პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს" - რას ამბობს ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე
"უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს" - რას ამბობს ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე

რუ­სულ გა­ზეთ "მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც­ში" («Московский комсомолец») გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით "ცნო­ბილ­მა ბა­ლე­რი­ნამ ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა ნო­ვო­სი­ბირსკის თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო დასს რე­კორ­დუ­ლად მოკ­ლე დრო­ით უხელ­მძღვა­ნე­ლა: კონ­ტრაქ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლია“, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ნა რა­ი­კი­ნა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს - ვლა­დი­მირ კეხ­მანს ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"იან­ვრის ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე ინ­ტრი­გა, რო­გორც ჩანს, დას­რულ­და: ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის (НОВАТ) სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ იქ­ნე­ბა. მოკ­ლე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა მშრა­ლად და კონ­კრე­ტუ­ლად ჟღერს - "ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­თან НОВАТ-ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის ვლა­დი­მირ კეხ­მა­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ადრე და­დე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის გა­წყვე­ტის შე­სა­ხებ“.

დიახ, ეს ინ­ტრი­გა ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტრი­გაა ინ­ტრი­გებ­ში. თვი­თონ გან­სა­ჯეთ: ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი НОВАТ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან 2020 წლის ბო­ლოს ხელს აწერს კონ­ტრაქტს, გეგ­მებს ად­გენს, სამ­სა­ხუ­რის დე­ტა­ლებს არ­კვევს... მას სულ მალე წა­რუდ­გე­ნენ სა­ბა­ლე­ტო დასს და გა­აც­ნო­ბენ და უცებ... იგი ინ­ტერ­ვი­უს იძ­ლე­ვა და "სახ­ლიც ინ­გრე­ვა“... არა­და, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვია, მას ფარ­თო კავ­ში­რე­ბი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ქარ­თუ­ლი ბა­ლე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში - 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლეტს თბი­ლის­ში.

მომ­ხდა­რი ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბა НОВАТ-ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს ვლა­დი­მირ კეხ­მანს ვთხო­ვეთ:

- ვლა­დი­მერ აბ­რა­მო­ვიჩ, შე­გიძ­ლი­ათ აგ­ვიხ­სნათ, რა და რო­გორ მოხ­და? ბა­ლე­რი­ნამ ინ­ტერ­ვიუ მა­ნამ­დე მის­ცა, სა­ნამ მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­დგე­ნა მოხ­დე­ბო­და სა­ბა­ლე­ტო და­სის წი­ნა­შე და ამი­ტომ ეს "ძვი­რად და­უჯ­და“?

- არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ტრა­დი­ცია და გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა - და რო­გორც თე­ატ­რში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს, უნდა სცოდ­ნო­და, თუ რო­გორ ხდე­ბა მსგავ­სი და­ნიშ­ვნა... ნი­ნომ ეს შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია და ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. მე თე­ატ­რის დასი ახალ წლამ­დე გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ მათ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ეყო­ლე­ბო­დათ, ისი­ნი საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ... მაგ­რამ მე მისი ვი­ნა­ო­ბა არ გა­მიმ­ხე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, უსი­ა­მოვ­ნო ის­ტო­რი­ა­აა.

- თქვენ ნი­ნოს ად­რე­ვე იც­ნობ­დით?

- არა, მე იგი თით­ქმის ერთი წლის წინ მა­ხარ ვა­ზი­ევ­მა (მოს­კო­ვის დიდი თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა - ს.კ) გა­მაც­ნო. შარ­შან თე­ბერ­ვალ­ში თბი­ლის­ში ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად ერ­თად ჩავფრინ­დით მისი გაც­ნო­ბის მიზ­ნით. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე რა ყვე­ლა რის­კი, მე ნი­ნოს ვთხო­ვე და შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ (ეს ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი მო­მენ­ტია) იგი რუსი ბა­ლე­რი­ნაა. მან დიდ­ხანს იფიქ­რა. ბო­ლოს ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ და მან დო­კუ­მენ­ტებს ხელი მო­ა­წე­რა. ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი შარ­შან დე­კემ­ბრის ბო­ლოს ნო­ვო­სი­ბირსკში ჩა­მოფ­რინ­და, და­ათ­ვა­ლი­ე­რა თე­ატ­რი, რო­მელ­მაც მას­ზე ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. შემ­დეგ იგი ჩემ­თან, სანკ-პე­ტერ­ბურ­გშიც ჩა­მო­ვი­და და ჩვენ ფი­ნა­ლუ­რად ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გან­ვი­ხი­ლეთ. მისი მხრი­დან არ­ცერ­თი უზუს­ტო­ბა არ ყო­ფი­ლა. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ჩვენ მას­თან ისე­თი დო­კუ­მენ­ტი არ გაგ­ვი­ფორ­მე­ბია, რომ­ლებ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ, ყვე­ლას­თან ვა­ფორ­მებთ ხოლ­მე - შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­შიც ჩა­წე­რი­ლია, რომ ყო­ველ­ნა­ი­რი პი­ა­რი და აქ­ტი­უ­რო­ბა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­თან ან გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან უნდა შე­თან­ხმდეს.

თუმ­ცა მა­ინც მოხ­და ის, რაც მოხ­და - მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მან შო­ბის წინ გა­ახ­მა­უ­რა (ეს ნი­ნო­სა­გან ერ­თგვა­რი სა­შო­ბაო სა­ჩუ­ქა­რი აღ­მოჩ­ნდა). ასე­თი ნა­ბი­ჯი, პირ­ველ რიგ­ში, კო­ლექ­ტი­ვის უპა­ტივ­ცემ­ლო­ბაა. მე­ო­რე მო­მენ­ტი: აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მისი მო­ტი­ვა­ცი­ად, თუ რა­ტომ მი­დის ნო­ვო­სი­ბირ­კში სა­მუ­შა­ოდ, სულ სხვა რამ იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე ის, რა­ზე­დაც ჩვენ შევ­თან­ხმდით. ჩვენ სხვნა­ი­რად ვი­სა­უბ­რეთ. არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა "ჯერ და­ჯე­ქი, ფეხ­ზე დგო­მით ვე­რა­ფერს მი­აღ­წე­ვო“ და ეს მარ­თლაც ასეა, ჩვენს შემ­თხვე­ვას სრუ­ლე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბა. იცით, ასე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა: მცი­რე ტყუ­ი­ლი დიდ სიც­რუ­ეს ბა­დებს. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პი­რა­დად მე მუ­შა­ო­ბა არ შე­მიძ­ლია. ჩემ­თვის პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, ხოლო შემ­დეგ, მე­ო­რე რიგ­ში - პრო­ფე­სი­უ­ლი.

- რად­გან სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რიგი არ დგე­ბა - ამ დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია - მა­შინ ვინ უხელ­მძღვა­ნე­ლებს ნო­ვო­სი­ბირსკის ბა­ლეტს?

- ნინო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ რე­პერ­ტუ­ა­რი უნდა შევ­ქმნაო. ვერ ვი­ტყვი, რომ ვინ­მეს შე­უძ­ლია ისე­თი ფარ­თო რე­პერ­ტუ­ა­რით და­იკ­ვეხ­ნოს, რო­გო­რიც ნო­ვო­სი­ბირსკის თე­ატრს აქვს. მისი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან სა­უბ­რის დროს მო­ვის­მი­ნე, საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ჩემ­თვის მთა­ვარ საკ­ვან­ძო მო­მენტს, პირ­ველ რიგ­ში, მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბი წარ­მო­ად­გენ­და. იგი ნამ­დვი­ლად ვარ­სკვლა­ვია - ია­პო­ნი­ა­შიც და ამე­რი­კა­შიც, კო­რე­ა­შიც და ჩი­ნეთ­შიც... ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ამ ქვეყ­ნებ­ში ბევ­რს ცეკ­ვავ­და, მას ყვე­ლა იც­ნობს. მას პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს ბევრ დას­თან, მათ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან. მინ­დო­და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, რომ ნო­ვო­სი­ბირსკში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ ის ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, უსაქ­მოდ არი­ან. პლუს ამას, მე გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დავ­რჩი თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სი­ლა­მა­ზით და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან მინ­დო­და, იმ რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბობს, ქარ­თულ თე­ატრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მქო­ნო­და.

დღეს ნო­ვი­სი­ბირსკის თე­ატ­რის ძი­რი­თა­დი რე­პერ­ტუ­ა­რი კლა­სი­კაა და ამ მხრივ ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე გვაქვს, თუმ­ცა, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო: ნი­ნოს ისე დავ­შორ­დით, რომ მას ჯერ მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლი არ ჰქონ­და. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 122 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
10

შენი შესახვეწიც რომ ექნება ნინო ანანიაშვილს, მაგრამ ვისი ხელიც ურევია შენი გვარითაც მივხვდით

მანანა
10

გაოცებული ვარ "კონფლიქტის" დეტალების გაჟღერებით.. ძალიან არადიპლომატიური საქციელია ასეთი ვრცელი და ამომწურავი ინტერვიუს მიცემა ასეთ თემაზე. საბავშვი ბაღის გარჩევას დაემსგავსა უკვე ეს ყველაფერი. სირცხვილი რუსებს ასეთი კაცის ასეთ საპასყხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნისთვის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს" - რას ამბობს ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე

"უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს" - რას ამბობს ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე

რუსულ გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცში" («Московский комсомолец») გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ცნობილმა ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს რეკორდულად მოკლე დროით უხელმძღვანელა: კონტრაქტი გაუქმებულია“, რომელშიც ჟურნალისტი მარინა რაიკინა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს - ვლადიმირ კეხმანს ნინო ანანიაშვილის შესახებ ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"იანვრის ყველაზე ხანმოკლე ინტრიგა, როგორც ჩანს, დასრულდა: ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის (НОВАТ) საბალეტო დასის ხელმძღვანელი არ იქნება. მოკლე ოფიციალური განცხადება მშრალად და კონკრეტულად ჟღერს - "ნინო ანანიაშვილთან НОВАТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელის ვლადიმირ კეხმანის მოლაპარაკების შედეგად, მხარეთა შეთანხმებით, მიღებულია გადაწყვეტილება ადრე დადებული კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ“.

დიახ, ეს ინტრიგა ყველაზე დიდი ინტრიგაა ინტრიგებში. თვითონ განსაჯეთ: ნინო ანანიაშვილი НОВАТ-ის ხელმძღვანელობასთან 2020 წლის ბოლოს ხელს აწერს კონტრაქტს, გეგმებს ადგენს, სამსახურის დეტალებს არკვევს... მას სულ მალე წარუდგენენ საბალეტო დასს და გააცნობენ და უცებ... იგი ინტერვიუს იძლევა და "სახლიც ინგრევა“... არადა, ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავია, მას ფართო კავშირები და დიდი გამოცდილება აქვს, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ბალეტის განვითარებაში - 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო ბალეტს თბილისში.

მომხდარი ფაქტის კომენტირება НОВАТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელს ვლადიმირ კეხმანს ვთხოვეთ:

- ვლადიმერ აბრამოვიჩ, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა და როგორ მოხდა? ბალერინამ ინტერვიუ მანამდე მისცა, სანამ მისი ოფიციალური წარდგენა მოხდებოდა საბალეტო დასის წინაშე და ამიტომ ეს "ძვირად დაუჯდა“?

- არსებობს გარკვეული ტრადიცია და გარკვეული შეთანხმება - და როგორც თეატრში მომუშავე ადამიანს, უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... ნინომ ეს შეთანხმება დაარღვია და ინტერვიუ მისცა. მე თეატრის დასი ახალ წლამდე გავაფრთხილე, რომ მათ ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდათ, ისინი საქმის კურსში იყვნენ... მაგრამ მე მისი ვინაობა არ გამიმხელია. სამწუხაროდ, უსიამოვნო ისტორიააა.

- თქვენ ნინოს ადრევე იცნობდით?

- არა, მე იგი თითქმის ერთი წლის წინ მახარ ვაზიევმა (მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა - ს.კ) გამაცნო. შარშან თებერვალში თბილისში ჩვენ სპეციალურად ერთად ჩავფრინდით მისი გაცნობის მიზნით. გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ (ეს ჩემთვის პრინციპული მომენტია) იგი რუსი ბალერინაა. მან დიდხანს იფიქრა. ბოლოს ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ და მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ნინო ანანიაშვილი შარშან დეკემბრის ბოლოს ნოვოსიბირსკში ჩამოფრინდა, დაათვალიერა თეატრი, რომელმაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იგი ჩემთან, სანკ-პეტერბურგშიც ჩამოვიდა და ჩვენ ფინალურად ყოველი ნაბიჯი განვიხილეთ. მისი მხრიდან არცერთი უზუსტობა არ ყოფილა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ მასთან ისეთი დოკუმენტი არ გაგვიფორმებია, რომლებსაც ჩვეულებრივ, ყველასთან ვაფორმებთ ხოლმე - შემოქმედებით ადამიანებთან, რომლებშიც ჩაწერილია, რომ ყოველნაირი პიარი და აქტიურობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს.

თუმცა მაინც მოხდა ის, რაც მოხდა - მხედველობაში მაქვს ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ გაახმაურა (ეს ნინოსაგან ერთგვარი საშობაო საჩუქარი აღმოჩნდა). ასეთი ნაბიჯი, პირველ რიგში, კოლექტივის უპატივცემლობაა. მეორე მომენტი: აღნიშნულ ინტერვიუში მისი მოტივაციად, თუ რატომ მიდის ნოვოსიბირკში სამუშაოდ, სულ სხვა რამ იყო დასახელებული, ვიდრე ის, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით. ჩვენ სხვნაირად ვისაუბრეთ. არსებობს ასეთი გამოთქმა "ჯერ დაჯექი, ფეხზე დგომით ვერაფერს მიაღწევო“ და ეს მართლაც ასეა, ჩვენს შემთხვევას სრულებით შეესაბამება. იცით, ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს. ასეთ სიტუაციაში პირადად მე მუშაობა არ შემიძლია. ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, ხოლო შემდეგ, მეორე რიგში - პროფესიული.

- რადგან საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რიგი არ დგება - ამ დონის პროფესიონალები თითზე ჩამოსათვლელია - მაშინ ვინ უხელმძღვანელებს ნოვოსიბირსკის ბალეტს?

- ნინო ინტერვიუში ამბობს, რომ რეპერტუარი უნდა შევქმნაო. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს შეუძლია ისეთი ფართო რეპერტუარით დაიკვეხნოს, როგორიც ნოვოსიბირსკის თეატრს აქვს. მისი წინადადებები, რომლებიც ჩემთან საუბრის დროს მოვისმინე, საკმაოდ მოკრძალებულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის მთავარ საკვანძო მომენტს, პირველ რიგში, მისი საერთაშორისო კავშირები წარმოადგენდა. იგი ნამდვილად ვარსკვლავია - იაპონიაშიც და ამერიკაშიც, კორეაშიც და ჩინეთშიც... ნინო ანანიაშვილი ამ ქვეყნებში ბევრს ცეკვავდა, მას ყველა იცნობს. მას პირადი ურთიერთობები აქვს ბევრ დასთან, მათ ხელმძღვანელებთან. მინდოდა მისი შესაძლებლობები გამომეყენებინა, რომ ნოვოსიბირსკში მაქსიმალურად ჩამოსულიყვნენ ის ვარსკვლავები, რომლებიც ახლა, კორონავირუსის გამო, უსაქმოდ არიან. პლუს ამას, მე განცვიფრებული დავრჩი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სილამაზით და, რასაკვირველია, ძალიან მინდოდა, იმ რთული ურთიერთობების დროს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, ქართულ თეატრთან თანამშრომლობა მქონოდა.

დღეს ნოვისიბირსკის თეატრის ძირითადი რეპერტუარი კლასიკაა და ამ მხრივ ჩვენ ყველაფერი რიგზე გვაქვს, თუმცა, ძალიან ვწუხვარ, მომხდარი ფაქტის გამო: ნინოს ისე დავშორდით, რომ მას ჯერ მუშაობა დაწყებული არ ჰქონდა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

მეუფე ნიკოლოზი: "დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს"

"ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნები, რომელთაც აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს" - მაია ბითაძე