ავტორი:

"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი

"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი

"მე ჩემი ძმის არც განზრახ მკვლელობა, არც განზრახ დაზიანება არ მინდოდა, შემთხვევით მოხვდა დანა. მე მისი მოკვლა არ მდომებია", - მხოლოდ ეს სიტყვები თქვა სასამართლო პროცესზე 21 წლის გიორგი ახლოურმა, რომელიც საკუთარი ძმის, 19 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული.

პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა, ბრალდებულის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე კი შემთხვევითობაზე ლაპარაკობს. მან მოსამართლეს 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლება სთხოვა, თუმცა მოსამართლემ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეუფარდა. ის ახლა უმძიმესი ბრალდებით გლდანის ციხეშია და გამოძიების დასრულებას იქ დაელოდება.

თამარ გაჩეჩილაძე, საზოგადოებრივი ადვოკატი:

"გიორგი ძმის განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ტრაგედიის შემდეგ მისი ემოციური და სულიერი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ეს იყო უბედური შემთხვევა, დიდი ტრაგედია და არა - დანაშაული. ძმისთვის სასწრაფო გიორგიმ გამოიძახა. 4-ჯერ დარეკა, რადგან "სასწრაფო" მოსვლას აგვიანებდა, თან ოპერატორს ეკითხებოდა, მასწავლეთ, რით შეიძლება ჩემს დაჭრილ ძმას დავეხმარო მათ მოსვლამდეო. ის ძმის გადარჩენას ცდილობდა და ვფიქრობ, დროული სამედიცინო დახმარება რომ აღმოეჩინათ, შეიძლება ბიჭი გადარჩენილიყო. "სასწრაფომ" დააგვიანა და ეტყობა, სისხლისგან დაიცალა.

ბრალდებულს ემოციური მდგომარეობის გამო საუბარიც კი უჭირს. გარდაცვლილი ფეხბურთელი იყო. თვითონ ბრალდებულიც წარმატებული ახალგაზრდაა, სკოლა გერმანიაში აქვს დამთავრებული. ბოლო სამი წელი გერმანიაში სწავლობდა. არაჩვეულებრივად იცის ენები. ამჟამად გაყიდვების აგენტად მუშაობს. არანაირი კრიმინალური წარსული არ აქვს. ძმებს შორის სერიოზული კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია.

მარიამ ჩიტიშვილი, ბიძაშვილი:

"ძალიან ცუდია, რომ ჟურნალისტები ასე აშუქებენ მომხდარს. თითქოს ჩვენი ტრაგედია და უბედურება არ გვყოფნის და ახლა ცრუ ინფორმაციებიც ვრცელდება. რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო. ძმები არასოდეს ჩხუბობდნენ. ბიჭების მამა ტაქსის მძღოლია, დილის 5 საათზე დგება, რომ იმუშაოს. ადრე ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება - ახლა ტაქსის მძღოლად მუშაობს. იმ ღამით სახლში დაღლილი მივიდა, მიშომ ჩაი მოუმზადა. ამის შემდეგ მარადი დასაძინებლად გავიდა და ჩაეძინა. ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, იმ ღამით რომ ეჩხუბათ, მამას გაეღვიძებოდა, რადგან პატარა ბინა აქვთ.

ტელევიზორის ხმის აწევა-დაწევის გამო მოხდა კამათი. გიორგიმ მიშოს სთხოვა, ტელევიზორს დაუწიე, უნდა დავიძინო, დილით ადრე უნდა ავდგე და სამსახურში წავიდეო. გიორგი გერმანულ კომპანიაში მუშაობდა, ყოველთვე აწინაურებდნენ. ეს ბიჭები არც სვამდნენ, არც სიგარეტს ეწეოდნენ. სპორტს მისდევდნენ და წარმატებულებიც იყვნენ, არადა სოციალურ ქსელში საშინელი კომენტარები იწერება.

მიშოს ჰყავდა ძაღლი ლუსი, რომელიც ძალიან უყვარდა, რამდენჯერმე რომ სთხოვა გიორგიმ, ტელევიზორისთვის დაეწია და არ დაუწია, დანა აუღია და კაბელი გადაუჭრია, ძმები წაკამათდნენ. ძაღლმა ეს რომ დაინახა, გიორგის ყეფა დაუწყო. ნახე ახლა შენს ძაღლს რა ვუქნაო, უთქვამს და ძაღლს მოუქნია თურმე დანა, მაგრამ შემთხვევით მიშოს მოხვდა. ორი არაჩვეულებრივი ბიჭი დაკარგეს მშობლებმა...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრაზე"

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?