მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერის” და "ასტრაზენეკას” ვაქცინების შემოტანაზე" -  ამირან გამყრელიძე
"აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერის” და "ასტრაზენეკას” ვაქცინების შემოტანაზე" -  ამირან გამყრელიძე

"სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მელ ვაქ­ცი­ნას შე­მო­ვი­ტანთ და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია რო­მელ ვაქ­ცი­ნას მის­ცემს ე.წ. გა­მო­ყე­ნე­ბის დას­ტურს. ამ ეტაპ­ზე დას­ტუ­რი მი­ცე­მუ­ლი აქვთ მხო­ლოდ "ფა­ი­ზე­რის­თვის”, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ო­ში სულ აც­რი­ლია 25 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი და აქე­დან ყვე­ლა­ზე მეტ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა.

"ამ ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. პირ­ველ რიგ­ში, იქ­ნე­ბა ის ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მელ­საც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას გა­უ­კე­თებს "კო­ვაქ­სის პლატ­ფორ­მა” და პირ­ველ რიგ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია - ამ "კო­ვაქ­სის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. გა­ნი­ხი­ლე­ბა 5-6 ვაქ­ცი­ნის არ­სე­ბო­ბა, მათ შო­რის არის "ფა­ი­ზე­რი”, "მო­დერ­ნა”, 2 ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა და კი­დევ სხვე­ბი, რომ­ლე­ბიც კვლე­ვის მე­სა­მე ფა­ზა­ში არი­ან. ისი­ნი გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან "კო­ვაქს“ პლატ­ფორ­მა­ზე სა­ყიდ­ლად და მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო "კო­ვაქ­სი­დან” მი­ი­ღებს იმას, რა­საც შე­არ­ჩევს. ჩვენ იმ პი­რო­ბით გვაქვს ფული გა­დახ­დი­ლი "კო­ვაქ­სის პლატ­ფორ­მის­თვის”, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­ვარ­ჩი­ოთ, რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვი­ტა­ნოთ ქვე­ყა­ნა­ში - ეს იქ­ნე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მარ­ტის ბო­ლოს, აპ­რილ­ში. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მო­ე­ბა ექ­ნე­ბა "ას­ტრა­ზე­ნე­კას” ვაქ­ცი­ნას - ის 2-დან 8 გრა­დუ­სამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ინა­ხე­ბა და მი­სა­ღე­ბია ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას - ჩი­ნე­ლებს აქვთ 5 ვაქ­ცი­ნა, აქე­დან ორმა კვლე­ვის მე­სა­მე ფაზა და­ას­რუ­ლა და ჩი­ნე­თის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა და ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა: გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ემი­რა­ტებ­მა, სამ­ხრეთ ამე­რი­კის, ბრა­ზი­ლი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა და ასე­ვე, ზო­გი­ერ­თმა კი­დევ - მის­ცეს დას­ტუ­რი ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას და ისი­ნი იყე­ნე­ბენ.

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ო­ში სულ აც­რი­ლია 25 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი და აქე­დან ყვე­ლა­ზე მეტ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა - 9 მი­ლი­ო­ნი, ძი­რი­თა­დად ჩი­ნეთ­ში და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში. შემ­დეგ მო­დის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 6,7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, სა­დაც ძი­რი­თა­დად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ორი ვაქ­ცი­ნა: :ფა­ი­ზე­რი” და "მო­დერ­ნა”. ყვე­ლა­ზე მეტი ას მო­სახ­ლე­ზე აც­რი­ლი ჰყავს ის­რა­ელს. ყვე­ლა ას ადა­მი­ან­ზე აც­რი­ლი ჰყავთ უკვე 18 ადა­მი­ა­ნი და ამ ეტაპ­ზე იყე­ნებს "ფა­ი­ზერს” და დას­ტუ­რი მის­ცა ასე­ვე "მო­დერ­ნას” ვაქ­ცი­ნას და ყი­დუ­ლობს და­ახ­ლო­ე­ბით 6 მი­ლი­ონ დო­ზამ­დე "მო­დერ­ნას” ვაქ­ცი­ნას. და­ახ­ლო­ე­ბით 40 ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ ეტაპ­ზე აც­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო რო­მელ ვაქ­ცი­ნას შე­მო­ვი­ტანთ და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია რო­მელ ვაქ­ცი­ნას მის­ცემს ე.წ. გა­მო­ყე­ნე­ბის დას­ტურს. აქამ­დე დას­ტუ­რი მი­ცე­მუ­ლი აქვთ მხო­ლოდ "ფა­ი­ზე­რის­თვის”. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში დას­ტურ­ზე წარ­დგე­ნი­ლია "მო­დერ­ნაც” და "ას­ტრა­ზე­ნე­კაც” და რო­გორც ვიცი ვაქ­ცი­ნის წარ­სად­გე­ნად შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ამ­ზა­დებს ჩი­ნე­თიც და იმის მი­ხედ­ვით, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ რო­მელ ვაქ­ცი­ნას მის­ცემს დას­ტურს - სა­ქარ­თვე­ლო იხელ­მძღვა­ნე­ლებს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით. ჩვენ ახლა აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ "ფა­ი­ზე­რის” ვაქ­ცი­ნა­ზე და "ას­ტრა­ზე­ნე­კას” ვაქ­ცი­ნა­ზეც”, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
0

ჯერ ერთი ვაქცინაც არ იყო და ახლა უცებ ხუთი გაჩნდა.და როგორ გავიგოთ აქედან რომელია სანდო?ოხ რა ფულები კეთდება საწყალი ხალხის ხარჯზე? და რას მდიდრდებიან ვიღაცეები?

ani
0

თან მოაყოლეთ გარანტია გვერდითი მოვლენების შემთხვევაში რამდენს გადაიხდის კომპანია კომპენსაციას,თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა.ასე ხდება ნორმალურ ქვეყანაში,მითუმეტეს ვაქცინის გამოცდისას ცოველებზე გამოცდის საფეხური ამოღებულია და არც დაკვირვება არ ჩატარებულა გრძელ ვადიან პერიოდში აცრიდან სულ მცირე 2 წელი მაინც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერის” და "ასტრაზენეკას” ვაქცინების შემოტანაზე" -  ამირან გამყრელიძე

"აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერის” და "ასტრაზენეკას” ვაქცინების შემოტანაზე" -  ამირან გამყრელიძე

"საქართველოში რომელ ვაქცინას შემოვიტანთ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რომელ ვაქცინას მისცემს ე.წ. გამოყენების დასტურს. ამ ეტაპზე დასტური მიცემული აქვთ მხოლოდ "ფაიზერისთვის”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში სულ აცრილია 25 მილიონამდე ადამიანი და აქედან ყველაზე მეტ შემთხვევაში გამოყენებულია ჩინური ვაქცინა.

"ამ ეტაპზე განიხილება რამდენიმე ვაქცინა საქართველოსთვის. პირველ რიგში, იქნება ის ვაქცინები, რომელსაც სერტიფიცირებას გაუკეთებს "კოვაქსის პლატფორმა” და პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - ამ "კოვაქსის” დამფუძნებელი. განიხილება 5-6 ვაქცინის არსებობა, მათ შორის არის "ფაიზერი”, "მოდერნა”, 2 ჩინური ვაქცინა და კიდევ სხვები, რომლებიც კვლევის მესამე ფაზაში არიან. ისინი განიხილებიან "კოვაქს“ პლატფორმაზე საყიდლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება.

საქართველო "კოვაქსიდან” მიიღებს იმას, რასაც შეარჩევს. ჩვენ იმ პირობით გვაქვს ფული გადახდილი "კოვაქსის პლატფორმისთვის”, რომ ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ, რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ ქვეყანაში - ეს იქნება მოგვიანებით მარტის ბოლოს, აპრილში. დიდი ალბათობით, მუშაობა მიმდინარეობს, რომ ყველაზე დიდი წარმოება ექნება "ასტრაზენეკას” ვაქცინას - ის 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახება და მისაღებია ბევრი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას - ჩინელებს აქვთ 5 ვაქცინა, აქედან ორმა კვლევის მესამე ფაზა დაასრულა და ჩინეთის მარეგულირებელმა და ასევე, რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებელმა: გაერთიანებულმა ემირატებმა, სამხრეთ ამერიკის, ბრაზილიის მარეგულირებელმა და ასევე, ზოგიერთმა კიდევ - მისცეს დასტური ჩინურ ვაქცინას და ისინი იყენებენ.

დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში სულ აცრილია 25 მილიონამდე ადამიანი და აქედან ყველაზე მეტ შემთხვევაში გამოყენებულია ჩინური ვაქცინა - 9 მილიონი, ძირითადად ჩინეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატების 6,7 მილიონი ადამიანი, სადაც ძირითადად გამოყენებულია ორი ვაქცინა: :ფაიზერი” და "მოდერნა”. ყველაზე მეტი ას მოსახლეზე აცრილი ჰყავს ისრაელს. ყველა ას ადამიანზე აცრილი ჰყავთ უკვე 18 ადამიანი და ამ ეტაპზე იყენებს "ფაიზერს” და დასტური მისცა ასევე "მოდერნას” ვაქცინას და ყიდულობს დაახლოებით 6 მილიონ დოზამდე "მოდერნას” ვაქცინას. დაახლოებით 40 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ეტაპზე აცრები.

საქართველო რომელ ვაქცინას შემოვიტანთ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რომელ ვაქცინას მისცემს ე.წ. გამოყენების დასტურს. აქამდე დასტური მიცემული აქვთ მხოლოდ "ფაიზერისთვის”. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში დასტურზე წარდგენილია "მოდერნაც” და "ასტრაზენეკაც” და როგორც ვიცი ვაქცინის წარსადგენად შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებს ჩინეთიც და იმის მიხედვით, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თუ რომელ ვაქცინას მისცემს დასტურს - საქართველო იხელმძღვანელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერის” ვაქცინაზე და "ასტრაზენეკას” ვაქცინაზეც”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

სოფელ ოფურჩხეთში ნამახვანჰესის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - რა პრობლებებზე საუბრობენ ადგილობრივები

"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება