პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განვიხილავთ" - ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციისა და ვირუსის მესამე ტალღის შესახებ
"ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განვიხილავთ" - ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციისა და ვირუსის მესამე ტალღის შესახებ
  • გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა?

ამ პე­რი­ო­დის­თვის ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მა­სა­ლა და სან­დო­ო­ბა არ გა­აჩ­ნია - შე­სა­ბა­მი­სად, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნას ამ ეტა­პის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გა­ნი­ხი­ლავს, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა ტი­კა­რა­ძემ გა­ა­კე­თა.

ტი­კა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ცალ­სა­ხად სა­უ­ბა­რია “ფა­ი­ზე­რი­სა“ და “ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნებ­ზე, რო­მელ­თა შე­ძე­ნაც “კო­ვაქს პლატ­ფორ­მი­დან“ ხდე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

“რო­გორც კი სარ­წმუ­ნო წყა­რო­დან გვქონ­და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, ჩვენ სა­ჯა­რო გავ­ხა­დეთ. რო­გორც კი, გვექ­ნე­ბა შემ­დე­გი დას­ტუ­რი იმის შე­სა­ხებ, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის ვაქ­ცი­ნის მო­წო­დე­ბას შეს­ძლებს “კო­ვაქს პლატ­ფორ­მა“, ამა­საც გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ცე­სი თან­მიმ­დევ­რუ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღე­ბენ სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ვაქ­ცი­ნას. ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ბაზ­რებ­ზე გვაქვს სა­უბ­რე­ბი, მაგ­რამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ბაზ­რებს გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ჩვენ ვართ საკ­მა­ოდ ფრთხი­ლად. ჯერ­ჯე­რო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­ცე­მულ პრო­ტო­კოლს მივ­ყვე­ბით, რად­გან ეს არის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო გზა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­ღე­ბი­სათ­ვის“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ტი­კა­რა­ძემ.

  • ვინ აიც­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში?

„კო­ვაქს” პლატ­ფორ­მი­დან ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია მი­ღე­ბუ­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ისი­ნი მზად არი­ან, მოგ­ვა­წო­დონ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის ვაქ­ცი­ნა, - აცხა­დებს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი. მისი თქმით, ამ ეტა­პის­თვის ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას, თუმ­ცა მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ეს იმას არ გა­მო­რი­ცხავს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მას სხვა ვაქ­ცი­ნაც და­ე­მა­ტოს.

„რაც შე­ე­ხე­ბა „კო­ვაქს“ პლატ­ფორ­მას­თან და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი მზა­დე­ბა. ინ­ტენ­სი­უ­რი მზა­დე­ბის ფა­ზა­ში სა­ჭი­რო იყო და გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ პარ­ლა­მენ­ტთან. გუ­შინ გა­ი­მარ­თა უკვე პარ­ლა­მენ­ტში პირ­ვე­ლი სა­კო­მი­ტე­ტო შეხ­ვედ­რა, რა­ზეც ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­სა­უბ­რეთ. და­ი­ნი­ცირ­და კა­ნო­ნი და იან­ვრის ბო­ლომ­დე გეგ­მუ­რად გვექ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი ყვე­ლა ის ცვლი­ლე­ბა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ვაქ­ცი­ნის შე­უ­ფერ­ხე­ბელ შე­მო­ტა­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა­ზე, თუმ­ცა ეს არ გა­მო­რი­ცხავს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას და­ე­მა­ტოს სხვა ვაქ­ცი­ნე­ბიც და ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე“ მი­საწ­ვდო­მო­ბაც გა­უჩ­ნდე­ბათ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, იქ­ნე­ბა ეს „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა თუ რო­მე­ლი­მე სხვა ვაქ­ცი­ნა, ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ესა­ჭი­რო­ე­ბა თა­ვი­სი ეტა­პობ­რი­ო­ბა და ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი პორ­ცი­უ­ლი შე­მო­ტა­ნა ქვე­ყა­ნა­ში. ამას აკე­თებს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო, არა­მედ სხვა ქვეყ­ნე­ბიც, ვი­ნა­ი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი და მხო­ლოდ ცივი ჯაჭ­ვის არ­სე­ბო­ბა არ გა­ნა­პი­რო­ბებს თუ რა მო­ცუ­ლო­ბის ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვენ გეგ­მა­ზო­მი­ე­რად ვმუ­შა­ობთ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­ში არ გვქო­ნია არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა, ამ კომ­პო­ნენ­ტში ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ექ­ნე­ბა სრუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ყვე­ლა იმ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რა მო­ცუ­ლო­ბის შეს­ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. შე­ფერ­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ან არარ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის გამო მო­სახ­ლე­ო­ბას არ ექ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 100 ათა­სი მე­დი­კო­სი არ გვყავს - აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მო­ტა­ნი­ლი ვაქ­ცი­ნა პრო­პორ­ცი­უ­ლად იმ რისკ ჯგუ­ფებ­ზე გა­ნა­წილ­დე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

ამას­თან, ტი­კა­რა­ძის აზ­რით, მე­დი­კო­სე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სან­დო­ო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში.

„ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ გვაქვს გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. ამას ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ათან­ხმებს. გან­სა­ზღვრუ­ლია რისკ-ჯგუ­ფე­ბი და მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა სტა­ტე­გი­უ­ლად გეგ­მავს, რომ არ და­ინ­ფი­ცირ­დნენ მე­დი­კო­სე­ბი, რათა მათ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მოვ­ლა და მკურ­ნა­ლო­ბა შეს­ძლონ. პრი­ო­რი­ტეტ­ში ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში მე­დი­კო­სე­ბი არი­ან. მე­დი­კო­სე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ვაქცნა­ცი­ის სან­დო­ო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. შემ­დგომ­ში ისე­თი მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბი, რო­გო­რი­ცაა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პი­რე­ბი და ასე­ვე პენ­სი­ო­ნე­რე­ბი. ჩვენ ამ პრო­ცესს გეგ­მა­ზო­მი­ე­რად მივ­ყვე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ტი­კა­რა­ძემ.

  • მე­სა­მე ტალ­ღა

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ვა­რა­უ­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­სა­მე ტალ­ღა, სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყე­ბა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­სა­მე ტალ­ღას ქვე­ყა­ნა ინ­ფექ­ცი­ის შე­კა­ვე­ბის ეპი­ზოდ­ში, უფრო მე­ტად ეფექ­ტუ­რად უნდა შეხ­ვდეს.

„მა­შინ რო­დე­საც მსოფ­ლიო მე­სა­მე ტალ­ღა­ზე სა­უბ­რობს, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერ იქ­ნე­ბა. ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ და გა­ვი­თა­ვი­სოთ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. მე­სა­მე ტალ­ღის­თვის, არა მხო­ლოდ მზად­ყოფ­ნის კომ­პო­ნენ­ტში, არა­მედ მე­სა­მე ფა­ზის მარ­თვის კომ­პო­ნენ­ტში, რათა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რად მოხ­დეს. აქ­ცენ­ტი ამა­ზე უნდა ავი­ღოთ და უფრო მე­ტად ეფექ­ტუ­რე­ბი უნდა ვი­ყოთ ინ­ფექ­ცი­ის შე­კა­ვე­ბის ეპი­ზოდ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­სა­მე ტალ­ღა შე­იძ­ლე­ბა იყოს თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერდია
0

ჭიაბერაშვილს ჰკითხეთ, როგორ აჯობებს. დღეს რადიო ,,თავისუფლებაში" მედიცინის ექსპერტად წარგვიდგინეს. სახტად დავრჩი. კაცი განათლებით ფილოსოფოსია, რომელიც მიშას ახირებით, ჯანმრთელობის მინისტრად დანიშნეს და სულ თვენახევარი იმუშავა. ისეთი აპლომბით გამოთქვამდა მოსაზრებებს, ვინ და როდის უნდა აიცრას, თითქოს მის გარდა ჯანმრთელობის სექტორში არავინ აზრზე არაა და ჭიაბერაშვილის რჩევები თუ უშველით. რა გჭირთ ამ ოპოზიციაში, ყველა ყველაფერში როგორ ხართ გენიოსები. (არ დაგავიწყდეთ, აჭარის ჯანმრთელობის მინისტრი კობა ხაბაზი იყო :)

Irma
1

Me vendobi chinur vakcinas. Chinelebma shedzles sheecherebinat pandemia.

ავტორი:

"ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განვიხილავთ" - ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციისა და ვირუსის მესამე ტალღის შესახებ

"ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განვიხილავთ" - ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციისა და ვირუსის მესამე ტალღის შესახებ
  • განიხილება თუ არა ჩინური ვაქცინის შემოტანა?

ამ პერიოდისთვის ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია - შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ გააკეთა.

ტიკარაძის განმარტებით, ცალსახად საუბარია “ფაიზერისა“ და “ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, რომელთა შეძენაც “კოვაქს პლატფორმიდან“ ხდება. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

“როგორც კი სარწმუნო წყაროდან გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ საჯარო გავხადეთ. როგორც კი, გვექნება შემდეგი დასტური იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მოწოდებას შესძლებს “კოვაქს პლატფორმა“, ამასაც გავასაჯაროებთ. ნებისმიერი პროცესი თანმიმდევრულად წარიმართება. ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად მიიღებენ საჭირო რაოდენობის ვაქცინას. ალტერნატიულ ბაზრებზე გვაქვს საუბრები, მაგრამ ალტერნატიული ბაზრებს გარკვეული რისკები გააჩნიათ. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ საკმაოდ ფრთხილად. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოცემულ პროტოკოლს მივყვებით, რადგან ეს არის ყველაზე უსაფრთხო გზა ვაქცინაციის მიღებისათვის“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

  • ვინ აიცრება პირველ რიგში?

„კოვაქს” პლატფორმიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მიღებული და დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანა მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას, თუმცა მინისტრის განმარტებით, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას სხვა ვაქცინაც დაემატოს.

„რაც შეეხება „კოვაქს“ პლატფორმასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება. ინტენსიური მზადების ფაზაში საჭირო იყო და გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი არის საკანონმდებლო ცვლილება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან. გუშინ გაიმართა უკვე პარლამენტში პირველი საკომიტეტო შეხვედრა, რაზეც ცვლილებებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. დაინიცირდა კანონი და იანვრის ბოლომდე გეგმურად გვექნება შეტანილი ყველა ის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებელ შემოტანას საქართველოში.

ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში „ფაიზერის“ ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ „ასტრაზენეკაზე“ მისაწვდომობაც გაუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს „ფაიზერის“ ვაქცინა თუ რომელიმე სხვა ვაქცინა, ყველა ვაქცინაციას ესაჭიროება თავისი ეტაპობრიობა და ასევე, გარკვეული პორციული შემოტანა ქვეყანაში. ამას აკეთებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი არის საკმაოდ რთული პროცესი და მხოლოდ ცივი ჯაჭვის არსებობა არ განაპირობებს თუ რა მოცულობის ვაქცინების შემოტანა იქნება შესაძლებელი საქართველოში.

ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, როგორც სხვა კომპონენტებში არ გვქონია არანაირი გართულება, ამ კომპონენტში ჩვენს მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ყველა იმ რაოდენობაზე, რა მოცულობის შესყიდვის საშუალებაც იქნება მსოფლიო ბაზარზე. შეფერხება საქართველოში არსებული ან არარსებული პირობების გამო მოსახლეობას არ ექნება,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში 100 ათასი მედიკოსი არ გვყავს - აქედან გამომდინარე, შემოტანილი ვაქცინა პროპორციულად იმ რისკ ჯგუფებზე განაწილდება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან იქნება შეთანხმებული.

ამასთან, ტიკარაძის აზრით, მედიკოსები ვაქცინაცია მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის სანდოობას მოსახლეობაში.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაიდლაინები და პრიორიტეტები. ამას ყველა ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ათანხმებს. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები და მოწყვლადი ჯგუფები. პირველ რიგში, ყველა ქვეყანა სტატეგიულად გეგმავს, რომ არ დაინფიცირდნენ მედიკოსები, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შესძლონ. პრიორიტეტში ყველა ვარიანტში მედიკოსები არიან. მედიკოსები ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ზრდის ვაქცნაციის სანდოობას მოსახლეობაში. შემდგომში ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები და ასევე პენსიონერები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად მივყვებით“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

  • მესამე ტალღა

ჯანდაცვის მინისტრის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსის მესამე ტალღას ქვეყანა ინფექციის შეკავების ეპიზოდში, უფრო მეტად ეფექტურად უნდა შეხვდეს.

„მაშინ როდესაც მსოფლიო მესამე ტალღაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ამისათვის აუცილებელია, გამოვიყენოთ და გავითავისოთ მსოფლიოში არსებული გამოცდილება. მესამე ტალღისთვის, არა მხოლოდ მზადყოფნის კომპონენტში, არამედ მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა ინფექციის გავრცელება მინიმალურად მოხდეს. აქცენტი ამაზე უნდა ავიღოთ და უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვიყოთ ინფექციის შეკავების ეპიზოდში. სავარაუდოდ, მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან", - განაცხადა ტიკარაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნიკა მელიამ თქვა, თვის ბოლოს შევხვდეთო - ძალიან პატიოსანი სიტყვაა" - ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართავს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"