საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში
"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ირაკ­ლი შო­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 15 625 პი­რის მი­მართ და­ი­წყო, რაც წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი შო­თა­ძემ საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის ან­გა­რი­შით წარ­სდგა.

„თუ შე­ვა­და­რებთ ამ მო­ნა­ცემს 2019 წელ­თან, 2019 წელს იყო 19 114 დევ­ნა. დევ­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლი 2020 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია 18,3%-ით. მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი მუხ­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს დევ­ნის მი­ხედ­ვით, 2020 წელს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ყვე­ლა­ზე ხში­რად გან­ხორ­ცი­ელ­და 177-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მე­ო­რე ად­გილ­ზეა 126-ე პრი­მა მუხ­ლი, ხოლო მე­სა­მე ად­გილ­ზეა 151-ე მუხ­ლი. მსგავ­სი სუ­რა­თი იყო ასე­ვე წინა წლებ­ში, 2019 და 2018 წლებ­ში. თუ პირ­ველ სამ ად­გილს ავი­ღებთ დევ­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, წინა წლებ­ში ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ 2020 წელს მე­სა­მე ად­გილ­ზე გვაქვს 151-ე მუხ­ლი, ხოლო 2018-2019 წლებ­ში 260-ე მუხ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სრულ­წლო­ვან­თა გან­რი­დე­ბას, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015-2020 წლებ­ში გან­რი­დე­ბა ძი­რი­თა­დად გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, გა­უფრ­თხი­ლე­ბელ, არა­ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­ულ­თა ჩამ­დენ სრულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ.

„2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­რიდ­და 984 პირი, სა­ი­და­ნაც 929 პირი (94.4%) გან­რიდ­და ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­ზე, ხოლო 55 პირი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე. 2019 წელ­თან ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა შო­თა­ძემ.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, 2020 წელს, 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლი გაზ­რდი­ლია, რაც ოჯა­ხურ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

„2020 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, მცი­რე­დით არის გაზ­რდი­ლი პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. 2020 წელს სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­თხოვ­ნი­ლია 41% შემ­თხვე­ვებ­ში, ხოლო არა­სა­პა­ტიმ­რო აღვკე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა 19.2% შემ­თხვე­ვებ­ში. 2019 წელს 37%-ში იყო პა­ტიმ­რო­ბა მო­თხოვ­ნი­ლი. წელს ეს ზრდა კი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ გაზ­რდი­ლია მო­თხოვ­ნი­ლი პა­ტიმ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხურ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე. ოჯა­ხურ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე, არ­სი­დან და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, 2019 წელს სულ მო­თხოვ­ნი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან ოჯა­ხურ და­ნა­შა­ულ­ზე მო­დი­ო­და 38%, ხოლო 2020 წელს 43.4%-ი. ამ­რი­გად, 2020 წელს 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით ოჯა­ხურ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე მო­თხოვ­ნი­ლი პა­ტიმ­რო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი გაზ­რდი­ლია 5.4%-ით“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მკაც­რი სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა ასე­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ.

„სა­უ­ბა­რია 108-ე, 109-ე, 117-ე და 179-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ბრალ­დე­ბულ პირ­თათ­ვი­საც აღვკე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე. 2020 წელს რო­გორც მკვლე­ლო­ბის, მკვლე­ლო­ბის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში და ყა­ჩა­ღო­ბის 100% შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რო­რე­ბის მხრი­დან აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბაა მო­თხოვ­ნი­ლი. სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, აქ 96%-შია აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა მო­თხოვ­ნი­ლი. ასე­ვე, ბოლო წლებ­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბულ­თა მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით გი­რა­ოს, ე.წ. სა­პა­ტირ­მო გი­რა­ოს მო­თხოვ­ნის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. 2020 წელს სა­პა­ტიმ­რო გი­რაო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა 2.9% შემ­თხვე­ვებ­ში. ასე­ვე, 2020 წელს სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა 27.9% შემ­თხვე­ვებ­ში, ხოლო არა­სა­პა­ტირ­მო 30.8% შემ­თხვე­ვებ­ში. 2020 წელს პრო­კუ­რო­რის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­მარ­თლოს მხრი­დან სრუ­ლად დაკ­მა­ყო­ფილ­და 74.8%-ში, ნა­წი­ლობ­რივ 22.7%-ში ხოლო არ და­კამ­ყო­ფილ­და 2.6% -ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ცალ­კე­ულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით, კვლავ პრი­ო­რი­ტე­ტად რჩე­ბა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, რაც აი­სა­ხე­ბა მსხვერ­პლთა მიერ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის ზრდა­ში და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ში.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2020 წელს ოჯა­ხურ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 4633 პი­რის მი­მართ.

„2020 წელს, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის მიერ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე პი­რის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად ხდე­ბო­და გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვის გა­მოკ­ვე­თა. გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა 2017 წელს 25 ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­იკ­ვე­თა, 2018 წელს - 111, ხოლო 2019 წელს - 120 ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ. 2020 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვი გა­მო­იკ­ვე­თა 178 ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ, ხოლო 184 ქალი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ 2020 წელს გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვი პირ­ვე­ლად გა­მო­იკ­ვე­თა ქალ­თა მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა სახელისუფლებო ბოროტმოქმედებას
1

იქნებ გაგვცეთ პასუხი კითხვაზე? - პროკურატურა ისევ არის ჩაბმული მტკიცებულებების სხვადასხვა სახელისუფლებო ინსტიტუციებში შეცურება - გაყალბებაში და თაღლითების გაპატიოსნებაში??? კანონის უზენაესობის უარყოფაში????? 

ცოფი
0

იმატას წინ, სიტყვა ,,რეკორდულად,, აკლია

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ანგარიშით წარსდგა.

„თუ შევადარებთ ამ მონაცემს 2019 წელთან, 2019 წელს იყო 19 114 დევნა. დევნის მაჩვენებლი 2020 წელს, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 18,3%-ით. მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს პროკურატურა საქმეებით დატვირთული იყო. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი მუხლების მაჩვენებელს დევნის მიხედვით, 2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად განხორციელდა 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მეორე ადგილზეა 126-ე პრიმა მუხლი, ხოლო მესამე ადგილზეა 151-ე მუხლი. მსგავსი სურათი იყო ასევე წინა წლებში, 2019 და 2018 წლებში. თუ პირველ სამ ადგილს ავიღებთ დევნის მაჩვენებლის მიხედვით, წინა წლებში ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ 2020 წელს მესამე ადგილზე გვაქვს 151-ე მუხლი, ხოლო 2018-2019 წლებში 260-ე მუხლი“, - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება სრულწლოვანთა განრიდებას, მისივე ინფორმაციით, 2015-2020 წლებში განრიდება ძირითადად გამოყენებულ იქნა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, გაუფრთხილებელ, არაძალადობრივ დანაშაულთა ჩამდენ სრულწლოვნების მიმართ.

„2020 წლის განმავლობაში განრიდდა 984 პირი, საიდანაც 929 პირი (94.4%) განრიდდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, ხოლო 55 პირი მძიმე დანაშაულებებზე. 2019 წელთან ეს მაჩვენებელი შემცირებულია“, - აღნიშნა შოთაძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მაჩვენებლი გაზრდილია, რაც ოჯახურ დანაშაულებებზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული.

„2020 წელს, წინა წელთან შედარებით, მცირედით არის გაზრდილი პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2020 წელს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მოთხოვნილია 41% შემთხვევებში, ხოლო არასაპატიმრო აღვკეთის ღონისძიება 19.2% შემთხვევებში. 2019 წელს 37%-ში იყო პატიმრობა მოთხოვნილი. წელს ეს ზრდა კი გამოწვეულია იმით, რომ გაზრდილია მოთხოვნილი პატიმრობის მაჩვენებელი ოჯახურ დანაშაულებებზე. ოჯახურ დანაშაულებებზე, არსიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. შესაბამისად, 2019 წელს სულ მოთხოვნილი პატიმრობიდან ოჯახურ დანაშაულზე მოდიოდა 38%, ხოლო 2020 წელს 43.4%-ი. ამრიგად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ოჯახურ დანაშაულებებზე მოთხოვნილი პატიმრობის პროცენტული მაჩვენებლი გაზრდილია 5.4%-ით“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ასევე ხორციელდება ძალადობრივი დანაშაულისთვის ბრალდებული პირების მიმართ.

„საუბარია 108-ე, 109-ე, 117-ე და 179-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ბრალდებულ პირთათვისაც აღვკეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნაზე. 2020 წელს როგორც მკვლელობის, მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებებში და ყაჩაღობის 100% შემთხვევაში პროკურორების მხრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა მოთხოვნილი. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას რაც შეეხება, აქ 96%-შია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოთხოვნილი. ასევე, ბოლო წლებში შემცირებულია ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს, ე.წ. საპატირმო გირაოს მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელიც. 2020 წელს საპატიმრო გირაო გამოყენებული იქნა 2.9% შემთხვევებში. ასევე, 2020 წელს სასამართლოს მიერ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული იქნა 27.9% შემთხვევებში, ხოლო არასაპატირმო 30.8% შემთხვევებში. 2020 წელს პროკურორის მიერ მოთხოვნილი აღკვეთი ღონისძიება სამართლოს მხრიდან სრულად დაკმაყოფილდა 74.8%-ში, ნაწილობრივ 22.7%-ში ხოლო არ დაკამყოფილდა 2.6% -ში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4633 პირის მიმართ.

„2020 წელს, სპეციალიზებული პროკურორების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აქტიურად ხდებოდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს 25 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, 2018 წელს - 111, ხოლო 2019 წელს - 120 ბრალდებულის მიმართ. 2020 წლის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 178 ბრალდებულის მიმართ, ხოლო 184 ქალი დაზარალებულად იქნა ცნობილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი პირველად გამოიკვეთა ქალთა მკვლელობის საქმეებში“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.