საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის მნიშვნელოვან განცხადებას..." - რას წერს ისრაელის ელჩი "ანტისემიტური განცხადებების" სკანდალის შემდეგ
"მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის მნიშვნელოვან განცხადებას..." - რას წერს ისრაელის ელჩი "ანტისემიტური განცხადებების" სკანდალის შემდეგ

მი­ვე­სალ­მე­ბი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ხაზ­გას­მით უარ­ყოფს ან­ტი­სე­მი­ტიზმს და სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს ებ­რა­ელ ხალ­ხს, - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში რან გი­დო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სტრე­მის­ტე­ბის, რა­სის­ტე­ბი­სა და ქსე­ნო­ფო­ბე­ბის იზო­ლი­რე­ბის­თვის ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო.

„ექ­სტრე­მის­ტე­ბის, რა­სის­ტე­ბი­სა და ქსე­ნო­ფო­ბე­ბის იზო­ლი­რე­ბი­სათ­ვის ძა­ლე­ბი ყვე­ლამ უნდა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ,“ - წერს დიპ­ლო­მა­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“ და­წე­რა, რომ ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის უმ­ცი­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაც კი ვე­რა­სო­დეს იპო­ვის ად­გილს ქარ­თვე­ლის გულ­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის ელ­ჩის, რან გი­დო­რის გან­ცხა­დე­ბით, ქუ­თა­ი­სის სულ­ხან-სა­ბას და­სახ­ლე­ბის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა, დე­კა­ნოზ­მა ილია კარ­კა­ძემ ან­ტი­სე­მი­ტუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე თე­ო­რია „გად­მო­ან­თხია”. ამას­თან ელ­ჩის თქმით, რო­დე­საც კარ­კა­ძემ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, ორი კვი­რაც კი არ იყო გა­სუ­ლი ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტის და წმინ­და სი­ნო­დის წევ­რის, მე­უ­ფე იო­ა­ნე გამ­რე­კე­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი "ძალ­ზედ სა­და­ვო და პრობ­ლე­მუ­რი ქა­და­გე­ბი­დან, რომ­ლის ნა­წი­ლიც შე­საძ­ლოა აღ­ქმუ­ლი იქ­ნეს, რო­გორც ან­ტი­სე­მი­ტუ­რი".

რან გი­დო­რის გან­ცხა­დე­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მას მი­ი­ღებს, რათა ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის აღ­მო­ცე­ნე­ბა შე­ა­ჩე­როს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექსპერტი
182

იქედან ევროკავშირის ელჩმა დაგვიწესა საბჭოური შემოწმებები, აქედან ისრაელის ელჩი გვასწავლის ჭკუას

Tbilisi
199

ბატონ ელჩს მეტი გონიერება რომ ჰქონოდა, არასოდეს ახსენებდა საქართველოსთან მიმართებაში სიტყვას ანტისემიტიზმი. ეს ჩვენი შეურაცხყოფაა და ამგვარი შეფასება მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის, ყველაზე ნაკლებად ჩვენ დავიმსახურეთ. თან ნაკლებად კი არა, საერთოდ არა. 

 

ქსენოფობია არის ის, თუ როგორ ხვდებიან ისრაელის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს. ამაზე რას ამბობს ელჩი? 

 

როგორც ჩანს ელჩს ვიღაც უყვება ქართულ ინტერნეტში რა ამბებია. იმედია ამ კომენტარებსაც გადაუთარგმიან და მიხვდება რამხელა შეურაცხყოფა მოგვაყენა. 

 

მე ველოდები მისგან ბოდიშს. მიმართვაში რომ ახსენა საქართველო და ანტისემიტიზმი ერთად. თუ არ მოიხდის ბოდიშს, იქნეს გაძევებული. არ შეიძლება ამხელა შეურაცხყოფის მოთმენა არაფრით.

ავტორი:

"მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის მნიშვნელოვან განცხადებას..." - რას წერს ისრაელის ელჩი "ანტისემიტური განცხადებების" სკანდალის შემდეგ

"მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის მნიშვნელოვან განცხადებას..." - რას წერს ისრაელის ელჩი "ანტისემიტური განცხადებების" სკანდალის შემდეგ

მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც ხაზგასმით უარყოფს ანტისემიტიზმს და სოლიდარობას უცხადებს ებრაელ ხალხს, - ამის შესახებ ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ელჩის განცხადებით, ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობების იზოლირებისთვის ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.

„ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობების იზოლირებისათვის ძალები ყველამ უნდა გავაერთიანოთ,“ - წერს დიპლომატი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.

ცნობისთვის, საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია „გადმოანთხია”. ამასთან ელჩის თქმით, როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული "ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური".

რან გიდორის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა ანტისემიტიზმის აღმოცენება შეაჩეროს.

"ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ" - იაგო ხვიჩია

"სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს "ნაცმოძრაობას" სათავეში ან ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდეს" - ანა დოლიძე

წულუკიანი, ნაცვლიშვილი, ტიკარაძე - კიდევ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში და უქმდება თუ არა გენმდივნის პოსტი, რომელსაც კალაძე იკავებს?