რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყონ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დილის საათებში, ხანძარი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე 150 მეტრშია... "მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მორიგეობდა, ხანძარი მაინც გავრცელდა... " - წერს აფხაზური მედია.
გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწის, ბატალ ბერძენიას ცნობით, ჯერჯერობით ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა, თუ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსაც მოედო, ისინი მზად არიან, მოსახლეობა სამშვიდობოს გამოიყვანონ.
"ტყის ხანძრები დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არის, ჟოეკვარის დასახლებასთან, რუსი მოხალისეების ქუჩამდეც მოაღწია, მაგრამ ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, სამწუხაროდ, იწვის უნიკალური ტყე, კვიპაროსები და ტროპიკული ხეები, რომლის აღდგენაც ადვილი არ იქნება..."- აცხადებს ბერძენია, რომლის თქმითაც, მეხანძრეებს ადგილობრივებიც ეხმარებიან.
შემთხვევით გაჩენილი ხანძრებისა და ადამიანების დაუდევრობის არ სჯერა მოსახლეობას. მათი მოსაზრებით, ეს არის დივერსია, რომელსაც სხვადასხვა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, ერთ-ერთის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია სომეხი ინვესტორების ბიზნესინტერესები იკვეთება.
"პირველად არ გვესმის, რომ იქ სხვადასხვა დანიშნულების ცენტრების გაკეთება უნდათ და იციან, რომ მოსახლეობა არ მისცემს უფლებას. ეს ხომ აპრობირებული მეთოდია, გადაბუგეს უნიკალური ტყე, ათასობით საუკუნოვანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები... ყველა სხვა შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია გვეხმარებოდა, ახლა ჩუმად არიან, არადა, ასეთი მასშტაბური ხანძარი აფხაზეთში არც ყოფილა... უღრან ტყეში ვის რა საქმე ჰქონდა? მანდ არც სანადირო ადგილებია, ანუ ვიღაცები განზრახ ავიდნენ და თუ რისთვის, გამოძიებამ უნდა დაასკვნას, რომელიც არ გვყავს. ფორმალურად კი გვყავს, მაგრამ ვერ და არ გამოიძიებს... მით უფრო, რომ ყველას გვესმოდა, რომ თითქმის მთელი აფხაზეთი აუთვისებელია, არადა, უამრავი პროექტის გაკეთება შეიძლება. ალბათ მალე "პროექტებსაც" უნდა ველოდოთ", - წერს ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებელი" "ირაკლი სუხუმსკი".
"თითქოს ვიღაცამ ჩამოიარა და სპეციალურად გააჩინა ხანძრები... ყველგან ერთი და იგივე სურათია. გალში კარგი თურმე დაუდევრობით გაჩენილა ხანძარი, ახალ ათონში რა მოხდა, გაგრაში, გუდაუთაში, ოჩამჩირე და ტყვარჩელიც ცეცხლის ალყაშია. ყველგან ერთდროულად რამ გააჩინა?! უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, დივერსიაა... "- წერს დონდა ბარციცი.
"ახალ ათონში ვიდრე წვიმა არ წამოვიდა, გადაიწვა ყველაფერი... ყველა ერთად ვლოცულობდით, ეწვიმა და თითქოს ბუნებამ შეისმინა ჩვენი თხოვნა და ხანძარი ჩააქრო, მაგრამ შემდეგ, სწორედ მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი იყო, ისევ გაჩნდა... სულ გადათეთრებულია აქაურობა ნაცრისგან", - წერს არტურ აპაკელიანი.
"რატომ მიგვყავს საქმე ევაკუაციამდე, პატივცემულო ხელისუფლებავ, სთხოვეთ დახმარება რუსეთს, ჩააქრონ ხანძრები ვერტმრფენით, თორემ არაფერი დარჩება ამ ბუნებრივი სილამაზისგან... ძველი და ახალი გაგრა, ეშერა და მისი მიმდებარე ტერიტორიები იწვის, აღარ ვიცი, რა გველოდება, რა იქნება ხვალ... ევაკუაციის შემდეგ, სად წაგვიყვანენ, თქვენი აზრით?.. რამდენიმე დღის შემდეგ ქუჩაში აღმოვჩნდებით. ანქვაბს და ხელისუფლებას ჩვენთვის არ სცხელათ... ისედაც არ გვყავდა პატრონი და ახლა ხომ საერთოდ - ცეცხლის ალყაში ვართ და მოსყიდული "სპუტნიკი" კი წერს, რომ თითქოს ცეცხლი ჩამქრალია", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი სვეტლანა ორლოვა.
აღსანიშნავია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ვერტმფრენითაც სთავაზობს.
აი რუსეᲗი ხომ უნდაᲗ რატო არ ეხმარება?
იმიტომ რომ რუსეᲗს ტერიტორია სᲭირდება და მოსახლეობის განდევნა....ხო მიიᲦეს აფხაზებმა ახლა იხტუნაონ რუსეᲗი და ასე და ისეო
მარტივი მისახვედრია რუსებმა ამ ბოლო ხანებში სომხეთ - აზერბაიჯანის კონფლიქტში სომხების გვერდზე არ დადმოგით და ასე ვთქვად დაკიდების გამოსწორებას ამ გზით შეეცდებიან აფხაზეთის და საზღვარ გარეთ მცხოვრები ბიზნესმენი სომხების ინვესტიციებს ჩაადებინებენ აფხაზეთის მიწაზე ააშენებინებენ მრავალ სართულიან შენობებს დაწესებულებებს და ამ ტერიოტირაზე ყარაბახიდან გაქცუელ სომხების უმრავლესობას ჩაასახლებენ ახლა ისმის კითხვა მისცემენ უფლებას აფხაზეთში მცხოვრები ადგილობირვი აფსუები რათმქაუნდა არ ნებით ან ძალით რომელიც პირადად პუტინის დავალებით გაკეთდება.ერთი სიტყვით სომხები ორ კურდღელს დაიჭერენ ამ ქმედებით ერთი ის რომ ყარაბახის სომხობას დააბინავებენ სამოთხეში მეორე კი უფრო მეტად გამრავლდებიან პლუს ისედაც ნახევარი აფხაზეთის მეპატრონეები არიან ახლა მთლად მეტ ფართს შენობა ნაგეობებს თუ კომერციული ფართის მფლობელი გახდებიან.ეს გადაწყვეტილია დიდი ხანია სომხეთში ძალიან პოპულარულია ასეთი გვერდირადიო თავისფულება სომხურ ენაზე შეგიძლიათ მოძებნოთ ფეისბუქზე სხვათაშორის მილიონზე მეტი მომწონებელი ჰყავს იმ გვერდს და იქ ჯერ კიდევ კონფლიქტი ბოლომდე დასრულებული არ იყო რომ გაჟღერდა სტატია ლავროვის და პუტინის ერთობლივი გეგმა აფხაზეთში რამდენიმე შენობა ნაგებობის აშენების და იქ ჩასახლების ყარაბახის სომხებისა აგერ საძირკველის დაწყების პროცესებს ყველა ვადევნებთ თვალს კაპიტალურ დაწყებას სავარაუდოთ რამდენიმე თვეში დაიწყებენ კიდეც!არაუშავს ჩვენ სამაგიეროდ ლიბერალი ჭკვიანი გონიერი ერი ვართ ფერებით და ტკბილი სიტყვით შევეცადოთ ძმობას ჩვენ გარშემო მყოფ მეზობლებთან და ყველაფერი გამოგვივა ასეა ეს.მართალია სომხების რაოდენობა შეიძლება საქართველოში ცოტა ხანში იმდენი გახდეს რომ ქართველების რაოდენობას გაუტოლდეს ან თუნდაც გაადასწროს მაგრამ არაუშავს ჩვენ ლიბერალი ერი გონიერი ერი ვართ და ისევ და ისევ ტკბილი სიტყვით გადავირჩენთ თავს.