32 წლის ნათია კალმახელიძეს, რომელსაც სიმსივნის (ჰოჯკინის ლიმფომა) IVბ სტადია დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
გვესაუბრება ნათიას მეგობარი თეონა პავლიაშვილი:
"ორი თვის წინ, სრულიად შემთხვევით, ნათიას ლავიწის ძვალთან კვანძი ამოებერა. ვერ მიხვდა, რა იყო, მერე შეაწუხა კიდეც, ექიმთან ვიზიტის შემდეგ საჭირო გახდა ბიოფსიის გაკეთება, რის შედეგადაც ლიმფომა დადგინდა.
ექიმების გადაწყვეტილებით, კვანძი უნდა ამოეჭრათ და დათესილიყო... ყველა კვლევით, ლაბორატორიული ანალიზით, კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურდა, რომ ეს არის ჰოჯკინის ლიმფომა - IVბ სტადია.
ამოკვეთის შემდეგ კლინიკური სიმპტომები დაეწყო, ეს გამოიხატება ტემპერატურით, ტკივილებით ზურგის არეში, რაც საშიშია და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს, რომელიც უკვე უნდა დაიწყოს, დაყოვნება არ შეიძლება. გავაგზავნეთ ანალიზები თურქეთში და გვითხრეს, - დღესვე უნდა ჩამოვიდესო, არადა, ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
იქ ქიმია უნდა ჩატარდეს - 12 გადასხმა სჭირდება - სერიოზული მკურნალობის კურსი და ის, როგორც ვამბობ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, თან, ხანგრძლივი პროცესია. ყველაფერს ვცდილობთ, ჩვენი მეგობრის ჯანმრთელობისთვის, რათა ნათიამ შეძლოს ამ კურსის ჩატარება. კეთილი ადამიანების დახმარების დიდი იმედიც გვაქვს!"
ნათიას მეგობრები მის დასახმარებლად ინტენეტსივრცეშიც აქტიურობენ.
"მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს თქვენთან!!!!
ჩვენს უახლოეს მეგობარს, 32 წლის ნათია კალმახელიძეს ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა საზღვარგარეთ (თურქეთში). არცერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება.
უახლოესმა მეგობრებმა, რაც შევძელით პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად, ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა. გთხოვთ ყველას, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ უკარგეს, უკეთილეს, ულამაზეს და უმხიარულეს გოგოს, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება (ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია)“, - წერენ ისინი და აქვეყნებენ გზებს თუ როგორ შეძლებთ ნათიას დახმარებას. გადადით ლინკზე
აქვე გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს, რომელზეც შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა:
#თიბისიბანკი:
#GE17TB7946245061100021
მიმღები: ნათია კალმახელიძე
#საქართველოსბანკი:
#GE53BG0000000161739208მიმღები: თეონა პავლიაშვილი
JSC TBC BankSwift:
TBCBGE22
Natia Kalmakhelidze
#GE82TB7946236615100010