

რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში - AMBEBI.GE-მ ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა მხა­რეს­თან გა­და­ა­მოწ­მა. ესმა კუნ­ჭუ­ლია, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს, რომ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა და გუნდს და­ემ­შვი­დო­ბა:

- დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ დავ­ტო­ვე გა­და­ცე­მა და და­ვემ­შვი­დო­ბე გუნდს. აქვე გი­დას­ტუ­რებთ, რომ ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო ხელ­ფა­სის 40%-იანი დაკ­ლე­ბა, მე არ მი­ღირ­და ამ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა. მა­ნამ­დე გა­და­ცე­მას­თან გვქონ­და სამ­თვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი, რო­მე­ლიც დას­რულ­და. ახა­ლი წლის შემ­დეგ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ ახალ კონ­ტრაქ­ტში ხელ­ფა­სი 40%-ით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და და თუ გი­ღირთ გა­აგ­რძე­ლეთ მუ­შა­ო­ბაო. ვი­საც არ გვი­ღირ­და, წა­მო­ვე­დით, მე, რატი და ირი­ნა. მე პი­რა­დად ამ მი­ზეზს ვა­სა­ხე­ლებ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მოს­ვლის, არ მი­ღირ­და თით­ქმის გა­ნა­ხევ­რე­ბულ ხელ­ფას­ზე მუ­შა­ო­ბა.

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით იქ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს?

- "ტვ პირ­ვე­ლი" შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემი სახ­ლია, ვგუ­ლის­ხმობ ამ შე­ნო­ბას. ვიდ­რე, ჩემი შვი­ლი და­ი­ბა­დე­ბო­და, ჩემი "პირ­ვე­ლი შვი­ლი" იყო - ჟურ­ნა­ლი "პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის", რო­მე­ლიც 2001 წლი­დან გა­მო­დი­ო­და და რო­მე­ლიც ბა­ტონ ავთო წე­რე­თელ­თან ერ­თად გა­ვა­კე­თე (ის ამ ჟურ­ნა­ლის 50%-ის მფლო­ბე­ლია); ბევ­რი წე­ლია სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ. რო­დე­საც "ტვ პირ­ვე­ლი­დან" და­მი­ძა­ხეს, თით­ქოს, სახ­ლში დავ­ბრუნ­დი. ბევ­რი კარ­გი მო­გო­ნე­ბა მაქვს "შუ­ა­დღე ლა­ივ­ზე", თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ სამ წამ­ყვანს ერთი და იგი­ვე სურ­ვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდა, რომ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა გა­და­ცე­მა. ნამ­დვი­ლად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ამ გა­და­ცე­მას და მინ­და, რომ პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­დეს ეთერ­ში.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ხომ არ გაქვთ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან?

- დიახ, ორი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს. ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და მე­ო­რე ჩემს ბიზ­ნესს ეხე­ბა, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვა­კე­თებ - ქარ­თულ გას­ტრო­ნო­მი­ულ მუ­ზე­უმს. ჯერ­ჯე­რო­ბით, და­ვის­ვე­ნებ და მო­ვი­ფიქ­რებ რას გა­ვა­კე­თებ.

მომ­ღე­რალ­მა რატი დურ­გლიშ­ვილ­მა ბო­ლომ­დე არ და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა გვი­თხრა, რა შემ­თხვე­ვა­ში და­ტო­ვებს ტე­ლე­ვი­ზი­ას:

რატი დურ­გლიშ­ვი­ლი: "ჯერ არა­ფერ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, არც შევ­ხვედ­რი­ვართ ერ­თმა­ნეთს, სე­ზო­ნია დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

- ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით ხელ­ფა­სის შემ­ცი­რე­ბის გამო და­ტო­ვეთ გა­და­ცე­მა...

- არა, უბ­რა­ლოდ ჩემი თავი არ მომ­წონს ეკ­რან­ზე და ერ­თა­დერ­თი შე­იძ­ლე­ბა მა­გი­ტომ დავ­ტო­ვო. ჩემი სა­კუ­თა­რი თა­ვის უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ცოტა სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბაა, რთუ­ლი საქ­მეა ძა­ლი­ან. წამ­ყვა­ნო­ბას ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბო­დი, თუმ­ცა ბევ­რჯერ მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ცო­ტა­თი მში­შა­რა ვარ მაგ სა­კი­თხში. რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას, ჯერ არ არის და­ტო­ვე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი. ჩემ­თვის მთა­ვა­რია აღ­დგეს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი, გა­და­ი­ა­როს პან­დე­მი­ამ და პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შაო, ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ.

ირი­ნა ონაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან და­ა­დას­ტუ­რა, რომ გა­და­ცე­მა ახალ სე­ზონს მის გა­რე­შე და­ი­წყებს. მან გან­გვი­მარ­ტა რა გახ­და, მისი "ტვ პირ­ვე­ლი­დან" წა­მოს­ვლის მი­ზე­ზი:

- ამ ეტაპ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელ­ფა­სის გამო მი­ვი­ღე, რო­დე­საც გვკი­თხეს გვი­ღირ­და თუ არა ამ ხელ­ფას­ზე მუ­შა­ო­ბა. რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ და თა­ვი­დან იწყებ ყვე­ლა­ფერს, სტა­ჟი­ო­რო­ბი­დან ყვე­ლა ეტაპს გა­დი­ხარ, ცხა­დია, გი­ღირს. კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის. ამ ეტაპ­ზე კი ჩემ­თვის კომ­ფორ­ტის ზონა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­როა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად თუ იქ­ნე­ბა სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და შევ­ძლებ შე­თავ­სე­ბას, უარს არ ვი­ტყვი.

AMBEBI.GE "შუ­ა­დღე LIVE"-ის მთა­ვარ პრო­დი­უ­სერს თეა ცე­ცხლა­ძე­საც ესა­უბ­რა, თუმ­ცა მან წამ­ყვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კი­თხვას ორაზ­როვ­ნად უპა­სუ­ხა:

- ახალ სე­ზონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი გეგ­მე­ბი გვაქვს. გა­დაჭ­რით ვე­რა­ფერს გე­ტყვით ვინ წავა და ვინ დარ­ჩე­ბა. ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის ვემ­ზა­დე­ბით და გი­დას­ტუ­რებთ, რომ გა­ნახ­ლე­ბას ვა­პი­რებთ.

- სამ წამ­ყვანს ეხე­ბა მხო­ლოდ გა­ნახ­ლე­ბა? ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო ხელ­ფა­სე­ბის თე­მაც, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვეს...

- არა, გა­ნახ­ლე­ბა მხო­ლოდ ამ სამ ადა­მი­ანს არ ეხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­ფა­სებს, ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი ნამ­დვი­ლად არ დგას. ამ ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რაც პან­დე­მი­ას უკავ­შირ­დე­ბა, პრობ­ლე­მე­ბია მარ­კე­ტინ­გუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და სა­უ­ბა­რი იყო სა­ხელ­ფა­სო ცვლი­ლე­ბებ­ზე. გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია წამ­ყვა­ნებ­თან და მე­გობ­რულ ვი­თა­რე­ბა­ში გრძელ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა.

- გა­ნახ­ლე­ბულ ეთერს რო­დის ვე­ლო­დოთ?

- შა­ბათს, 16 იან­ვარს გა­ვალთ ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩაიწერეთ
23

ძაან ბევრი წამყავნი ზის და უაზრო კითხვებით სტუმარი ვერ ასწრებს თემის აწევას

საქართველო
34

არა ხართ პროფესიონალები, არა გაქვთ პროფესიული ჟინი. ამიტომ, ძალიან კარგია რომ მიდიხართ.

 

ავტორი:

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა

სამი თვის წინ ტელეკომპანია "პირველზე" ახალი გადაცემა - "შუადღე LIVE" დაიწყო. წამყვანები ცნობილი სახეები - მომღერალი რატი დურგლიშვილი, მოდელი ირინა ონაშვილი, ჟურნალისტი ესმა კუნჭულია და მსახიობები ანა ქურთუბაძე და ზალიკო ჩიქობავა გახლდნენ. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ახალი სეზონიდან არხი და გადაცემა სამმა წამყვანმა - ესმა კუნჭულიამ, რატი დურგლიშვილმა და ირინა ონაშვილმა დატოვეს, რისი მიზეზიც მათთვის ხელფასის შემცირება გახდა.

ახალი კონტრაქტები წამყვანებს ახალი წლის შემდეგ შესთავაზეს და როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, რატი დურგლიშვილმა უკმაყოფილომ დატოვა ტელევიზია, ესმა კუნჭულიამ განცხადება წასვლაზე იმავე დღეს დაწერა, ხოლო ირინა ონაშვილმა სოციალური ქსელით შეატყობინა პროდიუსერს, რომ თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებდა.

რა მოხდა სინამდვილეში ტელევიზიაში - AMBEBI.GE-მ ინფორმაცია ყველა მხარესთან გადაამოწმა. ესმა კუნჭულია, ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ განცხადება დაწერა და გუნდს დაემშვიდობა:

- დიახ, გიდასტურებთ, რომ დავტოვე გადაცემა და დავემშვიდობე გუნდს. აქვე გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ხელფასის 40%-იანი დაკლება, მე არ მიღირდა ამ პირობებში მუშაობა. მანამდე გადაცემასთან გვქონდა სამთვიანი კონტრაქტი, რომელიც დასრულდა. ახალი წლის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ ახალ კონტრაქტში ხელფასი 40%-ით ნაკლები იქნებოდა და თუ გიღირთ გააგრძელეთ მუშაობაო. ვისაც არ გვიღირდა, წამოვედით, მე, რატი და ირინა. მე პირადად ამ მიზეზს ვასახელებ ტელევიზიიდან წამოსვლის, არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა.

- როგორ გაიხსენებდით იქ მუშაობის პერიოდს?

- "ტვ პირველი" შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სახლია, ვგულისხმობ ამ შენობას. ვიდრე, ჩემი შვილი დაიბადებოდა, ჩემი "პირველი შვილი" იყო - ჟურნალი "პირველი მამაკაცებისთვის", რომელიც 2001 წლიდან გამოდიოდა და რომელიც ბატონ ავთო წერეთელთან ერთად გავაკეთე (ის ამ ჟურნალის 50%-ის მფლობელია); ბევრი წელია სხვადასხვა ტელევიზიაში ვმუშაობ. როდესაც "ტვ პირველიდან" დამიძახეს, თითქოს, სახლში დავბრუნდი. ბევრი კარგი მოგონება მაქვს "შუადღე ლაივზე", თუმცა ფაქტია, რომ სამ წამყვანს ერთი და იგივე სურვილი გაგვიჩნდა, რომ დაგვეტოვებინა გადაცემა. ნამდვილად ვგულშემატკივრობ ამ გადაცემას და მინდა, რომ პანდემიის მიუხედავად წარმატებით გავიდეს ეთერში.

- შემოთავაზება ხომ არ გაქვთ სხვა ტელევიზიიდან?

- დიახ, ორი შემოთავაზება მაქვს. ერთი ტელევიზიიდან და მეორე ჩემს ბიზნესს ეხება, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ - ქართულ გასტრონომიულ მუზეუმს. ჯერჯერობით, დავისვენებ და მოვიფიქრებ რას გავაკეთებ.

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა ბოლომდე არ დაადასტურა ინფორმაცია, თუმცა გვითხრა, რა შემთხვევაში დატოვებს ტელევიზიას:

რატი დურგლიშვილი: "ჯერ არაფერზე არ არის საუბარი, არც შევხვედრივართ ერთმანეთს, სეზონია დასრულებული.

- ჩვენი ინფორმაციით ხელფასის შემცირების გამო დატოვეთ გადაცემა...

- არა, უბრალოდ ჩემი თავი არ მომწონს ეკრანზე და ერთადერთი შეიძლება მაგიტომ დავტოვო. ჩემი საკუთარი თავის უკმაყოფილო ვარ, ჟურნალისტიკა ცოტა სხვა სპეციალობაა, რთული საქმეა ძალიან. წამყვანობას ყოველთვის ვერიდებოდი, თუმცა ბევრჯერ მქონია შემოთავაზება. ცოტათი მშიშარა ვარ მაგ საკითხში. რაც შეეხება ტელევიზიას, ჯერ არ არის დატოვებაზე საუბარი. ჩემთვის მთავარია აღდგეს ქვეყანაში ყველაფერი, გადაიაროს პანდემიამ და პროფესიით ვიმუშაო, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

ირინა ონაშვილმა AMBEBI.GE-სთან დაადასტურა, რომ გადაცემა ახალ სეზონს მის გარეშე დაიწყებს. მან განგვიმარტა რა გახდა, მისი "ტვ პირველიდან" წამოსვლის მიზეზი:

- ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ხელფასის გამო მივიღე, როდესაც გვკითხეს გვიღირდა თუ არა ამ ხელფასზე მუშაობა. როდესაც ჟურნალისტი ხარ და თავიდან იწყებ ყველაფერს, სტაჟიორობიდან ყველა ეტაპს გადიხარ, ცხადია, გიღირს. კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. ამ ეტაპზე კი ჩემთვის კომფორტის ზონა კომუნიკაციების სფეროა. ამის პარალელურად თუ იქნება სხვა შემოთავაზება და შევძლებ შეთავსებას, უარს არ ვიტყვი.

AMBEBI.GE "შუადღე LIVE"-ის მთავარ პროდიუსერს თეა ცეცხლაძესაც ესაუბრა, თუმცა მან წამყვანებთან დაკავშირებულ შეკითხვას ორაზროვნად უპასუხა:

- ახალ სეზონთან დაკავშირებით ახალი გეგმები გვაქვს. გადაჭრით ვერაფერს გეტყვით ვინ წავა და ვინ დარჩება. ახალი სეზონისთვის ვემზადებით და გიდასტურებთ, რომ განახლებას ვაპირებთ.

- სამ წამყვანს ეხება მხოლოდ განახლება? ჩვენი ინფორმაციით, იყო ხელფასების თემაც, უკმაყოფილება გამოთქვეს...

- არა, განახლება მხოლოდ ამ სამ ადამიანს არ ეხება. რაც შეეხება ხელფასებს, ფინანსური კრიზისი ნამდვილად არ დგას. ამ ვითარებიდან გამომდინარე რაც პანდემიას უკავშირდება, პრობლემებია მარკეტინგული თვალსაზრისით და საუბარი იყო სახელფასო ცვლილებებზე. გვქონდა კომუნიკაცია წამყვანებთან და მეგობრულ ვითარებაში გრძელდება ურთიერთობა.

- განახლებულ ეთერს როდის ველოდოთ?

- შაბათს, 16 იანვარს გავალთ ეთერში.

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - 16 წლის გოგონას ახალი ფოტოები ფრანგული Elle-ისთვის

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა სახლში იმშობიარა - "ვიცოდი, რომ აუტანელი ტკივილი იქნებოდა...გიჟს ვგავდი"