პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ" - რატიანი
"ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ" - რატიანი

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ბოლო ათი თვეა არ ვი­ცით, რა არის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ვა­თე­ნებთ და ვა­ღა­მებთ პა­ცი­ენ­ტის სა­წოლ­თან, რომ გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვოთ და სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ვე­რა­ვის­გან პრე­ტენ­ზი­ას ვერ მი­ვი­ღებთ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას კრი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პან­დე­მი­ის მარ­თვის პრო­ცეს­ში გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბით ხდე­ბა.

რო­გორც რა­ტი­ა­ნი აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო სხვა ქვეყ­ნებს არ ჩა­მორ­ჩე­ბა და სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რათა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ნაკ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

"ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ლე­ტა­ლო­ბის ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა გვქო­ნო­და. არა­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ეს ჩემი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც სუ­ლით და გუ­ლით მიყ­ვარს. არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბი არ გა­უ­კე­თე­ბია ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ექი­მებ­თან ერ­თად, რომ ლე­ტა­ლო­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა გვქო­ნო­და. ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ვე­რა­ვის იმა­ში, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ვი­ღა­ცას ჩა­მორ­ჩე­ბო­და. პი­რი­ქით ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, ყვე­ლამ ერ­თად, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გაგ­ვე­წია იმა­ზე მეტი სერ­ვი­სი, რისი სა­შუ­ა­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გვქონ­და. ექი­მებ­მა თავი გა­წი­რეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ყვე­ლას ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ბოლო ათი თვეა არ ვი­ცით, რა არის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ვა­თე­ნებთ და ვა­ღა­მებთ პა­ცი­ენ­ტის სა­წოლ­თან, რომ გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვოთ და სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ვე­რა­ვის­გან პრე­ტენ­ზი­ას ვერ მი­ვი­ღებთ. მე პი­რა­დად ამ პრე­ტენ­ზი­ას ვერ მი­ვი­ღებ იმი­ტომ, რომ ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ გა­მაჩ­ნია. არა­ვის არ უნ­დო­და პან­დე­მი­ა­ში ცხოვ­რე­ბა. ვერც მე და ვერც ვე­რა­ვის წარ­მოგ­ვედ­გი­ნა.

ბუმ­ბე­რა­ზი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა იტა­ლია, გერ­მა­ნია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ა.შ. სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო და­ფი­ნან­სე­ბა იმა­ზე, მეტი აქვთ, ვიდ­რე სჭირ­დე­ბო­დათ, ჩვენ კი მწი­რი ბი­უ­ჯე­ტი გვაქვს, მაგ­რამ შე­დე­გე­ბი, მგო­ნი, ერ­თნა­ი­რი დავ­დეთ, ვერ გე­ტყვით ვის ხარ­ჯზე იყო, მაგ­რამ ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა - და­წყე­ბუ­ლი სა­ნიტ­რი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბამ­დე, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რად გვე­მუ­შა­ვა და ამის­თვის ერ­თმა­ნეთს გვერ­დში ვე­დე­ქით.

ჩვენ არც დღე ვი­ცით, არც ღამე. მარ­ტი­ვია ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც საქ­მე­ში არ ხარ ჩარ­თუ­ლი. ექი­მი მა­შინ ხარ, რო­დე­საც გა­მოც­დი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კა გაქვს. მიკ­ვირს კი­დეც ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე, რო­დე­საც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი არა­თუ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად არ უნა­ხავთ, არა­მედ ვერ­ტი­კა­ლუ­რა­დაც არ გა­უ­სინ­ჯავთ. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ, სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა გვქო­ნო­და. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ყვე­ლა გა­ვერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით.

ძა­ლი­ან რთუ­ლია ებ­რძო­ლო მტერს, რო­მე­ლიც არ იცი, რო­მე­ლი ვექ­ტო­რი­დან შე­მო­გი­ტევს. ადა­მი­ა­ნებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მედ­პერ­სო­ნალ­მა, სი­ცო­ცხლე გა­წი­რეს, რომ სხვი­სი სი­ცო­ცხლე­ე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნა. არა­ვინ დახ­ვედ­რია მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის აშშ. იმი­ტომ, რომ უც­ნო­ბი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ომია უც­ნობ გა­რე­მო­ში.

რაც გა­დაგ­ვარ­ჩენს - თა­ნად­გო­მაა. ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ვი­ღა­ცას ვე­ქიშ­პე­ბი იმი­ტომ, რომ ამ ქიშპ­ში ორი­ვე ვა­გებთ. ჯო­ბია, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მით მო­ვი­გოთ ეს ომი“,- გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ლე­ვან რა­ტი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მე­ო­რე ეტა­პი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის უფრო მძი­მეა, ვიდ­რე პირ­ვე­ლი იყო.

"ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ თა­ვი­დან აირ­ჩია მიდ­გო­მა, რა­საც იზო­ლა­ცია ერ­ქვა. ამ მიდ­გო­მამ გა­ა­მარ­თლა, რად­გან ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტა და ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა მხო­ლოდ იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა. ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იმ დროს კლი­ნი­კა­ში ხვდე­ბო­და, რად­გან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მა­ტი­კით არ იყ­ვნენ გა­მოვ­ლე­ნი­ლი. სექ­ტემ­ბე­რი, ოქ­ტომ­ბე­რი, ნო­ემ­ბე­რი, დე­კემ­ბრის თვე­ში კი ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვქონ­და. ჩემი კლი­ნი­კის მა­გა­ლით­ზე მინ­და გი­თხრათ, რომ მხო­ლოდ ისი­ნი ხვდე­ბოდ­ნენ, ვი­საც სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და.

მე­ო­რე ეტა­პი მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის, რა თქმა უნდა, უფრო მძი­მე იყო, ვიდ­რე პირ­ვე­ლი ეტა­პი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ და სა­ხელ­მწი­ფომ ეს შეძ­ლო - ამ ეტა­პამ­დე თავი გა­ვარ­თვით და იმე­დია, მო­მა­ვალ­შიც ასე გა­ვარ­თმევთ თავს და გა­დავ­რჩე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
13

კახეთში 8 კილომეტრზე უნდა იარო ფეხით ვენახის გასასხლავად. სახლში წყალი არ გქონდეს, ეზოში რეცხავდე ჭურჭელს და თვეში ერთხელ ტაშტში ბანაობდე და მერე გაიგებ რა არის პირადი ცხოვრება.

ნათია
8

ბატონო ლევან, ვიცი, რომ გწყინთ, მაგრამ ხომ იცით, რომ ქვეყანაზე უმადურები და შურიანები არ დაილევიან. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. თქვენი შრომის დაფასება უამრავი მადლიერი ადამიანის დალოცვა იქნება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

ავტორი:

"ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ" - რატიანი

"ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ" - რატიანი

ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას კრიტიკასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის მართვის პროცესში გადაწვეტილებების მიღება დაგვიანებით ხდება.

როგორც რატიანი აცხადებს, საქართველო სხვა ქვეყნებს არ ჩამორჩება და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ინფიცირებულთა ლეტალობის შემთხვევები ნაკლები ყოფილიყო.

"ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ლეტალობის ნაკლები შემთხვევა გვქონოდა. არავის პოლიტიკური შეხედულება არ მაინტერესებს. ეს ჩემი ქვეყანაა, რომელიც სულით და გულით მიყვარს. არავისზე ნაკლები არ გაუკეთებია ჩვენს სახელმწიფოს, ექიმებთან ერთად, რომ ლეტალობის რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა გვქონოდა. ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ვიღაცას ჩამორჩებოდა. პირიქით ჩვენმა სახელმწიფომ, ყველამ ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გაგვეწია იმაზე მეტი სერვისი, რისი საშუალება და შესაძლებლობაც გვქონდა. ექიმებმა თავი გაწირეს ამასთან დაკავშირებით.

ყველას ჩემი პატივისცემა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება და ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ. მე პირადად ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია. არავის არ უნდოდა პანდემიაში ცხოვრება. ვერც მე და ვერც ვერავის წარმოგვედგინა.

ბუმბერაზი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. სადაც სამედიცინო დაფინანსება იმაზე, მეტი აქვთ, ვიდრე სჭირდებოდათ, ჩვენ კი მწირი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ შედეგები, მგონი, ერთნაირი დავდეთ, ვერ გეტყვით ვის ხარჯზე იყო, მაგრამ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალმა - დაწყებული სანიტრიდან დამთავრებული კლინიკის ხელმძღვანელებამდე, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად გვემუშავა და ამისთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით.

ჩვენ არც დღე ვიცით, არც ღამე. მარტივია ლაპარაკი, როდესაც საქმეში არ ხარ ჩართული. ექიმი მაშინ ხარ, როდესაც გამოცდილება და პრაქტიკა გაქვს. მიკვირს კიდეც ადამიანების, როდესაც საუბრობენ ახალ კორონავირუსზე, როდესაც კოვიდინფიცირებული პაციენტები არათუ ჰორიზონტალურად არ უნახავთ, არამედ ვერტიკალურადაც არ გაუსინჯავთ. ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, სახელმწიფოსთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ლეტალური შემთხვევა გვქონოდა. ვისურვებდი, რომ ყველა გავერთიანებულიყავით.

ძალიან რთულია ებრძოლო მტერს, რომელიც არ იცი, რომელი ვექტორიდან შემოგიტევს. ადამიანებმა, განსაკუთრებით მედპერსონალმა, სიცოცხლე გაწირეს, რომ სხვისი სიცოცხლეები გადაერჩინა. არავინ დახვედრია მომზადებული, მათ შორის აშშ. იმიტომ, რომ უცნობი ბიოლოგიური ომია უცნობ გარემოში.

რაც გადაგვარჩენს - თანადგომაა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც ვიღაცას ვექიშპები იმიტომ, რომ ამ ქიშპში ორივე ვაგებთ. ჯობია, ერთმანეთის გვერდით დგომით მოვიგოთ ეს ომი“,- განაცხადა რატიანმა.

გარდა ამისა, როგორც ლევან რატიანი აღნიშნავს, კორონავირუსის გავრცელების მეორე ეტაპი სამედიცინო პერსონალისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე პირველი იყო.

"ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აირჩია მიდგომა, რასაც იზოლაცია ერქვა. ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან ინფექციის გავრცელები ჯაჭვის გაწყვეტა და ინფიცირების შემცირება მხოლოდ იზოლაციის პირობების შემთხვევაში მოხდება. ყველა ინფიცირებული იმ დროს კლინიკაში ხვდებოდა, რადგან ინფიცირებულები იყვნენ, მაგრამ მძიმე დაავადების კლინიკური სიმპტომატიკით არ იყვნენ გამოვლენილი. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის თვეში კი ამის ფუფუნება არ გვქონდა. ჩემი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ, ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა.

მეორე ეტაპი მედპერსონალისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მძიმე იყო, ვიდრე პირველი ეტაპი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ და სახელმწიფომ ეს შეძლო - ამ ეტაპამდე თავი გავართვით და იმედია, მომავალშიც ასე გავართმევთ თავს და გადავრჩებით“,- განაცხადა რატიანმა.

"დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა... ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან" - ცერცვაძე

"ცრუ... შენ ყოფილხარ არაკაცი" - მარტვილში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და მამა ათინოგენი ერთმანეთს სიტყვიერად  დაუპირისპირდნენ

"თუ ასეთი პასიურობა გაგრძელდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს" - თენგიზ ცერცვაძე