მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
23 წლის გოგონა, რომელიც პანდემიის დროს სოფელში გადასახლდა და ცხვრებს, ძროხებს და ქათმებს ბებოსთან ერთად უვლის
23 წლის გოგონა, რომელიც პანდემიის დროს სოფელში გადასახლდა და ცხვრებს, ძროხებს და ქათმებს ბებოსთან ერთად უვლის

"ვფიქ­რობ ხოლ­მე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს სო­ფელ­ში, ისი­ნი თუ აკე­თე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს, მე რა­ტომ ვერ უნდა გა­ვა­კე­თო?!" - გვე­უბ­ნე­ბა 23 წლის თამ­თა ტრა­პა­ი­ძე, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის დროს რუს­თა­ვი­დან სო­ფელ ზემო ქედ­ში გა­და­სახ­ლდა. გო­გო­ნას სჯე­რა, რომ მისი მა­გა­ლი­თით ბევ­რს მო­ან­დო­მებს სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბას. მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას კი "ინ­სტაგ­რამ­ზე" ბლოგ­ში აღ­წერს.

- რას საქ­მი­ა­ნობ­დით პან­დე­მი­ამ­დე?

- მოგ­ზა­უ­რო­ბა, ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, ამი­ტომ გი­დად მუ­შა­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე და 3 წელი ტუ­რის­ტებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვმოგ­ზა­უ­რობ­დი. თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი და თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დი.

- სო­ფელ­ში გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორ მი­ი­ღეთ?

სა­ნამ პირ­ვე­ლი კა­რან­ტი­ნი და­ი­წყე­ბო­და, აპ­რილ­ში, მთე­ლი ოჯა­ხი სო­ფელ­ში წა­ვე­დით ბე­ბი­ას­თან (ოჯახ­ში ვგუ­ლის­ხმობ ჩემს დასა და მა­მას, დედა ემიგ­რან­ტია). ის დრო მშვე­ნივ­რად გა­ვა­ტა­რე, ვი­ყა­ვი ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს და არა ოთხ კე­დელ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი. სუფ­თა ჰა­ე­რი, გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მეტი რა უნდა მე­ნატ­რა ასეთ დროს?!

კა­რან­ტი­ნი რომ დამ­თავ­რდა, ზა­ფხულ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა. ერთ სა­ღა­მოს მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ზღვის პი­რას მზის ჩას­ვლას ვუ­ყუ­რებ­დით და მო­მა­ვალ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით; ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით, თუ რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლებ­დით ცხოვ­რე­ბას პან­დე­მი­ის შემ­დეგ. ყო­ველ­თვის მინ­დო­და გარ­კვე­ულ ასაკ­ში სო­ფელ­ში ჩას­ვლა და იქ ცხოვ­რე­ბა, ჰოდა, ამ სა­უბ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ სწო­რედ ახლა მქონ­და შან­სი, დრო გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა გა­მო­მე­ცა­და. ამი­ტომ ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი.

- რა იყო მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და რო­გორ გა­უმკლავ­დით?

- ნელ-ნელა მო­ვიყ­ვა­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი. ჯერ ცხვრე­ბი, მერე ქათ­მე­ბი, ძრო­ხე­ბი და ა. შ. მე, მამა და ბე­ბია ვუვ­ლი­დით ამ ყვე­ლა­ფერს. მა­მას ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ჰქონ­და - სა­ქონ­ლის მოვ­ლა.

ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა ნამ­დვი­ლად არაა ძნე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში გად­მოს­ვლა. შრო­მა ჩემ­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა, ზა­ფხუ­ლო­ბით სულ სო­ფელ­ში ვა­ტა­რებ­დით დროს მე და ჩემი და, რა თქმა უნდა, ბე­ბი­ას ეზო­ში სულ ვეხ­მა­რე­ბო­დით. არ შე­მიძ­ლია მთე­ლი დღე სახ­ლში ვიჯ­დე და არა­ფე­რი ვა­კე­თო. მოკ­ლედ, თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იყო; დიდი არა­ფე­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შემ­ხვედ­რია... იქამ­დე, სა­ნამ მა­მაც არ წა­ვი­დო­და დე­დას­თან.

მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე მარ­ტო დარ­ჩე­ნა იყო, თით­ქოს სახ­ლი და­ცა­რი­ელ­და, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და. პირ­ველ ღა­მეს ღორი გა­მო­მექ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, საჭ­მე­ლი არ ეყო და დარ­ბო­და მთელ ეზო­ში. დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა და ყვე­ლა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის მოვ­ლაც ცოტა ძნე­ლი იყო. თუმ­ცა, ახლა მი­ვეჩ­ვიე უკვე ყვე­ლა­ფერს, იმი­ტომ რომ ჩემი თა­ვის მჯე­რა და შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

- რო­გო­რია თქვე­ნი მე­ურ­ნე­ო­ბა. რა გყავთ და რო­გორ უვ­ლით?

- მყავს 4 ძრო­ხა, ყვე­ლას­გან მა­ტე­ბას ვე­ლით, ერთი სა­და­ცაა მო­ი­გებს. 3 ცხვა­რუ­კა მყავს, 1 ორ­სუ­ლი მსუ­ნა­გი ღორი, სულ ჭამა უნდა და რო­გორც კი და­მი­ნა­ხავს, ეგ­რე­ვე ხმა­ურს ტეხს, აბა თა­ვის დრო­ზე არ აჭა­მო, მთელ სახ­ლს გა­დად­გამს! ორი ბა­ჭი­აც მყავს, მე­ზო­ბელ­მა მა­ჩუ­ქა და ნელ-ნელა ვსწავ­ლობ ბა­ჭი­ე­ბის მოვ­ლა­საც. ქათ­მე­ბიც მყავს, და­ახ­ლო­ე­ბით ოც­და­ა­თამ­დე. სახ­ლის მთა­ვა­რი მცვე­ლი - ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი და მო­უს­ვე­ნა­რი ცუგა - მარ­კი­ზა და ორი ფისო - კა­ლიფ­სო და ში­კა­მა­რუ (ზედ­მეტ­სა­ხე­ლად ძუნ­გლა).

ბოს­ტა­ნიც მაქვს, გა­ზა­ფხულ­ზე სულ უნდა გა­და­ვავ­სო, იმ­დე­ნი რა­ღაც დავ­თე­სო და დავრგო. მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, გან­ტვირ­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა ჩემ­თვის. ნელ-ნელა ვსწავ­ლობ ამ ყვე­ლაფ­რის მოვ­ლას, ხან ვის ვე­კი­თხე­ბი რჩე­ვას, ხან ვის.

ბე­ბოს­თან ვცხოვ­რობ, უკვე მო­ხუ­ცია, 76 წლის. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მეხ­მა­რე­ბა და არ ჩერ­დე­ბა, თუმ­ცა უმე­ტეს­წი­ლად ამ ყვე­ლა­ფერს მე ვუვ­ლი.

დი­ლით ადრე ვიღ­ვი­ძებ, და­ახ­ლო­ე­ბით 8-დან 9-ის ნა­ხევ­რამ­დე. სა­ქო­ნელს უფრო ადრე ვერ გა­მო­ვუშ­ვებ, იმი­ტომ რომ ცივა და ცო­დო­ე­ბი არი­ან. პირ­ველ რიგ­ში, ვაჭ­მევ ქათ­მებს, შემ­დეგ ღორს, რო­მე­ლიც თავ­გან­წირ­ვით ჭყმუ­ტუ­ნებს და მსაყ­ვე­დუ­რობს, პირ­ვე­ლი მა­გას­თან რა­ტომ არ მი­ვე­დი. ამის მერე მივ­დი­ვარ ძრო­ხებ­თან და ცხვრებ­თან, გა­მო­ვუშ­ვებ ეზო­ში, სა­დაც თივა და ბი­ბი­ნა ბა­ლა­ხია, ცო­ტას მო­ვე­ფე­რე­ბი, ცო­ტას და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და წა­მო­ვალ. უკვე დროა კა­ტებს და ძაღლსაც ვა­ჭა­მო. შემ­დეგ ვი­წეს­რი­გებ თავს, ეზო­დან სულ ტა­ლახ­ში ამო­გუნ­გლუ­ლი გა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

დროზე,დაბრუნდი,ქალაქში,ბურჯანაძემ,არ,მოგისწროს,თორემ.ფსიკიკურ,აშლილობას,დაგაბრალებს.

nin
0

წარმატებები საყვარელო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

23 წლის გოგონა, რომელიც პანდემიის დროს სოფელში გადასახლდა და ცხვრებს, ძროხებს და ქათმებს ბებოსთან ერთად უვლის

23 წლის გოგონა, რომელიც პანდემიის დროს სოფელში გადასახლდა და ცხვრებს, ძროხებს და ქათმებს ბებოსთან ერთად უვლის

"ვფიქრობ ხოლმე, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სოფელში, ისინი თუ აკეთებენ ამ ყველაფერს, მე რატომ ვერ უნდა გავაკეთო?!" - გვეუბნება 23 წლის თამთა ტრაპაიძე, რომელიც პანდემიის დროს რუსთავიდან სოფელ ზემო ქედში გადასახლდა. გოგონას სჯერა, რომ მისი მაგალითით ბევრს მოანდომებს სოფელში ცხოვრებას. მის ყოველდღიურობას კი "ინსტაგრამზე" ბლოგში აღწერს.

- რას საქმიანობდით პანდემიამდე?

- მოგზაურობა, ბუნებასთან სიახლოვე და აქტიური ცხოვრება ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ გიდად მუშაობა გადავწყვიტე და 3 წელი ტურისტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ადგილას ვმოგზაურობდი. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდი და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი.

- სოფელში გადასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

სანამ პირველი კარანტინი დაიწყებოდა, აპრილში, მთელი ოჯახი სოფელში წავედით ბებიასთან (ოჯახში ვგულისხმობ ჩემს დასა და მამას, დედა ემიგრანტია). ის დრო მშვენივრად გავატარე, ვიყავი ბუნებასთან ახლოს და არა ოთხ კედელში გამომწყვდეული. სუფთა ჰაერი, გემრიელი საჭმელი და თავისუფლება, მეტი რა უნდა მენატრა ასეთ დროს?!

კარანტინი რომ დამთავრდა, ზაფხულში მეგობრებთან ერთად დავიწყე მოგზაურობა. ერთ საღამოს მე და ჩემი მეგობრები ზღვის პირას მზის ჩასვლას ვუყურებდით და მომავალზე ვლაპარაკობდით; ერთმანეთს ვუზიარებდით, თუ როგორ გავაგრძელებდით ცხოვრებას პანდემიის შემდეგ. ყოველთვის მინდოდა გარკვეულ ასაკში სოფელში ჩასვლა და იქ ცხოვრება, ჰოდა, ამ საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ ახლა მქონდა შანსი, დრო გამომეყენებინა და სოფელში ცხოვრება გამომეცადა. ამიტომ ავდექი და წამოვედი.

- რა იყო მთავარი სირთულეები და როგორ გაუმკლავდით?

- ნელ-ნელა მოვიყვანეთ ყველაფერი. ჯერ ცხვრები, მერე ქათმები, ძროხები და ა. შ. მე, მამა და ბებია ვუვლიდით ამ ყველაფერს. მამას ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა - საქონლის მოვლა.

ახალი ცხოვრების დაწყება ნამდვილად არაა ძნელი, განსაკუთრებით ქალაქიდან სოფელში გადმოსვლა. შრომა ჩემთვის უცხო არ ყოფილა, ზაფხულობით სულ სოფელში ვატარებდით დროს მე და ჩემი და, რა თქმა უნდა, ბებიას ეზოში სულ ვეხმარებოდით. არ შემიძლია მთელი დღე სახლში ვიჯდე და არაფერი ვაკეთო. მოკლედ, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო; დიდი არაფერი სირთულეები არ შემხვედრია... იქამდე, სანამ მამაც არ წავიდოდა დედასთან.

მთავარი სირთულე მარტო დარჩენა იყო, თითქოს სახლი დაცარიელდა, ისეთი შეგრძნება მქონდა. პირველ ღამეს ღორი გამომექცა, სავარაუდოდ, საჭმელი არ ეყო და დარბოდა მთელ ეზოში. დილით ადრე გაღვიძება და ყველა შინაური ცხოველის მოვლაც ცოტა ძნელი იყო. თუმცა, ახლა მივეჩვიე უკვე ყველაფერს, იმიტომ რომ ჩემი თავის მჯერა და შეუძლებელი არაფერია.

- როგორია თქვენი მეურნეობა. რა გყავთ და როგორ უვლით?

- მყავს 4 ძროხა, ყველასგან მატებას ველით, ერთი სადაცაა მოიგებს. 3 ცხვარუკა მყავს, 1 ორსული მსუნაგი ღორი, სულ ჭამა უნდა და როგორც კი დამინახავს, ეგრევე ხმაურს ტეხს, აბა თავის დროზე არ აჭამო, მთელ სახლს გადადგამს! ორი ბაჭიაც მყავს, მეზობელმა მაჩუქა და ნელ-ნელა ვსწავლობ ბაჭიების მოვლასაც. ქათმებიც მყავს, დაახლოებით ოცდაათამდე. სახლის მთავარი მცველი - ჩემი უსაყვარლესი და მოუსვენარი ცუგა - მარკიზა და ორი ფისო - კალიფსო და შიკამარუ (ზედმეტსახელად ძუნგლა).

ბოსტანიც მაქვს, გაზაფხულზე სულ უნდა გადავავსო, იმდენი რაღაც დავთესო და დავრგო. მიწასთან მუშაობა ძალიან მიყვარს, განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა ჩემთვის. ნელ-ნელა ვსწავლობ ამ ყველაფრის მოვლას, ხან ვის ვეკითხები რჩევას, ხან ვის.

ბებოსთან ვცხოვრობ, უკვე მოხუცია, 76 წლის. შეძლებისდაგვარად მეხმარება და არ ჩერდება, თუმცა უმეტესწილად ამ ყველაფერს მე ვუვლი.

დილით ადრე ვიღვიძებ, დაახლოებით 8-დან 9-ის ნახევრამდე. საქონელს უფრო ადრე ვერ გამოვუშვებ, იმიტომ რომ ცივა და ცოდოები არიან. პირველ რიგში, ვაჭმევ ქათმებს, შემდეგ ღორს, რომელიც თავგანწირვით ჭყმუტუნებს და მსაყვედურობს, პირველი მაგასთან რატომ არ მივედი. ამის მერე მივდივარ ძროხებთან და ცხვრებთან, გამოვუშვებ ეზოში, სადაც თივა და ბიბინა ბალახია, ცოტას მოვეფერები, ცოტას დაველაპარაკები და წამოვალ. უკვე დროა კატებს და ძაღლსაც ვაჭამო. შემდეგ ვიწესრიგებ თავს, ეზოდან სულ ტალახში ამოგუნგლული გამოვდივარ ხოლმე განაგრძეთ კითხვა

"გომბორა განიცდის ფეიერვერკებს, ვაწყნარებ და ერთად ველოდებით 12 საათს" - როგორ ულოცავს პრეზიდენტი საზოგადოებას ძველით ახალ წელს?

"ელიავას ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი რატომ არ მიდიან თავის სოფლებში?! როგორ შეიძლება, მთელი საქართველო თბილისში იყოს?" - ქეთი დოლიძე

"სიგნალი მაქვს პედიატრებისგან, რომ "კავასაკის სინდრომის" მსგავს სიმპტომთა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში ნახეს" - ცერცვაძე