პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა" - ვახტანგ კალოიანი
"ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა" - ვახტანგ კალოიანი

ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის სა­ბო­ლოო ეფექ­ტუ­რო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერ სა­ი­მე­დოს არ გვე­უბ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ან­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან “ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნის „სი­ნო­ვა­კის“ და „სი­ნო­ფარ­მის“ შე­მო­ტა­ნა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი გან­მარ­ტავს, ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია.

„დღე­ვან­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის სა­ბო­ლოო ეფექ­ტუ­რო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. მას მე­სა­მე ფა­ზის კვლე­ვე­ბი ჯერ არ გა­უვ­ლია.

გუ­შინ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ კიდე ერთხელ სთხო­ვა ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას, რა­მე­ნა­ი­რად მი­ე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის, თუ რა ეტაპ­ზეა კვლე­ვე­ბი. ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­მეც­ნი­ე­რო სამ­ყა­რო­ში. ეს არის ბრა­ზი­ლია, ინ­დო­ნე­ზია და თურ­ქე­თი. ამას­თა­ნა­ვე, ბრა­ზი­ლი­ურ­მა კვლე­ვამ ამ ვაქ­ცი­ნე­ბის 50%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბა აჩ­ვე­ნა.

ჯერ კი­დევ არ გვაქვს სა­ბო­ლოო შე­დე­გი. თუ, რა თქმა უნდა, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ მის ეფექ­ტუ­რო­ბას და სან­დო­ო­ბას, რო­დე­საც ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია მი­აწ­ვდის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და FDA-ს, რა თქმა უნდა, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რი. ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არა­ფერ სა­ი­მე­დოს არ გვე­უბ­ნე­ბა, გარ­და ფა­სი­სა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი­სა “,-აცხა­დებს კა­ლო­ი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ეფექ­ტუ­რო­ბას და სან­დო­ო­ბას და­დას­ტუ­რე­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

„ჩემი აზ­რით, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზე­წო­ლის შემ­დეგ თქვეს, რომ ისი­ნი არ აპი­რე­ბენ „კო­ვაქს“ პლატ­ფორ­მა­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის, ან ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დას­კვნის გა­რე­შე ამ ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნას. იმე­დი გვაქვს არ მოგ­ვა­ტყუ­ე­ბენ“,-აცხა­დე­ბა კა­ლი­ო­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, ჩი­ნე­თის მიერ წარ­მო­ე­ბულ ვაქ­ცი­ნებს „სი­ნო­ვაკ­სა“ და „სი­ნო­ფარმს“ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ამე­რი­კის წამ­ლი­სა და საკ­ვე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცია ჯერ არ მი­უ­ღი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
7

ნება ინებეთ და შემოიტანეთ ისეთი ვაქცინა,რომელსაც აქვს უკვე ჯანმოს აღიარება და დაანებეთ თავი მკითხაობებს,ხან ჩინურიო ხან რუსულიო რით ვერ გაერკვიეთ რაში იხდით ამდენ ფულს? აქ ხალხის უსაფრთხოებაზე უნდა იყოს ყურადღება მიმართული და არა თუ რამდენ უვარგისს ვაქცინას გაუკეთდება რეკლამაა.

ქეთი
14

აბა კაცო, თურქები გიჟები და შენზე სულელები არიან, რო შეისყიდეს/ ყველას თავი კიტრები ნუ გგონიათ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა" - ვახტანგ კალოიანი

"ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა" - ვახტანგ კალოიანი

ჩინური ვაქცინის საბოლოო ეფექტურობის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, - ამის შესახებ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა „ინტერპრესნიუსთან “ საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემოტანაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ კალოიანი განმარტავს, ჩინური წარმოების ვაქცინების საქართველოში შემოტანაზე საუბარი ნაადრევია.

„დღევანდელი ინფორმაციით, ჩინური ვაქცინის საბოლოო ეფექტურობის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. მას მესამე ფაზის კვლევები ჯერ არ გაუვლია.

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ კიდე ერთხელ სთხოვა ჩინურ კომპანიას, რამენაირად მიეწოდებინა ინფორმაცია მათთვის, თუ რა ეტაპზეა კვლევები. ჩინური ვაქცინის კვლევები ჩატარებულია იმ ქვეყნებში, რომლებიც დიდი ავტორიტეტით არ გამოირჩევიან სამეცნიერო სამყაროში. ეს არის ბრაზილია, ინდონეზია და თურქეთი. ამასთანავე, ბრაზილიურმა კვლევამ ამ ვაქცინების 50%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ჯერ კიდევ არ გვაქვს საბოლოო შედეგი. თუ, რა თქმა უნდა, ავტორიტეტული ორგანიზაციები დაადასტურებენ მის ეფექტურობას და სანდოობას, როდესაც ჩინური კომპანია მიაწვდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და FDA-ს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ფიქრი. ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. ჯერჯერობით ჩინური ვაქცინა არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა “,-აცხადებს კალოიანი.

მისივე თქმით, ეფექტურობას და სანდოობას დადასტურების გარეშე საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანა გაუმართლებელი იქნება.

„ჩემი აზრით, გაუმართლებელია. ოფიციალურმა პირებმაც საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ თქვეს, რომ ისინი არ აპირებენ „კოვაქს“ პლატფორმაზე დარეგისტრირების, ან ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნის გარეშე ამ ვაქცინების შემოტანას. იმედი გვაქვს არ მოგვატყუებენ“,-აცხადება კალიოანი.

ცნობისთვის, ჩინეთის მიერ წარმოებულ ვაქცინებს „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღიათ.

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

საჩუქრად მიღებული 6000 ლარი მამისგან, ფერწერული ტილოები... - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას ოჯახი