საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ, მთავ­რო­ბის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი პირ­ველ თე­ბერ­ვლამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

"„ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­სა და ზო­გა­დად, მთლი­ა­ნად სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ნორ­მა­ლი­ზა­ცია და სტა­ბი­ლი­ზა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ში. ეს არის საკ­მა­ოდ დიდი მო­ნა­პო­ვა­რი, თუმ­ცა ჯერ კი­დევ მა­ღა­ლია ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ასე­ვე, ჩვენ ვხე­დავთ თუ რა ხდე­ბა ევ­რო­პა­ში, სა­დაც არის მე­სა­მე ტალ­ღის გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი და მთე­ლი რიგი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ამ­კაც­რებს ამ დღე­ებ­ში თა­ვის რე­გუ­ლა­ცი­ებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ დღეს და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პირ­ველ თე­ბერ­ვლამ­დე შე­ვი­რან­ჩუ­ნოთ ის რე­ჟი­მი, რაც დღეს არ­სე­ბობს წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არის, რომ პირ­ველ თე­ბერ­ვლამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი ეს ორი- სამი კვი­რა გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თვის, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­დეს ბიზ­ნე­სებ­თან და მო­ვემ­ზა­დოთ პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან უფრო უსაფრ­თხო გახ­სნის­თვის, თუნ­დაც იგი­ვე ვაჭ­რო­ბის სექ­ტორს რაც შე­ე­ხე­ბა ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს რაც შე­ე­ხე­ბა. ჩვენ ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვხვდე­ბით ამ ბიზ­ნე­სებს. ჩვენ ამ დარ­ჩე­ნილ დრო­ში უნდა ვიმ­სჯე­ლოთ მათ­თან და დავ­რწმუნ­დეთ იმა­ში, რომ ყვე­ლა სტან­დარ­ტი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. სხვა­თა შო­რის, ახა­ლი წლე­ბის წინა პე­რი­ოდ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ვაჭ­რო­ბის ინ­დუსტრია საკ­მა­ოდ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა ამ სტან­დარ­ტებს. შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნე­ბი იყოს, რა­ზეც ჩვენ მათ­თან შევ­ჯერ­დე­ბით და ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წა­ვებს უფრო უსაფრ­თხო გახ­სნის პე­რი­ოდს,“ - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მი­ნის­ტრის თქმით, ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამის
15

ეგრე გინდათ იჯექით ითმინეთ კიდე .. ვერ ხვდებით საით მიყავთ ამათ ყველა ბიზნესი უნდა გაკოტრდეს ხალხი უნდა დარჩეს შემოსავლის სამსახურის გარეშე რო ადვილად დაიმონონ ისედაც დამონებული ადამიანები ხოდა იჯექით არ გააპროტესტოტ მანქანიანები და ფულიანებს ისედაც არ გვიჩირს არაფერი და თქვენ იდარდეთ თორე ესენი 2025 წლამდე აპირებენ ამ ყველაფერს გადით სანამ დროა გააპროტესტეტ თორე აგერ ბიძინაც ცავიდა და მიგატოვათ დარჩით მშივრები ან გააპროტეატეტ...

სოსო
11

სანამ არ წამოვა ცუნამი ტალღა აკციების ესენი არ მოისვენებენ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

"„ჩვენი ჯანდაცვის სექტორსა და ზოგადად, მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები ამკაცრებს ამ დღეებში თავის რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევირანჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ეს ორი- სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლების წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება გარკვეული დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც ჩვენ მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"თუ მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება" - გიორგი ვაშაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"