საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება
"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის ელ­ჩის, რან გი­დო­რის გან­ცხა­დე­ბით, ქუ­თა­ი­სის სულ­ხან-სა­ბას და­სახ­ლე­ბის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა, დე­კა­ნოზ­მა ილია კარ­კა­ძემ ან­ტი­სე­მი­ტუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე თე­ო­რია „გად­მო­ან­თხია”. ამას­თან ელ­ჩის თქმით, ან­ტი­სე­მი­ტუ­რად აღიქ­მე­ბა ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე იო­ა­ნე გამ­რე­კე­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქა­და­გე­ბაც.

რან გი­დო­რის გან­ცხა­დე­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მას მი­ი­ღებს, რათა ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის აღ­მო­ცე­ნე­ბა შე­ა­ჩე­როს.

"ზუს­ტად ერთი კვი­რის წინ გა­მოვ­ხა­ტე ჩემი სურ­ვი­ლი და იმე­დი, რომ ახალ წელს შევ­ხვდე­ბო­დით კი­დევ უფრო მტკი­ცე რწმე­ნით, რომ ქარ­თვე­ლებ­სა და ებ­რა­ე­ლებს შო­რის მე­გობ­რო­ბა ისე­თი­ვე მტკი­ცეა, რო­გორც ყო­ველ­თვის და რომ ან­ტი­სე­მი­ტიზმს, რა­სიზმსა და ფა­ნა­ტიზმს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ად­გი­ლი არა აქვს.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ასე არ მოხ­და. ორ­შა­ბათს, 4 იან­ვარს, ქუ­თა­ი­სის სულ­ხან-სა­ბას და­სახ­ლე­ბის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა, დე­კა­ნოზ­მა ილია კარ­კა­ძემ გად­მო­ან­თხია ან­ტი­სე­მი­ტუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე თე­ო­რია, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც ევ­რო­პა­ში, 1930 წლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ან ბრალ­დე­ბებ­სა და ან­ტი­ებ­რა­უ­ლი სი­ძულ­ვი­ლის პრო­პა­გან­დას მოგ­ვა­გო­ნებს.

რო­დე­საც კარ­კა­ძემ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, ორი კვი­რაც კი არ იყო გა­სუ­ლი ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტის და წმინ­და სი­ნო­დის წევ­რის, მე­უ­ფე იო­ა­ნე გამ­რე­კე­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ძალ­ზედ სა­და­ვო და პრობ­ლე­მუ­რი ქა­და­გე­ბი­დან, რომ­ლის ნა­წი­ლიც შე­საძ­ლოა აღ­ქმუ­ლი იქ­ნეს, რო­გორც ან­ტი­სე­მი­ტუ­რი.

მე ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქვე­ყა­ნა­ში უკვე საკ­მა­რი­სად დიდი ხანი ვიმ­ყო­ფე­ბი იმის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, რომ ქარ­თვე­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი არ იზი­ა­რებს ასეთ შემ­ზა­რავ შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ქარ­თვე­ლებს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად აქვთ მო­პო­ვე­ბუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში. სწო­რედ ამი­ტომ ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ებ­რა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა 2 ათას­წლე­ულ­ზე დიდ­ხანს და, სწო­რედ ამი­ტომ, აქ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად შე­ე­ხო მას ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში.

30 წლის წინ, მას შემ­დეგ რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღ­დგა, ის­რა­ე­ლი - ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო - ის­წრა­ფის, რომ სა­თა­ნა­დოდ და­უბ­რუ­ნოს მას ეს სი­კე­თე და გა­მო­ხა­ტავს მად­ლი­ე­რე­ბას, მათ შო­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კა­ში, 1500-ზე მეტი ქარ­თვე­ლის გა­დამ­ზა­დე­ბით ისეთ სფე­რო­ებ­ში რო­გო­რიც არის მე­დი­ცი­ნა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­თა და კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვით.

2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ის­რა­ე­ლი­დან ტუ­რის­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, 200,000 სტუ­მა­რი ეწ­ვია. ეს არის ტუ­რის­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ჯგუ­ფი იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მას უშუ­ა­ლოდ არ ესა­ზღვრე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ აქ იმ იმე­დით, რომ მათ კვლავ კე­თი­ლი გან­წყო­ბით ელი­ან და რომ იყო ებ­რა­ე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა სა­ა­მა­ყო და არა სა­სირ­ცხვი­ლო.

მიმ­დი­ნა­რე თვე­ში, 27 იან­ვარს, აღი­ნიშ­ნე­ბა ჰო­ლო­კოს­ტის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე.

რო­გორც ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს ელჩი და შვი­ლი 91 წლის მა­მის, რო­მელ­მაც ჰო­ლო­კოს­ტი გა­მო­ი­ა­რა, მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ მკა­ფი­ოდ და ძლი­ე­რად გა­ის­მას მისი ხმა და დაგ­მოს სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გა­მოს­ვლე­ბი. ამას­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მიტ­რო­პო­ლიტ­მა იო­ა­ნე გამ­რე­კელ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ის მკაც­რად გმობს ილია კარ­კა­ძის მიერ წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვას და, ასე­ვე, გან­მარ­ტა მის მი­ერ­ვე მა­ნამ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მისი უწ­მინ­დე­სო­ბა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ღიად სა­უბ­რობ­და თა­ვის გულ­წრფელ მე­გობ­რო­ბა­ზე ებ­რა­ელ ხალ­ხთან, თა­ვა­დაც კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რებს ტო­ლე­რან­ტო­ბის­კენ მო­წო­დე­ბის ეგ­ზომ სა­ჭი­რო გზავ­ნილს და დაგ­მობს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ან­ტი­სე­მი­ტიზმს, რა­სიზმსა და ფა­ნა­ტიზმს.

რო­გორც ის­ტო­რი­ამ არა­ერ­თხელ გვაჩ­ვე­ნა: "ერ­თა­დერ­თი რამ, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბო­რო­ტე­ბის ტრი­უმ­ფის­თვის, არის ის, რომ კარ­გმა ადა­მი­ა­ნებ­მა არა­ფე­რი აკე­თონ“.

მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ი­ღებს ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მას, რათა შე­ა­ჩე­როს ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის აღ­მო­ცე­ნე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში”,- აცხა­დებს რან გი­დო­რი.

ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატო
8

ასეთი რა თქვა სამღვდელოებამ, ესეც გაგვაგებინეთ

ნიკოლოზი
669

რა დიპლომატიური სიტყვაა "გადმოანთხია", მაგარი ხეპრე ელჩი ყოფილა, საქართველოს ელჩმა ეგრე რომ მოიხსენიოს ისტაელში ვინმე რაბინი რას უზამენ? შენიშვნა უნდა მიეცეს ეგეთი ბოღმიანი ლექსიკუსთვის და ბოდიში მოოხადოს, ეგ აქ ელჩია და კეთილი ინებოს იმ ლექსიკით იმეტყველოს რასაც პროტოკოლი ითვალისწინებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება

"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება

საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია „გადმოანთხია”. ამასთან ელჩის თქმით, ანტისემიტურად აღიქმება ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ქადაგებაც.

რან გიდორის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა ანტისემიტიზმის აღმოცენება შეაჩეროს.

"ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.

როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური.

მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებულად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და, სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.

30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით.

2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.

მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.

როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.

როგორც ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა: "ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ“.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში”,- აცხადებს რან გიდორი.

ელჩის განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

"ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე" - პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

კორონავირუსის ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს - "პრეპარატი დეფიციტშია, რამაც შეიძლება პრობლემის წინაშე დაგვაყენოს"

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?