პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ანანიაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ოჯახური ცხოვრება - ცხენების მოყვარული ქალიშვილი და წყვილის სახლი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებით არის გაწყობილი
ნინო ანანიაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ოჯახური ცხოვრება - ცხენების მოყვარული ქალიშვილი და წყვილის სახლი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებით არის გაწყობილი

მას შემ­დეგ რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი 2021 წლი­დან რუ­სეთ­ში, ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო დასს უხელ­მძღვა­ნე­ლებს, ქარ­თვე­ლი პრი­მა ბა­ლე­რი­ნა კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწუ­ნებ­და.

თა­ვად ნინო ანა­ნი­აშ­ვილს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტა­რი აღარ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ქარ­თუ­ლი სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც დარ­ჩე­ბა. ამ­ბობს, რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში ამ შე­თა­ვა­ზე­ბას არ და­თან­ხმდე­ბო­და.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ნო­ვო­სი­ბირსკის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ანა­ნი­აშ­ვი­ლის მხრი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბა და­სის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბად მი­იჩ­ნია და გა­და­წყვი­ტა, რომ ქარ­თველ პრი­მა ბა­ლე­რი­ნას­თან კონ­ტრაქ­ტი გა­წყვი­ტეს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქარ­თველ პრი­მა ბა­ლე­რი­ნა­ზე, მის მე­უღ­ლე­სა და შვილ­ზე AMBEBI.GE უფრო მეტ დე­ტალს მო­გაწ­ვდით:

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანა­ნი­აშ­ვილს რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა აკავ­ში­რებს გრი­გოლ ვა­შა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას ცოტა ხნის წინ ჩა­მო­შორ­და. მან გა­და­წყვტია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ვა­შა­ძემ და ანა­ნი­აშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტი ამ­ბობს, ის მე­უღ­ლის ყვე­ლა სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბო­და და ეს­წრე­ბა.

ერთხელ ნი­ნო­სით მო­ხიბ­ლულ გრი­გოლს ქა­ლი­სათ­ვის მი­ხა­კე­ბის მთე­ლი კა­ლა­თა გუ­აგ­ზავ­ნია, თა­ვი­სი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თით. გრი­გო­ლის­თვის მად­ლო­ბის გა­დახ­და ნი­ნოს­თვის ბე­ბი­ას ურ­ჩე­ვია.

"და­მი­რე­კა. მდი­ვან­მა მი­თხრა, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო გო­გო­ნა გი­რე­კავ­თო. ნი­ნოს ვკი­თხე, ქარ­თუ­ლი თუ იცი-მეთ­ქი, შემ­დე­გი კი­თხვა იყო – დღეს სა­ღა­მოს რას აკე­თებ-მეთ­ქი (იცი­ნის). თავ­ხე­დო­ბის­გან სუნ­თქვა შე­ეკ­რა და მი­პა­სუ­ხა, მე და ბე­ბია მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით, რომ გნა­ხო­თო...

... როცა ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს, მით უმე­ტეს, ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ერთი რამ უნდა გახ­სოვ­დეს - თუ ცოლი წინ­დე­ბის გა­სა­რე­ცხად და სამ­ზა­რე­უ­ლოს და­სა­ლა­გებ­ლად გინ­და, ამის­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი უნდა და­ი­ქი­რა­ვო, თუ ცხოვ­რე­ბის მე­გო­ბარს ეძებ, რო­მე­ლიც შვი­დი წლი­დან პრო­ფე­სი­ა­ზეა გა­დამ­კვდა­რი, ეს პრო­ფე­სია არ უნდა წა­არ­თვა და მი­ეხ­მა­რო. სიყ­ვა­რუ­ლი ისაა, რომ მი­ეხ­მა­რო მას, ვინც შენ გვერ­დი­თაა. ვერ ვი­ტან კა­მე­რას­თან ასეთ ლა­პა­რაკს, მაგ­რამ ჩვე­ნი 30-წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა რომ აიღო, ერთი დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, არ მოგ­ვბეზ­რე­ბია ერ­თად ყოფ­ნა, არა­ვინ გვჭირ­დე­ბა დე­და­მი­წის ზურ­გზე…" - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში".

გრი­გოლ ვა­შა­ძემ ცნო­ბილ ბა­ლე­რი­ნა­ზე 1988 წელს იქორ­წი­ნა, 2006 წელს კი წყვილს ელე­ნე შე­ე­ძი­ნა. ელე­ნე ვა­შა­ძე სწავ­ლობს კერ­ძო სკო­ლა­ში და ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხე­ნე­ბი, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც ჩანს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლიო დო­ნის პრი­მა ბა­ლე­რი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი კა­რი­ე­რის მი­წუ­რულს შე­ე­ძი­ნა, მშო­ბი­ა­რო­ბას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ ძვე­ლე­ბუ­რად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა საყ­ვა­რე­ლი საქ­მე.

ცნო­ბი­ლი წყვი­ლი ძველ თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­ლე­რი­ნამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარს" უმას­პინ­ძლა "დი­ლის ყა­ვა­ზე" და მშვე­ნი­ე­რი სახ­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, სა­დაც სამ სარ­თულ­ზე ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბია გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

"დილა გვე­წყე­ბა სირ­ბილ­ში, ელე­ნე ჩქა­რა - ელე­ნე არ დაგ­ვაგ­ვი­ან­დეს. შემ­დეგ ვი­წყებ თა­ვის მოვ­ლას და მივ­დი­ვარ თე­ატ­რში. ბოლო წლებ­ში გრა­ფი­კი ცოტა შე­მეც­ვა­ლა, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად აღარ ვვარ­ჯი­შობ. სხვა ბევ­რი საქ­მე­ე­ბი მაქვს, რა­საც ვა­კე­თებს.

საკ­მა­ოდ კარ­გად ვიკ­ვე­ბე­ბი, სა­უზ­მეს თვი­თონ ვი­კე­თებ, ძი­რი­თა­დი სა­უზ­მე ხა­ჭოა, ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ერ­ბოკ­ვერ­ცხი. ყავა ბოლო ხა­ნებ­ში შე­მიყ­ვარ­და, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად მწვა­ნე ჩაის ვსვამ.

სულ მაქვს უკ­მა­რი­სო­ბა სახ­ლში ყოფ­ნის, მიყ­ვარს და მომ­წონს ჩემი სახ­ლი. გვიყ­ვარს ერ­თად ყოფ­ნა, ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­ცი­ნით ხოლ­მე" - ამ­ბოს ანა­ნი­აშ­ვი­ლი "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Maximus
4

რა კარგი ქართულით დაგიწერიათ "ნინოსი მოხიბლული" და არა "ნინოთი მოხიბლული")))))

www
53

წითელი ინტილიგენცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ნინო ანანიაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ოჯახური ცხოვრება - ცხენების მოყვარული ქალიშვილი და წყვილის სახლი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებით არის გაწყობილი

ნინო ანანიაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ოჯახური ცხოვრება - ცხენების მოყვარული ქალიშვილი და წყვილის სახლი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებით არის გაწყობილი

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს, ქართველი პრიმა ბალერინა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. საზოგადოების დიდი ნაწილი მას გადაწყვეტილებას უწუნებდა.

თავად ნინო ანანიაშვილს აღნიშნულ საკითხზე დამატებით კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ, "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამდებობის პარალელურად ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ამ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელობამ ანანიაშვილის მხრიდან ინფორმაციის გაჟღერება დასის უპატივცემულობად მიიჩნია და გადაწყვიტა, რომ ქართველ პრიმა ბალერინასთან კონტრაქტი გაწყვიტეს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ქართველ პრიმა ბალერინაზე, მის მეუღლესა და შვილზე AMBEBI.GE უფრო მეტ დეტალს მოგაწვდით:

როგორც ცნობილია, ანანიაშვილს რამდენიმე წლიანი ქორწინება აკავშირებს გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც ქართულ პოლიტიკას ცოტა ხნის წინ ჩამოშორდა. მან გადაწყვტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი დაეტოვებინა.

ვაშაძემ და ანანიაშვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილი დიპლომატი ამბობს, ის მეუღლის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა და ესწრება.

ერთხელ ნინოსით მოხიბლულ გრიგოლს ქალისათვის მიხაკების მთელი კალათა გუაგზავნია, თავისი სავიზიტო ბარათით. გრიგოლისთვის მადლობის გადახდა ნინოსთვის ბებიას ურჩევია.

"დამირეკა. მდივანმა მითხრა, ძალიან სასიამოვნო გოგონა გირეკავთო. ნინოს ვკითხე, ქართული თუ იცი-მეთქი, შემდეგი კითხვა იყო – დღეს საღამოს რას აკეთებ-მეთქი (იცინის). თავხედობისგან სუნთქვა შეეკრა და მიპასუხა, მე და ბებია მოხარული ვიქნებით, რომ გნახოთო...

... როცა ადამიანი გიყვარს, მით უმეტეს, ასეთი ადამიანი, ერთი რამ უნდა გახსოვდეს - თუ ცოლი წინდების გასარეცხად და სამზარეულოს დასალაგებლად გინდა, ამისთვის პროფესიონალი უნდა დაიქირავო, თუ ცხოვრების მეგობარს ეძებ, რომელიც შვიდი წლიდან პროფესიაზეა გადამკვდარი, ეს პროფესია არ უნდა წაართვა და მიეხმარო. სიყვარული ისაა, რომ მიეხმარო მას, ვინც შენ გვერდითაა. ვერ ვიტან კამერასთან ასეთ ლაპარაკს, მაგრამ ჩვენი 30-წლიანი ცხოვრება რომ აიღო, ერთი დიდი დღესასწაულია, არ მოგვბეზრებია ერთად ყოფნა, არავინ გვჭირდება დედამიწის ზურგზე…" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "ნანუკას შოუში".

გრიგოლ ვაშაძემ ცნობილ ბალერინაზე 1988 წელს იქორწინა, 2006 წელს კი წყვილს ელენე შეეძინა. ელენე ვაშაძე სწავლობს კერძო სკოლაში და ძალიან უყვარს ცხენები, რაც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დონის პრიმა ბალერინას ქალიშვილი კარიერის მიწურულს შეეძინა, მშობიარობას ხელი არ შეუშლია, რომ ძველებურად გაეგრძელებინა საყვარელი საქმე.

ცნობილი წყვილი ძველ თბილისში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ ბალერინამ ტელეკომპანია "მთავარს" უმასპინძლა "დილის ყავაზე" და მშვენიერი სახლი დაათვალიერებინა, სადაც სამ სართულზე ხელოვნების ნიმუშებია განაწილებული.

"დილა გვეწყება სირბილში, ელენე ჩქარა - ელენე არ დაგვაგვიანდეს. შემდეგ ვიწყებ თავის მოვლას და მივდივარ თეატრში. ბოლო წლებში გრაფიკი ცოტა შემეცვალა, რადგან ყოველდღიურად აღარ ვვარჯიშობ. სხვა ბევრი საქმეები მაქვს, რასაც ვაკეთებს.

საკმაოდ კარგად ვიკვებები, საუზმეს თვითონ ვიკეთებ, ძირითადი საუზმე ხაჭოა, ასევე ძალიან მიყვარს ერბოკვერცხი. ყავა ბოლო ხანებში შემიყვარდა, თუმცა ძირითადად მწვანე ჩაის ვსვამ.

სულ მაქვს უკმარისობა სახლში ყოფნის, მიყვარს და მომწონს ჩემი სახლი. გვიყვარს ერთად ყოფნა, ძალიან ბევრს ვიცინით ხოლმე" - ამბოს ანანიაშვილი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ

"დღეს საქართველოში "ინდური შტამის" 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ ეს შტამიც იწყებს გავრცელებას" - პაატა იმნაძე

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?