ავტორი:

"ყველა სფერო არ გაიხსნება" - შეეხება თუ არა ცვლილებები ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას და სკოლებს

"ყველა სფერო არ გაიხსნება" - შეეხება თუ არა ცვლილებები ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას და სკოლებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შევხედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა, ან რომელი სფერო გაიხსნება სავაჭრო ცენტრების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ.

"ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან, ვინაიდან ჩვენთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო ის საახალწლოლ გახსნა. ამ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით თუ რამდენად ეფექტურები ვიყავით გახსნის პერიოდში და შევძელით შეგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. ჩვენ დავხვეწეთ ეს მიდგომები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და გავხსნათ ეკონომიკის გახსნის პერიოდში პირველად სავაჭრო ქსელი.

შეხვედრები გაგრძელდება, პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ამის შემდეგ უკვე ჩვენ საუბრები გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში.

კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდეგი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტური“, - განაცხადა ტიკარაძემ და იქვე დასძინა: "ყველა სფერო არ გაიხსნება".

რაც შეეხება სასწავლო პროცესის აღდგენას, მინისტრის თქმით, ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ იძლევა საშუალებას, რომ სკოლების გახსნაზე საუბარი დაიწყოს.

"რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიღება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს.

თუმცა, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"