Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო
"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო

"მამა ნე­ო­ფი­ტეს თირკმე­ლი უნდა გა­და­უ­ნერ­გონ თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში და სა­კუ­თარ თირკმელს უთ­მობს მამა ალექ­სი. ილო­ცეთ ორი­ვეს­თვის, რომ მშვი­დო­ბით დამ­თავ­რდეს ოპე­რა­ცია" - ამის შე­სა­ხებ დე­კა­ნოზ­მა პეტ­რე კოლ­ხმა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა. ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში დღეს, 11 იან­ვარს უნდა ჩა­ტარ­დეს. ამ დიდსუ­ლო­ვა­ნი ჟეს­ტის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, AMBEBI.GE მამა პეტ­რეს და­უ­კავ­შირ­და.

მამა ნე­ო­ფი­ტე დაშ­ნი­ა­ნი, რო­მელ­საც თირკმლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა, ყინ­წვი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში წლე­ბია მოღ­ვა­წე­ობს, მის სა­ხელს ბევ­რი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრის რეს­ტავ­რი­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა და ასე­ვე, არა­ერ­თი მო­ნას­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა. მამა ნე­ო­ფი­ტეს რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ა­ში "ხე­ვის­ბე­რის" ტი­ტუ­ლი აქვს. ნი­შან­დობ­ლი­ვია ის ფაქ­ტი, რომ მამა ნე­ო­ფი­ტეს დედა ნინო დაშ­ნი­ა­ნი, სქინ­მო­ნა­ზო­ნი იყო და ის რუის-ურ­ბნი­სის დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში გა­ნის­ვე­ნებს. მამა ნე­ო­ფი­ტე ამ­ჟა­მად თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

"რო­დე­საც მამა ნე­ო­ფი­ტეს­თვის თირკმლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და და და­ი­წყო ფიქ­რი იმა­ზე, სად ეშო­ვათ ის, მო­ნას­ტრის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, ყინ­წვი­სის მო­ნას­ტრი­დან, მამა ალექ­სი ნი­კო­ლიშ­ვილ­მა (რო­მე­ლიც ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია მო­ნას­ტერ­ში მსა­ხუ­რობს), თქვა, რომ თირკმელს და­უთ­მობ­და. ეს მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის სა­მა­გა­ლი­თო ფაქ­ტია თავ­და­დე­ბის, გმი­რო­ბის, მე­გობ­რო­ბის, გვერ­დით დგო­მის.

მამა ნე­ო­ფი­ტეს მამა ალექ­სი თან გაჰ­ყვა თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე შე­იყ­ვა­ნეს მამა ალექ­სი და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ შე­იყ­ვა­ნენ მამა ნე­ო­ფი­ტეს, რომ მოხ­დეს თირკმლის გა­და­ნერგვა. ვი­ტო­ვებ იმედს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა და სამ­შობ­ლო­ში ორი­ვე ჯან­მრთე­ლი დაბ­რუნ­დე­ბა...

- მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ფაქ­ტია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს მოძ­მის და­სახ­მა­რებ­ლად...

- კი, ასეა, ის სა­კუ­თარ თავ­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ერთი შე­ხედ­ვით, ამ­ბობს უარს და მე­გობ­რის­თვის თავ­გან­წირ­ვას იჩენს. დღე­ვან­დელ დღეს ნამ­დვი­ლად სა­მა­გა­ლი­თო ფაქ­ტია, ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თო­ბაც და ამას და­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ და­ვი­ნა­ხოთ, რა არის მე­გო­ბა­რი მე­გობ­რის­თვის, მხარ­ში დგო­მა. ეს არის უპირ­ვე­ლე­სად ბე­რო­ბა და სუ­ლი­ე­რე­ბა.

რო­დე­საც ნა­თე­სა­ვებ­ში დო­ნო­რი არ აღ­მოჩ­ნდა ნე­ო­ფი­ტეს­თვის, მამა ალექ­სიმ რო­გორც კი ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და­ი­ნა­ხა, მხარ­ში დგო­მა მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რად კი არა, საქ­მით გა­მო­ხა­ტა - გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი თირკმე­ლი და­ეთ­მო. სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად მი­ი­ღო, მამა ალექ­სის ოჯა­ხის წევ­რებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ, მის დე­დას რომ არ ენერ­ვი­უ­ლა. რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ დავ­წე­რე, მა­შინ გა­ი­გო მის­მა დე­და­მაც. და­უ­რე­კავს ბე­რის­თვის დე­დას და უთ­ქვამს: "მად­ლო­ბა შვი­ლო, რომ მე­გობ­რის­თვის ასე­თი რამ შე­ძე­ლი და გა­ა­კე­თეო. ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ ორი­ვეს!

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოლა
1

ესეტი მღვლდებიც არსებობენ ტურმე

ცოტა შემეცვალა ამატზე წარმოდგენა

sniper
1

აი ეს არის რწმენა უფლისა, სიყვარული მოყვასისა და უდიდესი კაცთმოყვარეობა. გაეცი და მოგეზღვება. ამას მხოლოდ ის გააკეთებს, ვისაც უზომოდ სწამს უფალი და უფალივე დაუბრუნებს სამაგიეროს ამქვეყნიურსაც და იმქვეყნიურსაც.

ღმერთმა დალოცოს მამა ალექსი და უშველოს ორივეს, გამღებსაც და მიმღებსაც. ესენი უკვე ღვთისმიერი ძმებიც არიან და ხორციელადაც ძმები გახდებიან, საყვარელი შვილები უფლისა! ამინ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო

"მამა ნეოფიტეს თირკმელი უნდა გადაუნერგონ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და საკუთარ თირკმელს უთმობს მამა ალექსი. ილოცეთ ორივესთვის, რომ მშვიდობით დამთავრდეს ოპერაცია" - ამის შესახებ დეკანოზმა პეტრე კოლხმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. ოპერაცია თურქეთში დღეს, 11 იანვარს უნდა ჩატარდეს. ამ დიდსულოვანი ჟესტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, AMBEBI.GE მამა პეტრეს დაუკავშირდა.

მამა ნეოფიტე დაშნიანი, რომელსაც თირკმლის გადანერგვის ოპერაცია უტარდება, ყინწვისის მამათა მონასტერში წლებია მოღვაწეობს, მის სახელს ბევრი ეკლესია-მონასტრის რესტავრირება უკავშირდება და ასევე, არაერთი მონასტრის მშენებლობა. მამა ნეოფიტეს რუის-ურბნისის ეპარქიაში "ხევისბერის" ტიტული აქვს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მამა ნეოფიტეს დედა ნინო დაშნიანი, სქინმონაზონი იყო და ის რუის-ურბნისის დედათა მონასტრის ეზოში განისვენებს. მამა ნეოფიტე ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

"როდესაც მამა ნეოფიტესთვის თირკმლის გადანერგვის ოპერაცია აუცილებელი გახდა და დაიწყო ფიქრი იმაზე, სად ეშოვათ ის, მონასტრის ერთ-ერთმა წევრმა, ყინწვისის მონასტრიდან, მამა ალექსი ნიკოლიშვილმა (რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია მონასტერში მსახურობს), თქვა, რომ თირკმელს დაუთმობდა. ეს მართლაც საოცარი ისტორია და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტია თავდადების, გმირობის, მეგობრობის, გვერდით დგომის.

მამა ნეოფიტეს მამა ალექსი თან გაჰყვა თურქეთის კლინიკაში. ნახევარი საათით ადრე შეიყვანეს მამა ალექსი და ნახევარი საათის შემდეგ შეიყვანენ მამა ნეოფიტეს, რომ მოხდეს თირკმლის გადანერგვა. ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად, წარმატებით ჩატარდება და სამშობლოში ორივე ჯანმრთელი დაბრუნდება...

- მართლაც საოცარი ფაქტია, როდესაც ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს მოძმის დასახმარებლად...

- კი, ასეა, ის საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე ერთი შეხედვით, ამბობს უარს და მეგობრისთვის თავგანწირვას იჩენს. დღევანდელ დღეს ნამდვილად სამაგალითო ფაქტია, ალბათ, იშვიათობაც და ამას დაფასება სჭირდება, რომ დავინახოთ, რა არის მეგობარი მეგობრისთვის, მხარში დგომა. ეს არის უპირველესად ბერობა და სულიერება.

როდესაც ნათესავებში დონორი არ აღმოჩნდა ნეოფიტესთვის, მამა ალექსიმ როგორც კი ამის აუცილებლობა დაინახა, მხარში დგომა მხოლოდ სიტყვიერად კი არა, საქმით გამოხატა - გადაწყვიტა თავისი თირკმელი დაეთმო. სასულიერო პირმა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნათესავებთან შეუთანხმებლად მიიღო, მამა ალექსის ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ, მის დედას რომ არ ენერვიულა. როდესაც ამის შესახებ დავწერე, მაშინ გაიგო მისმა დედამაც. დაურეკავს ბერისთვის დედას და უთქვამს: "მადლობა შვილო, რომ მეგობრისთვის ასეთი რამ შეძელი და გააკეთეო. ჯანმრთელობას ვუსურვებ ორივეს!

"Sakartwelo"  "Gruzja" -ს  ნაცვლად - 2021 წლიდან ლიეტუვურ ენაზე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა

რატომ აფრთხობს მსოფლიოს ნაწილს ჩინური ვაქცინა და რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს აცრის შემდეგ იმუნიტეტმა?

"ამ დაავადებამ ყველაფერი დაავიწყა, პროფესიის და ფორტეპიანოზე დაკვრის გარდა..." - რას ყვება ნანიკო ხაზარაძე მამაზე და რატომ დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა