ავტორი:

"ჩვენ გვაქვს მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები... დღესვე შეგვიძლია მივიღოთ "ფაიზერის“ ვაქცინის 200 000 დოზა..." - იმნაძე

"ჩვენ გვაქვს მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები... დღესვე შეგვიძლია მივიღოთ "ფაიზერის“ ვაქცინის 200 000 დოზა..." - იმნაძე

"რამენაირად ისე უნდა გავაკეთოთ, ისე უნდა ვმართოთ სიტუაცია, რომ როგორც პირველ ტალღას გავუძვერით, ისევე გავუძვრეთ მესამე ტალღასაც“, - განაცხადა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციაზეც და განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს ამ თვალსაზრისით მუშაობა და ისიც თქვა, რომ ქვეყანა ვაქცინის დიდი დოზის მისაღებად უკვე მზადაა.

"ჩვენ გვაქვს მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში... ამის პრობლემა არ არსებობს... დღესვე შეგვიძლია მივიღოთ "ფაიზერის“ ვაქცინის 200 000 დოზა. ჩვენ მზად ვართ ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, უბრალოდ, როდის მოხერხდება ეს, ესაა მთავარი კითხვა, რაც მალე იქნება, მით უკეთესია..." - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა არ დაიწყოს, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება შეზღუდვების გახანგრძლივების თაობაზე.

"რაც შეეხება მესამე ტალღას, ჩვენ ვხედავთ, რომ, პრაქტიკულად, ევროპაში მესამე ტალღა ძალიან ბევრ ქვეყანაშია, ის, რაც ჩვენ გვქონდა ყველასთვის მეორე და ჩვენთვის რეალურად პირველ ტალღაზე, ნოემბრის ბოლო-დეკემბრის დასაწყისი, ჩვენმა სისტემამ გავუძელით მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას 100 000 მოსახლეზე. სისტემამ გაუძლო, ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრმა ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ გაუძლო... ცოტა კიდევ გავუძლოთ, გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რომ გვქონდეს იმის გარანტია, მესამე ტალღას, ასე ვთქვათ, გავუძვრებით და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება. ამასობაში, წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დააჯარიმეს თუ არა ბაკურიანში ბინების გაქირავებისთვის მეპატრონეები? - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტება

"თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს" - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადება

"პირველად "ფაიზერის“ ვაქცინის 20 000 დოზის შემოტანას ვვარაუდობთ" - ვის აცრიან უპირველესად, რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?