ავტორი:

"მეუფე იოანე შეხვდა ისრაელის ელჩს და იქ ყველაფერი იყო ცხადი..." - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ანტისემიტური განცხადებების" სკანდალზე

"მეუფე იოანე შეხვდა ისრაელის ელჩს და იქ ყველაფერი იყო ცხადი..." - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ანტისემიტური განცხადებების" სკანდალზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე იოანეს ებრაელი ხალხი კნინობით ფორმაში არ მოუხსენიებია. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მეუფე ისრაელის ელჩსაც შეხვდა და „იქ ყველაფერი იყო ცხადი“.

„მეუფე იოანემ გააკეთა ამის შესახებ დაწვრილებითი განმარტება. მას ებრაელი ხალხი არ მოუხსენიებია არანაირ კნინობით ფორმაში. მისი ნათქვამი ეხებოდა იმ ჯგუფებს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მუდამ ცდილობს, რომ რაღაც ჩრდილი მიადგეს ეკლესიას. ეს მათ მიმართ იყო ნათქვამი.

„ქრისტიანთა მდევნელი“ კი არ უწოდა, მან მოიყვანა ისტორიული ციტატა წმინდანის, როცა უკვე თავისი სიტყვებით ლაპარაკობს, ის ამბობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოისაზღვრება ეთნიკური ნიშნით და ამის მერე ჩვენს ქართულ რეალობაზე ლაპარაკობს. ვისაც უნდა სწორად გაგება, მან საკმაოდ დეტალურად განმარტა, შეხვდა ისრაელის ელჩს საქართველოში და იქ ყველაფერი იყო ცხადი“, - განაცხადა ჯაღამაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია „გადმოანთხია”. ამასთან ელჩის თქმით, როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული "ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური".

"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე

ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი

"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე