პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე გაგრძელება შეუძლებელია... მალე ყველაფერი უნდა გაიხსნას!" - რას წერს მომღერალი ლაშა ღლონტი "ფეისბუქში"
"ასე გაგრძელება შეუძლებელია... მალე ყველაფერი უნდა გაიხსნას!" - რას წერს მომღერალი ლაშა ღლონტი "ფეისბუქში"

მომ­ღე­რა­ლი ლაშა ღლონ­ტი პან­დე­მი­ის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, თან­და­თა­ნო­ბით, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მკაც­რი დაც­ვით, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­იხ­სნას.

"ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აზ­რით, უკვე მალე თან­და­თა­ნო­ბით, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მკაც­რი დაც­ვით, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­იხ­სნას. მა­გა­ლი­თად, რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი მკაც­რად უნდა გა­კონ­ტროლ­დეს და 40-50%-ით და­იტ­ვირ­თოს მხო­ლოდ.

მე მქონ­და პა­წა­წი­ნა კაფე, სა­დაც შე­ვამ­ცი­რეთ და მო­ვა­წეს­რი­გეთ სკა­მე­ბის, მა­გი­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, წყო­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით და­დი­ო­და სრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით, სა­დი­ლობ­და და მი­დი­ო­და სახ­ლში ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მის გა­რე­შე. და­საქ­მე­ბუ­ლი გვყავ­და 15 ადა­მი­ა­ნი.

ხომ გახ­სნეს მო­ლე­ბი და ძა­ლი­ან კარ­გა­დაც მუ­შა­ობ­დნენ ბო­ლოს, წეს­რიგს იცავ­და ყვე­ლა ხალ­ხიც და ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც. მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც უნდა გა­ვი­გოთ, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია: დის­ტან­ცია, პირ­ბა­დე, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა. მი­ნი­მუმ 1 წელი მა­ინც ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვერ ავ­ცდე­ბით და ჯო­ბია ყვე­ლამ მო­ვინ­დო­მოთ, ისევ ჩვენ­თვის.

ყვე­ლა­ფე­რი თან­და­თან და­ლაგ­დე­ბა და კო­რო­ნაც მი­ი­ლე­ვა. გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ერ 2021 წელს ეს წელი ყო­ფი­ლი­ყოს კო­რო­ნას და­მარ­ცხე­ბის წელი", - წერს ლაშა ღლონ­ტი.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში მე­გობ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეთან­ხმე­ბა მომ­ღერ­ლის მო­საზ­რე­ბას, თუმ­ცა ნა­წი­ლი ეჭვს გა­მოთ­ქვამს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად დაც­ვას ვერ შეძ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელი
18

ნორმალური თუა ახლა ეს? იცი რა ჯდება თითოეული პაციენტის მკურნალობა??? თუ შენი ჯიბიდან დააფინანსებ,კი ბატონო!

ილია
14

უნდა გამკაცრდეს პირბადეებზე ჯარიმა 200 ლარამდე და აღსრულება უნდა მოხდეს უმკაცრესად. მე ორი პირბადე მიკეთია ქუჩაში და ზოგი ერთსაც რო არ იკეთებს რა წესია? მასე არც ზაფხულში არ გაიხსნება ობიექტები და ვუყუროთ ასე ამ უპასუხისმგებლო ხალხს?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ასე გაგრძელება შეუძლებელია... მალე ყველაფერი უნდა გაიხსნას!" - რას წერს მომღერალი ლაშა ღლონტი "ფეისბუქში"

"ასე გაგრძელება შეუძლებელია... მალე ყველაფერი უნდა გაიხსნას!" - რას წერს მომღერალი ლაშა ღლონტი "ფეისბუქში"

მომღერალი ლაშა ღლონტი პანდემიის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, თანდათანობით, რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, ყველაფერი უნდა გაიხსნას.

"ჩემო ძვირფასებო, ჩემი მოკრძალებული აზრით, უკვე მალე თანდათანობით, რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, ყველაფერი უნდა გაიხსნას. მაგალითად, რესტორნები და კაფეები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და 40-50%-ით დაიტვირთოს მხოლოდ.

მე მქონდა პაწაწინა კაფე, სადაც შევამცირეთ და მოვაწესრიგეთ სკამების, მაგიდების რაოდენობა, წყობა და მოსახლეობა სიამოვნებით დადიოდა სრული რეკომენდაციების დაცვით, სადილობდა და მიდიოდა სახლში ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დასაქმებული გვყავდა 15 ადამიანი.

ხომ გახსნეს მოლები და ძალიან კარგადაც მუშაობდნენ ბოლოს, წესრიგს იცავდა ყველა ხალხიც და ადმინისტრაციაც. მოსახლეობამაც უნდა გავიგოთ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მარტივია: დისტანცია, პირბადე, ხელების დაბანა. მინიმუმ 1 წელი მაინც ამ რეკომენდაციებს ვერ ავცდებით და ჯობია ყველამ მოვინდომოთ, ისევ ჩვენთვის.

ყველაფერი თანდათან დალაგდება და კორონაც მიილევა. გისურვებთ ბედნიერ 2021 წელს ეს წელი ყოფილიყოს კორონას დამარცხების წელი", - წერს ლაშა ღლონტი.

პოსტის კომენტარებში მეგობრების უმრავლესობა ეთანხმება მომღერლის მოსაზრებას, თუმცა ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რომ მოსახლეობა რეგულაციების სრულყოფილად დაცვას ვერ შეძლებს.

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"