საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა ქვეყნის მასშტაბით ტყეებსა და მინდვრებში, სადაც ხანძრის ქრობა ამ დრომდე გრძელდება
რა ვითარებაა ქვეყნის მასშტაბით ტყეებსა და მინდვრებში, სადაც ხანძრის ქრობა ამ დრომდე გრძელდება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ბუ­ნე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრე­ბის ჩა­საქ­რო­ბად უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჩ­ნდა 2 ახა­ლი კერა - გუ­რი­ა­ში, სო­ფელ მა­მათ­ში და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ას­პინ­ძა­ში.

"გუ­რი­ა­სა და ას­პინ­ძა­ში ხან­ძრე­ბი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ერთი კე­რაა დარ­ჩე­ნი­ლი სა­მეგ­რე­ლო­ში - დო­ბე­რა­ზენ­ში ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს - თავი შე­ი­კა­ვონ მინ­დვ­რებ­ში და სახ­ნავ მი­წებ­ზე ბა­ლა­ხის დაწ­ვის­გან. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი ქა­რია და მშრა­ლი ამინ­დი, რაც ხელს უშ­ლის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს ხან­ძრე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში. მინ­დორ­ში და სახ­ნავ მი­წებ­ზე ბა­ლა­ხის დაწ­ვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბა რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე, ასე­ვე ტყის მა­სი­ვებ­ზე", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ინნა
1

რუსები აჩენენ ძალით, პირდაპირ ვერ ვიშვერთ ხელს, უარესი არ დაგვმართოს, მაგრამ ჩვენს გლეხებს რატომ აბრალებთ მიწების დასყფთავებისას აჩენთო?!

ავტორი:

რა ვითარებაა ქვეყნის მასშტაბით ტყეებსა და მინდვრებში, სადაც ხანძრის ქრობა ამ დრომდე გრძელდება

რა ვითარებაა ქვეყნის მასშტაბით ტყეებსა და მინდვრებში, სადაც ხანძრის ქრობა ამ დრომდე გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბუნებაში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღამის განმავლობაში გაჩნდა 2 ახალი კერა - გურიაში, სოფელ მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში.

"გურიასა და ასპინძაში ხანძრები ლიკვიდირებულია. ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში - დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალციხეში დაკარგული 17 წლის ბიჭი იპოვეს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა

ქუთაისში ახალი წლის ღამეს უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ ქალი იმსხვერპლა