ავტორი:

"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში 8 იანვარს, ღამით, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კობა წურწუმიამ საკუთარ მამას, 62 წლის ნიკოლოზ წურწუმიას დანით ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა.

მამაკაცი სამწუხაროდ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, შვილმა მას შემდეგ რაც მამა გარდაცვლილი ნახა, მეზობლების თვალწინ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. დაჭრილი ამჟამად ქუთაისში საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა მამა-შვილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. თუმცა მეზობლები და ახლობლები ჯერჯერობით არ საუბრობენ კონკრეტულად რაზე იკამათა მამა-შვილმა.

მომხდარის დეტალებს სამართალდამცავები არკვევენ, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ელდარ ვეკუა, ოჯახის ნათესავი:

- ყველანი შეწუხებულები და შეძრულები ვართ მომხდარით. ჩემი ნათესავები არიან, ცოტა მოშორებით ვცხოვრობ, როგორც კი გავიგე ეს ამბავი, მაშინათვე მოვედი. ფაქტის შემდეგ გვერდით მეზობელთან მისულა კობა და უთქვამს, მიშველეო, დამეხმარეთო. სამი მეზობელი მაშინათვე შესულა სახლში და ნახეს, ადგილზე რომ იყო გარდაცვლილი ნიკოლოზი. შვილი რომ დარწმუნდა მამის სიკვდილში, ამის შემდეგ აიღო დანა და თავისი ხელით დაირტყა, ფილტვები აქვს დაზიანებული, ოპერაცია გაუკეთეს ქუთაისში.

არ ვიცით რა მოხდა, რატომ დატრიალდა ეს უბედურება, ყველა გაგიჟებულია. მე არასოდეს გამიგია, რომ მათ შორის ჩხუბი ყოფილიყო. ნასვამები ყოფილან, მამა უფრო მთვრალი იყოო. კობა პირადად არ მინახავს, მე რომ მივედი სასწრაფოში სვამდნენ დაჭრილს. სასწრაფო მამის გამო ჰყავდათ გამოძახებული და იმან მოუსწრო კობას, თორემ ვერც ის გადარჩებოდა. ერთი ძმა ჰყავს, თბილისში ცხოვრობს და იქ გაიგო ეს ამბავი. მოკლული ისეთი კარგი ადამიანი იყო, ჭიანჭველას ფეხს რომ არ დაადგამდა ისეთი კაცი. მეზობლებს ხმაური და ჩხუბი არ გაუგიათ, აქ მჭიდრო დასახლებაა და ჩხუბი რომ ყოფილიყო, გაიგებდნენ...წაიკითხეთ სრულად

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე

"ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგი იყოს, ე.ი დაზიანებები მიიღო იქამდე, ვიდრე წყალში მოხვდებოდა" - ალექსანდრე გეჯაძე