მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე
"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, რომ მას არ გა­უ­ცია რე­კო­მენ­და­ცია ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა­ზე.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, ეს სა­კი­თხი მისი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის.

ამას­თან ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, რომ ის რჩე­ბა აზ­რზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ჩი­ნურ წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნა არ არის „ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი“ .

“ბოლო დღე­ებ­ში ცალ­კე­უ­ლი მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, შე­სა­შუ­რი გულ­მოდ­გი­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ წარ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ თით­ქოს მე რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ ქვე­ყა­ნა­ში ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნას, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და გან­ვა­ცხა­დო შემ­დე­გი:

1. მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ მხო­ლოდ COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყ­ნის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რი და შე­სა­ბა­მი­სად, არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ ქვე­ყა­ნა­ში ამა თუ იმ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში სა­კონ­სულ­ტა­ციო დო­ნე­ზეც კი.

2. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამ­ჟა­მად ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ქვე­ყა­ნა­ში ხა­რის­ხი­ა­ნი ვაქ­ცი­ნის რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად შე­მო­ტა­ნა­ზე. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რა­მო­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მწარ­მო­ე­ბელ ქვეყ­ნებ­თან და კომ­პა­ნი­ებ­თან. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია ჯან­მო-ს ხელ­ძღვა­ნე­ლო­ბა. ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ შე­მო­ი­ტა­ნონ მხო­ლოდ ის ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა ჯან­მო-ს პრეკ­ვა­ლი­ფი­კა­ცია (რე­კო­მენ­და­ცია) ან რო­მე­ლი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის (FDA და სხვ.) რე­კო­მენ­და­ცია. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ზო­გა­დად ვაქ­ცი­ნებ­ზე ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნის გამო შე­საძ­ლოა გაძ­ნელ­დეს ან ვერც მო­ხერ­ხდეს მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ კონ­კრე­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად აწყობს.

3. პი­რა­დად მე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რად მი­მაჩ­ნია ინ­გლი­სის ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და კომ­პა­ნია „AstraZeneca“-ს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა, ვი­ნა­ი­დან ეს უკა­ნას­კნე­ლი არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და სან­დო­ო­ბის (არა­ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე „Pfizer”-ის ან “Moderna”-ს ვაქ­ცი­ნე­ბი) და ამა­ვე დროს ის თა­ვი­სუ­ფა­ლია ბოლო ორი ვაქ­ცი­ნი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბის­გან. კერ­ძოდ, „AstraZeneca“-ს ვაქ­ცი­ნა არ სა­ჭი­რო­ებს შე­ნახ­ვის და ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სათ­ვის -80⁰ ან -20⁰ რე­ჟიმს და ინა­ხე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ცივ­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. ჩემი ეს პო­ზი­ცია მკა­ფი­ოდ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში და გა­სუ­ლია ტე­ლე­ვი­ზი­ით “tv-ფორ­მუ­ლა“-ში, „ფორ­მუ­ლა News“-ის ა.წ. 9 იან­ვრის სა­ღა­მოს გა­და­ცე­მა­ში (20:21 სთ) და „TV იმედ­ში“ ა.წ. 11 იან­ვრის „ქრო­ნი­კის“ დი­ლის გა­და­ცე­მა­ში (11:18 სთ).

4. რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნას, მე აღ­ვნიშ­ნე და ვრჩე­ბი იმ აზ­რზე, რომ ის არ არის „ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი“ და შე­საძ­ლოა იყოს არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტი­ა­ნი, რის სა­სარ­გებ­ლო­დაც მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ ამ ვაქ­ცი­ნით ხდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნი­რე­ბა ჩი­ნეთ­ში და ეს ვაქ­ცი­ნა შე­ი­ძი­ნეს ისეთ­მა ქვეყ­ნებ­მა, რო­გო­რი­ცაა თურ­ქე­თი, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი, ბრა­ზი­ლია და სხვ. მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, რომ მე არ გა­მი­ცია რე­კო­მენ­და­ცია ამ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა­ზე, მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს სა­კი­თხი ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის”, - წერს ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დალი
8

იფიქრე ერთი წელი ჯერ რა გეჩქარებათ ხომ გამოკეტეთ ხალხი სახლებში და თქვენ არაფერი გაკლიათ 

ალექსანდრე
42

გაანებეთ თავი ჩვენს მუშკეტერს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე

"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მას არ გაუცია რეკომენდაცია ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანაზე.

როგორც ცერცვაძე „ფეისბუქზე“ წერს, ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის.

ამასთან ცერცვაძე აცხადებს, რომ ის რჩება აზრზე, რომლის თანახმადაც ჩინურ წარმოების ვაქცინა არ არის „ხელწამოსაკრავი“ .

“ბოლო დღეებში ცალკეული მედია-საშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:

1. მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი.

2. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის რაც შეიძლება დროულად შემოტანაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამოდენიმე ვაქცინასთან დაკავშირებით მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან. პროცესში ჩართულია ჯანმო-ს ხელძღვანელობა. ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ შემოიტანონ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმო-ს პრეკვალიფიკაცია (რეკომენდაცია) ან რომელიმე სერიოზული მარეგულირებლის (FDA და სხვ.) რეკომენდაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შესაძლოა გაძნელდეს ან ვერც მოხერხდეს მაინცდამაინც იმ კონკრეტული ვაქცინის შემოტანა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწყობს.

3. პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია „AstraZeneca“-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე „Pfizer”-ის ან “Moderna”-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისათვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, „AstraZeneca“-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. ჩემი ეს პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული ყველა ინტერვიუში და გასულია ტელევიზიით “tv-ფორმულა“-ში, „ფორმულა News“-ის ა.წ. 9 იანვრის საღამოს გადაცემაში (20:21 სთ) და „TV იმედში“ ა.წ. 11 იანვრის „ქრონიკის“ დილის გადაცემაში (11:18 სთ).

4. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია და სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის”, - წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

მარიამ საჯაია ცნობილ ფოტოგრაფზეა შეყვარებული - როგორ ცხოვრობს წყვილი ულამაზეს გარემოში, რომელიც ექსდეპუტატმა თავად შექმნა

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე - "მამის დღე" დაწესდეს - საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

თეა წულუკიანი მცხეთაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად - ფოტოები სვეტიცხოვლის ტაძრიდან