Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სტუდენტების 1/3 -ს სწავლის გადასახადი სრულად, ან ნაწილობრივ უფინანსდება" - განათლების სამინისტროს განცხადება სწავლის საფასურთან დაკავშირებით
"სტუდენტების 1/3 -ს სწავლის გადასახადი სრულად, ან ნაწილობრივ უფინანსდება" - განათლების სამინისტროს განცხადება სწავლის საფასურთან დაკავშირებით

ხა­რის­ხი­ა­ნი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია, რო­გორც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ქვა­კუ­თხე­დი - ამის დას­ტუ­რია ის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სტუ­დენ­ტე­ბის 1/3 -ს სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ უფი­ნანსდე­ბა სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი, რის­თვი­საც სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად იხარ­ჯე­ბა 100 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი.

'პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან არ­სე­ბულ საგ­რან­ტო პროგ­რა­მებს და­ე­მა­ტა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მი­ე­ცათ რე­კო­მენ­და­ცია სტუ­დენ­ტთა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით – სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი გა­და­ვად­და ან შე­თა­ვა­ზე­ბულ იქნა გა­დახ­დის მოქ­ნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გრა­ფი­კი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში (150 000 ქულა და ნაკ­ლე­ბი) სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და­უ­ფი­ნანსდა 2020-2021 სას­წავ­ლო წლის შე­მოდ­გო­მის სე­მესტრში 15 015 სტუ­დენტს, ხოლო 2019-2020 სას­წავ­ლო წლის გა­ზა­ფხუ­ლის სე­მესტრის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აუ­ნა­ზღა­ურ­და 1 588 სტუ­დენტს.

გარ­და ამი­სა, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­ესტრის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, 2020 წლის პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­სა და 15 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­და­ი­რი­ცხა 55 589 სტუ­დენ­ტის საგ­რან­ტო და პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა: სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი - 27 890 (ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი);

პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა - 19 775 (ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი);

სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი (სო­ცი­ა­ლუ­რი) - 4 489 (ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი);

ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი პი­რე­ბის გრან­ტი - 16 (ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი);

თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სტა­ტუ­სი მქო­ნე პი­რე­ბი - 35 (ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი); ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­რე­შე ჩა­რი­ცხუ­ლი პი­რე­ბი (2020) 379 (ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი);

ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­რე­შე ჩა­რი­ცხუ­ლი პი­რე­ბი (2019) - 61 (ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი); უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა გრან­ტი -122(ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი); მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა - 829 (ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი); სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო სა­მა­გის­ტრო გრან­ტი -1 781 (მა­გის­ტრა­ტუ­რა); სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო სა­მა­გის­ტრო გრან­ტი (სო­ცი­ა­ლუ­რი) -177 (მა­გის­ტრა­ტუ­რა);

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა გრან­ტი - 16 (მა­გის­ტრა­ტუ­რა); ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბის გა­რე­შე ჩა­რი­ცხუ­ლი პი­რე­ბის გრან­ტი - 19 (მა­გის­ტრა­ტუ­რა).

დას­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტთა და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის პრო­ცე­სი 2020-2021 სას­წავ­ლო წლის­თვის.

სი­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა სხვა­დას­ხვა კე­ტე­გო­რი­ის 1539-მა სტუ­დენ­ტმა, მათ შო­რის: სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ბოლო 3 სას­წავ­ლო წელი სრუ­ლად სწავ­ლობ­დნენ და სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს მა­ღალმთი­ა­ნი და­სახ­ლე­ბის სკო­ლებ­ში, სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ბოლო 2 წელი სწავ­ლობ­დნენ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ან 2008 წლის 7 აგ­ვის­ტომ­დე ბოლო 1 წელი სწავ­ლობ­დნენ/მუდ­მი­ვად ცხოვ­რობ­დნენ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ბოლო 3 სას­წავ­ლო წელი სწავ­ლობ­დნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან და სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლა­ში, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ომში და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლებ­ში და­ღუ­პულ­თა შვი­ლებ­მა ან ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შშმ ვე­ტე­რა­ნებ­მა ან მათ­მა შვი­ლებ­მა, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის (4 და მეტი შვი­ლი) წევ­რებ­მა, უდედ­მა­მო სტუ­დენ­ტებ­მა, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­მა, სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ბოლო 3 სას­წავ­ლო წელი სრუ­ლად სწავ­ლობ­დნენ და სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს გამ­ყო­ფი ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლის სკო­ლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ მყოფ­მა პი­რებ­მა, სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში, სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლით 70000 ან ნაკ­ლე­ბი).

სა­მი­ნის­ტროს მიერ ფი­ნანსდე­ბა პროგ­რა­მა "სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ე­ბი სტუ­დენ­ტებს", რომ­ლის ფარ­გლებ­ში თვე­ში 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით სტი­პენ­დი­ას იღე­ბენ სსიპ - უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი. 2020-2021 სას­წავ­ლო წლის პირ­ველ სე­მეტრში სტი­პენ­დია გა­და­ე­ცა 3243 სტუ­დენტს.

გრძელ­დე­ბა გამ­ყო­ფი ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მა 2020-2021 სას­წავ­ლო წლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით. მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა გო­რის, კას­პის, ქა­რე­ლის, ხა­შუ­რის, სა­ჩხე­რის, ონის, წა­ლენ­ჯი­ხის, ზუგ­დი­დის (სოფ. რიყე, რუხი და ხურ­ჩა) მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მცხოვ­რე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის სი­ე­ბის და­ზუს­ტე­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ყველას არ ეკუთვნის დაფინანაება
0

აფხაზთში და ოსეთ ში მცხოვრებლებს რატომ უფინანსებთ?მათთვის ხომ მეზობელი ქვეყანა ვართ.გაჭირვებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს დაუფინანსეთ.საერთოდაც უფასო გახადეთ.და ყოველი სემესტრის ბოლოს გამოცდები დანიშნეთ!

ავტორი:

"სტუდენტების 1/3 -ს სწავლის გადასახადი სრულად, ან ნაწილობრივ უფინანსდება" - განათლების სამინისტროს განცხადება სწავლის საფასურთან დაკავშირებით

"სტუდენტების 1/3 -ს სწავლის გადასახადი სრულად, ან ნაწილობრივ უფინანსდება" - განათლების სამინისტროს განცხადება სწავლის საფასურთან დაკავშირებით

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი - ამის დასტურია ის პროგრამები, რომლებიც წლებია ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, - ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტების 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხარჯება 100 მილიონზე მეტი ლარი.

'პანდემიის დაწყებიდან არსებულ საგრანტო პროგრამებს დაემატა ახალი ინიციატივები.

უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალური დახმარების ფარგლებში (150 000 ქულა და ნაკლები) სწავლის საფასური დაუფინანსდა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 15 015 სტუდენტს, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1 588 სტუდენტს.

გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წლის პირველი ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადაირიცხა 55 589 სტუდენტის საგრანტო და პროგრამული დაფინანსება: სახელმწიფო სასწავლო გრანტი - 27 890 (ბაკალავრიატი);

პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება - 19 775 (ბაკალავრიატი);

სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სოციალური) - 4 489 (ბაკალავრიატი);

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საფუძველზე ჩარიცხული პირების გრანტი - 16 (ბაკალავრიატი);

თანამემამულის სტატუსი მქონე პირები - 35 (ბაკალავრიატი); ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2020) 379 (ბაკალავრიატი);

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2019) - 61 (ბაკალავრიატი); უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი -122(ბაკალავრიატი); მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 829 (ბაკალავრიატი); სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი -1 781 (მაგისტრატურა); სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი (სოციალური) -177 (მაგისტრატურა);

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი - 16 (მაგისტრატურა); ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრების, საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირების გრანტი - 19 (მაგისტრატურა).

დასრულდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოპოვების პროცესი 2020-2021 სასწავლო წლისთვის.

სიციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მოიპოვა სხვადასხვა კეტეგორიის 1539-მა სტუდენტმა, მათ შორის: სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს მაღალმთიანი დასახლების სკოლებში, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 2 წელი სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო 1 წელი სწავლობდნენ/მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სკოლაში, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებმა ან ბრძოლების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანებმა ან მათმა შვილებმა, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრებმა, უდედმამო სტუდენტებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლებში, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფმა პირებმა, სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები).

სამინისტროს მიერ ფინანსდება პროგრამა "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს", რომლის ფარგლებში თვეში 150 ლარის ოდენობით სტიპენდიას იღებენ სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემეტრში სტიპენდია გადაეცა 3243 სტუდენტს.

გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამა 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობით დაფინანსების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, წალენჯიხის, ზუგდიდის (სოფ. რიყე, რუხი და ხურჩა) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტების სიების დაზუსტებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტალიაში კორონავირუსით ორი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

მუხიანში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

"ვინც ეს მოუგონა ამ შეუდარებელ მომღერალს, მაგათ ჯინაზე დიდხანს იცოცხლებს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?