საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებ ნიკას, ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე!" - რა განცხადებამ გაანაწყენა მუსლიმები და რას პასუხობს გვარამია კრიტიკას?
"მოვუწოდებ ნიკას, ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე!" - რა განცხადებამ გაანაწყენა მუსლიმები და რას პასუხობს გვარამია კრიტიკას?

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი აჰ­მედ იმამ­ყუ­ლი­ე­ვი "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ნიკა გვა­რა­მი­ას ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს. იმამ­ყუ­ლი­ე­ვი გვა­რა­მი­ას მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს. სა­უ­ბა­რია "მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რის კო­მენ­ტარ­ზე, სა­დაც მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ალაჰს შე­ა­და­რა.

"ნიკა გვა­რა­მი­ას მიერ მოყ­ვა­ნი­ლი მა­გა­ლი­თი (შე­და­რე­ბა) (ხუმ­რო­ბი­თაც კი) ჩემ­თვის და ყვე­ლა მუს­ლი­მის­თვის არის მი­უ­ღე­ბე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი! მე ვგმობ ასეთ ქმე­დე­ბას და მი­ვუ­წო­დებ ნი­კას, რომ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­შე!" - წერს იმამ­ყუ­ლი­ე­ვი.

"მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რის­გან ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვს ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვი:

"გვა­რა­მი­ამ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს მუ­სულ­მა­ნე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა გვა­რა­მი­აც და სხვე­ბიც ეხე­ბი­ან ეროვ­ნულ მრწამსსა და რე­ლი­გი­ას. გვა­რა­მი­ას სი­ტყვებს მუს­ლიმ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ვიჩ­ნევ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვ სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დას", - ამ­ბობს ის.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს თა­ვის მო­საზ­რე­ბას მარ­ნე­უ­ლი­სა და გარ­დაბ­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზაურ დარ­გა­ლი.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რე­ბის მხრი­დან ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა ისი­ნი დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ. ნიკა გვა­რა­მია იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს იმ გან­ცხა­დე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მან გა­ა­კე­თა და მთე­ლი მუ­სულ­მა­ნუ­რი სამ­ყა­რო შე­უ­რა­ცხყო", - წერს ის.

კრი­ტი­კას მა­ლე­ვე უპა­სუ­ხა გვა­რა­მი­ამ და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კი­თხზე კვი­რას, მის გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რებს:

"ამ სა­კი­თხზე (სუ­სის და ქო­ცე­ბის მიერ ხე­ლოვ­ნუ­რად ინ­სპი­რი­რე­ბულ­ზე და აგო­რე­ბულ­ზე) კვი­რას ვი­სა­უბ­რებ, ჩემს გა­და­ცე­მა­ში. ამ­ჯე­რად, სხვა­ზე: ჩემი დაგ­მო­ბა მგო­ნი ამ პარ­ტი­ის ბოლო პე­რი­ო­დის კრე­დო გახ­და. აწ უკვე, სუ­სის ნა­რა­ტი­ვის ცი­ტი­რე­ბით, მთლად.სა­სა­ცი­ლოა. უფრო შორს შე­ფა­სე­ბებ­ში წას­ვლას არ ვა­პი­რებ, რად­გან, რა რა, და მათი დაგ­მო­ბა ნამ­დვი­ლად არაა ჩემი კრე­დო, ან სა­ერ­თოდ, რა­მე­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი, სულ მცი­რე­დიც კი" - და­წე­რა გვა­რა­მი­ამ "ფე­ის­ბუქ­ზე".

ცნო­ბის­თვის, გვა­რა­მი­ამ გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში, ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რი­ლის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ა­კე­თა.

ნიკა გვა­რა­მია ამ­ბობს რომ ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ მე­დია თა­ვი­სუ­ფა­ლია, მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ვი­ტყვი, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად უწე­რია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ალა­ჰია და მო­ცი­ქუ­ლი მისი მუ­ჰა­მე­დი გვა­რა­მია, ეს კაცი არ არის სტა­ბი­ლუ­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის ნი­ა­დაგ­ზე პირ­ველ რიგ­ში და მე­ო­რე რიგ­ში ჩემს ნი­ა­დაგ­ზეც.

სე­რი­ო­ზუ­ლად თუ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ამ წე­რი­ლით მე­დი­ის სეგ­მენტზე ვლა­პა­რა­კობ, და­დას­ტურ­და, რომ ეს კაცი დევ­ნი­და "რუს­თა­ვი2"-ს და მისი პი­რა­დი ჩარ­თუ­ლო­ბით შე­იც­ვა­ლა "რუს­თა­ვი 2"-ის მე­სა­კუთ­რე უკა­ნო­ნო მე­სა­კუთ­რით და ასე­ვე მდევ­ნი­და პი­რა­დად მე და სა­ბო­ლოო გა­მო­სა­თხო­ვარ წე­რილ­ში, პი­რა­დად მიხ­სე­ნი­ებს პრაქ­ტი­კუ­ლად, რო­გორც მე­დია მე­ნე­ჯერს, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში პარ­ტფუნ­ქცი­ო­ნე­რია, თუ რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე არა­ნა­ი­რი პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა არა­სო­დეს არ და­მი­კა­ვე­ბია", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ავტორი:

"მოვუწოდებ ნიკას, ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე!" - რა განცხადებამ გაანაწყენა მუსლიმები და რას პასუხობს გვარამია კრიტიკას?

"მოვუწოდებ ნიკას, ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე!" - რა განცხადებამ გაანაწყენა მუსლიმები და რას პასუხობს გვარამია კრიტიკას?

"ევროპული საქართველოს" წევრი აჰმედ იმამყულიევი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბოდიშის მოხდას სთხოვს. იმამყულიევი გვარამიას მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. საუბარია "მთავარი არხის" დირექტორის კომენტარზე, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი ალაჰს შეადარა.

"ნიკა გვარამიას მიერ მოყვანილი მაგალითი (შედარება) (ხუმრობითაც კი) ჩემთვის და ყველა მუსლიმისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი! მე ვგმობ ასეთ ქმედებას და მივუწოდებ ნიკას, რომ ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე!" - წერს იმამყულიევი.

"მთავარი არხის" დირექტორისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს ასევე "ქართული ოცნების" დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სავალან მირზოევი:

"გვარამიამ ბოდიში მოიხადოს მუსულმანებისა და ქართული საზოგადოების წინაშე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გვარამიაც და სხვებიც ეხებიან ეროვნულ მრწამსსა და რელიგიას. გვარამიას სიტყვებს მუსლიმთა შეურაცხყოფად მივიჩნევ და კატეგორიულად მოვითხოვ საჯაროდ ბოდიშის მოხდას", - ამბობს ის.

სოციალურ ქსელში ავრცელებს თავის მოსაზრებას მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი.

"სააკაშვილის გუნდის წევრების მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი დისკრიმინაციულ კომენტარს აკეთებენ. ნიკა გვარამია იძულებული იქნება ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გააკეთა და მთელი მუსულმანური სამყარო შეურაცხყო", - წერს ის.

კრიტიკას მალევე უპასუხა გვარამიამ და აღნიშნა, რომ საკითხზე კვირას, მის გადაცემაში ისაუბრებს:

"ამ საკითხზე (სუსის და ქოცების მიერ ხელოვნურად ინსპირირებულზე და აგორებულზე) კვირას ვისაუბრებ, ჩემს გადაცემაში. ამჯერად, სხვაზე: ჩემი დაგმობა მგონი ამ პარტიის ბოლო პერიოდის კრედო გახდა. აწ უკვე, სუსის ნარატივის ციტირებით, მთლად.სასაცილოა. უფრო შორს შეფასებებში წასვლას არ ვაპირებ, რადგან, რა რა, და მათი დაგმობა ნამდვილად არაა ჩემი კრედო, ან საერთოდ, რამენაირი ინტერესი, სულ მცირედიც კი" - დაწერა გვარამიამ "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, გვარამიამ განცხადება, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა, "მთავარი არხის" ეთერში, ივანიშვილის წერილის შეფასებისას გააკეთა.

ნიკა გვარამია ამბობს რომ ივანიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მედია თავისუფალია, მისთვის მიუღებელია.

"ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰია და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია, ეს კაცი არ არის სტაბილური სააკაშვილის ნიადაგზე პირველ რიგში და მეორე რიგში ჩემს ნიადაგზეც.

სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ამ წერილით მედიის სეგმენტზე ვლაპარაკობ, დადასტურდა, რომ ეს კაცი დევნიდა "რუსთავი2"-ს და მისი პირადი ჩართულობით შეიცვალა "რუსთავი 2"-ის მესაკუთრე უკანონო მესაკუთრით და ასევე მდევნიდა პირადად მე და საბოლოო გამოსათხოვარ წერილში, პირადად მიხსენიებს პრაქტიკულად, როგორც მედია მენეჯერს, რომელიც სინამდვილეში პარტფუნქციონერია, თუ რაღაც სისულელე. მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირი პარტიული თანამდებობა არასოდეს არ დამიკავებია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

19 438 ჩატარებული ტესტი და 1618 ახალი ინფიცირებული - როგორია კორონავირუსის ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩატარება და მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისის მიღება 1-ელი თებერვლიდან აღდგება

"ამბობდა, - მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო..." - იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრების გზა და დიდი სიყვარული