საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ძველით ახალ წელს ულოცავს. ის სოციალურ ქსელში ოთხფეხა მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, ტექსტით:
"გომბორა განიცდის ფეიერვერკებს, ვაწყნარებ და ერთად ველოდებით 12 საათს და ახალიწლის დადგომას! გილოცავთ ყველას და გისურვებთ დადგეს ახალი, მშვიდი, სიხარულის მომტანი წელი!".