აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი "ამბოხის წახალისებაში" ედება.
მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტს ხმა მინიმუმ 217-მა მისცა, მათ შორის, მინიმუმ ცხრა "რესპუბლიკელია".
ამის შემდეგ, საკითხზე უკვე სენატში იმსჯელებენ. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.