მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პირობით გადასცა ივანიშვილმა ქონება "ფონდ ქართუს" და რა ელის ამ აქტივებს? -  "იმედია, არ მოხდება ზარალიანი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა და მათი ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება"
რა პირობით გადასცა ივანიშვილმა ქონება "ფონდ ქართუს" და რა ელის ამ აქტივებს? -  "იმედია, არ მოხდება ზარალიანი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა და მათი ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება"

პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლამ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს“ გა­დას­ცა. ეს აქ­ტი­ვე­ბი 30 და 31 დე­კემ­ბერს სა­ჯა­რო რე­ესტრით უკვე გა­და­ფორმ­და. ლა­პა­რა­კია იმ ბიზ­ნე­სებ­სა და ქო­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც იგი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ფლობ­და. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გრძე­ლია, რაც უკვე ფონდ "ქარ­თუს“ ბა­ლანსზე გა­და­ვი­და, ჯამ­ში 26 ობი­ექ­ტი გა­და­ა­ფორ­მა და 2 ობი­ექ­ტი კი გა­და­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­შია.

"აქ­ტი­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვი, რომ­ლე­ბიც საკ­რე­დი­ტო და სხვა სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით არ არის დატ­ვირ­თუ­ლი და რო­მელ­თა მარ­თვა ფონდს გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დაგ­ვე­ცა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის­თვის, ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბით - არც მარ­თვის და არც გას­ხვი­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აქ­ტი­ვებს არ უნდა შე­ეც­ვა­ლოთ პრო­ფი­ლი, რად­გან მათი დიდი ნა­წი­ლი ორ­დი­ნა­რუ­ლი ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბი რო­დია, ისი­ნი დარ­გის (ზო­გიც რე­გი­ო­ნის) გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბია, რო­მელ­საც თან­მდე­ვი და­დე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი უნდა მოჰ­ყვეს ეკო­ნო­მი­კის სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტში, მათ შო­რის, ტუ­რიზ­მის დარ­გში“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა entrepreneur-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ ქველ­მოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ­ბობს, რომ სხვა გან­მარ­ტე­ბას გა­წე­ულ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე არ აპი­რებს. პო­ლი­ტი­კი­დან წა­სუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის ამ ნა­ბიჯს მოყ­ვა სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბე­ბი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მო­ი­წო­ნა მისი გა­წე­უ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბა, მაგ­რამ ერთი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ამ კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა წამ­გე­ბი­ა­ნია და ამი­ტომ თა­ვი­დან მო­ი­შო­რა, სხვე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს ქო­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, მოკ­ლედ, ყვე­ლა თა­ვი­სი ვერ­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბას ცდი­ლობს.

რა ელის ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­ვებს, რო­მე­ლიც მან "ქარ­თუს" გა­და­უ­ფორ­მა, ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რი, ირაკ­ლი მა­კა­ლა­თია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი ქო­ნე­ბის სო­ლი­დუ­რი ნა­წი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს" გა­დას­ცა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა...

- რე­ა­ლუ­რად მარ­თლაც დიდი ქო­ნე­ბა გა­დას­ცა ფონდ "ქარ­თუს" და ეს ცალ­სა­ხად კარ­გია, რაც შე­ე­ხე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბის ეკო­ნო­მი­კურ შე­დე­გებს, ამას რე­ა­ლუ­რად მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. ზო­გა­დად, არ მგო­ნია, ქველ­მოქ­მე­დე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყოს, რად­გან ეს ქველ­მოქ­მე­დე­ბაა და თი­თო­ე­უ­ლი გა­ღე­ბუ­ლი ლარი კონ­კრე­ტუ­ლი ქველ­მოქ­მე­დის კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ვი­ტყვი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ფონდ "ქარ­თუ­სა" და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. ვგუ­ლის­ხმობ იმას, არ მოხ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ისე­თი აქ­ტი­ვე­ბის გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბას მო­ი­თხოვს. მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვან "ბლექ­სი არე­ნას", მი­უ­ხე­და­ვად კე­თი­ლი ჟეს­ტი­სა, და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­სა, "ბლექ­სი არე­ნა" სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­ე­ცა, მაგ­რამ ჩვენ, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლებს გვი­წევს ახლა ამის­თვის მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის გა­დახ­და. ობი­ექ­ტი წლი­დან წლამ­დე ზა­რალ­ზე გა­დის და დიდი და­ნა­ხარ­ჯე­ბია. თა­ნაც "ბლექ­სი არე­ნა" თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია, კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში შე­დის სხვა კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რონ და იმა­თაც ხელს უშ­ლის ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში...

სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მა მგო­ნია ისიც, რომ ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­ლო­დე­ბით რა­ტომ­ღაც, რომ მი­ლი­არ­დე­რი თა­ვის ფულს ჩვენ დაგ­ვი­რი­გებს და თუ არ გვი­რი­გებს, ამა­ზე ვბრაზ­დე­ბით. არც ერთი მი­ლი­არ­დე­რი და მი­ლი­ო­ნე­რი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლის ნა­წი­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც სხვას მის­ცეს, ეს მის კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მთა­ვა­რი რაც არის, ვერ­ცერ­თი სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­არ­დე­რის ქო­ნე­ბა ვერ შე­ედ­რე­ბა რე­ა­ლუ­რად იმ ქო­ნე­ბას, რა­საც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ფლობს - ეკო­ნო­მი­კურ ნა­წილს ვგუ­ლის­ხმობ. ეს ქო­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გვე­კუთ­ვნის, რომ­ლის გად­მო­ცე­მა არ მოხ­და ჩვე­ნი მთავ­რო­ბე­ბის არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- მთლი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვე­ბის 70-80% ჯერ კი­დევ სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­შია, ასე­ვე სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის 60% და კი­დევ უფრო მეტი, შე­სა­ბა­მი­სად მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ ხდე­ბა, გვაქვს წი­ა­ღი­სე­უ­ლის მა­რა­გი, რომ­ლის 9-ზე მეტი ბუ­ნებ­რი­ვი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ გვაქვს უზარ­მა­ზა­რი წყლის რე­სურ­სე­ბი, ტყის ფონ­დი, უამ­რა­ვი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ობი­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა და­ნა­ხარ­ჯე­ბი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი კი ნუ­ლის ტო­ლია. ასე­ვე გვაქვს ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პი­რი­ქით, ზა­რალ­ზე გა­დი­ან და ჩვენ, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბი ვა­ფი­ნან­სებთ. უზარ­მა­ზარ მი­ლი­არ­დო­ბით ქო­ნე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზეა და და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლია.

ჩვენ რომ გავ­ხდეთ ძლი­ე­რე­ბი, ეკო­ნო­მი­კა რომ გან­ვი­თარ­დეს ეს ქო­ნე­ბა უნდა გა­და­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში. მაგ­რამ არც ერთი მთავ­რო­ბა ამას არ აკე­თებს. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ეკო­ნო­მი­კა და პო­ლი­ტი­კა ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, პო­ლი­ტი­კა გან­სა­ზღვრავს ეკო­ნო­მი­კას, ინ­ვეს­ტო­რი რომ ჩა­მო­დის, მი­დის არა ბიზ­ნეს­მენ­თან, არა­მედ მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან რო­გორც მე­სა­კუთ­რეს­თან, პო­ლი­ტი­კოს­თან მი­დის, რომ­ლის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი კი­დევ სხვა არის. ეს უნდა მო­ი­შა­ლოს, სის­ტე­მა უნდა შე­იც­ვა­ლოს.

- ისევ და­ვუბ­რუნ­დეთ ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ამ ფაქტს ქველ­მოქ­მე­დე­ბად არ გა­ნი­ხი­ლავს...

- ბევრ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ეჭ­ვე­ბი გა­უჩ­ნდეს, რომ ქველ­მოქ­მე­დე­ბის უკან დგას სხვა ინ­ტე­რე­სი, მაგ­რამ ამის არ­გუ­მენ­ტა­ცია არ ჩანს. ვიდ­რე შე­დე­გე­ბი არ დად­გე­ბა, ეჭ­ვებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, ეს არ იქ­ნე­ბა სწო­რი. ამ ეტაპ­ზე რე­ა­ლო­ბა ასე­თია საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს დიდი ქო­ნე­ბა გა­დას­ცა, შემ­დეგ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ეს შემ­დეგ შე­ვა­ფა­სოთ. დრო გვიჩ­ვე­ნებს რამ­დე­ნად მოხ­მარ­დე­ბა ეს ქო­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებს... პო­ლი­ტი­კო­სი რომ ვიყო, მი­ვა­ბამ­დი პო­ლი­ტი­კუ­რად კუ­დებს და სხვა რა­მეს ვი­ტყო­დი, მაგ­რამ ეს ჩემ­გან არ გა­მო­ვა. ობი­ექ­ტუ­რად ვცდი­ლობ შე­ვა­ფა­სო. ეჭ­ვებ­ზე არ მინ­და ლა­პა­რა­კი...

- მისი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა, რომ არც ერთ გა­და­ცე­მულ კომ­პა­ნი­ას პრო­ფი­ლი არ შე­ეც­ვა­ლოს, ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ამ ნუს­ხა­ში ბევ­რი პრო­ექ­ტი და­სამ­თავ­რე­ბე­ლია. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე წამ­გე­ბი­ა­ნიც კი არის. თქვენ ისა­უბ­რეთ "ბლექ­სი არე­ნა­ზე" და თქვით, რომ ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბით ხდე­ბა მისი შე­ნახ­ვა, ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ ეს და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ში გა­და­ვი­დეს და ისევ ჩვე­ნი ჯი­ბი­დან გახ­დეს და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი?

- ამის რის­კე­ბი ნამ­დვი­ლად არის. კერ­ძო კომ­პა­ნია წა­გე­ბა­ზე იმუ­შა­ვებს თუ მო­გე­ბა­ზე, ეს მისი მე­პატ­რო­ნე ბიზ­ნეს­მე­ნის საქ­მეა, მაგ­რამ რო­გორც კი ეს გა­და­დის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში და ჩვე­ნი, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლე­ბის შე­სა­ნა­ხი თუ გა­სა­კე­თე­ბე­ლი ხდე­ბა, ეს უკვე არას­წო­რია. ეს არ უნდა მოხ­დეს. ეს ქო­ნე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში თუ გა­და­ვი­და და რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი დოვ­ლა­თი შე­იქ­მნა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია...

- თქვე­ნი აზ­რით, რა ელის ივა­ნიშ­ვი­ლის იმ აქ­ტი­ვებს, რო­მე­ლიც მან "ქარ­თუს" გა­და­უ­ფორ­მა?

- ძნე­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი, წი­ნას­წარ ვერ გა­ვა­კე­თებ შე­ფა­სე­ბას. რაც სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნია, ის ეკო­ნო­მი­კურ შე­დე­გებს მო­ი­ტანს, რაც წა­გე­ბა­ზე იქ­ნე­ბა, ფონ­დის დო­ნა­ცი­ა­ზე დაჯ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მერე თქვან, ეს არ არის ეკო­ნო­მი­უ­რად აქ­ტი­უ­რიო და ჩა­მო­წე­რონ.

ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არის ქველ­მოქ­მე­დე­ბა, გა­და­ვე­ცი და იქი­დან შე­მო­სა­ვალს და მო­გე­ბას არ ავი­ღე­ბო. შენი ქო­ნე­ბა მე გად­მო­მე­ციო, - მის­თვის ამის მო­თხოვ­ნა, არ არის სწო­რი!

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
13

რომელიც ობიექტიც ზარალიანი აღმოჩნდება ჯართად გავყიდოთ. 

გიორგი
156
არავის, აბსოლუტურად არავის არ ეკითხება, და არც არავის საქმე არ გახლავთ თავის პირად, საკუთარ აქტივებს ვის გადასცემს ივანიშვილი! უნდა გადასცემს, და უნდა არ გადასცემს! ეს მისი პირადი საქმეა და ყალბ და უსაქმურ ვაი-ექსპერტს ვურჩევდი მოუშვან ენის ტარტალს და თავიანთი კარიკატურული ექსპერტობის წარმოჩენას!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა პირობით გადასცა ივანიშვილმა ქონება "ფონდ ქართუს" და რა ელის ამ აქტივებს? -  "იმედია, არ მოხდება ზარალიანი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა და მათი ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება"

რა პირობით გადასცა ივანიშვილმა ქონება "ფონდ ქართუს" და რა ელის ამ აქტივებს? -  "იმედია, არ მოხდება ზარალიანი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა და მათი ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება"

პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს“ გადასცა. ეს აქტივები 30 და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრით უკვე გადაფორმდა. ლაპარაკია იმ ბიზნესებსა და ქონებაზე, რომელსაც იგი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფლობდა. ჩამონათვალი გრძელია, რაც უკვე ფონდ "ქართუს“ ბალანსზე გადავიდა, ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა და 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.

"აქტივებს რაც შეეხება, მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით - არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნესპროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ონლაინგამოცემა entrepreneur-თან ინტერვიუში ამ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სხვა განმარტებას გაწეულ ქველმოქმედებაზე არ აპირებს. პოლიტიკიდან წასული ივანიშვილის ამ ნაბიჯს მოყვა სხვადასხვა შეფასებები.

საზოგადოების ნაწილმა მოიწონა მისი გაწეული ქველმოქმედება, მაგრამ ერთი ნაწილი ამბობს, რომ ამ კომპანიების უმეტესობა წამგებიანია და ამიტომ თავიდან მოიშორა, სხვები ამტკიცებენ, რომ ეს ქონების გადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯია, მოკლედ, ყველა თავისი ვერსიის განვითარებას ცდილობს.

რა ელის ივანიშვილის აქტივებს, რომელიც მან "ქართუს" გადაუფორმა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია გვესაუბრება.

- ბატონო ირაკლი, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების სოლიდური ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცა, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კითხვები გააჩინა...

- რეალურად მართლაც დიდი ქონება გადასცა ფონდ "ქართუს" და ეს ცალსახად კარგია, რაც შეეხება ქველმოქმედების ეკონომიკურ შედეგებს, ამას რეალურად მომავალი გვიჩვენებს. ზოგადად, არ მგონია, ქველმოქმედების ეკონომიკური შედეგების შეფასება მიზანშეწონილი იყოს, რადგან ეს ქველმოქმედებაა და თითოეული გაღებული ლარი კონკრეტული ქველმოქმედის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა გადასახადების გადამხდელის პოზიციიდან ვიტყვი, მნიშვნელოვანი და საინტერესოა როგორ გაგრძელდება ფონდ "ქართუსა" და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ვგულისხმობ იმას, არ მოხდეს სახელმწიფოსთვის ისეთი აქტივების გადაცემა, რომელიც შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მოითხოვს. მაგალითად მოვიყვან "ბლექსი არენას", მიუხედავად კეთილი ჟესტისა, დადებითი გამოხმაურებისა, "ბლექსი არენა" სახელმწიფოს გადაეცა, მაგრამ ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს გვიწევს ახლა ამისთვის მილიონობით ლარის გადახდა. ობიექტი წლიდან წლამდე ზარალზე გადის და დიდი დანახარჯებია. თანაც "ბლექსი არენა" თავისი შინაარსით, როგორც სახელმწიფო კომპანია, კონკურენციაში შედის სხვა კერძო კომპანიებთან, რომლებმაც შეიძლება ანალოგიური ღონისძიებები ჩაატარონ და იმათაც ხელს უშლის ამ ღონისძიებების ჩატარებაში...

საზოგადოების პრობლემა მგონია ისიც, რომ ზოგადად ადამიანები ველოდებით რატომღაც, რომ მილიარდერი თავის ფულს ჩვენ დაგვირიგებს და თუ არ გვირიგებს, ამაზე ვბრაზდებით. არც ერთი მილიარდერი და მილიონერი არ არის ვალდებული თავისი შემოსავლის ნაწილი მაინცდამაინც სხვას მისცეს, ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

მთავარი რაც არის, ვერცერთი საქართველოს მილიარდერის ქონება ვერ შეედრება რეალურად იმ ქონებას, რასაც ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ფლობს - ეკონომიკურ ნაწილს ვგულისხმობ. ეს ქონება რეალურად ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკუთვნის, რომლის გადმოცემა არ მოხდა ჩვენი მთავრობების არასწორი პოლიტიკის შედეგად.

- რას გულისხმობთ?

- მთლიანი ეკონომიკური აქტივების 70-80% ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, ასევე სასოფლო სამეურნეო მიწების 60% და კიდევ უფრო მეტი, შესაბამისად მისი გამოყენება არ ხდება, გვაქვს წიაღისეულის მარაგი, რომლის 9-ზე მეტი ბუნებრივი გამოვლინებაა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გვაქვს უზარმაზარი წყლის რესურსები, ტყის ფონდი, უამრავი შენობა-ნაგებობა და სახელმწიფო ობიექტები, რომელთა დანახარჯები წლიდან წლამდე იზრდება, ეკონომიკური ეფექტი კი ნულის ტოლია. ასევე გვაქვს ისეთი სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც პირიქით, ზარალზე გადიან და ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ვაფინანსებთ. უზარმაზარ მილიარდობით ქონებაზეა ლაპარაკი, რომელიც სახელმწიფო ბალანსზეა და დაკონსერვებულია.

ჩვენ რომ გავხდეთ ძლიერები, ეკონომიკა რომ განვითარდეს ეს ქონება უნდა გადავიდეს საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში. მაგრამ არც ერთი მთავრობა ამას არ აკეთებს. სამწუხაროდ, დღეს ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას, ინვესტორი რომ ჩამოდის, მიდის არა ბიზნესმენთან, არამედ მთავრობის წევრებთან როგორც მესაკუთრესთან, პოლიტიკოსთან მიდის, რომლის მიზნები და ამოცანები კიდევ სხვა არის. ეს უნდა მოიშალოს, სისტემა უნდა შეიცვალოს.

- ისევ დავუბრუნდეთ ივანიშვილის ქონებას, ადამიანების ნაწილი ამ ფაქტს ქველმოქმედებად არ განიხილავს...

- ბევრ ადამიანს შეიძლება ეჭვები გაუჩნდეს, რომ ქველმოქმედების უკან დგას სხვა ინტერესი, მაგრამ ამის არგუმენტაცია არ ჩანს. ვიდრე შედეგები არ დადგება, ეჭვებზე ვერ ვილაპარაკებ, ეს არ იქნება სწორი. ამ ეტაპზე რეალობა ასეთია საქველმოქმედო ფონდს დიდი ქონება გადასცა, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს შემდეგ შევაფასოთ. დრო გვიჩვენებს რამდენად მოხმარდება ეს ქონება ადამიანებს... პოლიტიკოსი რომ ვიყო, მივაბამდი პოლიტიკურად კუდებს და სხვა რამეს ვიტყოდი, მაგრამ ეს ჩემგან არ გამოვა. ობიექტურად ვცდილობ შევაფასო. ეჭვებზე არ მინდა ლაპარაკი...

- მისი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ არც ერთ გადაცემულ კომპანიას პროფილი არ შეეცვალოს, ისიც ცნობილია, რომ ამ ნუსხაში ბევრი პროექტი დასამთავრებელია. იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე წამგებიანიც კი არის. თქვენ ისაუბრეთ "ბლექსი არენაზე" და თქვით, რომ ჩვენი გადასახადებით ხდება მისი შენახვა, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ეს დაუმთავრებელი პროექტები სახელმწიფოს ხელში გადავიდეს და ისევ ჩვენი ჯიბიდან გახდეს დასაფინანსებელი?

- ამის რისკები ნამდვილად არის. კერძო კომპანია წაგებაზე იმუშავებს თუ მოგებაზე, ეს მისი მეპატრონე ბიზნესმენის საქმეა, მაგრამ როგორც კი ეს გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და ჩვენი, გადასახადების გადამხდელების შესანახი თუ გასაკეთებელი ხდება, ეს უკვე არასწორია. ეს არ უნდა მოხდეს. ეს ქონება კერძო სექტორში თუ გადავიდა და რეალური ეკონომიკური დოვლათი შეიქმნა, მისასალმებელია...

- თქვენი აზრით, რა ელის ივანიშვილის იმ აქტივებს, რომელიც მან "ქართუს" გადაუფორმა?

- ძნელია ამაზე ლაპარაკი, წინასწარ ვერ გავაკეთებ შეფასებას. რაც სიცოცხლისუნარიანია, ის ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს, რაც წაგებაზე იქნება, ფონდის დონაციაზე დაჯდება და შეიძლება მერე თქვან, ეს არ არის ეკონომიურად აქტიურიო და ჩამოწერონ.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ქველმოქმედება, გადავეცი და იქიდან შემოსავალს და მოგებას არ ავიღებო. შენი ქონება მე გადმომეციო, - მისთვის ამის მოთხოვნა, არ არის სწორი!

"593 58 40 52 - ეს არის ჩემი ტელეფონის ნომერი... 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ ზარებს, როგორც დეპუტატი" - ალეკო ელისაშვილი

"რა მოხდება ამის მერე? ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის" - რას წერს ვახუშტი მენაბდე უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე?

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოცამდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ" - კობახიძე