სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომისიური ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო - პროკურატურა
კომისიური ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო - პროკურატურა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშვლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კო­მი­სი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მი­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გა­მო­ი­რი­ცხა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი წყალ­ში ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კო­მი­სი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ასე­ვე უტყუ­ა­რად დგინ­დე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტი­დან გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში 3-4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, ექ­სპეტრტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მუც­ლის მი­და­მო­ში არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა სხე­ულ­ზე ფეხ­საც­მლი­ა­ნი ფე­ხის დარ­ტყმის შე­დე­გა­დაა გან­ვით­რე­ბუ­ლი, რი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ას, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ხი­დის ქვეშ, ბი­ლიკ­ზე ჩა­სას­ვლელ­თან არ­სე­ბულ ჯე­ბირ­ზე შე­ჯა­ხე­ბით მი­ი­ღო, გა­მო­რი­ცხავს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კო­მი­სი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მი­ი­ღო, რომ­ლი­თაც კი­დევ ერთხელ უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბამ­დე მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი.

კო­მი­სი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რომ­ლე­ბიც მათი ხა­სი­ა­თი­დან და ლო­კა­ლი­ზა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მი­ნი­მუმ, 9 დარ­ტყმით ფე­ხის, ხე­ლის ან სხვა სა­ხის მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მკვლე­ლო­ბამ­დე სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ, რის შემ­დგო­მაც წყალ­ში გა­და­აგ­დეს.

ამა­ვე დას­კვნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მუც­ლის მი­და­მო­ში არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია სხე­ულ­ზე ფეხ­საც­მლი­ა­ნი ფე­ხის დარ­ტყმის შე­დე­გად, რი­თაც გა­მო­ი­რი­ცხა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სია, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ხი­დის ქვეშ, ბი­ლიკ­ზე ჩა­სას­ვლელ­თან არ­სე­ბულ ჯე­ბირ­ზე შე­ჯა­ხე­ბით მი­ი­ღო.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ასე­ვე გა­მო­ი­რი­ცხა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი წყალ­ში ჩა­ვარ­დნის შემ­დგომ მი­ი­ღო, რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რომ მის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბამ­დე უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და წარ­მო­ად­გენს მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვალს.

კო­მი­სი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ასე­ვე უტყუ­ა­რად დგინ­დე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტი­დან გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გვა­მი 3-4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და წყალ­ში, რაც ცალ­სა­ხად თან­ხვედ­რა­შია გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის დროს­თან, ასე­ვე გა­მო­რი­ცხავს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბულ ყო­ველ­გვარ სპე­კუ­ლა­ცი­ებს.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი არის მოკ­ლუ­ლი, ხოლო მკვლე­ლო­ბამ­დე მას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კი­დევ ერთხელ უსამ­ძიმ­რებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და აცხა­დებს, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლე­ბი კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით აგე­ბენ პა­სუხს”, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

კომისიური ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო - პროკურატურა

კომისიური ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო - პროკურატურა

პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვლის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვითაც, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

უწყების ცნობითვე, ექსპეტრტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგადაა განვითრებული, რითაც პროკურატურა გავრცელებულ ვერსიას, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო, გამორიცხავს.

"საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ, 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს.

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ახლობლებს და აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ: კარგად იცოდა შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? - ეს მან  დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მათ მიერ იყო შაქარაშვილი გადაგდებული წყალში" - პროკურორი

რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე?

სუნამოების მოპარვის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს