სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს!" - კადიროვის იდეოლოგია, რომლის დაცვასა და და შესრულებას ჩეჩნეთში ასობით ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
"ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს!" - კადიროვის იდეოლოგია, რომლის დაცვასა და და შესრულებას ჩეჩნეთში ასობით ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მხრივ ვი­თა­რე­ბა ბოლო ხა­ნებ­ში ძა­ლი­ან გამ­წვავ­და. "რო­გორ ამ­ცი­რე­ბენ კა­დი­როვ­ცე­ბი ქა­ლებს" – ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მე­დია ამ­ბებს, რო­მე­ლიც ბოლო დროს იქ "დრეს­კოდ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა.

"ქალ­მა თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა იცო­დეს" - ეს არის იდე­ო­ლო­გია, რომ­ლის დაც­ვა­სა და და შეს­რუ­ლე­ბას იქ ასო­ბით ქა­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

და­ვი­ფა­როთ თავი და არა სახე - ასე­თია კა­დი­რო­ვი­სა და მისი გუნ­დის მიდ­გო­მა ჰი­ჯაბ-ნი­ქა­ბის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩე­ჩე­ნი სტუ­დენ­ტი გო­გო­ნე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, ისი­ნი, ვინც ჰი­ჯაბს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ატა­რებ­და, 1000 დო­ლა­რით და­სა­ჩუქრდე­ბო­და. სულ მალე, კა­დი­როვ­მა გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ყვე­ლა ქალი ქუ­ჩა­ში, სამ­სა­ხურ­სა და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას, თავ­წაკ­რუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

"ეს ჩეჩ­ნუ­რი ტრა­დი­ცი­აა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქალ­მა უნდა შე­ას­რუ­ლოს, რათა ტრა­დი­ცია არ და­ი­კარ­გოს" - აცხა­დებ­და კა­დი­რო­ვი, თუმ­ცა უკი­დუ­რე­სი ზე­წო­ლი­სა და სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ქა­ლე­ბი თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ცდი­ლობ­დნენ და ხმა­მაღ­ლა აცხა­დებ­დნენ, რომ თავ­წაკ­რუ­ლი სი­ა­რუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა.

მათ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ, თუმ­ცა "კა­დი­როვ­ცე­ბი" არც მათ ინ­დობ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ საქ­მეს შე­ე­წი­რა ერთ-ერთი მათ­გა­ნი ნა­ტა­ლია ეს­ტე­მი­რო­ვა. იგი დიდი ალ­ბა­თო­ბით კა­დი­როვ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას გა­და­ა­ყო­ლეს. ეს­ტე­მი­რო­ვამ, ერთ-ერთ ფე­დე­რა­ლურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ქა­ლე­ბის­თვის თავ­ზე წაკ­ვრის უაზ­რო­ბა­სა და ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა, რის შემ­დე­გაც, მა­ლე­ვე მოკ­ლეს.

უფ­ლე­ბამ­ცველ­თა ცენ­ტრი "მე­მო­რი­ა­ლი", novayagazeta.ru-ს პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში მუდ­მი­ვად სა­უბ­რობს რე­გი­ონ­ში ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე. ამის მა­გა­ლი­თი იყო, შარ­შან ქა­ლაქ გუ­დერ­მეს­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია, რო­დე­საც ჩე­ჩენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს, თა­ვი­სი ცოლი, სამი შვი­ლის დედა, 23 წლის მა­დი­ნა უმა­ე­ვა ცე­მის დროს შე­მო­აკ­ვდა...

მა­შინ, ქა­ლის უე­ცარ სიკ­ვდილ­სა და ღამე და­მარ­ხვას, ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში ფარ­თო რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. ჩეჩ­ნეთ­ში ეჭ­ვობ­დნენ, რომ მა­დი­ნა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და და შე­საძ­ლოა, ცო­ცხლა­დაც და­მარ­ხეს. ახალ­გაზ­რდა ქალი, დე­დის­გან ნა­ჩუ­ქა­რი ფუ­ლით შვი­ლე­ბის­თვის ნა­ყი­დი ტან­საც­მლი­სა და ტე­ლე­ვი­ზო­რის ამ­ბავს შე­ე­წი­რა... მა­შინ გო­გო­ნას დე­დამ მომ­ხდა­რი ხა­მა­მაღ­ლა გა­აპ­რო­ტეს­ტა და შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში სიძე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, თუმ­ცა შემ­დეგ მას "კა­დი­როვ­ცე­ბი" და­უ­კავ­შირ­დნ­დნენ, მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დამ, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ყვე­ლა­ფე­რი ემო­ცი­ურ ფონს და­აბ­რა­ლა.

ჩეჩ­ნეთ­სა და და­ნარ­ჩენ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში, უმ­რა­ვი მსგავ­სი საქ­მის მო­ყო­ლა შე­იძ­ლე­ბა... ბოლო წლებ­ში, ქუ­ჩა­ში თავ­შიშ­ვე­ლი ქა­ლის და­ნახ­ვას, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­მა­კა­ცე­ბი აგ­რე­სი­ით ხვდე­ბოდ­ნენ და ხში­რად "მო­უ­რი­დე­ბე­ლი ჩაც­მის­თვის" უც­ნო­ბებს თავს ეს­ხმოდ­ნენ.

"ვი­ღა­ცამ თავ­ში ჯოხი გა­მა­ტე­ბით ჩა­მარ­ტყა და კე­დელს მი­მა­ხეთ­ქა. ისე­თი ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, მთე­ლი სხე­უ­ლი მტკი­ო­და, მაგ­რამ გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს, უცებ, რა­ღაც ცივი სი­თხე შე­მე­ხო, და­ვი­ნა­ხე, რომ მთელ სხე­ულ­ზე მწვა­ნე სა­ღე­ბა­ვი გად­მო­მას­ხეს... ამას მა­მა­კა­ცე­ბის ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლი მოჰ­ყვა, რომ­ლე­ბიც, სავ­რა­უ­დოდ, მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ, მხედ­ვე­ლო­ბა დავ­ძა­ბე, რომ კარ­გად და­მე­ნა­ხა - კა­დი­როვ­ცე­ბი­ვით შა­ვე­ბი ეც­ვათ. ძირს დაგ­დე­ბულს, სის­ხლი­ან­სა და ცო­ცხალ-მკვდარს მო­მა­ძა­ხეს, რომ ყვე­ლა ჯიუტ და ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­რღვევ ქალს ასე და­ე­მარ­თე­ბო­და" - ჰყვე­ბა ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

"ჰი­ჯა­ბი ჩვე­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სი არ არის, ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი გრძელ თავ­შალს ატა­რებ­დნენ, თუმ­ცა სახე არას­დროს იყო ახ­ვე­უ­ლი, ახლა კი, რა­ტომ­ღაც მა­ინც გვა­ი­ძუ­ლე­ბენ ისიც ვა­ტა­როთ და ვინც უარს ამ­ბობს, და­უნ­დობ­ლად უს­წორ­დე­ბი­ან. ეს ერთი კა­ცის ხუშ­ტუ­რია, რო­მე­ლიც შემ­დეგ, და­ნარ­ჩენ­მა რეს­პუბ­ლი­კებ­მაც აი­ტა­ცეს. ამის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის გამო, არა­ერ­თი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი გა­ი­ტა­ცეს ძა­ლოვ­ნებ­მა, ჩა­კე­ტეს, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, მის ოჯახს კი უთხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი "ვა­ჰა­ბის­ტი", შა­ი­თა­ნი იყო და სა­დღაც უგზო-უკვლოდ გა­და­კარ­გეს..." - ასეთ აღ­წერ­და ვი­თა­რე­ბას ერთ-ერთი გო­გო­ნა kavkaz-uzel.eu-სთან საუ­ბარ­ში.

"მე არ ვემ­ხრო­ბი ნი­ქა­ბის ტა­რე­ბას, მას ჩემს ოჯახ­ში არა­ვინ ატა­რებ­და" – აბობს ჩე­ჩე­ნი დი­სი­დენ­ტი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, რაც დროს გა­დის, ჩეჩ­ნეთ­ში (და არა მხო­ლოდ) ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­დღი­ურ სა­ხეს იღებს, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­დე­რი პო­ზი­ცია ასე­თია - "ქალ­მა თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა იცო­დეს".

ამის დას­ტუ­რი იყო, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩეჩ­ნე­თის მუფ­ტე­ბის მი­მარ­თვა ად­გი­ობ­რი­ვი ქა­ლე­ბის მი­მართ, რომ ქალ­მა უნდა ატა­როს ნი­ქა­ბი, რო­გორც თავ­სა­ბუ­რა­ვი, რათა მთე­ლი სახე, თვა­ლე­ბის გარ­და ახ­ვე­უ­ლი ჰქონ­დეს. ეს კი, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ქა­ლე­ბის მი­მართ პო­ლი­ტი­კას გან­სა­ზღვრავს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
212121
36

ვაიმეეე, არადა რუსეთის შემადგენლობაში არიან. და პუტინი ქრისტიანობაზე დებს თავს

------
15

ჩვენ არა ვართ რუსეთის შემადგენლობაში და რამდენი უბედურება მოხდა ქალის ძალადობის ნიშნით.

არც ულტრათანამედროვეობის მომხრე ვარ , მაგრამ ქალის მიმართ დამოკიდებულება ხშირად არის ფეოდალური ეპოქიდან მოსული ისევ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს!" - კადიროვის იდეოლოგია, რომლის დაცვასა და და შესრულებას ჩეჩნეთში ასობით ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს!" - კადიროვის იდეოლოგია, რომლის დაცვასა და და შესრულებას ჩეჩნეთში ასობით ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩრდილოეთ კავკასიაში ქალების უფლებების დაცვის მხრივ ვითარება ბოლო ხანებში ძალიან გამწვავდა. "როგორ ამცირებენ კადიროვცები ქალებს" – ამ სათაურით ეხმაურება რუსული მედია ამბებს, რომელიც ბოლო დროს იქ "დრესკოდთან" დაკავშირებით ხდება.

"ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს" - ეს არის იდეოლოგია, რომლის დაცვასა და და შესრულებას იქ ასობით ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დავიფაროთ თავი და არა სახე - ასეთია კადიროვისა და მისი გუნდის მიდგომა ჰიჯაბ-ნიქაბის ტარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ, რამზან კადიროვის ინიციატივით, ჩეჩენი სტუდენტი გოგონების წასახალისებლად, ისინი, ვინც ჰიჯაბს საკუთარი სურვილით ატარებდა, 1000 დოლარით დასაჩუქრდებოდა. სულ მალე, კადიროვმა გამოსცა განკარგულება, რომლის ფარგლებშიც, ყველა ქალი ქუჩაში, სამსახურსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, თავწაკრული უნდა ყოფილიყო.

"ეს ჩეჩნური ტრადიციაა, რომელიც ყველა ქალმა უნდა შეასრულოს, რათა ტრადიცია არ დაიკარგოს" - აცხადებდა კადიროვი, თუმცა უკიდურესი ზეწოლისა და სასტიკი დამოკიდებულების კვალდაკვალ, ქალები თავიანთი უფლებების დაცვას ცდილობდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ თავწაკრული სიარული სისულელეა.

მათ უფლებადამცველებიც მხარს უჭერდნენ, თუმცა "კადიროვცები" არც მათ ინდობდნენ. სავარაუდოდ, ამ საქმეს შეეწირა ერთ-ერთი მათგანი ნატალია ესტემიროვა. იგი დიდი ალბათობით კადიროვთან დაპირისპირებას გადააყოლეს. ესტემიროვამ, ერთ-ერთ ფედერალურ ტელევიზიაში, ქალებისთვის თავზე წაკვრის უაზრობასა და ისლამური რევოლუციაზე ისაუბრა, რის შემდეგაც, მალევე მოკლეს.

უფლებამცველთა ცენტრი "მემორიალი", novayagazeta.ru-ს პუბლიკაციებში მუდმივად საუბრობს რეგიონში ქალების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე. ამის მაგალითი იყო, შარშან ქალაქ გუდერმესში მომხდარი ტრაგედია, როდესაც ჩეჩენ პოლიციის თანამშრომელს, თავისი ცოლი, სამი შვილის დედა, 23 წლის მადინა უმაევა ცემის დროს შემოაკვდა...

მაშინ, ქალის უეცარ სიკვდილსა და ღამე დამარხვას, ადგილობრივებში ფართო რეზონანსი მოჰყვა. ჩეჩნეთში ეჭვობდნენ, რომ მადინა ძალადობის მსხვერპლი გახდა და შესაძლოა, ცოცხლადაც დამარხეს. ახალგაზრდა ქალი, დედისგან ნაჩუქარი ფულით შვილებისთვის ნაყიდი ტანსაცმლისა და ტელევიზორის ამბავს შეეწირა... მაშინ გოგონას დედამ მომხდარი ხამამაღლა გააპროტესტა და შვილზე ძალადობაში სიძე დაადანაშაულა, თუმცა შემდეგ მას "კადიროვცები" დაუკავშირდნდნენ, მოკლული ქალის დედამ, ბოდიში მოიხადა და ყველაფერი ემოციურ ფონს დააბრალა.

ჩეჩნეთსა და დანარჩენ ჩრდილო კავკასიაში, უმრავი მსგავსი საქმის მოყოლა შეიძლება... ბოლო წლებში, ქუჩაში თავშიშველი ქალის დანახვას, ადგილობრივი მამაკაცები აგრესიით ხვდებოდნენ და ხშირად "მოურიდებელი ჩაცმისთვის" უცნობებს თავს ესხმოდნენ.

"ვიღაცამ თავში ჯოხი გამატებით ჩამარტყა და კედელს მიმახეთქა. ისეთი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მთელი სხეული მტკიოდა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს, უცებ, რაღაც ცივი სითხე შემეხო, დავინახე, რომ მთელ სხეულზე მწვანე საღებავი გადმომასხეს... ამას მამაკაცების ხმამაღალი სიცილი მოჰყვა, რომლებიც, სავრაუდოდ, მანქანაში ისხდნენ, მხედველობა დავძაბე, რომ კარგად დამენახა - კადიროვცებივით შავები ეცვათ. ძირს დაგდებულს, სისხლიანსა და ცოცხალ-მკვდარს მომაძახეს, რომ ყველა ჯიუტ და ტრადიციების დამრღვევ ქალს ასე დაემართებოდა" - ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული.

"ჰიჯაბი ჩვენი ნაციონალური სამოსი არ არის, ჩვენი გოგონები გრძელ თავშალს ატარებდნენ, თუმცა სახე არასდროს იყო ახვეული, ახლა კი, რატომღაც მაინც გვაიძულებენ ისიც ვატაროთ და ვინც უარს ამბობს, დაუნდობლად უსწორდებიან. ეს ერთი კაცის ხუშტურია, რომელიც შემდეგ, დანარჩენმა რესპუბლიკებმაც აიტაცეს. ამის გაპროტესტების გამო, არაერთი ჩემი ახლობელი გაიტაცეს ძალოვნებმა, ჩაკეტეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მის ოჯახს კი უთხრეს, რომ დაკავებული "ვაჰაბისტი", შაითანი იყო და სადღაც უგზო-უკვლოდ გადაკარგეს..." - ასეთ აღწერდა ვითარებას ერთ-ერთი გოგონა kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.

"მე არ ვემხრობი ნიქაბის ტარებას, მას ჩემს ოჯახში არავინ ატარებდა" – აბობს ჩეჩენი დისიდენტი, რამზან კადიროვი მოწინააღმდეგე ტუმსო აბდურახმანოვი, რომლის თქმითაც, რაც დროს გადის, ჩეჩნეთში (და არა მხოლოდ) ქალებზე ძალადობა ყოველდღიურ სახეს იღებს, რადგან ადგილობრივი ლიდერი პოზიცია ასეთია - "ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს".

ამის დასტური იყო, რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთის მუფტების მიმართვა ადგიობრივი ქალების მიმართ, რომ ქალმა უნდა ატაროს ნიქაბი, როგორც თავსაბურავი, რათა მთელი სახე, თვალების გარდა ახვეული ჰქონდეს. ეს კი, ჩრდილოეთ კავკასიაში ქალების მიმართ პოლიტიკას განსაზღვრავს.

"მე აქ თავს არაფრით მოვიტყუებდი" - რას ამბობს პუტინი ბაიდენთან მომავალი შეხვედრის შესახებ

"ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების ძალისხმევით ისინი სომხეთში არიან" - რას ამბობს ნიკოლ ფაშინიანი სომეხი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე

ენტონი ბლინკენი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის - რას წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ტვიტერში" სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს შუამდგომლობაზე