მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა -  სამართალდამცავებმა ძებნილი დააკავეს
ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა -  სამართალდამცავებმა ძებნილი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ძებ­ნი­ლი პირი - 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ი. და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, 1976 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.კ.-ს ავ­ტო­მო­ბი­ლით გან­ზრახ შე­ე­ჯა­ხა, 1984 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ბ.-ს კი ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მი­მალ­ვა­ში მყო­ფი ძებ­ნი­ლი გ.ი., რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო, ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა -  სამართალდამცავებმა ძებნილი დააკავეს

ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა -  სამართალდამცავებმა ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, 1976 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი., რამდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"არ შემიცვლია არაფერი, რაც რეალურად ვიცი, იმას ვამბობ" - რა თქვა შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმემ სასამართლოში შესვლამდე

"გარკვევა მინდოდა, როდის დამიბრუნებენ ჩამორთმეულ კამერასა და ტელეფონს" - იაკობ ბრეგვაძე პროკურატურაში იმყოფებოდა

"მოპედით მიმავალ ცოტნეს, მოკვლის განზრახვით, მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი" - გახმაურებული ავარიის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა