ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების მილიარდიან კოლექციას ყიდის -  "ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა... დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება..."

ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების მილიარდიან კოლექციას ყიდის -  "ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა... დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება..."

პაბლო პიკასო, ეგონ შილე, ვილემ დე კუნინგი, ჯეფ კუნსი - ეს იმ მხატვრების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში ინახებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, მან ბოლო დროს გადადგმულ სხვა არაოდინალურ ნაბიჯებთან ერთად, ამ კოლექციასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.

"კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი "ქართუ ფონდში" მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს“, - განაცხადა მან ონლაინგამოცემა entrepreneur-თან ინტერვიუში.

საქართველოს ყოფილ პრემიერის ჰობის თაობაზე საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - ის ხელოვნების ნიმუშებს წლების განმავლობაში აგროვებდა. ცნობილია ისიც, რომ მისი საყვარელი ფერმწერი ვილემ დე კუნინგია, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ტილო მის კოლექციაში გახლდათ პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატებთან ერთად". მან ეს ნახატი 2006 წელს "სოთბის" აუქციონზე შეიძინა 95 მილიონ დოლარად.

რამდენიმე წლის წინ ავსტრალიურმა ონლაინგამოცემა Business Insider-მა მსოფლიოში იმ 10 მილიარდერის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც ხელოვნების ნიმუშებში ყველაზე დიდი ფული აქვთ გადახდილი. რეიტინგში მე-4 ადგილზე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, 1 მილიარდი ღირებულების ხელოვნების ნიმუშების მფლობელია. როგორც Business Insider-ი აღნიშნავდა, საერთო ჯამში, ხელოვნების ნიმუშებში გადახდილი თანხა ბიზნესმენის ქონების 15,6%-ს შეადგენს. წყარო

ბიძინა ივანიშვილი ნახატების შეგროვებით ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრებისას დაინტერესდა. მის კოლექციაში ნახავდით ავსტრიელი ფერმწერის ეგონ შილეს, ანიშ კაპურის, როი ლიხტენშტეინის, დემიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის ნახატებს. ივანიშვილის საყვარელ მხატვრად მიიჩნევა თანამედროვე სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი, მხატვარი-ნატურალისტი ლუსიენ ფროიდი. ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით დიდი თანხა აქვს დახარჯული ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს ნამუშევრებზე.

ამერიკული პოპ-არტის თვალსაჩინო წარმომადგენლის, როი ლიხტენშტეინის "ინტერიერი წითელი კედლით" 1991 წლით თარიღდება და ივანიშვილმა 2008 წელს, "სოთბის" აუქციონზე მასში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ექსპრემიერ-მინისტრის კოლექციაში იყო ასევე შოტლანდიელი მხატვრის, პიტერ დოიგის "თეთრი კანოე", რომლის შეძენა ივანიშვილს 2007 წელს "სოთბის" აუქციონზე 11,3 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ივანიშვილის ფავორიტ მხატვართა შორისაა ბრიტანელი დემიენ ჰირსტიც, რომლის ნეო-პოპ-არტის სტილში შესრულებული ტილო - "LSD" – ექსპრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლში გადაღებისას არაერთხელ მოხვდა კადრში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის ძვირად ღირებული კოლექციაში გამორჩეული ადგილი ჰქონდა ავსტრიული ექსპრესიონიზმის აღიარებული ოსტატისა და გუსტავ კლიმტის მოსწავლის - ეგონ შილეს ნამუშევრებს, მათ შორისაა 1915 წელს დახატული "მარტოხელა სახლები," რომლის ფასი 40 მილიონ დოლარად განისაზღვრება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ივანიშვილის კიდევ ერთი ფავორიტი მხატვარია ზიგმუნდ ფროიდის შთამომავალი, ბრიტანელი ფერმწერი, ლუსიან ფროიდი. 2011 წელს გარდაცვლილი ფროიდი თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავტორად მიიჩნევა. ექსპრემიერ-მინისტრის კოლექციაში ფროიდის "ელი და დავიდი" ინახებოდა.

ჩამოთვლილი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების გარდა, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში იყო ასევე, ფრიდა კალოს, კლოდ მონეს, მარკ შაგალისა და სხვათა ნამუშევრები.

დაზუსტებით არავან იცის, ამ კოლექციიდან ხელოვნების ნიმუშების რა ნაწილი გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა უკვე, რის გასხვისებას აწი გეგმავს და რას იტოვებს.

ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის ნახატს ყიდის - მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ტილოს უცნობი ისტორია

BTU ფინტექის მიმართულებით ჰაკათონს, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ჩაატარებს

დანიელმა მამაკაცმა მსოფლიოს 94 ქვეყანაში თვითმფრინავის გარეშე იმოგზაურა - კიდევ 9 სახელმწიფო და უჩვეულო მისიას შეასრულებს