ავტორი:

"გილოცავთ კალანდას" - თეა წულუკიანის მეუღლე ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

"გილოცავთ კალანდას" - თეა წულუკიანის მეუღლე ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მისი მეუღლე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა.

ცნობილია, რომ ის არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში.

კაკულია კარატისტია და სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. წულუკიანი მეუღლეზე 9 წლით უფროსია. წყვილს ქორწინებიდან დაახლოებით ერთ წელში ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც მერიკო დაარქვეს.

იუსტიციის ექსმინისტრი ქალიშვილთან ერთად ხშირად ჩნდებოდა. პატარა მერიკო - ხან "ქართული ოცნების" ოფისში, ხან იუსტიციის სახლების გახსნაზე იმყოფებოდა...

გოგონა უკვე 3 წლისაა. ცოტა ხნის წინ ქალიშვილის ფოტო ნუგზარ კაკულიამ გამოაქვეყნა და საზოგადოებას ძველით ახალი წელი მიულოცა:

"გილოცავთ კალანდას" - წერს კაკულია.

რას წერენ ქალბატონები, რომლებმაც საპატრულო პოლიციისგან საჩუქარი მიიღეს

"ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება...რამდენიმე დღეში კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

"გზავნილი საკანი 224-დან..." - როგორ მიულოცა ნიკა მელიამ საყვარელ ქალს 8 მარტი