მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 წლის წინ, პაოლო იაშვილს წესი მე ავუგე" - რა შემთხვევაში უშვებს ეკლესია გამონაკლისს და თვითმკვლელს წესს უგებს
"10 წლის წინ, პაოლო იაშვილს წესი მე ავუგე" - რა შემთხვევაში უშვებს ეკლესია გამონაკლისს და თვითმკვლელს წესს უგებს

თვით­მკვლე­ლო­ბა, ანუ სუ­ი­ცი­დი სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფაა, რაც მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი ცოდ­ვაა. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია თვით­მკვლე­ლებს წესს არ უგებს, თუმ­ცა, არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბიც, რა­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და არა­ერ­თი თვით­მკვლე­ლის­თვი­საც აუ­გი­ათ წესი.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და სწო­რედ ამ სა­კი­თხით - რა გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში ხდე­ბა თვით­მკვლე­ლე­ბის­თვის წე­სის აგე­ბა. ამა­ზე გან­მარ­ტე­ბა დე­კა­ნოზ პეტ­რე კოლხს ვთხო­ვეთ, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" ასე­თი რამ და­წე­რა:

"გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, დევ­ნი­ლე­ბის კორ­პუს­ში მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი­დან 18 წლის ბიჭი გად­მოხ­ტა. მე­ო­თხე­ზე რკი­ნის მო­ა­ჯირ­მა შე­ა­ფერ­ხა, რა­საც ჩა­ე­ბღა­უ­ჭა. ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მა გა­დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ სხე­ულ­მა ვერ გა­უძ­ლო და მი­წას და­ე­ნარ­ცხა... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის წა­მე­ბი, როცა მო­ა­ჯირს ებღა­უ­ჭე­ბო­და, მის საქ­ცი­ელს ნა­ნობ­და... ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იმე­დია წე­სის აგე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა! ტრა­გე­დია ის არის, რომ ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში, სი­ცო­ცხლე არ გვინ­დე­ბა!" - წერ­და სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

"ზო­გა­დად ეს ყვე­ლა­ფე­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია. თვით­მკვლელს თუ ერთი შან­სიც კი გა­მო­უჩ­ნდა, რომ გა­დარ­ჩეს, გა­დარ­ჩე­ნას და­უ­ფიქ­რებ­ლად ცდი­ლობს - ის უკვე ნა­ნობს არა იმას, რომ ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა, არა­მედ რომ სი­ცო­ცხლე­ზე უარს ამ­ბობს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეკ­ლე­სია მო­წყა­ლეა და ამ გარ­დაც­ვლი­ლის­თვის წე­სის აგე­ბა ხდე­ბა. თუმ­ცა წე­სის აგე­ბაც, რომ გი­თხრათ, უფრო ნუ­გე­შის­მომ­ცე­მი მისი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა. და­ნარ­ჩე­ნი უფალ­მა უკეთ იცის, ცოდ­ვას ვის აპა­ტი­ებს და ვის - არა..." - გვე­უბ­ნე­ბა პეტ­რე კოლ­ხი.

- კა­ნო­ნი­კა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ თვით­მკვლელს წესი აე­გოს?

- სა­ხა­რე­ბა­ში, რო­დე­საც მო­ცი­ქუ­ლე­ბი ქრის­ტეს ეკი­თხე­ბი­ან, რა ცოდ­ვა ეპა­ტი­ე­ბა ადა­მი­ანს, ქრის­ტე პა­სუ­ხობს, - ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ე­რი ცოდ­ვა ეპა­ტი­ე­ბა, გარ­და თვით­მკვლე­ლო­ბი­სა. თვით­მკვლე­ლო­ბა სუ­ლიწ­მინ­დის გმო­ბის ერთ-ერთ ფაქ­ტო­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა და რო­გორც წესი, ის უპა­ტი­ე­ბე­ლი ცოდ­ვაა, სა­უ­კუ­ნო სას­ჯე­ლი... მაგ­რამ, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ეკ­ლე­სია გა­ნი­ხი­ლავს პუნ­ქტებს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ მო­იკ­ლა ადა­მი­ან­მა თავი, რო­გო­რი იყო მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფონი, თუ ის გა­წო­ნას­წო­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, პა­სუხს არ აგებს თა­ვის ნა­ბი­ჯებ­ზე...

აქვე და­ვა­მა­ტებ - წე­სის აგე­ბა სუ­ლის ცხო­ნე­ბის გა­რან­ტი ან "სა­მოგ­ზა­უ­რო ბა­რა­თი" არ არის ცათა სა­სუ­ფევ­ლის­კენ. უამ­რავ უღირ­სს აუ­გეს წესი, თუნ­დაც კო­მუ­ნის­ტე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ვი­საც ეკ­ლე­სი­ა­ში ერთი სან­თე­ლიც არ აუნ­თია, მაგ­რამ ეს არ არის გა­დამნწყვე­ტი - ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­ნის­ჯე­ბა მისი სუ­ლი­ე­რი, ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბით. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. წესი გარ­დაც­ვლილს ჭი­რი­სუფ­ლის მო­თხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად კი არ უნდა აე­გოს, არა­მედ ამას გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა ითხოვ­დეს.

- თქვენ თა­ვად თუ აგი­გი­ათ წესი თვით­მკვლე­ლის­თვის?

- ასე­თი ფაქ­ტი მახ­სენ­დე­ბა: ვი­ცით, რომ 30-იანი წლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბის პე­რი­ოდს ემსხვერ­პლა პო­ე­ტი და გე­ნი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ნა­დი­რო თო­ფით მო­იკ­ლა თავი. მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკ­ლე­სი­ამ წესი არ აუგო, მაგ­რამ ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, 10 წლის წინ, გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს, უწ­მინ­დეს­მა კურ­თხე­ვა მომ­ცა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში და პო­ე­ტის საფ­ლავ­ზე წესი ამე­გო... ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩემს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში არც ყო­ფი­ლა - პა­ო­ლო იაშ­ვილს წესი მე ავუ­გე...

ფოტო geonecropol.com

მე­ო­რე არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რო­დე­საც ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა, ასე­ვე 10-12 წლის წინ, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძეს წესი თა­ვად აუგო. მერე კი ატყდა ფა­ნა­ტი­კო­სებ­ში ჩოჩ­ქო­ლი - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, თვით­მკვლე­ლის­თვის წე­სის აგე­ბაო?! მაგ­რამ ასეთ დროს, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მა­შინ­დე­ლი რე­ჟი­მი, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და ადა­მი­ა­ნი და რა წნეხს უძ­ლებ­და.

ხში­რად ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­და­ლა­ხოს ეს წნე­ხი და თვით­მკვლე­ლო­ბას მი­მარ­თოს, რო­გორც მოხ­და გა­ლა­კტი­ო­ნის, პა­ო­ლოს შემ­თხვე­ვა­ში. ალ­ბათ, გახ­სოვთ კი­დეც იაშ­ვი­ლის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ქა­ლიშ­ვილს და­უ­ტო­ვა:

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო მე­დი­კო! ჩემო შვი­ლო, ჩემო კარ­გო მა­მი­კო, ჩემო სი­ხა­რუ­ლო და ბედ­ნი­ე­რე­ბავ! მე­დეა! მა­პა­ტიე, გე­მუ­და­რე­ბი, მა­პა­ტიე ეს უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი შენ წი­ნა­შე, მთე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­შე. მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია, დაგ­ჩე­რე­ბო­დი შენ მძი­ნა­რეს, მაგ­რამ თა­ვის მოკ­ვლა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, და ვერც შენ გა­და­მარ­ჩი­ნე.

არა­ვის და­აბ­რა­ლო ჩემი სიკ­ვდი­ლი. გა­იზ­რდე­ბი, და­უ­ფიქ­რდე­ბი ჩემს ბედს და დარ­წმუნ­დე­ბი, რომ ჩემი სიკ­ვდი­ლი სჯობ­და, შენ უფრო უბე­დუ­რი იქ­ნე­ბო­დი, რომ მე დღეს თავი არ მო­მეკ­ლა. გიყ­ვარ­დეს დედა და ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი, ისი­ნი არ დაგ­ტო­ვე­ბენ არც ერთი წუ­თით და რამ­დე­ნად­მე მა­ინც გა­გი­ად­ვი­ლე­ბენ ობ­ლო­ბას. მე­ტის წერა აღარ შე­მიძ­ლია. მშვი­დო­ბით, მა­მი­კო! მე­დეა, მე­დეა, მშვი­დო­ბით! ის­წავ­ლე, იშ­რო­მე, ყო­ველ­თვის მარ­თა­ლი თქვი, ეცა­დე, სა­სა­ხე­ლო ქალი გა­მოხ­ვი­დე, გიყ­ვარ­დეს სამ­შობ­ლო, მუ­დამ გახ­სოვ­დეს შენი ახ­ლობ­ლე­ბი. შენი უსა­ზღვროდ მოყ­ვა­რუ­ლი მამა“ - წერ­და პა­ო­ლო შვი­ლი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში.

მას რე­ჟი­მი, მწე­რალ­თა კავ­ში­რი აი­ძუ­ლებ­და, და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რეპ­რე­სი­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ. პა­ო­ლომ არ­ჩე­ვა­ნი ცუდ­სა და უა­რესს შო­რის გა­ა­კე­თა - თვით­მკვლე­ლო­ბას მი­მარ­თა, რი­თაც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა. მე თუ მკი­თხავთ, მისი მხრი­დან ეს უფრო გმი­რო­ბა იყო და ვფიქ­რობ, პატ­რი­არ­ქმა ობი­ე­ტუ­რად შე­ა­ფა­სა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. მა­შინ სა­მე­ბის სა­კათ­დე­რო ტა­ძარ­ში ვმსა­ხუ­რობ­დი და უწ­მინ­დეს­მა ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მომ­ცა, დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში მის­თვის წესი ამე­გო...

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენო
0

მართლა ფანატიკოსების ბრბო ვართ, რომელიც მუდამ გაჰყვირის: ჯუარს აცვი ეგე. რომელ შენდობასა და ქრისტიანობაზე მელაპარაკება ის ხალხი, რომელიც სიძულვილს ემონება! დიდებული ინტერვიუა. გამგები გაიგებს.

პეტრე კოლხს
1

შეიძლება დაინტერესდეს თავისსავე ინტერვიუს წაკითხვით და თუ წაიკითხავს იქნებ ზუსტად განმარტოს, თავისსივე ნათქვამი როგორ გავიგოთ რომ უფალი სასტიკად კრძალავს თვითმკლელობას მაგრამ ეკლესიას ქონია დათქმა თვითმკვლელობის რაღაცა ფორმით შენდობისა. ეკლესია ადგენს თავისი ინტერპრეტაციით დოგმებს თუ უფლის სიტყვაა უპირატესი? ეეეეხ მგონი რომ ქრისტე ჩვენ შორის რომ იყოს ზოგიერთი სასულიერო პირი მის ქრისტიანულ "სწავლებასაც" არ ითაკილებდა .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"10 წლის წინ, პაოლო იაშვილს წესი მე ავუგე" - რა შემთხვევაში უშვებს ეკლესია გამონაკლისს და თვითმკვლელს წესს უგებს

"10 წლის წინ, პაოლო იაშვილს წესი მე ავუგე" - რა შემთხვევაში უშვებს ეკლესია გამონაკლისს და თვითმკვლელს წესს უგებს

თვითმკვლელობა, ანუ სუიციდი საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა, რაც მიუტევებელი ცოდვაა. მართლმადიდებელი ეკლესია თვითმკვლელებს წესს არ უგებს, თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, რასაც სასულიერო პირები ითვალისწინებენ და არაერთი თვითმკვლელისთვისაც აუგიათ წესი.

AMBEBI.GE დაინტერესდა სწორედ ამ საკითხით - რა გამონაკლის შემთხვევებში ხდება თვითმკვლელებისთვის წესის აგება. ამაზე განმარტება დეკანოზ პეტრე კოლხს ვთხოვეთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" ასეთი რამ დაწერა:

"გლდანის რაიონში, დევნილების კორპუსში მეექვსე სართულიდან 18 წლის ბიჭი გადმოხტა. მეოთხეზე რკინის მოაჯირმა შეაფერხა, რასაც ჩაებღაუჭა. ძალიან მოინდომა გადარჩენა, მაგრამ სხეულმა ვერ გაუძლო და მიწას დაენარცხა... დარწმუნებული ვარ, ის წამები, როცა მოაჯირს ებღაუჭებოდა, მის საქციელს ნანობდა... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმედია წესის აგება შესაძლებელი გახდება! ტრაგედია ის არის, რომ ასეთ პატარა ასაკში, სიცოცხლე არ გვინდება!" - წერდა სასულიერო პირი.

"ზოგადად ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური მომენტია. თვითმკვლელს თუ ერთი შანსიც კი გამოუჩნდა, რომ გადარჩეს, გადარჩენას დაუფიქრებლად ცდილობს - ის უკვე ნანობს არა იმას, რომ ცოდვა ჩაიდინა, არამედ რომ სიცოცხლეზე უარს ამბობს. ამ შემთხვევაში ეკლესია მოწყალეა და ამ გარდაცვლილისთვის წესის აგება ხდება. თუმცა წესის აგებაც, რომ გითხრათ, უფრო ნუგეშისმომცემი მისი ახლობელი ადამიანებისთვისაა. დანარჩენი უფალმა უკეთ იცის, ცოდვას ვის აპატიებს და ვის - არა..." - გვეუბნება პეტრე კოლხი.

- კანონიკაში არ არის მითითებული, რომ თვითმკვლელს წესი აეგოს?

- სახარებაში, როდესაც მოციქულები ქრისტეს ეკითხებიან, რა ცოდვა ეპატიება ადამიანს, ქრისტე პასუხობს, - ადამიანს ნებისმიერი ცოდვა ეპატიება, გარდა თვითმკვლელობისა. თვითმკვლელობა სულიწმინდის გმობის ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება და როგორც წესი, ის უპატიებელი ცოდვაა, საუკუნო სასჯელი... მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეკლესია განიხილავს პუნქტებს, რა მდგომარეობაში, რა სიტუაციაში, რა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მოიკლა ადამიანმა თავი, როგორი იყო მისი ფსიქოლოგიური ფონი, თუ ის გაწონასწორებულ მდგომარეობას ვერ აკმაყოფილებდა, პასუხს არ აგებს თავის ნაბიჯებზე...

აქვე დავამატებ - წესის აგება სულის ცხონების გარანტი ან "სამოგზაურო ბარათი" არ არის ცათა სასუფევლისკენ. უამრავ უღირსს აუგეს წესი, თუნდაც კომუნისტების შემდგომ პერიოდში, ვისაც ეკლესიაში ერთი სანთელიც არ აუნთია, მაგრამ ეს არ არის გადამნწყვეტი - ნებისმიერი ადამიანი განისჯება მისი სულიერი, შინაგანი მდგომარეობით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წესი გარდაცვლილს ჭირისუფლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი არ უნდა აეგოს, არამედ ამას გარდაცვლილის სულიერი მდგომარეობა უნდა ითხოვდეს.

- თქვენ თავად თუ აგიგიათ წესი თვითმკვლელისთვის?

- ასეთი ფაქტი მახსენდება: ვიცით, რომ 30-იანი წლების რეპრესიების პერიოდს ემსხვერპლა პოეტი და გენიალური ადამიანი პაოლო იაშვილი, რომელმაც სანადირო თოფით მოიკლა თავი. მას წლების განმავლობაში ეკლესიამ წესი არ აუგო, მაგრამ ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 10 წლის წინ, გამონაკლისი დაუშვეს, უწმინდესმა კურთხევა მომცა, მივსულიყავი დიდუბის პანთეონში და პოეტის საფლავზე წესი ამეგო... ასეთი ბედნიერება ჩემს ბიოგრაფიაში არც ყოფილა - პაოლო იაშვილს წესი მე ავუგე...

ფოტო geonecropol.com

მეორე არანაკლებ საინტერესო ფაქტია, როდესაც ჩვენმა პატრიარქმა, ასევე 10-12 წლის წინ, გალაკტიონ ტაბიძეს წესი თავად აუგო. მერე კი ატყდა ფანატიკოსებში ჩოჩქოლი - როგორ შეიძლება, თვითმკვლელისთვის წესის აგებაო?! მაგრამ ასეთ დროს, უნდა გავითვალისწინოთ მაშინდელი რეჟიმი, არსებული სიტუაცია, რა პირობებში ცხოვრობდა ადამიანი და რა წნეხს უძლებდა.

ხშირად ადამიანმა შეიძლება ვერ გადალახოს ეს წნეხი და თვითმკვლელობას მიმართოს, როგორც მოხდა გალაკტიონის, პაოლოს შემთხვევაში. ალბათ, გახსოვთ კიდეც იაშვილის წერილი, რომელიც თვითმკვლელობამდე ქალიშვილს დაუტოვა:

"ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.

არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა“ - წერდა პაოლო შვილისადმი მიწერილ წერილში.

მას რეჟიმი, მწერალთა კავშირი აიძულებდა, დაესახელებინა უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც რეპრესირებისთვის სჭირდებოდათ. პაოლომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთა - თვითმკვლელობას მიმართა, რითაც სხვა ადამიანები გადაარჩინა. მე თუ მკითხავთ, მისი მხრიდან ეს უფრო გმირობა იყო და ვფიქრობ, პატრიარქმა ობიეტურად შეაფასა ეს მდგომარეობა. მაშინ სამების საკათდერო ტაძარში ვმსახურობდი და უწმინდესმა ლოცვა-კურთხევა მომცა, დიდუბის პანთეონში მისთვის წესი ამეგო...