მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალში შობის წირვა რუსმა მღვდელმსახურმა აღავლინა - საქართველოს ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს საკითხის შესწავლას სთხოვს
ცხინვალში შობის წირვა რუსმა მღვდელმსახურმა აღავლინა - საქართველოს ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს საკითხის შესწავლას სთხოვს

"სა­პატ­რი­არ­ქოს უწყე­ბა­ნი" "ფე­ის­ბუქ­ში" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რის,ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტის, გე­რა­სი­მეს წე­რილს აქ­ქვეყ­ნებს, რო­მე­ლიც მან მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო სა­ეკ­ლე­სიო კავ­ში­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, ვო­ლო­კო­ლამსკის მიტ­რო­პო­ლიტ ილა­რი­ონს, ასე­ვე ვლა­და­კავ­კა­ზი­სა და ალა­ნი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ლე­ო­ნი­დეს მის­წე­რა:

წე­რილ­ში სა­უ­ბა­რია იმის შე­სა­ხებ, რომ ცხინ­ვა­ლის ტა­ძარ­ში შო­ბას მსა­ხუ­რე­ბა რუ­სე­თის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხურ­მა აღავ­ლი­ნა.

"თქვე­ნო მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბავ! მო­გე­სალ­მე­ბით და გი­ლო­ცავთ ქრის­ტე­შო­ბის დღე­სას­წა­ულს. მოგ­მარ­თავთ შემ­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის გამო: ჩვენ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2021 წლის 7 იან­ვარს, ქრის­ტეს შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, ცხინ­ვა­ლის ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში წირ­ვა აღავ­ლი­ნა რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის ვლა­დი­კავ­კა­ზი­სა და ალა­ნი­ის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხურ­მა, მღვდელ­მა სერ­გი კო­კო­ევ­მა.

რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ქ. ცხინ­ვა­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ცხინ­ვა­ლი­სა და ნი­ქო­ზის ეპარ­ქი­ის კა­ნო­ნი­კუ­რი ტე­რი­ტო­რია, რომ­ლის მოქ­მე­დი მღვდელმთა­ვა­რი ბრძან­დე­ბა მიტ­რო­პი­ლი­ტი ისა­ია (ჭან­ტუ­რია). რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, ისე­ვე რო­გორც სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი, ყო­ველ­თვის აღი­ა­რებ­და და აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ას რო­გორც აფხა­ზეთ­ში, ასე­ვე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში.

სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­უ­ღე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და ჩვენ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად სხვა მარ­თლმა­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა მიერ ჩა­ტარ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რი მსა­ხუ­რე­ბა და მსგავ­სი გა­დაც­დო­მე­ბი აზი­ა­ნებს ურ­თი­ერ­თო­ბას ჩვენს ეკ­ლე­სი­ებს შო­რის. ვი­მე­დოვ­ნებთ, გა­მო­იკ­ვლევთ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს, მი­ი­ღებთ მკაცრ ზო­მებს იმ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა მი­მართ, რო­მელ­თაც ეს არა­კა­ნო­ნი­კუ­რი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნეს და მსგავ­სი ფაქ­ტი აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბას და ღმრთის წყა­ლო­ბას თქვენს მა­ღალ მსა­ხუ­რე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე რომ
1

ისე ერთი რამეა გასაკვირი რუსმა თუ გითხრა ვირი ხაარო უნდა იყროყინო თურმე რატომ პასუხი ასეთია აბა ომი ხომ არ გინდა! ჩვენ პოლიციელებს ბევრჯერ დაუჭერიათ იარაღით ხელში გადმოსული რუსი ჯარისკაცები. შიგნით ქართულ სოფლებშიც და მერე რა ხდება თუ იცით. ბოდიშ იხდიან იარაღს უბრუნებენ ზუსტად აღარვიცი ბოდიშის მოხდის მერე უკანალზეც თუ კოცნინ. კითხვაზე რატომ უშვებთ დაჭერილ ოკუპანტებს იარაღით ხელში რუს ოკუპანტებს თუ მანდამაინც ერთი ადგილი არა გვაქვს რომ დავაპატიმროთ იქნებ გაგვეცვალა ჩვენ დაჭერილებში პასუხი არ შეიძლება და უშვებენ იარაღით ხელში. რატომ აბა ომი ხომ არგინდა!

sniper
2

რა გეშველებათ ოსებო? მღვდელიც კი არ გყავთ თქვენი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ცხინვალში შობის წირვა რუსმა მღვდელმსახურმა აღავლინა - საქართველოს ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს საკითხის შესწავლას სთხოვს

ცხინვალში შობის წირვა რუსმა მღვდელმსახურმა აღავლინა - საქართველოს ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს საკითხის შესწავლას სთხოვს

"საპატრიარქოს უწყებანი" "ფეისბუქში" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, გერასიმეს წერილს აქქვეყნებს, რომელიც მან მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს, ასევე ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს მისწერა:

წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ცხინვალის ტაძარში შობას მსახურება რუსეთის ეპარქიის მღვდელმსახურმა აღავლინა.

"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. მოგმართავთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხის გამო: ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია). რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის. ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმრთის წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში", - ნათქვამია წერილში.