სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს
ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი იუ­წყე­ბა, რომ აჩე­რებს კონ­ტრაქტს ქარ­თველ პრი­მა-ბა­ლე­რი­ნა ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­თან. ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თვლის, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლის ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა კო­ლექ­ტი­ვის­თვის მის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­დგე­ნამ­დე - და­სის უპა­ტივ­ცემ­ლო­ბის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

„მთელ რიგ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი მიწ­ვე­უ­ლია სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლად ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში (НОВАТ). თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თვლის, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლის ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა კო­ლექ­ტი­ვის­თვის მის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­დგე­ნამ­დე - და­სის უპა­ტივ­ცემ­ლო­ბის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ამი­ტომ ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, შე­ვა­ჩე­როთ მას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის მოქ­მე­დე­ბა, ხსე­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის გარ­კვე­ვამ­დე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­სა­იტ­ზე.

ამას­თან, თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში, ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ ვლა­დი­მირ კეხ­მან­სა და ნინო ანა­ნი­აშ­ვილს შო­რის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მოხ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ა­წო­და. ის აცხა­დებ­და, რომ და­სის გა­საც­ნო­ბად იან­ვრის ბო­ლოს უნდა ჩა­სუ­ლი­ყო ნო­ვო­სი­ბირსკში.

მკითხველის კომენტარები / 98 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
57

რუსებს რომ ენდობი მეტის ღირსი ხარ

იბერიელი
5

FSB -em კიდევ ერთხელ შუსრულა ქართველს:)))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი იუწყება, რომ აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.

„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, - აღნიშნულია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ამასთან, თეატრის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იანვრის შუა რიცხვებში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვლადიმირ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის შეხვედრის შემდეგ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ მიაწოდა. ის აცხადებდა, რომ დასის გასაცნობად იანვრის ბოლოს უნდა ჩასულიყო ნოვოსიბირსკში.

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა