ავტორი:

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების მრჩეველი, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების მრჩეველი, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ირაკლი ტაბლიაშვილი ავრცელებს.

"გული მაქვს მოკლული! გული მომიკვდა!

დღეს, ცოტა ხნის წინ, გარდაიცვალა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, პრეზიდენტების - ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი; ლიტერატორი, პუბლიცისტი; ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი (გოგი) გაჩეჩილაძე.

საუკუნო ხსენება მას"- წერს ტაბლიაშვილი.

გიორგი გაჩეჩილაძე 86 წლის იყო. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტიში; 1989–1991წწ. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ერთაშორის ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე ოყო;

1991–1992წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ერთა შორის ურთიერთობის საკითხებში; 1995 წელს ეროვნული თანხმობის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილე.

ქართველ საზოგადოებას გიორგი გაჩეჩილაძემ გააცნო ამერიკის ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ლიტერატურული მემკვიდრეობა, აგრეთვე ა. წერეთლისა და გრ. რობაქიძის გამოუქვეყნებელი წერილები. იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

"პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება" - რა ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქო

კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები "ბასლეინებში" მოძრაობისას არ დაჯარიმდებიან - რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია?

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა