სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილს ავრცელებს - "ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს"
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილს ავრცელებს - "ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ წე­რილს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის რვა წელი გა­ვი­და. ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ მოხ­და - სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ნას­წო­რი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ხალ­ხის­გან მე­სა­მე ვა­დით მარ­თვის მან­და­ტის მი­ღე­ბა შეძ­ლო. ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი, მკა­ფიო და უდა­ვო აღი­ა­რე­ბაა და სწო­რედ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩა­უყ­რის სა­ფუძ­ველს ახალ ეტაპს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ჩემი შე­ფა­სე­ბით, უკა­ნას­კნე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. ამ არ­ჩევ­ნებ­მა ყვე­ლა­ზე ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ დას­რულ­და ადა­მი­ა­ნე­ბის გრძნო­ბე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბი­სა და ხალ­ხის ნე­ბის სხვა­დას­ხვა გზით შეც­ვლის მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კა. ამ და­მან­გრე­ველ­მა პრაქ­ტი­კამ, რო­მე­ლიც, გულ­წრფე­ლად მწამს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ წარ­სულს ჩა­ბარ­და, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ლა­მის უფსკრულ­ში გა­და­ჩე­ხა. ამ არ­ჩევ­ნებ­მა ნათ­ლად გა­მო­ა­ჩი­ნა დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მართ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, კონ­სო­ლი­და­ცი­ის, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი.

ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­უძ­ლო უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ინ­ფორ­მა­ციო სი­ყალ­ბე­სა და ქა­ოსს და არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, რო­მე­ლიც არა­სო­დეს უღა­ლა­ტებს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლებ­მაც 2012 წელს გა­ა­ერ­თი­ა­ნა და შე­ა­კავ­ში­რა ჩვე­ნი ერის უდი­დე­სი ნა­წი­ლი. ხალ­ხმა სა­ბო­ლო­ოდ ირ­წმუ­ნა, რომ თა­ვად არის სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის შემ­ქმნე­ლი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის ხელ­შია და მან უნდა მი­ი­ღოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც. ამი­ტო­მაც, გან­ვლი­ლი წლე­ბის ურ­თუ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, რომ­ლის სიმ­წი­ფე და მდგრა­დო­ბა ქვეყ­ნის მო­მავ­ლის ყვე­ლა­ზე მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უხე­ში ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის, ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბის, მოს­ყიდ­ვი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში. დღეს, ზო­გი­ერ­თე­ბი ურ­ცხვად თავს იწო­ნე­ბენ, რომ თურ­მე მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბა მოხ­და, რაც, რო­გორც ყო­ველ­თვის, სიც­რუე და ცი­ნიზ­მია.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, 2012 წელს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ომში გა­ი­მარ­ჯვა და იძუ­ლე­ბით, სა­კუ­თა­რი მომ­ხრე­ე­ბის სიმ­რავ­ლით და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით და­ათ­მო­ბი­ნა მო­ძა­ლა­დე მმარ­თველ გუნდს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა - "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ზე­დი­ზედ ორ­ჯერ მო­ი­პო­ვა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ და თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებ­ში, რაც მკა­ფი­ოდ და უდა­ვოდ ადას­ტუ­რებს ჩვენს ხელ­წე­რას. დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის უცხოა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ცდუ­ნე­ბის გამო, ხალ­ხის ღირ­სე­ბი­სა და მათი არ­ჩე­ვა­ნის შე­ბღალ­ვა. ჩვენ არას­დროს გა­და­ვუხ­ვევთ დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზას, რაც ბრძენ­მა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­თა­ნა­დოდ და­ა­ფა­სა და კი­დევ ერთხელ დაგ­ვდო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პა­ტი­ვი. ამ­რი­გად, თუ ობი­ექ­ტუ­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო წარ­მა­ტე­ბას, გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ლო­გი­კუ­რია.

მმარ­თვე­ლი გუნ­დი დღეს არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტო­რებს შო­რის ყვე­ლა ნიშ­ნით მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო და უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ გუნდს შე­უძ­ლია ჩემი შრო­მის, ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და უნა­რე­ბის ღირ­სე­უ­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბა. ამი­ტო­მაც, ვთვლი, რომ ჩემი მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ დავ­ტო­ვო პო­ლი­ტი­კა და სრუ­ლად ჩა­მოვ­ცილ­დე მარ­თვის სა­და­ვე­ებს. მე ვტო­ვებ რო­გორც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს, ისე სა­კუთ­რივ პარ­ტი­ა­საც და ჩემს 2011 წლამ­დელ, კერ­ძო ცხოვ­რე­ბის წესს ვუბ­რუნ­დე­ბი. სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში სა­მოც­და­ხუ­თი წელი შე­მის­რულ­დე­ბა, ესეც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დას­რუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. ახალ­გაზ­რდე­ბის წინ წა­მო­წე­ვით ნა­კარ­ნა­ხე­ვი ჩემი ეს ნა­ბი­ჯი არა მარ­ტო არ შე­ა­სუს­ტებს, არა­მედ, მჯე­რა, კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს, სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ან­სა და მო­ტი­ვი­რე­ბულს გახ­დის მმარ­თველ პარ­ტი­ას, გა­ამ­ხნე­ვებს ჩვენს მომ­ხრე­ებს და უფრო ენერ­გი­ულს გახ­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

პო­ლი­ტი­კი­დან მივ­დი­ვარ ამა­ყი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ხალ­ხის მად­ლი­ე­რი. ხალ­ხმა შეძ­ლო იმ ძა­ლის­ხმე­ვის და­ნახ­ვა, რაც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქვეყ­ნი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გავ­წიე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ასე­ვე შე­ა­ფა­სებს ჩემს დღე­ვან­დელ ნა­ბიჯ­საც, რო­მე­ლიც იმა­ვე ინ­ტე­რე­სე­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი, რის­თვი­საც მე პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვე­დი. რო­დე­საც ჩნდე­ბა კი­თხვა, თუ რა­ტომ აირ­ჩია ხალ­ხმა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ 2020 წელ­საც, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია. შევ­ხე­დოთ, რა იყო ქვეყ­ნის­თვის წი­ნა­მორ­ბე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცხრაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გი და რას მი­აღ­წია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სწო­რედ ახლა გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ამო­ვი­დეთ ყო­ველ­დღი­უ­რი, ფრაგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ამ­ბე­ბი­დან და გან­ვლი­ლი ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მთლი­ან სუ­რათს და­ვაკ­ვირ­დეთ.

არ დავ­მა­ლავ და გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით - ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და, ეს წე­რი­ლი მძი­მე შე­ფა­სე­ბე­ბით და­მეტვირ­თა, რად­გან ქარ­თუ­ლი წე­სით, წამ­სვლე­ლი კაცი მხო­ლოდ მად­ლო­ბას იხ­დის და დამ­რჩენს სი­კე­თეს უსურ­ვებს. ეს წესი, ღვი­ნის სამ­შობ­ლო­ში, ქარ­თუ­ლი სუფ­რის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ­მა ტრა­დი­ცი­ამ და­ამ­კვიდ­რა, რო­მე­ლიც, რო­გორც არა­ერ­თხელ ვთქვი, ყვე­ლა­ზე ნათ­ლად გად­მოს­ცემს ქარ­თვე­ლი კა­ცის ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის არსს და ფი­ლო­სო­ფი­ას. არც მე მინ­დო­და ამ ეტი­კე­ტის დარ­ღვე­ვა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სუფ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის აწ­მყო და მისი მო­მა­ვა­ლი წყდე­ბა. ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია, რომ არ მაქვს უფ­ლე­ბა, თვა­ლი დავ­ხუ­ჭო და გვერ­დი ავუ­ა­რო ჩვე­ნი სა­ერ­თო წარ­სუ­ლის ობი­ექ­ტურ შე­ფა­სე­ბას. შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თმა ჩათ­ვა­ლოს, რომ დღე­ვან­დე­ლი ჩემი წე­რი­ლი მე­ტის­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლია, მაგ­რამ ჩემი მხრი­დან უად­გი­ლო და ყალ­ბი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლის შე­ფა­სე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა.

დიახ, ჩვენ მოგ­ვი­წია ბო­რო­ტე­ბას­თან შე­ჯა­ხე­ბა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­თო­დუ­რად აშე­ნებ­და და ამ­ყა­რებ­და. დღეს ეს ბო­რო­ტე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­სუს­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა მისი მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ იგ­რძნო­ბა და მის მთა­ვარ შე­მა­კა­ვე­ბელ ძა­ლად კვლავ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რჩე­ბა. ეს ის რე­ა­ლო­ბაა, რომ­ლის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია სრულ­ფა­სო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა.რა იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცხრაწ­ლი­ა­ნი "მოღ­ვა­წე­ო­ბის“ შე­დე­გი, - ეს იყო ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ფე­ტი­შე­ბა, შიშ­სა და წა­მე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რა, მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სივ­რცე და ცრუ პრო­პა­გან­და, პი­რა­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამ­ყა­რე­ბის და უვა­დოდ გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მცდე­ლო­ბა. მხო­ლოდ ეს იყო მი­ზა­ნი, რის გა­მოც შე­იც­ვა­ლა კონ­სტი­ტუ­ცია და ქვე­ყა­ნა ფსევ­დო­სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­და­ვი­და. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ომის ტრა­გე­დი­ა­სა და დევ­ნი­ლებ­ზე, და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ა­ზე, რაც კი­დევ უფრო დამ­ძი­მე­ბულ მემ­კვიდ­რე­ო­ბად დაგ­ვრჩა. რა არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის რვა წლის შე­დე­გი, - ეს გახ­ლავთ მშვი­დო­ბა, ღია და პლუ­რა­ლის­ტუ­ლი დე­მოკ­რა­ტია გახ­სნი­ლი სა­ჯა­რო და სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა, ხე­ლი­სუ­ფა­ლის გა­ფე­ტი­შე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კი­სა­გან გა­მიჯ­ნუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და მის წი­ნა­შე თა­ნას­წო­რო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის პრაქ­ტი­კის დამ­ყა­რე­ბა, და­ბო­ლოს, პო­ლი­ტი­კი­დან დრო­უ­ლი წას­ვლა იმ მი­ზეზ­თა გამო, რა­საც ეს წე­რი­ლი ეძღვნე­ბა. კარ­გად ვიცი, რა კუ­დებს გა­მო­ა­ბამს ოპო­ზი­ცია ჩემს ყო­ველ სი­ტყვას და, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვი­ტყვი სათ­ქმელს ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი და მო­აზ­როვ­ნე მკი­თხვე­ლის­თვის. და­ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის, - ცხოვ­რე­ბა გა­მო­ა­ჩენს...

პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნე­ბი2011 წელს პო­ლი­ტი­კა­ში ჩემი მოს­ვლის მი­ზა­ნი იყო ორი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა:

1) მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძა­ლა­დობ­რი­ვი, არაჰუ­მა­ნუ­რი და არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის არ­ჩევ­ნე­ბის გზით დას­რუ­ლე­ბა, რად­გან ჩემი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე იმ­დრო­ინ­დელ ოპო­ზი­ცი­ას არ ჰქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი;

2) ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სით ქვეყ­ნის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი სვლა, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნას და, მით უმე­ტეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღიქ­ვამ­და მის­და­მი და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რად. ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ნა­პი­რო­ბებ­და მკვეთრ აგ­რე­სი­ას ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სად­მი. სწო­რედ ამან შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პი­რის­პი­რო ორ­ბი­ტა­ზე გა­და­ნაც­ვლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა. ამა­ვე დროს, და­სავ­ლე­თის­თვის სულ უფრო ძნე­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი ხდე­ბო­და დე­მოკ­რა­ტი­ის ფა­სადს ამო­ფა­რე­ბუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რის მხარ­და­ჭე­რა. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ტვირ­თი ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის, და­ბა­დე­ბამ და გა­მარ­ჯვე­ბამ ჩა­მოხ­სნა.

შე­დე­გად, ორი­ვე ამო­ცა­ნა წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და - მო­ძა­ლა­დე რე­ჟი­მი უსის­ხლოდ, არ­ჩევ­ნე­ბის გზით ჩა­მო­ვა­შო­რეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის რვაწ­ლი­ან პე­რი­ოდს. რეტ­როს­პექ­ტი­ვა­რა­კი რვაწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დის შე­ფა­სე­ბა გან­ვიზ­რა­ხე, ამ კონ­ტექ­სტში მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ამო­ნა­რი­დე­ბი ჩემი პირ­ვე­ლი წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც 2011 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამ ნა­ბი­ჯით მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში და უაღ­რე­სად რთულ და სა­შიშ გა­რე­მო­ში თით­ქმის ნუ­ლი­დან და­ვი­წყე ყვე­ლაფ­რის შე­ნე­ბა.

წე­რილ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლია იმ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბაც, რა­შიც სა­ქარ­თვე­ლო იმ დროს ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა, ვნა­ხოთ, რას ვწერ­დი მა­შინ, 9 წლის წინ, მიზ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"გა­დავ­წყვი­ტე, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 წელი, პი­რა­დად გა­ვუ­წიო კო­ორ­დი­ნა­ცია შემ­დეგ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს:

• ჩემ მიერ შექ­მნი­ლი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა და არ­სე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით მო­ვახ­დი­ნოთ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­გე­ბა.

• გა­ვარ­კვი­ოთ და ხალ­ხთან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ოთ ქვეყ­ნის მარ­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­დე­ლი, მო­ვახ­დი­ნოთ ისე­თი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ მო­მა­ვალ­ში არა­თუ სა­შუ­ა­ლე­ბა, სურ­ვი­ლიც კი არ გა­უჩ­ნდეს ვინ­მეს, რომ კონ­სტი­ტუ­ცია სა­კუ­თარ თავს მო­არ­გოს.

• პრე­მი­ე­რის ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის რან­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ახა­ლი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვი­კის­რო მის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე, რათა ბო­ლომ­დე აღ­მო­ი­ფხვრას ისე­თი მას­შტა­ბის ელი­ტა­რუ­ლი კო­რუფ­ცია, რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბის მა­ღა­ლი ეშე­ლო­ნე­ბია ჩაფ­ლუ­ლი.

• და­ვი­წყოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შექ­მნა და იგი შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სამ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ.

• პერ­სპექ­ტი­უ­ლი გავ­ხა­დოთ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს იუ­რის­დიქ­ცი­ის აღ­დგე­ნა.

• შევ­ქმნათ რე­ა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო და ერთი ჯგუ­ფის მიერ მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის ნაც­ვლად, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­როთ ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სის აღორ­ძი­ნე­ბას.

• ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აღორ­ძი­ნე­ბას ეხე­ბა და რე­ა­ლო­ბას და­ვუ­ახ­ლოო მე­ო­რე პრო­ექ­ტი – ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სა და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ.

• და­ვი­წყოთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა.

• გა­ვაღ­რმა­ოთ აშშ-სა და ევ­რო­კავ­შირ­თან მე­გობ­რო­ბა და ინ­ტეგ­რა­ცია…”~

... პრობ­ლე­მა პრე­ზი­დენ­ტებ­ში კი არა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია. უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის.”"ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა ვის­წავ­ლოთ, რო­გორ უნდა ავირ­ჩი­ოთ და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - რო­გორ ვა­კონ­ტრო­ლოთ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი და მისი მთავ­რო­ბა”."უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩვენ უნდა შევ­ძლოთ და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის კრი­ტი­კუ­ლი მასა, ... რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ­მა მთავ­რო­ბამ ან­გა­რი­ში უნდა გა­უ­წი­ოს”.

ჩემ მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა მი­ზა­ნი, სტრა­ტე­გი­ულ დო­ნე­ზე, მიღ­წე­უ­ლია. ცხა­დია, გან­ვლილ პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რე­ბამ კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა, ყვე­ლა­ფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ და­იძ­რა მკვდა­რი წერ­ტი­ლი­დან. ასე­თია, მა­გა­ლი­თად, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის პრობ­ლე­მა - ყვე­ლა­ზე მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გვერ­გო. სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად იც­ვლე­ბო­და ტაქ­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბიც. თუმ­ცა ახლა, როცა მმარ­თვე­ლო­ბის ორი ვა­დაა გა­სუ­ლი, შე­დე­გის შე­ჯა­მე­ბის დროს ხალ­ხის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბის უფ­ლე­ბა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად აქვს. სა­ი­დან და­ვი­წყეთ2011 წლის შე­მოდ­გო­მის­თვის ქვე­ყა­ნა­ში იყო უმ­ძი­მე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა. ოპო­ზი­ცია ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი და თით­ქმის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო - ბოლო პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თო­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი "რვი­ა­ნის“, შემ­დეგ კი, "ექ­ვსი­ა­ნის“ სა­ხით, სა­ბო­ლო­ოდ იყო დაშ­ლი­ლი.ყვე­ლას გახ­სოვთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მე­დია, - სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას მი­ტა­ცე­ბუ­ლი ჰქონ­და და სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და სა­მი­ვე ეროვ­ნულ მა­უ­წყე­ბელს (იმედს, რუს­თა­ვი 2-ს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს).

პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი სა­კუ­თა­რი დღის წეს­რი­გით მარ­თავ­დნენ სა­ინ­ფორ­მა­ციო ველს, ისი­ნი ად­გენ­დნენ ახა­ლი ამ­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბას და ხში­რად პი­რა­დად წერ­დნენ ახა­ლი ამ­ბე­ბის ტექ­სტებ­საც კი! ჩარ­თუ­ლი იყო ერ­თი­ა­ნი პრო­პა­გან­დის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობ­და ადა­მი­ან­თა შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას. წლე­ბი დას­ჭირ­და მი­ტა­ცე­ბულ არ­ხებ­ზე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სიც­რუ­ის მან­ქა­ნა დღე­საც მუ­შა­ობს, რად­გან არ­სად გამ­ქრა­ლან არც პო­ლი­ტი­კუ­რი შემ­კვე­თი, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხით, და არც ამ შეკ­ვე­თის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რე­ბად გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პარ­ტი­უ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნე­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­ხით. ჩვენ ბევ­რი რამ შევ­ცვა­ლეთ ამ ქვე­ყა­ნა­ში, ბევრ გა­მოწ­ვე­ვას გა­ვუ­ძე­ლით, ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­დავ­ლა­ხეთ, მაგ­რამ სიც­რუ­ის და­მარ­ცხე­ბა და გაქ­რო­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ლი­დან ვერ შევ­ძე­ლით - შე­საძ­ლოა, ეს ამო­ცა­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში შე­უს­რუ­ლე­ბე­ლიც კია. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ხელ­მწი­ფოს სწო­რი მარ­თვი­თა და პრო­პა­გან­და­ზე უა­რის თქმით, ჩვენ შევ­ძე­ლით ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი და პლუ­რა­ლის­ტუ­რი გა­რე­მოს შექ­მნა. ამი­ტო­მაც არის, სა­ბო­ლო­ოდ მო­ქა­ლა­ქე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რად რომ არ­ჩევს ავსა და კარ­გს.2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი ამის ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­გა­ლი­თია.

გა­ვიხ­სე­ნოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც, რო­გორ იყო გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა ბიზ­ნე­საქ­ტი­ვო­ბა, რო­გორ იყ­ვნენ ბიზ­ნეს­ზე მომ­სხდა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია, რამ­ხე­ლა იყო შიში, რო­გო­რი იყო რე­ა­ლუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მთლი­ა­ნად მძევ­ლად ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი და მის მხარ­და­სა­ჭე­რად უწევ­და გარ­ჯა. ბიზ­ნეს­მა და­კარ­გა თა­ვი­სი უმ­თავ­რე­სი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლად მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. არა­თუ რამე გა­რი­გე­ბა, ოდ­ნავ დიდი ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­აც კი, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ველ­დღი­ურ, პი­რად კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ასე­თი­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი იყო ეკო­ნო­მი­კაც, რო­დე­საც ლა­რის კურ­სის და­ჭე­რა ხდე­ბო­და 2008 წლის წა­გე­ბუ­ლი ომის სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბუ­ლი და­სავ­ლე­თის ფი­ნან­სუ­რი ინექ­ცი­ით. ეს იყო რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­არ­დი­ა­ნი სეს­ხი, რო­მე­ლიც დღემ­დე ვა­ლად აწევს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს.

დღეს ბიზ­ნე­სი არა­თუ თა­ვი­სუ­ფა­ლია, არა­მედ მისი იგი­ვე წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე აღარც პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს ერი­დე­ბი­ან და არც პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას. სწო­რედ სა­ჯა­რო სივ­რცი­სა და მე­დი­ის გახ­სნამ, ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის არ­სე­ბით­მა გა­მი­ჯვნამ მო­ი­ტა­ნა ეს უდი­დე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი შე­დე­გი. ხალ­ხი გა­ი­ზარ­და, ის არ შე­ე­გუ­ე­ბა დიქ­ტა­ტუ­რას­ჩემ­თვის, რო­გორც რი­გი­თი ქარ­თვე­ლი­სათ­ვის, სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­ა­მა­ყოა, რომ ჩვენ­მა ხალ­ხმა, ის­ტო­რი­უ­ლად ძალ­ზე ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და უნა­რე­ბი შე­ი­ძი­ნა. მარ­თლაც უც­ნა­უ­რი და უჩ­ვე­უ­ლოა, რომ თა­ვის­და უნე­ბუ­რად და, ცხა­დია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­აზ­რებ­ლად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ შე­ას­რუ­ლა მთა­ვა­რი როლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ბო­ლო­ოდ გა­მოღ­ვი­ძე­ბის საქ­მე­ში. სწო­რედ მისი ბარ­ბა­რო­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დროს ადა­მი­ა­ნებ­მა მკა­ფი­ოდ და ნათ­ლად და­ი­ნა­ხეს, რომ თუ ოდ­ნავ მო­ა­დუ­ნებ ყუ­რა­დღე­ბას, უკ­რი­ტი­კოდ და­უ­ჯე­რებ ლა­მა­ზად შე­ფუ­თულ და პო­პუ­ლის­ტურ და­პი­რე­ბებს, ვინ­მეს ჯი­ნა­ზე მი­ი­ღებ ემო­ცი­ურ და სულსწრაფ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­კუ­თა­რი ხე­ლით აირ­ჩიო ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მტერ­ზე გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სად, სას­ტი­კად და და­მამ­ცი­რებ­ლად მო­გექ­ცე­ვა, და­ჟი­ნე­ბით შე­ეც­დე­ბა გა­და­წე­როს შენი ის­ტო­რია, შე­არ­ყი­ოს ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ჩემი ღრმა რწმე­ნით, ესაა ჩვენ მიერ ბრძო­ლით მო­პო­ვე­ბუ­ლი სიმ­დიდ­რე, რა­საც, იმე­დი მაქვს, რაც არ უნდა ეცა­დონ, ვე­რა­ვინ წაშ­ლის და გა­აქ­რობს. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­დე­საც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ი­მარ­ჯვა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, რამ­დე­ნი­მე ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა და მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ჩვენ გენ­დეთ და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­გი­ცხა­დეთ, ახლა შენ უნდა მი­ხე­დო ქვე­ყა­ნა­სო.

არ დავ­მა­ლავ და, ამ სი­ტყვებ­მა მა­შინ ჩემ­ზე მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სხვის­თვის გა­და­ბა­რე­ბა საბ­ჭო­თა აზ­როვ­ნე­ბის ტი­პუ­რი ნი­მუ­შია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სი­ფხიზ­ლე და კონ­ტრო­ლი ხალ­ხმა არას­დროს არ უნდა შე­ა­სუს­ტოს. ახლა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბი­თად შეც­ვლი­ლია. დღეს ის თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­წი­ფი­თა და თვით­შეგ­ნე­ბით დე­მოკ­რა­ტი­ის ხან­გრძლი­ვი ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა მსგავ­სია. ავ­ტოკ­რა­ტი­ის მი­მართ ხალ­ხმა გა­მო­ი­მუ­შა­ვა იმუ­ნი­ტე­ტი, ის გახ­და უფრო მა­მა­ცი, დი­ნა­მი­კუ­რი, აქ­ტი­უ­რი და შე­უ­პო­ვა­რი, ამი­ტომ, არა მხო­ლოდ ცხრა წელი, ცხრა კვი­რაც კი აღარ შე­ე­გუ­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ჩაგ­ვრას, და­ში­ნე­ბას, შე­ვიწ­რო­ე­ბას, მის თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა­სა და თვით­ნე­ბო­ბას. ამი­ე­რი­დან, ვერც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­ღარ იხი­ლავს და­ნე­ბე­ბულ და ხე­ლე­ბა­წე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მჯე­რა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის მი­მართ მი­ა­მი­ტუ­რად და ბრმად ნდო­ბის პრაქ­ტი­კაც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ბარ­და წარ­სულს. ამი­ე­რი­დან, ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის ალ­ყა­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და სტრუქ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჭეშ­მა­რი­ტად და­სავ­ლურ იდე­ო­ლო­გი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ, კლა­სი­კურ ევ­რო­პულ პარ­ტი­ად, რაც იყო ჩემი ოც­ნე­ბა, ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ყო­ველ­თვის ვერ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­სა­წო­ნი. გან­ვი­თა­რე­ბის უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლი­სათ­ვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ცვლი­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც ხალ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დათ­მობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სწო­რედ ეს პარ­ტია, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, იქ­ნე­ბა დიქ­ტა­ტუ­რის გა­მე­ო­რე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და ჩამ­კე­ტი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დი არა­ვის მის­ცემს გა­სა­ქანს, უფ­ლე­ბა­სა და სა­შუ­ა­ლე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­დაქ­მნის ამ ურ­თუ­ლე­სი წლე­ბის მო­ნა­პო­ვა­რი ფეხ­ქვეშ გა­თე­ლოს და და­ან­გრი­ოს. ახლა, მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­შია თავ­მოყ­რი­ლი. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ხმას აქვს სა­თა­ნა­დო ფასი და მნიშ­ვნე­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­დგე­ნი­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რი სა­ხალ­ხო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი აღა­რას­დროს აირ­ჩე­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მათ­ზე იბა­ტო­ნებს, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მწა­რე წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას კი, გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ბედ­ნი­ე­რი და ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის ასა­შე­ნებ­ლად. უკა­ნას­კნე­ლი 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თველ­მა ხალ­ხმა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით და­ი­ნა­ხა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სხვა­ო­ბა მმარ­თვე­ლო­ბის რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ფორ­მებს შო­რის, - რო­დე­საც ხე­ლი­სუ­ფა­ლი ბა­ტო­ნია და ხალ­ხი მსა­ხუ­რი, და დღე­ვან­დე­ლი - როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა ხალ­ხის მსა­ხუ­რი. მტკი­ცედ მჯე­რა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღა­რას­დროს გა­ა­კე­თებს მცდარ არ­ჩე­ვანს და არ დათ­მობს თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

დე­მოკ­რა­ტია და ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი უნდა გახ­დეს ჩვე­ნი ერის მტკი­ცე კონ­სო­ლი­და­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც სა­ბო­ლო­ოდ თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს ბნელ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხეს. დღე­ვან­დე­ლი გუნ­დი სა­ი­მე­დოდ გა­აგ­რძე­ლებს და­წყე­ბულ საქ­მეს"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახ­ლან­დე­ლი გუნ­დი, უწინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, ძი­რე­უ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლია. პი­რა­დად ჩემ­თვის სა­ა­მა­ყოა, რომ დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არა ახალ­ბე­და და მერ­ყე­ვი, არა­მედ პი­რი­ქით, პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლებ­ში გა­მობ­რძმე­დი­ლი და გა­მოც­დი­ლი, ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მტკი­ცედ გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე, ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი, ერ­თგუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მყა­რი ერ­თო­ბაა, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით, პატ­რი­ო­ტიზ­მით, თავ­და­დე­ბით, ინ­ტე­ლექ­ტით, სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი თა­ნაგ­რძნო­ბი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, არც ერთი შე­ფა­სე­ბის ნიშ­ნი­თა თუ კრი­ტე­რი­უ­მით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებს. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის ფორ­მი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი და ყავლგა­სუ­ლი პარ­ტი­ი­სა და მისი გან­შტო­ე­ბე­ბის მხრი­დან გა­მუდ­მე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო თავ­დას­ხმე­ბი­სა და იე­რი­შე­ბის თან­ხლე­ბით.

ჩვენ გა­ვუ­ძე­ლით პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას ყო­ველ­გვა­რი ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბი­სა და წე­სე­ბის გა­რე­შე. პა­რა­დოქ­სუ­ლი და უპ­რე­ცე­დენ­ტოა, რომ რაც მეტ წარ­მა­ტე­ბას აღ­წევ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა, კი­დევ უფრო გან­რის­ხე­ბუ­ლად, არა­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად და მტრუ­ლად მოქ­მე­დებ­და ოპო­ზი­ცია.

მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად იხი­ლა, რო­გორ ჯი­უ­ტად ცდი­ლობ­და ოპო­ზი­ცია, შე­ე­სუს­ტე­ბი­ნა მსოფ­ლი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­რი­ტე­ტი და სან­დო­ო­ბა, ყალ­ბი და გა­მო­გო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით აეზ­ვირ­თე­ბი­ნა ხალ­ხი, და­ე­თე­სა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, შუღ­ლი და და­პი­რის­პი­რე­ბა. თუმ­ცა, ყვე­ლა მათი სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის სა­ზი­ა­ნო მოქ­მე­დე­ბა სა­ბო­ლო­ოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის შემ­დგო­მი გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის ერ­თგვა­რი ბიძ­გი და სტი­მუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ოპო­ზი­ცი­ის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი მონ­დო­მე­ბის სა­პი­რის­პი­როდ, ჩვენ კვლა­ვაც გვაქვს მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის უც­ვლე­ლი, მზარ­დი და მძლავ­რი მხარ­და­ჭე­რა. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა, მაგ­რამ გავ­ლე­ნი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მი­სა­ბა­ძი დე­მოკ­რა­ტი­აა, და არა მარ­ტო პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, არა­მედ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­შიც. მრა­ვა­ლი ობი­ექ­ტუ­რი თუ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლომ დინ­ჯი და უშეც­დო­მო ნა­ბი­ჯე­ბით, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა მსოფ­ლიო და, მათ შო­რის, ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი ბევ­რად სა­ში­ში, არა­გან­ჭვრე­ტა­დი და ნაკ­ლე­ბად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი გახ­და, შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რყე­ვე­ბი­სა და მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის გა­რე­შე, უზ­რუნ­ველ­ყო სა­კუ­თა­რი ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის ხელ­შე­სა­ხე­ბად წინ წა­წე­ვა. მრა­ვალ­წლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად, შევ­ქმე­ნით სი­ღა­რი­ბის და­მარ­ცხე­ბი­სა და სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ფუძ­ვლე­ბი, თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცით და და­ვი­წყეთ გა­ნათ­ლე­ბის უდი­დე­სი მას­შტა­ბის რე­ფორ­მა, რად­გან მტკი­ცედ გვჯე­რა, რომ გა­ნათ­ლე­ბა უმოკ­ლე­სი გზაა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, რო­მე­ლიც კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე გა­დის. ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა დღეს სწო­რი და ოპ­ტი­მის­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა მკვეთ­რად შეკ­ვე­ცა შიდა და გარე ინ­ვეს­ტო­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა. სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის­თვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი და ტო­ლე­რან­ტუ­ლი გა­რე­მო. ჩვენ სა­ბო­ლო­ოდ და­ვუს­ვით წერ­ტი­ლი ბიზ­ნეს­ში მთავ­რო­ბის ფა­ვო­რი­ტიზმს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გამ­დიდ­რე­ბი­სათ­ვის შექ­მნილ მო­ნო­პო­ლი­ებს.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და­ამ­კვიდ­რა ხალ­ხის ტი­რა­ნი­ის­გან დაც­ვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­ტრო­ლი­სა და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი შე­კა­ვე­ბის სა­ი­მე­დო კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა. სა­მუ­და­მოდ და­ვას­რუ­ლეთ პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრაქ­ტი­კა, რო­მელ­ზეც ძი­რი­თა­დად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია, არა­ვის აქვს ზო­მა­ზე მეტი, ჭარ­ბი და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. თი­თო­ე­ულ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტოს აქვს მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი და შე­მო­ფარ­გლუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი. დღეს ჩვენ გვყავს მო­ა­მა­გე, მე­გობ­რუ­ლი და ხალ­ხზე მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.ქვეყ­ნის ფუნ­და­მენ­ტურ­მა დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ტრანსფორ­მა­ცი­ამ და კარ­გად გა­აზ­რე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა, რომ­ლებ­საც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის ის­ტო­რი­ულ­მა გა­მარ­ჯვე­ბამ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბიძ­გი მის­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რე­სის შე­უქ­ცე­ვად პრო­ცესს. ამ წე­რი­ლის და­ნარ­თში მო­ტა­ნი­ლია მა­გა­ლი­თე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­თა უტყუ­ა­რო­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლია არა­ერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო-სა­რე­ი­ტინ­გო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ინ­სტი­ტუ­ტის დას­კვნე­ბი­თა და ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შე­ბით. სწო­რედ აქ ჩანს თვალ­სა­ჩი­ნოდ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გად მიღ­წე­უ­ლია თვი­სებ­რი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სფე­რო­ში. ეს ეხე­ბა რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლას, ისე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მარ­თლმას­ჯუ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა სა­მო­მა­ვა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის სა­ი­მე­დო საყ­რდე­ნი.

კარ­გად მეს­მის, რომ წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად და პრობ­ლე­მად ჯერ კი­დევ და­უძ­ლე­ვე­ლი სი­ღა­რი­ბე რჩე­ბა. ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხი, რო­მელ­თა ყოფა გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა. უამ­რავ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს უდი­დე­სი გარ­ჯა უწევს იმის­თვის, რომ ნორ­მა­ლუ­რად გა­მოკ­ვე­ბოს ოჯა­ხი, იზ­რუ­ნოს შვი­ლე­ბის ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ჰქონ­დეს ცხოვ­რე­ბის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი.დიახ, სი­ღა­რი­ბე ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბაა, რო­მელ­საც მე გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვუს­წო­რებ თვალს. მაგ­რამ ვერ მი­ვი­ღებ იმ ბრალ­დე­ბას, რომ სი­ღა­რი­ბე, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით გვერ­გო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გია. არა­ერ­თხელ მით­ქვამს და დღე­საც გა­ვი­მე­ო­რებ - დღე­ვან­დე­ლი სი­ღა­რი­ბე ათწლე­უ­ლო­ბით დაგ­რო­ვე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა და სა­თა­ვეს იმ დრო­ი­დან იღებს, რო­დე­საც ჩვე­ნი ხე­ლით და­ვან­გრი­ეთ ახ­ლად ფე­ხად­გმუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. დღე­ვან­დე­ლი სი­ღა­რი­ბე იმ უწყვე­ტი დაღ­მას­ვლი­სა და კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის შე­დე­გია, რომ­ლე­ბიც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ა­რა. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და შე­ვა­ჩე­რეთ ვარ­დნა, და­სა­ბა­მი მი­ვე­ცით პროგ­რესს და შე­ვამ­ცი­რეთ სი­ღა­რი­ბე, რომ­ლის სა­ბო­ლოო დაძ­ლე­ვას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა, მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, დე­მოკ­რა­ტია და გარ­კვე­უ­ლი დრო კი­დევ დას­ჭირ­დე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ისე ან იმ ხა­რის­ხით არ გა­მოგ­ვი­ვი­და, რო­გორც ჩა­ვი­ფიქ­რეთ და ყვე­ლა ერ­თად რომ ვე­ლო­დით. სამ­წუ­ხა­როდ, ობი­ექ­ტურ მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, იყო ხარ­ვე­ზე­ბი და გა­დაც­დო­მე­ბიც. ქარ­თვე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, ემო­ცი­უ­რი, მე­ოც­ნე­ბე ხალ­ხი ვართ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის თით­ქმის მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა, გულ­წრფე­ლი ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო მათ, ვინც მეტს ელო­და ჩვენ­გან, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის უფრო სწრაფ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ელო­და და იმე­დი გა­უც­რუვ­და.გული მწყდე­ბა, რომ ვერ შე­იქ­მნა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცია,არ დავ­მა­ლავ და გულ­წრფე­ლად ვი­ტყვი, რომ ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სას­რულს, ერთ-ერთი, რაც სა­ფიქ­რებ­ლად და დარ­დად მიმყვე­ბა, არის ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მი­ნი­მა­ლუ­რად მა­ინც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ევ­რო­პუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტან­დარ­ტებს. მე არას­დროს და­მიშ­ვია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და გა­რინ­დე­ბუ­ლი და უსი­ცო­ცხლო ოპო­ზი­ცი­ის არ­სე­ბო­ბა.

ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია არა ის, რომ ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას უარ­ყო­ფი­თად წარ­მო­ა­ჩენს, რაც დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­სარ­გებ­ლოც კია, არა­მედ გა­სა­ო­ცა­რია მათი კრი­ტი­კის ში­ნა­არ­სი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი არა­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა. კი­დევ ერთხელ გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი, რა იყო გან­ვლი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის უსი­ტყვო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ზო­გი­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სრულ მორ­ჩი­ლე­ბა­ში მყო­ფი, ფსევ­დო­თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ძი­რი­თა­დი ტაქ­ტი­კა. თუ ობი­ექ­ტუ­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, და­ვას­კვნით, რომ მათი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის იყო ხალ­ხის ხე­ლოვ­ნუ­რად აფო­რი­ა­ქე­ბა, ემო­ცი­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, ყალ­ბი ახა­ლი ამ­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ინ­ფორ­მა­ციო ქა­ო­სის, ში­შის, უნ­დობ­ლო­ბი­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბის შექ­მნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე და ჩემი ოჯა­ხი ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ვი­ყა­ვით მათი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პრო­პა­გან­დი­სა და სიც­რუ­ის ძი­რი­თა­დი ად­რე­სა­ტი და სა­მიზ­ნე. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის მოს­მე­ნა ჩემ­თვის სა­წყე­ნი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო, მაგ­რამ პი­რა­დი ემო­ცი­ე­ბი და, მით უფრო, ბრა­ზი არას­დროს გამ­ხდა­რა ჩემი მხრი­დან რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.ზო­გა­დად, ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია პო­ლი­ტი­კუ­რად გა­კოტ­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ის სამ­სა­ხურ­ში ჩამ­დგა­რი ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ხილ­ვა, რო­მელ­თაც სრუ­ლი­ად და­კარ­გეს მე­დი­ის ში­ნა­არ­სი, ფუნ­ქცია და ელე­მენ­ტა­რუ­ლი სტან­დარ­ტის შეგ­რძნე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის დროს კვლავ პრობ­ლე­მად დარ­ჩა სიც­რუე და ტყუ­ილ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლი ყო­ფი­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად დარ­ჩა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფე­იკ­ნი­უ­სის პრობ­ლე­მა მთელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს აწუ­ხებს, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში მის­მა მას­შტაბ­მა წარ­მო­უდ­გე­ნელ უფსკრულს მი­აღ­წია. აღ­ვი­რახ­სნილ­მა პრო­პა­გან­დამ რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი მთლი­ა­ნად გა­ა­უ­ცხო­ვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცეს. ფაქ­ტე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცია, ტყუ­ი­ლი და ცი­ლის­წა­მე­ბა ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის ამო­სა­ვალ წერ­ტი­ლად გა­და­იქ­ცა, რა­საც არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის ფუნ­ქცი­ას­თან. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ფერ­ხულ­ში, პარ­ტი­ულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად, ექ­სპერ­ტე­ბად წო­დე­ბუ­ლი პერ­სო­ნე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით არი­ან ჩაბ­მუ­ლი, რომ­ლე­ბიც სა­თა­ნა­დო პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის არ­ქო­ნის ფონ­ზე და ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ სპი­კე­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ.შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის, რომ ამ მან­კი­ე­რი პრო­პა­გან­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და წარმ­მარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ამო­ცა­ნა იყო და არის არა ქვეყ­ნის წინსვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გზის გა­და­ღობ­ვა, ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის მი­საღ­წე­ვად მი­მარ­თუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მუხ­რუ­ჭე­ბა და შე­ფერ­ხე­ბა.

დიდი ილია ამ­ბობ­და, "შენ რომ ცუდ­კა­ცობ­დე, კა­ი­კა­ცო­ბა­ზედ სხვას მა­ინც ნუ გა­ლან­ძღავ..." ერთ-ერთ პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ჯერ კი­დევ 2011 წელს, რო­დე­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გან­წყო­ბა­სა და გა­მარ­ჯვე­ბა­ში, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და და­მარ­ცხე­ბუ­ლი ძალა, ნი­ჭი­ე­რე­ბა­ზე ზო­გა­დი სა­უბ­რი­სას, გა­მოვ­თქვი მო­საზ­რე­ბა, რომ არა­ნა­ი­რი ცალ­კე აღე­ბუ­ლი უნა­რი, აზ­როვ­ნე­ბის სის­ხარ­ტე, გა­ნათ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ის უბად­ლო ფლო­ბა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ნი­ჭი­ე­რე­ბად. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბას თან არ ახ­ლავს მო­რა­ლუ­რი თვით­შე­ზღუდ­ვის ინ­სტინ­ქტი და ამო­სა­ვალ წერ­ტი­ლად არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თე, ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის მსა­ხუ­რე­ბა, არა­მედ ყვე­ლაფ­რის ფა­სად სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ვნე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და­უ­სა­ხავს, ვერ უწო­დებ ნი­ჭი­ერს.მა­შინ ამის ახ­სნას მცი­რე­მი­წი­ა­ნი გლე­ხის მა­გა­ლით­ზე შე­ვე­ცა­დე, რო­მე­ლიც ისე ირ­ჯე­ბა სა­კუ­თარ ეზო­ში, რომ მე­ზო­ბე­ლი არ შე­ა­წუ­ხოს. ის თან­და­ყო­ლი­ლი ტაქ­ტით, ში­ნა­გა­ნად გრძნობს უხი­ლავ სა­ზღვარს კერ­ძო და სა­ზო­გა­დო ინ­ტე­რესს შო­რის. ეს არის მისი ღირ­სე­ბით აღ­სავ­სე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­ყა­როს მი­მართ. ეს არის მისი ნიჭი. სწო­რედ ამი­ტომ არ მჯე­რა "ბო­რო­ტი გე­ნი­ის“. მე მწამს, რომ ნიჭი მხო­ლოდ სი­კე­თის თეს­ვით, ოჯახ­თან, სამ­შობ­ლოს­თან, სამ­ყა­როს­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში ვლინ­დე­ბა. მას კი, ვინც დაც­ლი­ლია ამ უნა­რის­გან, ვინც არა თუ მე­ზო­ბელს, ქვე­ყა­ნა­საც არაფ­რად აგ­დებს და მზად არის ქვა-ქვა­ზე არ და­ტო­ვოს, ოღონდ სა­კუ­თა­რი, კერ­ძო ინ­ტე­რე­სი და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს, მხო­ლოდ უნი­ჭო შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს.დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან კი­დევ უფრო ვრწმუნ­დე­ბი ამ შე­ფა­სე­ბის სის­წო­რე­ში. სამ­წუ­ხა­როდ, გან­ვლილ­მა წლებ­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ უნი­ჭო­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია უტიფ­რო­ბა­სა და ღირ­სე­ბის არ­ქო­ნას­თან - უღირ­სე­ბო­ბას­თან. ნი­ჭის დე­ფი­ციტს მა­ვა­ნი ისე­თი უტი­ფა­რი ქცე­ვით ავ­სებს, რომ ბო­ლოს ღირ­სე­ბას კარ­გავს, რაც ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხის და­კარ­გვის ტოლ­ფა­სია. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ეთი­კის სა­კი­თხია და მისი გად­მო­ტა­ნა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე, რო­მელ­შიც ზნე­ო­ბა ანაქ­რო­ნიზ­მად და და­სა­ცინ გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა­დაა შე­რა­ცხუ­ლი, ზოგ­ჯერ უმა­დურ საქ­მე­დაც მეჩ­ვე­ნე­ბა.არა­და, სწო­რედ უნი­ჭო­ბის, უტიფ­რო­ბის და ღირ­სე­ბა­ზე უა­რის თქმის ნა­თე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ყვე­ლა ის "საქ­მე­ნი“, რა­საც ოპო­ზი­ცი­ის­გან ვხე­დავ­დით მთე­ლი ეს წლე­ბი და რაც, სრუ­ლი სი­ცხა­დით, 31 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხეთ:

"მერე რა, რომ დავ­მარ­ცხდით?! მერე რა, რომ არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა?! მერე რა, რომ არ­ცერ­თი სა­პი­რის­პი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნია?! მერე რა, რომ ჯი­უ­ტად არ გვსურს უბ­ნე­ბის გა­დათ­ვლა, არც კენ­ჭისყ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის შე­მოწ­მე­ბა და თან ურ­ცხვად გა­ვურ­ბი­ვართ დე­ბა­ტებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­ერ­თგზის შე­მოგ­ვთა­ვა­ზა? ! მერე რა, რომ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა ხალ­ხის სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩე­ვა­ნი?!მერე რა, რომ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მე­გო­ბა­რი მოგ­ვი­წო­დებს, რომ ჩვენც ვა­ღი­ა­როთ იგი?! არა! ჩვენ მძევ­ლად ავიყ­ვანთ სა­ხელ­მწი­ფოს და ხალ­ხს, მის მშვი­დო­ბას და სტა­ბი­ლუ­რო­ბას და იქამ­დე ვარ­ყევთ ქვე­ყა­ნას, ვიდ­რე ჩვენ­სას არ გა­ვი­ტანთ და და­მარ­ცხე­ბუ­ლებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად არ გა­მოგ­ვა­ცხა­დებთ! ანდა, ისეთ კრი­ზის­ში შე­ვიყ­ვანთ პან­დე­მი­ის ფონ­ზე და­სუს­ტე­ბულ ეკო­ნო­მი­კას, ისე და­ვამ­შევთ და გა­ვა­ბო­რო­ტებთ ხალ­ხს, რომ მხა­რი დაგ­ვი­ჭი­როს ამ­ბო­ხე­ბა­ში!ჩვენ გვინ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა გვინ­და დღეს და ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა უნდა მი­ვი­ღოთ ყვე­ლაფ­რის ფა­სად, თუნ­დაც ქვა ქვა­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლა!“ .(და­აკ­ვირ­დით, რო­გორ ზუს­ტად ჯდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ის ხელ­წე­რა­ში, - ყო­ველ­გვა­რი არ­გუ­მენ­ტი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე, ურ­ცხვად მო­უყვნენ ხალ­ხს ზღაპ­რე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გად ვი­თომ­და გან­ცდილ რვაწ­ლი­ან რეგ­რეს­ზე, ქვეყ­ნის დან­გრე­ვა­სა და გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე. და ამას ამ­ტკი­ცე­ბენ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც შიდა ეროვ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კა (ცეს­კოს შე­დე­გე­ბის მსგავ­სად) და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გე­ბი (ეუთო/ოდი­რის და მო­კავ­ში­რე­თა დას­კვნე­ბის მსგავ­სად) დი­ა­მეტ­რუ­ლად სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს და ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სფე­რო­ში თვი­სებ­რივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და პროგ­რესს ცხად­ყოფს). ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით გვეს­მის სა­ბო­ლო­ოდ ნი­ღაბ­ჩა­მოხ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ეს უტიფ­რო­ბა, რომ მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სურ­ვილ­თან ერ­თად, მათ უტიფ­რო­ბის და უღირ­სე­ბო­ბის ნორ­მად და სიქ­ვე­ლედ გა­მო­ცხა­დე­ბა და­უ­სა­ხავთ მიზ­ნად. უტიფ­რო­ბის, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ინ­სტრუ­მენ­ტის, გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შტურ­მის კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი ხერ­ხია. ბოლ­შე­ვი­კურ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ჯერ კი­დევ დიდი ხნით ადრე, როცა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა გაჩ­ნდა რუ­სეთ­ში, დოს­ტო­ევ­სკი ზუს­ტად აღ­წერ­და ამ­გვარ უტი­ფარ პერ­სო­ნა­ჟებს:

“მი­ე­ცით ხალ­ხს უფ­ლე­ბა უღირ­სე­ბო­ბა­ზე და ყვე­ლას და­ე­უფ­ლე­ბით, არ­ცერ­თი იქ არ დარ­ჩე­ბა. ჩვე­ნი სწავ­ლე­ბა - ესაა ღირ­სე­ბის უარ­ყო­ფა და ღიად გა­მო­ხა­ტუ­ლი უფ­ლე­ბა უღირ­სე­ბო­ბა­ზე”. ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი მოქ­მე­დე­ბენ ისი­ნი დღემ­დე, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლით შე­ნე­ბა მათ არ შე­უძ­ლი­ათ, ამის ნიჭი, უბ­რა­ლოდ, არა აქვთ, არც ჰქო­ნი­ათ და არც იცი­ან, რა არის ეს. არა­და, ამ უნი­ჭო­ბამ და­ა­მარ­ცხა ისი­ნი და ამ უნი­ჭო­ბამ შვა უტიფ­რო­ბა, უტიფ­რო­ბამ კი - უღირ­სე­ბო­ბა. თავსლაფ­დას­ხმუ­ლი, შერ­ცხვე­ნი­ლი ხალ­ხი დღე­საც უტიფ­რად დგას, ძა­ლა­დობს და ტყუ­ილს სი­მარ­თლედ გვა­სა­ღებს. ორ­მა­გად სამ­წუ­ხა­როა, რომ სწო­რედ უტიფ­რო­ბა და ღირ­სე­ბა­ზე უა­რის თქმა მათ ძლი­ე­რე­ბის ნი­შა­ნი ჰგო­ნი­ათ. არა­და, ძალ­მომ­რე­ო­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ან სა­შუ­ა­ლე­ბად შე­რა­ცხვა, უნი­ჭო­ბას­თან ერ­თად, მათი სი­სუს­ტის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.ძა­ლა­დობ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ძა­ლა­დო­ბენ დღე­საც, - სუს­ტე­ბი არი­ან და იმი­ტომ. დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბას ნიჭი არ სჭირ­დე­ბა. დიქ­ტა­ტუ­რა სუს­ტის და უნი­ჭოს არ­ჩე­ვა­ნია. ნი­ჭი­სა და ძლი­ე­რე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მარ­თვის უნარ­სა და სურ­ვილ­შია.ამი­ტომ და­მარ­ცხდნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს და მარ­ცხდე­ბი­ან დღე­საც. მარ­ცხდე­ბი­ან, რად­გან ხალ­ხი, რომ­ლის სიბ­რძნე­შიც ვერა და ვერ დარ­წმუნ­და სა­კუ­თარ შეც­დო­მა­ში გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, ზუს­ტად ხე­დავს და აფა­სებს გან­სხვა­ვე­ბას - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხით დღეს ქვე­ყა­ნას ჰყავს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სი­კე­თე­ზე, ადა­მი­ან­სა და მის მსა­ხუ­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ანუ ნი­ჭი­ე­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იდე­ა­ლე­ბი­სა და მარ­თვის ფორ­მის ერ­თგუ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტად ძლი­ე­რი გუნ­დი.ხალ­ხი ხე­დავს და, ობი­ექ­ტუ­რად არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში ერ­თა­დერთ სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს.დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ი­მუ­შა­ვა ეს იმუ­ნი­ტე­ტი და აღა­რა­სო­დეს გა­ა­კე­თებს სა­პი­რის­პი­რო არ­ჩე­ვანს. სწო­რედ ჩვე­ნი ხალ­ხის სიბ­რძნე და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ძლი­ერ გუნ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მაძ­ლევს იმის რწმე­ნას, რომ საფრ­თხე სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლია და შე­მიძ­ლია მშვი­დად გა­ვე­ცა­ლო პო­ლი­ტი­კას.ვტო­ვებ პო­ლი­ტი­კას იმ იმე­დით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ეგო­იზ­მის და ერთი კა­ცის მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მო­უ­თო­კა­ვი სურ­ვი­ლის გამო, დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ის ნა­წი­ლიც დარ­წმუნ­დე­ბა, ვინც პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის უქონ­ლო­ბით, გა­მო­უც­დე­ლო­ბით თუ უხერ­ხემ­ლო­ბით, ბო­რო­ტე­ბი­სა და მისი მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პარ­ტი­ე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ მათი ახ­ლან­დე­ლი პო­ზი­ცი­ის უპერ­სპექ­ტი­ვო­ბას და თავს და­აღ­წე­ვენ ამ გავ­ლე­ნას, ანუ იბ­რძო­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის­თვის, რაც ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვი­საც იქ­ნე­ბა პერ­სპექ­ტი­ვა.

ამ ფონ­ზე, მახ­სენ­დე­ბა 2011-2012 წლე­ბი, რო­დე­საც ჩვე­ნი ხალ­ხი ითხოვ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის სამ­სა­ხურ­ში მდგო­მი სა­პო­ლი­ციო და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის დას­ჯას, რად­გან ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ხალ­ხზე ძა­ლა­დო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ოდეს­მე მის უსაფრ­თხო­ე­ბას და­ი­ცავ­და. მოვ­ლე­ნე­ბი კი, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როდ გან­ვი­თარ­და. გან­ვი­თარ­და ისე, რო­გორც მა­შინ­ვე ვა­ცხა­დებ­დი, პრინ­ცი­პუ­ლად და სა­ჯა­როდ - თუ სის­ტე­მას ჩა­მო­შო­რე­ბო­და და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბო­და ძა­ლა­დობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კი­სა და იდე­ო­ლო­გი­ის სულ რამ­დე­ნი­მე მო­თა­ვე და სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი, სის­ტე­მა, ყო­ველ­გვა­რი მა­სობ­რი­ვი წმენ­დი­სა და რეპ­რე­სი­ის გა­რე­შე, ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გე­ბო­და.რად­გან მა­ში­ნაც მჯე­რო­და და ახ­ლაც მტკი­ცედ მჯე­რა, რომ რაც გვა­ერ­თი­ა­ნებს, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ის, რაც გვყოფს და გვა­პი­რის­პი­რებს. მჯე­რა, რომ იგი­ვე ვრცელ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა­ზეც - თუ პარ­ტი­ე­ბი სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვი­ან ძა­ლას, გა­არ­ღვი­ონ მათ­სა და ხალ­ხს შო­რის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ჯე­ბი­რე­ბი და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ რამ­დე­ნი­მე დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მავ­ნე გავ­ლე­ნის­გან, ასე­ვე არ და­ა­ყოვ­ნებს მათ მი­მართ ხალ­ხის ნდო­ბაც. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში ჩვენ არ მოგ­ვი­წია ცხოვ­რე­ბა დიდი პო­ლი­ტი­კო­სე­ბით მდი­დარ ეპო­ქა­ში. სა­ქარ­თვე­ლო დღეს ღა­რი­ბია რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა, ჩვენ თვალ­წინ იზ­რდე­ბი­ან ახალ­გაზ­რდა, თა­მა­მი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ენერ­გი­ით აღ­სავ­სე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რო­მელ­თა უან­გა­რო და ნა­ყო­ფი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­მავ­ლის დიდ იმედს მი­სა­ხავს. დე­მოკ­რა­ტი­ის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა ისე­თია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბით, ქვეყ­ნის გა­ძღო­ლის უკე­თე­სი უნა­რი­თა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლით აჯო­ბებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ამ უკა­ნას­კნელს მო­უ­წევს ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ნაც­ვლე­ბა.

გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ესაა ჩემი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მო­მავ­ლო ოც­ნე­ბა. მჯე­რა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ი­კა­ვებს ღირ­სე­ულ ად­გილს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ავან­გარ­დში და ეს პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. დღეს, რო­დე­საც მე სა­ბო­ლო­ოდ მივ­დი­ვარ პო­ლი­ტი­კი­დან და ვტო­ვებ სა­ჯა­რო სივ­რცეს, მინ­და ქედი მო­ვი­ხა­რო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე. მე ისი­ნი არა­სო­დეს და­მიყ­ვია ჩემს მომ­ხრე­ე­ბად და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბად, რად­გან მჯე­რა, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო გა­ცი­ლე­ბით დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, ვიდ­რე თუნ­დაც დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ას­რუ­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდს, ყვე­ლა ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­სა და თა­ნა­მებ­რძოლს, ვინც მენ­დო, ბრძო­ლა­ში გა­მომ­ყვა და დღემ­დე ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო თი­თო­ე­ულ მათ­განს. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჩვენს მე­გო­ბარ­სა და პარტნი­ორს, ვინც ურ­ყე­ვად მხარ­ში უდ­გას ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თველ ხალ­ხს.და­ბო­ლოს, მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და სა­ჯა­როდ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს ოჯახს, რო­მელ­მაც მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­გო­ნა­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ცი­ლის­წა­მე­ბა აი­ტა­ნა, სალი კლდე­სა­ვით მედ­გა გვერ­დში და ერთი წუ­თი­თაც არ და­უ­ყე­ნე­ბია ეჭვქვეშ ჩემი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე.კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლას.ღმერ­თმა გა­აძ­ლი­ე­როს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო - სა­ქარ­თვე­ლო!

მკითხველის კომენტარები / 167 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუ
56

თუმიბრძანდები მართლაეხლა გამოჩნდება , ტიკარაძე რომ სამინისტრო არ არის ყველა ხედავს , ვნახო თქვენი ოჯახის ჩარევა თუ გამოსწორდება და ხალხსაც დააფასებთ მაშინ ხალხიც საგაფასებთ, ტიკარაძეს რომ ნალულობით სვამდით მინისტრად ამ პანდემიაში როგორ ვიფიქროთ? 

თამაზი
37

ვისაც ამხელა წერილის წაკითხვის ნერვები ეყოფა ყოჩაღ. პრემია ეკუთნის საწყალ ტროლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილს ავრცელებს - "ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს"

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილს ავრცელებს - "ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს"

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო. ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში. ჩემი შეფასებით, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამის უფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი.

ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა და შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი. ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არის საკუთარი მომავლის შემქმნელი, რომ ხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობა ქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია.

სინამდვილეში, 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა - "ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი. ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ "ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია.

მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება. ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.

პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი. როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა "ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია "ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.

არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით - ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას. შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება.

დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ "ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.რა იყო "ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი "მოღვაწეობის“ შედეგი, - ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა. რა არის "ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, - ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, - ცხოვრება გამოაჩენს...

პოლიტიკაში შემოსვლის მიზანი და ამოცანები2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება:

1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი;

2) ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს "ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.

შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა - მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს. რეტროსპექტივარაკი რვაწლიანი პერიოდის შეფასება განვიზრახე, ამ კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები ჩემი პირველი წერილიდან, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ ნაბიჯით მოვედი პოლიტიკაში და უაღრესად რთულ და საშიშ გარემოში თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შენება.

წერილში შემონახულია იმ კატასტროფული ვითარების შეფასებაც, რაშიც საქართველო იმ დროს ცხოვრობდა. თუმცა, ვნახოთ, რას ვწერდი მაშინ, 9 წლის წინ, მიზნებთან დაკავშირებით:

"გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:

• ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება.

• გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს.

• პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული.

• დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.

• პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.

• შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას.

• ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ.

• დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

• გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…”~

... პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის.”"ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი - როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა”."უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა, ... რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს”.

ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს. საიდან დავიწყეთ2011 წლის შემოდგომისთვის ქვეყანაში იყო უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. ოპოზიცია ძალაგამოცლილი და თითქმის განადგურებული იყო - ბოლო პოლიტიკური ერთობა ოპოზიციური "რვიანის“, შემდეგ კი, "ექვსიანის“ სახით, საბოლოოდ იყო დაშლილი.ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო მედია, - სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს).

პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან ვერ შევძელით - შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა. ამიტომაც არის, საბოლოოდ მოქალაქეთა უმრავლესობა სწორად რომ არჩევს ავსა და კარგს.2020 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია.

გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა, როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, - გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს.

დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი. ხალხი გაიზარდა, ის არ შეეგუება დიქტატურასჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური გამოცდილება და უნარები შეიძინა. მართლაც უცნაური და უჩვეულოა, რომ თავისდა უნებურად და, ცხადია, აბსოლუტურად გაუაზრებლად, "ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა მთავარი როლი საზოგადოების საბოლოოდ გამოღვიძების საქმეში. სწორედ მისი ბარბაროსული მმართველობის დროს ადამიანებმა მკაფიოდ და ნათლად დაინახეს, რომ თუ ოდნავ მოადუნებ ყურადღებას, უკრიტიკოდ დაუჯერებ ლამაზად შეფუთულ და პოპულისტურ დაპირებებს, ვინმეს ჯინაზე მიიღებ ემოციურ და სულსწრაფ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია საკუთარი ხელით აირჩიო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მტერზე გაცილებით უარესად, სასტიკად და დამამცირებლად მოგექცევა, დაჟინებით შეეცდება გადაწეროს შენი ისტორია, შეარყიოს ეროვნული ღირებულებები.

ჩემი ღრმა რწმენით, ესაა ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული სიმდიდრე, რასაც, იმედი მაქვს, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ წაშლის და გააქრობს. არასდროს დამავიწყდება, როდესაც "ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა მითხრა, ჩვენ გენდეთ და მხარდაჭერა გამოგიცხადეთ, ახლა შენ უნდა მიხედო ქვეყანასო.

არ დავმალავ და, ამ სიტყვებმა მაშინ ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. ხელისუფლების მიმართ სიფხიზლე და კონტროლი ხალხმა არასდროს არ უნდა შეასუსტოს. ახლა ჩვენი საზოგადოება არსებითად შეცვლილია. დღეს ის თავისი პოლიტიკური სიმწიფითა და თვითშეგნებით დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნების საზოგადოებათა მსგავსია. ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი, ის გახდა უფრო მამაცი, დინამიკური, აქტიური და შეუპოვარი, ამიტომ, არა მხოლოდ ცხრა წელი, ცხრა კვირაც კი აღარ შეეგუება ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრას, დაშინებას, შევიწროებას, მის თავაშვებულობასა და თვითნებობას. ამიერიდან, ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ იხილავს დანებებულ და ხელებაწეულ საზოგადოებას.

მჯერა, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად იქნება საზოგადოების დემოკრატიული ზედამხედველობისა და კონტროლის ალყაში. "ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორგანიზაციული და სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად დასავლურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კლასიკურ ევროპულ პარტიად, რაც იყო ჩემი ოცნება, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. ბუნებრივია, "ქართული ოცნება“ ყოველთვის ვერ იქნება ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაწონი. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის, ხელისუფლების პერიოდული ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია. როდესაც ხალხის გადაწყვეტილებით, დემოკრატიული არჩევნების გზით ,,ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას, სწორედ ეს პარტია, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, იქნება დიქტატურის გამეორების ძირითადი შემაკავებელი და ჩამკეტი.

"ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს გასაქანს, უფლებასა და საშუალებას, დემოკრატიული გარდაქმნის ამ ურთულესი წლების მონაპოვარი ფეხქვეშ გათელოს და დაანგრიოს. ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა. საქართველოში აღდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული, რეალური სახალხო სუვერენიტეტი. იმედი მაქვს, მომავალში ადამიანები აღარასდროს აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს, ჩვენი სამშობლოს მწარე წარსულის გამოცდილებას კი, გამოიყენებენ ბედნიერი და ღირსეული მომავლის ასაშენებლად. უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა ფუნდამენტური სხვაობა მმართველობის რადიკალურად განსხვავებულ ფორმებს შორის, - როდესაც ხელისუფალი ბატონია და ხალხი მსახური, და დღევანდელი - როცა ხელისუფლებაა ხალხის მსახური. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება აღარასდროს გააკეთებს მცდარ არჩევანს და არ დათმობს თავისუფლებას.

დემოკრატია და ადამიანების უფლებები უნდა გახდეს ჩვენი ერის მტკიცე კონსოლიდაციის საფუძველი, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს ბნელ წარსულში დაბრუნების საფრთხეს. დღევანდელი გუნდი საიმედოდ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს"ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს "ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს. მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში "ქართული ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით.

ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე. პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია.

მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ოპოზიცია, შეესუსტებინა მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი და სანდოობა, ყალბი და გამოგონილი ინფორმაციებით აეზვირთებინა ხალხი, დაეთესა საზოგადოებაში განხეთქილება, შუღლი და დაპირისპირება. თუმცა, ყველა მათი სახელმწიფოსათვის საზიანო მოქმედება საბოლოოდ "ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შემდგომი გაძლიერებისა და გაორმაგებული მუშაობისათვის ერთგვარი ბიძგი და სტიმული აღმოჩნდა. ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა. საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მრავალი ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ დინჯი და უშეცდომო ნაბიჯებით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი ბევრად საშიში, არაგანჭვრეტადი და ნაკლებად კონსოლიდირებული გახდა, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა.

ჩვენმა ქვეყანამ გეოპოლიტიკური რყევებისა და მოკავშირეებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნის გარეშე, უზრუნველყო საკუთარი ევრო-ატლანტიკური ინტერესებისა და ამოცანების ხელშესახებად წინ წაწევა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის. ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს.

"ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა. სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა. დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება.ქვეყნის ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ და კარგად გააზრებულმა რეფორმებმა, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის შეუქცევად პროცესს. ამ წერილის დანართში მოტანილია მაგალითები და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა უტყუარობაც დადასტურებული და აღიარებულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო-სარეიტინგო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის დასკვნებითა და ყოველწლიური ანგარიშებით. სწორედ აქ ჩანს თვალსაჩინოდ, რომ "ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად მიღწეულია თვისებრივი გაუმჯობესება და წარმატებები სოციალური და ეკონომიკური განვითარების უკლებლივ ყველა სფეროში. ეს ეხება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დამნაშავეობასა და კორუფციასთან ბრძოლას, ისე დამოუკიდებელი მართლმასჯულების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება სამომავალოდ საქართველოს წინსვლის საიმედო საყრდენი.

კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, "ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია. არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა. ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება. რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა.გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია,არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა.

ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა იყო განვლილი წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ მათი სტრატეგიული მიზანი ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე. ბუნებრივია, ამის მოსმენა ჩემთვის საწყენი და არასასიამოვნო იყო, მაგრამ პირადი ემოციები და, მით უფრო, ბრაზი არასდროს გამხდარა ჩემი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის სამსახურში ჩამდგარი ზოგიერთი მედიასაშუალების ხილვა, რომელთაც სრულიად დაკარგეს მედიის შინაარსი, ფუნქცია და ელემენტარული სტანდარტის შეგრძნება. "ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კვლავ პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია. აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია, ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ.შემაშფოთებელია ის, რომ ამ მანკიერი პროპაგანდის ორგანიზატორი და წარმმართველი ოპოზიციის ამოცანა იყო და არის არა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ ხელისუფლებისათვის შეძლებისდაგვარად გზის გადაღობვა, ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევის მაქსიმალურად დამუხრუჭება და შეფერხება.

დიდი ილია ამბობდა, "შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ..." ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა და გამარჯვებაში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა დამარცხებული ძალა, ნიჭიერებაზე ზოგადი საუბრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ არანაირი ცალკე აღებული უნარი, აზროვნების სისხარტე, განათლება, პროფესიის უბადლო ფლობა და მიზანდასახულობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნიჭიერებად. როდესაც ადამიანის მოქმედებას თან არ ახლავს მორალური თვითშეზღუდვის ინსტინქტი და ამოსავალ წერტილად არა საზოგადოებრივი სიკეთე, ხალხისა და ქვეყნის მსახურება, არამედ ყველაფრის ფასად საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება დაუსახავს, ვერ უწოდებ ნიჭიერს.მაშინ ამის ახსნას მცირემიწიანი გლეხის მაგალითზე შევეცადე, რომელიც ისე ირჯება საკუთარ ეზოში, რომ მეზობელი არ შეაწუხოს. ის თანდაყოლილი ტაქტით, შინაგანად გრძნობს უხილავ საზღვარს კერძო და საზოგადო ინტერესს შორის. ეს არის მისი ღირსებით აღსავსე დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს არის მისი ნიჭი. სწორედ ამიტომ არ მჯერა "ბოროტი გენიის“. მე მწამს, რომ ნიჭი მხოლოდ სიკეთის თესვით, ოჯახთან, სამშობლოსთან, სამყაროსთან ჰარმონიაში ვლინდება. მას კი, ვინც დაცლილია ამ უნარისგან, ვინც არა თუ მეზობელს, ქვეყანასაც არაფრად აგდებს და მზად არის ქვა-ქვაზე არ დატოვოს, ოღონდ საკუთარი, კერძო ინტერესი დაიკმაყოფილოს, მხოლოდ უნიჭო შეიძლება ეწოდოს.დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები ამ შეფასების სისწორეში. სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და ღირსების არქონასთან - უღირსებობასთან. ნიჭის დეფიციტს მავანი ისეთი უტიფარი ქცევით ავსებს, რომ ბოლოს ღირსებას კარგავს, რაც ადამიანური სახის დაკარგვის ტოლფასია. თუმცა, ეს ყველაფერი ეთიკის საკითხია და მისი გადმოტანა ქართულ პოლიტიკაზე, რომელშიც ზნეობა ანაქრონიზმად და დასაცინ გულუბრყვილობადაა შერაცხული, ზოგჯერ უმადურ საქმედაც მეჩვენება.არადა, სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის "საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან ვხედავდით მთელი ეს წლები და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ:

"მერე რა, რომ დავმარცხდით?! მერე რა, რომ არ გაყალბებულა?! მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?! მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებს "ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა? ! მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?!მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?! არა! ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ! ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში!ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!“ .(დააკვირდით, როგორ ზუსტად ჯდება ეს ყველაფერი ოპოზიციის ხელწერაში, - ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ურცხვად მოუყვნენ ხალხს ზღაპრები "ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ვითომდა განცდილ რვაწლიან რეგრესზე, ქვეყნის დანგრევასა და განადგურებაზე. და ამას ამტკიცებენ იმ ფონზე, როდესაც შიდა ეროვნული სტატისტიკა (ცესკოს შედეგების მსგავსად) და საერთაშორისო რეიტინგები (ეუთო/ოდირის და მოკავშირეთა დასკვნების მსგავსად) დიამეტრულად საპირისპიროს ამტკიცებს და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში თვისებრივ გაუმჯობესებასა და პროგრესს ცხადყოფს). ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან ეს უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად. უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური შტურმის კარგად გააზრებული ხერხია. ბოლშევიკურ რევოლუციამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, როცა სოციალისტური მოძრაობა გაჩნდა რუსეთში, დოსტოევსკი ზუსტად აღწერდა ამგვარ უტიფარ პერსონაჟებს:

“მიეცით ხალხს უფლება უღირსებობაზე და ყველას დაეუფლებით, არცერთი იქ არ დარჩება. ჩვენი სწავლება - ესაა ღირსების უარყოფა და ღიად გამოხატული უფლება უღირსებობაზე”. ამ სახელმძღვანელოთი მოქმედებენ ისინი დღემდე, რადგან სიყვარულით შენება მათ არ შეუძლიათ, ამის ნიჭი, უბრალოდ, არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც იციან, რა არის ეს. არადა, ამ უნიჭობამ დაამარცხა ისინი და ამ უნიჭობამ შვა უტიფრობა, უტიფრობამ კი - უღირსებობა. თავსლაფდასხმული, შერცხვენილი ხალხი დღესაც უტიფრად დგას, ძალადობს და ტყუილს სიმართლედ გვასაღებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც, - სუსტები არიან და იმიტომ. დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება. დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია.ამიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც. მარცხდებიან, რადგან ხალხი, რომლის სიბრძნეშიც ვერა და ვერ დარწმუნდა საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული ოპოზიცია, ზუსტად ხედავს და აფასებს განსხვავებას - "ქართული ოცნების“ სახით დღეს ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივ სიკეთეზე, ადამიანსა და მის მსახურებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ანუ ნიჭიერი და დემოკრატიული იდეალებისა და მართვის ფორმის ერთგული, ჭეშმარიტად ძლიერი გუნდი.ხალხი ხედავს და, ობიექტურად არსებული პრობლემების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი და აღარასოდეს გააკეთებს საპირისპირო არჩევანს. სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და "ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას.ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა.

ამ ფონზე, მახსენდება 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენი ხალხი ითხოვდა დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში მდგომი საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების სრული შემადგენლობის დასჯას, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ ხალხზე ძალადობაში თანამონაწილე ოდესმე მის უსაფრთხოებას დაიცავდა. მოვლენები კი, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. განვითარდა ისე, როგორც მაშინვე ვაცხადებდი, პრინციპულად და საჯაროდ - თუ სისტემას ჩამოშორებოდა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა ძალადობრივი პოლიტიკისა და იდეოლოგიის სულ რამდენიმე მოთავე და სულისჩამდგმელი, სისტემა, ყოველგვარი მასობრივი წმენდისა და რეპრესიის გარეშე, ხალხის სამსახურში ჩადგებოდა.რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ რაც გვაერთიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს. მჯერა, რომ იგივე ვრცელდება პოლიტიკაზეც - თუ პარტიები საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან, ასევე არ დააყოვნებს მათ მიმართ ხალხის ნდობაც. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს "ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება.

გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ "ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო - საქართველო!

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნიკა მელიამ თქვა, თვის ბოლოს შევხვდეთო - ძალიან პატიოსანი სიტყვაა" - ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართავს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"