ავტორი:

"პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება" - რა ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქო

"პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება" - რა ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. ამის სესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიაქრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

"„დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ. რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 713 ტესტი და გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა - როგორია ეპიდემიის გავრცელება რეგიონების მიხედვით?

"ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი" - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

"დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში... ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე" - გამყრელიძე