სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება ემანუელ მაკრონი ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას - საფრანგეთის პრეზიდენტის წერილი
როგორ ეხმაურება ემანუელ მაკრონი ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას - საფრანგეთის პრეზიდენტის წერილი

მი­ვე­სალ­მე­ბი გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლედ არ­ჩე­ვას და ვუ­სურ­ვებ მას წარ­მა­ტე­ბას თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში მომ­დევ­ნო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ,- ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უგ­ზავ­ნის.

წე­რილ­ში, რომ­ლის თარ­გმან­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზიდ­ნე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვეყ­ნებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და გა­აძ­ლი­ე­რონ მხარ­და­ჭე­რა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­სად­მი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის წყა­როს წარ­მო­ად­გენს.

"მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ 2020 წლის 30 ნო­ემ­ბრის წე­რი­ლის­თვის, რო­მელ­საც ყუ­რა­დღე­ბით გა­ვე­ცა­ნი. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია რა ევ­რო­პა­ზე, თქვენს ქვე­ყა­ნას საფ­რან­გე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად მი­იჩ­ნევს, რო­მელ­თა­ნაც, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსურს რომ კი­დევ უფრო გა­ვაღ­რმა­ვოთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ამის დას­ტუ­რია ორ­მხრი­ვი სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ ერ­თად და­ვა­არ­სეთ და რო­მელ­მაც უკვე და­ი­წყო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის ჩვე­ნე­ბა. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მურ კონ­ტექ­სტში, ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის სი­ახ­ლო­ვეს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რაც ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა საფ­რან­გეთ-გერ­მა­ნი­ის 12 დე­კემ­ბრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თქვენს წე­რილ­ში, მთხო­ვეთ ყუ­რა­დღე­ბა გა­მე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა პრო­ფე­სორ გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის კან­დი­და­ტუ­რა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში (CPI) მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2021-2030 წლე­ბის ვა­დით, არ­ჩევ­ნე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც 2020 წლის 17 – 23 დე­კემ­ბერს ნიუ-იორკში ჩა­ტარ­და.

თქვენ ხაზი გა­უს­ვით მის მდი­დარ პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ში და ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის მსხვერ­პლთა დახ­მა­რე­ბა­ში, მის შე­სა­ნიშ­ნავ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, ისე­ვე რო­გორც მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას, თვი­სე­ბებს რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის. მარ­თლაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­კონ­სულ­ტა­ციო კო­მი­სი­ამ და­ა­დას­ტუ­რა რომ თქვენს კან­დი­დატს გა­აჩ­ნია აუ­ცი­ლე­ბე­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის პოს­ტის­თვის და ჩვენც ასე­ვე აღ­ვნიშ­ნეთ ღია გან­ხილ­ვი­სას რომ ბა­ტო­ნი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე შე­სა­ნიშ­ნა­ვი კან­დი­და­ტი იყო.

სწო­რედ ამი­ტომ, მი­ვე­სალ­მე­ბი 18 დე­კემ­ბერს ნიუ-იორკში ბა­ტო­ნი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლედ არ­ჩე­ვას და ვუ­სურ­ვებ მას წარ­მა­ტე­ბას თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში მომ­დევ­ნო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­მა ქვეყ­ნებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და გა­აძ­ლი­ე­რონ მხარ­და­ჭე­რა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­სად­მი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის წყა­როს წარ­მო­ად­გენს“ ,- ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-------
0

თქვე რა გითხრატ არ ვიცი!! სოხუმში დაბადებული , გაზრდილი, ომის წლებში მოლაპარაკეკბებში მონაწილე რომლიც უშიშრად გაყვა აფხაზ სეპარატისტ იქ სადიანც არ ბრუნდებიან შმეტხვევით თანაკურსელმა აფხაზმა გადარჩინა და მკველებს გამოცალა ხელიდან!! უნიწერესი და დასაფსებელი ადამინი!!

გაიოზი
1

დაავადებული ერი ვართ, ყველგან ფული, როგორ გველანდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როგორ ეხმაურება ემანუელ მაკრონი ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას - საფრანგეთის პრეზიდენტის წერილი

როგორ ეხმაურება ემანუელ მაკრონი ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას - საფრანგეთის პრეზიდენტის წერილი

მივესალმები გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უგზავნის.

წერილში, რომლის თარგმანსაც საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს.

"მადლობას მოგახსენებთ 2020 წლის 30 ნოემბრის წერილისთვის, რომელსაც ყურადღებით გავეცანი. ორიენტირებულია რა ევროპაზე, თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ამის დასტურია ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაფუძნება, რომელიც ჩვენ ერთად დავაარსეთ და რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება და პირველი შედეგების ჩვენება. სამხრეთ კავკასიის პრობლემურ კონტექსტში, ჩვენს ქვეყნებს შორის სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთ-გერმანიის 12 დეკემბრის განცხადებაში.

თქვენს წერილში, მთხოვეთ ყურადღება გამემახვილებინა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (CPI) მოსამართლის თანამდებობაზე 2021-2030 წლების ვადით, არჩევნების ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 17 – 23 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩატარდა.

თქვენ ხაზი გაუსვით მის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართალში და ომის დანაშაულების მსხვერპლთა დახმარებაში, მის შესანიშნავ პროფესიონალიზმს, ისევე როგორც მიუკერძოებლობას, თვისებებს რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო სასამართლოში მოღვაწეობისთვის. მართლაც, დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომისიამ დაადასტურა რომ თქვენს კანდიდატს გააჩნია აუცილებელი კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის და ჩვენც ასევე აღვნიშნეთ ღია განხილვისას რომ ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო.

სწორედ ამიტომ, მივესალმები 18 დეკემბერს ნიუ-იორკში ბატონი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს“ ,- ნათქვამია წერილში.