მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"11 წლის წინ წეროვანში მიწა შევიძინეთ და თემურის ჰონორარებით სახლიც ავაშენეთ. ზაფხულს სულ იქ ვატარებთ" - ჩხეიძეების ოჯახური იდილია და სადღესასწაულო ტრადიციები
"11 წლის წინ წეროვანში მიწა შევიძინეთ და თემურის ჰონორარებით სახლიც ავაშენეთ. ზაფხულს სულ იქ ვატარებთ" - ჩხეიძეების ოჯახური იდილია და სადღესასწაულო ტრადიციები

აგა­რა­კი­სა და იქ მშვე­ნი­ე­რი მწვა­ნე გა­რე­მოს შექ­მნა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლი და საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. რე­ჟი­სორ თე­მურ ჩხე­ი­ძის ოჯახს უკვე 11 წე­ლი­წა­დია წე­რო­ვან­ში აგა­რა­კი აქვს. მი­წას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, იქ არ­სე­ბუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ამუ­შა­ვე­ბენ და გა­რე­მოს ამ­წვა­ნე­ბენ. ამ თე­მა­ზე მის მე­უღ­ლეს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ნანი ჩიქ­ვი­ნი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ. რეს­პონ­დენ­ტთან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე არ­ცთუ მარ­ტი­ვი წე­ლი­წა­დიც შე­ვა­ფა­სეთ, რად­გან წლე­ულს თე­ატრს დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­ექ­მნა - გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის გამო მარ­ტი­დან და­კე­ტი­ლია.

- პან­დე­მი­ამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა არა მარ­ტო ჩვენს ოჯახ­სა და გა­რე­მოც­ვა­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­შიც. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია რო­გორც ოჯახ­ში, ისე პრო­ფე­სი­ა­ში, ამით ვსაზ­რდო­ობ...

ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ. ამ რთულ პე­რი­ოდ­ში, ჩემი ასა­კის გამო, ჩემ­თან სტუმ­რო­ბას ერი­დე­ბი­ან. სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა მხო­ლოდ სი­ტყვა ხომ არ არის?! ის შე­ხე­ბა­ცაა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ერ­თმა­ნეთს სით­ბოს ვუ­ნა­წი­ლებთ. ამის უფ­ლე­ბა რომ აღარ გვაქვს, ძა­ლი­ან მაკ­ლია და მა­წუ­ხებს, უა­მი­სოდ ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

თე­ატ­რი და­კე­ტი­ლია, თუმ­ცა ვი­ღა­ცე­ბი რა­ღა­ცებს ცდი­ლო­ბენ, ზოგი ღია სივ­რცე­ში თა­მა­შობს, ზოგი ონ­ლა­ინ­სპექ­ტაკ­ლებს დგამს, მაგ­რამ თე­ატ­რი ადა­მი­ა­ნებ­თან ცო­ცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა. ის სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბი­დან ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­ზეა მი­ჯაჭ­ვუ­ლი. ის სწო­რედ მა­შინ არ­სე­ბობს, როცა მა­ყუ­რებ­ლის სუნ­თქვას გრძნობს. იმე­დია, ეს "ქა­რიშ­ხა­ლი" გა­და­ივ­ლის და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას დაბ­რუნ­დე­ბა.

- რო­გორც მი­თხა­რით, პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი გა­სულ ზა­ფხულს უმე­ტე­სად წე­რო­ვან­ში, თქვენს აგა­რაკ­ზე გა­ა­ტა­რეთ. ისიც შე­ვი­ტყვე, რომ იქ მშვე­ნი­ე­რი და კარ­გად გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ეზოც გაქვთ...

- დიდი ხნის წინ რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს წე­რო­ვან­ში მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი გა­მო­უყ­ვეს, სა­დაც ბევ­რმა მსა­ხი­ობ­მა სახ­ლე­ბი აა­შე­ნა. მაკა მა­ხა­რა­ძემ და ნატო მურ­ვა­ნი­ძე იქ სა­ო­ცა­რი გა­რე­მო შექ­მნეს.

- დიახ, ისი­ნი ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი ადრე ყო­ფი­ლან...

- მე­სა­მე შვი­ლიშ­ვი­ლი როცა გა­მიჩ­ნდა, თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში ბი­ნის სა­ზა­ფხუ­ლოდ და­ქი­რა­ვე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი იყო. დავ­ფიქ­რდით, სა­მო­მავ­ლოდ რა უნდა გვექ­ნა, სად წაგ­ვეყ­ვა­ნა ბავ­შვე­ბი. თე­მუ­რი მა­შინ პე­ტერ­ბურ­გში მუ­შა­ობ­და, დად­გმე­ბი ჰქონ­და, თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, სპექ­ტაკ­ლებს უცხო­ეთ­შიც დგამ­და და ამის­თვის არ ეცა­ლა. ერთ დღეს ნა­ტოს­გან შე­ვი­ტყვე, რომ მათ­თან ახ­ლოს მი­წის ნაკ­ვე­თი იყი­დე­ბო­და. თე­მურ­მა, სად გვაქვს მა­გის სა­შუ­ა­ლე­ბაო, გა­იკ­ვირ­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, და­ვი­თან­ხმეთ, მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ვი­ძი­ნეთ და თე­მუ­რის ჰო­ნო­რა­რე­ბით ნელ-ნელა სახ­ლიც ავა­შე­ნეთ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ვიყ­ვა­ნეთ, ვინც ეზო დაგ­ვიპ­რო­ექ­ტა. ასე რომ, უკვე მე-11 წე­ლია, ზა­ფხულს იქ ვა­ტა­რებთ.

- რო­გო­რია თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ეზოს გამ­წვა­ნე­ბა­ში?

- ვერ გე­ტყვით, რომ დი­დად ვერ­კვე­ვი აგ­რო­ნო­მი­ა­სა და ბო­ტა­ნი­კა­ში, თა­ვი­დან მაკა და ნატო და­მეხ­მარ­ნენ, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვა­კე­თეთ, შე­ვას­წო­რეთ და ლა­მა­ზი ეზო გა­მო­ვი­და.

- დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი გაქვთ?

- დიახ, ხე­ხი­ლი კი არა გვაქვს. ცოტა მაღ­ლო­ბია, თან ტყის პი­რას ვართ, იქ მხო­ლოდ ტყე­მა­ლი და ქლი­ა­ვი ხა­რობს. ამი­ტომ უპი­რა­ტე­სო­ბა დე­კო­რა­ტი­ულ მცე­ნა­რე­ებს მი­ვა­ნი­ჭე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ხუ­ჭუ­ჭა ძეწ­ნა, რო­მე­ლიც თე­მუ­რის ბი­ძაშ­ვი­ლის ოჯახ­მა მა­ჩუ­ქა, თა­ვი­ან­თი აგა­რა­კი­დან გა­მო­მა­ტა­ნეს, როცა მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი. მშვე­ნივ­რად გა­ი­ხა­რა, გა­ი­ზარ­და და ულა­მა­ზე­სი გახ­და.

ძი­რი­თა­დად მაქვს ვარ­დე­ბი, რად­გან ძა­ლი­ან მიყ­ვარს, არის ას­ტრე­ბიც. ვარ­დე­ბი ღო­ბე­ებ­ზეც მაქვს გაშ­ვე­ბუ­ლი. სახ­ლის უკან პა­ტა­რა ია­პო­ნუ­რი კუ­თხეა, დე­კო­რა­ტო­რებ­მა გაგ­ვი­კე­თეს. ჩვე­ნი სახ­ლი სა­ზა­ფხუ­ლოა, რად­გან გათ­ბო­ბა არ გაგ­ვი­კე­თე­ბია. რომ გვქო­ნო­და, ამ ზამ­თარ­საც იქ გა­ვა­ტა­რებ­დი, ამ პან­დე­მი­ის დროს ამა­ზე უკე­თე­სი არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და.

- ესე იგი, გა­რე­მოს გა­ლა­მა­ზე­ბა­ში მე­ბა­ღე-დე­კო­რა­ტო­რე­ბიც გეხ­მა­რე­ბი­ან?

- მე­ბა­ღეც მეხ­მა­რე­ბა და მსუ­ბუქ საქ­მეს - ძვე­ლი ფოთ­ლე­ბის მო­შო­რე­ბას, გაკ­რე­ჭას, მორ­წყვას - ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნდა, მე ვა­კე­თებ. მაგ­რამ ეს მე­ბა­ღე­ო­ბა არ არის, ის უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი, და­სა­ფა­სე­ბე­ლი საქ­მეა, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და მომ­წონს. თუმ­ცა ადრე ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. კარ­გია, რომ დღეს გა­რე­მოს გამ­წვა­ნე­ბი­სა და მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი ბევ­რს აქვს.

ისე, წლე­ულს ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. შე­მოდ­გო­მა­ზე, როცა იქ აღარ ვი­ყა­ვით, ვი­ღა­ცას, არ ვიცი შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, ეზო­ში სამი-ოთხი ძრო­ხა შე­უშ­ვია, სა­დაც ერთი დღე-ღამე ყო­ფი­ლან და კარ­გად იბა­ლა­ხეს. ბევ­რი რამ გა­დაღ­რღნეს...

- ყვა­ვი­ლე­ბიც და­ა­ზი­ა­ნეს?

- კი, რა­საც მის­წვდნენ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭეს. სა­გა­ზა­ფხუ­ლოდ იქა­უ­რო­ბა კარ­გი და­სა­ლა­გე­ბე­ლია. შე­მოდ­გო­მა­ზე ისე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია ჩვე­ნი ეზო, წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი და მწვა­ნე ფე­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ვა. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა წლე­ულს ვერ მი­ვი­ღეთ. მოკ­ლედ, იმე­დია, გა­ზა­ფხულ­ზე ეზო ისევ ამ­წვან­დე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი გა­ცო­ცხლდე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ახ­ლდე­ბა.

- ბა­ტო­ნი თე­მუ­რი ეზოს გამ­წვა­ნე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს?

- თე­მურს ძა­ლი­ან მოს­წონს შე­დე­გის ხილ­ვა, როცა გა­ლა­მა­ზე­ბულ-აყ­ვა­ვე­ბულ ეზოს უყუ­რებს. შე­სა­ნიშ­ნა­ვი შემ­ფა­სე­ბე­ლია და შე­ნიშ­ვნებ­საც გვაძ­ლევს, ეს რომ აქეთ და­გერ­გოთ, ის კი იქით, აჯო­ბებ­დაო. ჩვენც ვუ­ჯე­რებთ, რად­გან კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს.

- აგა­რაკ­ზე ამო­სავ­ლე­ლი მშვე­ნი­ე­რი გზა რომ არის, თქვენს სა­მე­ზობ­ლო­ში მი­თხრეს, ბა­ტო­ნი თე­მუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა­აო.

- არა მარ­ტო თე­მუ­რის - გა­ერ­თი­ან­დნენ გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი, გია ყან­ჩე­ლი და გზა გა­კეთ­და, მაგ­რამ ახლა ჩვენ ქვე­მოთ გა­ფუჭ­და და ვინ შე­ა­კე­თებს, არ ვიცი.

- ახა­ლი წლის დღე­ე­ბია. რო­გორ აპი­რებთ დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნას და სა­ერ­თოდ, რა სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ე­ბი გაქვთ?

- სა­ნამ ჩემი მშობ­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ, ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო. ახლა, რად­გან ჩემი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, მე და თე­მუ­რი მათ­თან მივ­დი­ვართ. მოკ­ლედ, ახალ წელს ყვე­ლა­ნი ერ­თად ვხვდე­ბით. მერე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, აქამ­დე ასე იყო, 2-ში, ბე­დო­ბას, ან 7-ში, შო­ბას სა­ნა­თე­სა­ვო აუ­ცი­ლებ­ლად ჩვენ­თან მო­დი­ო­და. წლე­ულს, უნდა გავძლოთ ქე­ი­ფი­სა და შეკ­რე­ბე­ბის გა­რე­შე. უნდა მო­ვით­მი­ნოთ, რად­გან ეს რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მინ­და ერ­თმა­ნეთს, ჩვენს ქვე­ყა­ნას, მსოფ­ლი­ოს ჯან­სა­ღი, ბედ­ნი­ე­რი წე­ლი­წა­დი ვუ­სურ­ვო. ახლა ბევ­რი ადა­მი­ა­ნია დეპ­რე­სი­ა­ში, ვუ­სურ­ვებ, მალე და­ეძ­ლი­ოთ ეს პრობ­ლე­მა.

- გო­ზი­ნა­ყი­სა და სა­ცი­ვის გა­კე­თე­ბის ტრა­დი­ცი­აც ხომ გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ჩვე­უ­ლებ­რივ გო­ზი­ნაყს ვა­კე­თებ, ისეთს, რო­გორ­საც ყვე­ლა დი­ა­სახ­ლი­სი, სა­ცივს კი დე­და­ჩე­მის რე­ცეპ­ტით ვამ­ზა­დებ. მისი რვე­უ­ლი მაქვს, სა­დაც ბევ­რი კარ­გი კერ­ძის რე­ცეპ­ტია. თუმ­ცა რვე­უ­ლი უკვე ჩემ­მა შვილ­მა წა­მარ­თვა და ახლა ის სარ­გებ­ლობს.

ბედ­ნი­ერ წელს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას. რაც მთა­ვა­რია, იყოს მშვი­დო­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ჯან­მრთე­ლი! ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის, მით უფრო ახლა!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადონა
1

გაიხარეთ,გამრავლდით და გაძ₾იერდით.მრავალჟამიერ

 

გიორგი
2
ბატონი თემურ ჩხეიძე გახლავთ ძალიან ნიჭიერი ხელოვანი, და ზედმიწევნით წესიერი პიროვნება! იგი ნამდვილად სასახელო ქართველია! დღეგრძელობა არ მოუშალოს ღმერთმა ბატონ თემურს და მის ოჯახს!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"11 წლის წინ წეროვანში მიწა შევიძინეთ და თემურის ჰონორარებით სახლიც ავაშენეთ. ზაფხულს სულ იქ ვატარებთ" - ჩხეიძეების ოჯახური იდილია და სადღესასწაულო ტრადიციები

"11 წლის წინ წეროვანში მიწა შევიძინეთ და თემურის ჰონორარებით სახლიც ავაშენეთ. ზაფხულს სულ იქ ვატარებთ" - ჩხეიძეების ოჯახური იდილია და სადღესასწაულო ტრადიციები

აგარაკისა და იქ მშვენიერი მწვანე გარემოს შექმნა ბევრი ადამიანის სურვილი და საყვარელი საქმიანობაა. რეჟისორ თემურ ჩხეიძის ოჯახს უკვე 11 წელიწადია წეროვანში აგარაკი აქვს. მიწას შეძლებისდაგვარად, იქ არსებული კლიმატური პირობების შესაბამისად ამუშავებენ და გარემოს ამწვანებენ. ამ თემაზე მის მეუღლეს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ნანი ჩიქვინიძეს ვესაუბრეთ. რესპონდენტთან ერთად მიმდინარე არცთუ მარტივი წელიწადიც შევაფასეთ, რადგან წლეულს თეატრს დიდი სირთულეები შეექმნა - გლობალური პანდემიის გამო მარტიდან დაკეტილია.

- პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა არა მარტო ჩვენს ოჯახსა და გარემოცვაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია როგორც ოჯახში, ისე პროფესიაში, ამით ვსაზრდოობ...

ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილები ცალკე ცხოვრობენ. ამ რთულ პერიოდში, ჩემი ასაკის გამო, ჩემთან სტუმრობას ერიდებიან. სიყვარულის გამოხატვა მხოლოდ სიტყვა ხომ არ არის?! ის შეხებაცაა, რისი საშუალებითაც ერთმანეთს სითბოს ვუნაწილებთ. ამის უფლება რომ აღარ გვაქვს, ძალიან მაკლია და მაწუხებს, უამისოდ ცხოვრება რთული აღმოჩნდა.

თეატრი დაკეტილია, თუმცა ვიღაცები რაღაცებს ცდილობენ, ზოგი ღია სივრცეში თამაშობს, ზოგი ონლაინსპექტაკლებს დგამს, მაგრამ თეატრი ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობაა. ის საშემსრულებლო ხელოვნებიდან ერთ-ერთია, რომელიც მაყურებელზეა მიჯაჭვული. ის სწორედ მაშინ არსებობს, როცა მაყურებლის სუნთქვას გრძნობს. იმედია, ეს "ქარიშხალი" გადაივლის და ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება.

- როგორც მითხარით, პანდემიის პერიოდი გასულ ზაფხულს უმეტესად წეროვანში, თქვენს აგარაკზე გაატარეთ. ისიც შევიტყვე, რომ იქ მშვენიერი და კარგად გამწვანებული ეზოც გაქვთ...

- დიდი ხნის წინ რუსთაველის თეატრს წეროვანში მიწის ნაკვეთები გამოუყვეს, სადაც ბევრმა მსახიობმა სახლები ააშენა. მაკა მახარაძემ და ნატო მურვანიძე იქ საოცარი გარემო შექმნეს.

- დიახ, ისინი ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუმრები ადრე ყოფილან...

- მესამე შვილიშვილი როცა გამიჩნდა, თბილისის შემოგარენში ბინის საზაფხულოდ დაქირავება ძალიან ძვირი იყო. დავფიქრდით, სამომავლოდ რა უნდა გვექნა, სად წაგვეყვანა ბავშვები. თემური მაშინ პეტერბურგში მუშაობდა, დადგმები ჰქონდა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, სპექტაკლებს უცხოეთშიც დგამდა და ამისთვის არ ეცალა. ერთ დღეს ნატოსგან შევიტყვე, რომ მათთან ახლოს მიწის ნაკვეთი იყიდებოდა. თემურმა, სად გვაქვს მაგის საშუალებაო, გაიკვირვა. საბოლოოდ, დავითანხმეთ, მიწის ნაკვეთი შევიძინეთ და თემურის ჰონორარებით ნელ-ნელა სახლიც ავაშენეთ. სპეციალისტები მოვიყვანეთ, ვინც ეზო დაგვიპროექტა. ასე რომ, უკვე მე-11 წელია, ზაფხულს იქ ვატარებთ.

- როგორია თქვენი გამოცდილება ეზოს გამწვანებაში?

- ვერ გეტყვით, რომ დიდად ვერკვევი აგრონომიასა და ბოტანიკაში, თავიდან მაკა და ნატო დამეხმარნენ, რაღაცები გადავაკეთეთ, შევასწორეთ და ლამაზი ეზო გამოვიდა.

- დეკორატიული მცენარეები გაქვთ?

- დიახ, ხეხილი კი არა გვაქვს. ცოტა მაღლობია, თან ტყის პირას ვართ, იქ მხოლოდ ტყემალი და ქლიავი ხარობს. ამიტომ უპირატესობა დეკორატიულ მცენარეებს მივანიჭე. ძალიან მიყვარს ჩემი ხუჭუჭა ძეწნა, რომელიც თემურის ბიძაშვილის ოჯახმა მაჩუქა, თავიანთი აგარაკიდან გამომატანეს, როცა მოსკოვში ვიყავი. მშვენივრად გაიხარა, გაიზარდა და ულამაზესი გახდა.

ძირითადად მაქვს ვარდები, რადგან ძალიან მიყვარს, არის ასტრებიც. ვარდები ღობეებზეც მაქვს გაშვებული. სახლის უკან პატარა იაპონური კუთხეა, დეკორატორებმა გაგვიკეთეს. ჩვენი სახლი საზაფხულოა, რადგან გათბობა არ გაგვიკეთებია. რომ გვქონოდა, ამ ზამთარსაც იქ გავატარებდი, ამ პანდემიის დროს ამაზე უკეთესი არაფერი იქნებოდა.

- ესე იგი, გარემოს გალამაზებაში მებაღე-დეკორატორებიც გეხმარებიან?

- მებაღეც მეხმარება და მსუბუქ საქმეს - ძველი ფოთლების მოშორებას, გაკრეჭას, მორწყვას - ყველაფერს, რა თქმა უნდა, მე ვაკეთებ. მაგრამ ეს მებაღეობა არ არის, ის უფრო სერიოზული, დასაფასებელი საქმეა, რომელიც მიყვარს და მომწონს. თუმცა ადრე ნაკლებად პოპულარული იყო. კარგია, რომ დღეს გარემოს გამწვანებისა და მოწყობის სურვილი ბევრს აქვს.

ისე, წლეულს ძალიან ვინერვიულე. შემოდგომაზე, როცა იქ აღარ ვიყავით, ვიღაცას, არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეზოში სამი-ოთხი ძროხა შეუშვია, სადაც ერთი დღე-ღამე ყოფილან და კარგად იბალახეს. ბევრი რამ გადაღრღნეს...

- ყვავილებიც დააზიანეს?

- კი, რასაც მისწვდნენ, ყველაფერი გააფუჭეს. საგაზაფხულოდ იქაურობა კარგი დასალაგებელია. შემოდგომაზე ისეთი არაჩვეულებრივია ჩვენი ეზო, წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები ერთმანეთში ირევა. ეს სიამოვნება წლეულს ვერ მივიღეთ. მოკლედ, იმედია, გაზაფხულზე ეზო ისევ ამწვანდება, დაზიანებული მცენარეები გაცოცხლდება და ყველაფერი გაახლდება.

- ბატონი თემური ეზოს გამწვანებაში მონაწილეობს?

- თემურს ძალიან მოსწონს შედეგის ხილვა, როცა გალამაზებულ-აყვავებულ ეზოს უყურებს. შესანიშნავი შემფასებელია და შენიშვნებსაც გვაძლევს, ეს რომ აქეთ დაგერგოთ, ის კი იქით, აჯობებდაო. ჩვენც ვუჯერებთ, რადგან კარგი გემოვნება აქვს.

- აგარაკზე ამოსავლელი მშვენიერი გზა რომ არის, თქვენს სამეზობლოში მითხრეს, ბატონი თემურის დამსახურებააო.

- არა მარტო თემურის - გაერთიანდნენ გოგი ალექსი-მესხიშვილი, გია ყანჩელი და გზა გაკეთდა, მაგრამ ახლა ჩვენ ქვემოთ გაფუჭდა და ვინ შეაკეთებს, არ ვიცი.

- ახალი წლის დღეებია. როგორ აპირებთ დღესასწაულის აღნიშვნას და საერთოდ, რა საახალწლო ტრადიციები გაქვთ?

- სანამ ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ, ჩვენს ოჯახში ყველაფერი სხვანაირად იყო. ახლა, რადგან ჩემი შვილი და შვილიშვილები ცალკე ცხოვრობენ, მე და თემური მათთან მივდივართ. მოკლედ, ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებით. მერე, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო, 2-ში, ბედობას, ან 7-ში, შობას სანათესავო აუცილებლად ჩვენთან მოდიოდა. წლეულს, უნდა გავძლოთ ქეიფისა და შეკრებების გარეშე. უნდა მოვითმინოთ, რადგან ეს რისკთან არის დაკავშირებული.

მინდა ერთმანეთს, ჩვენს ქვეყანას, მსოფლიოს ჯანსაღი, ბედნიერი წელიწადი ვუსურვო. ახლა ბევრი ადამიანია დეპრესიაში, ვუსურვებ, მალე დაეძლიოთ ეს პრობლემა.

- გოზინაყისა და საცივის გაკეთების ტრადიციაც ხომ გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გოზინაყს ვაკეთებ, ისეთს, როგორსაც ყველა დიასახლისი, საცივს კი დედაჩემის რეცეპტით ვამზადებ. მისი რვეული მაქვს, სადაც ბევრი კარგი კერძის რეცეპტია. თუმცა რვეული უკვე ჩემმა შვილმა წამართვა და ახლა ის სარგებლობს.

ბედნიერ წელს ვუსურვებ ყველას. რაც მთავარია, იყოს მშვიდობა და ადამიანები იყვნენ ჯანმრთელი! ეს მნიშვნელოვანი რამ არის, მით უფრო ახლა!

ლეგანდარული მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

"მესამე შვილის გაჩენაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ ადრეა... საერთოდ, 3-4 შვილი უნდა გყავდეს ადამიანს" - ლელა მებურიშვილის გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე