საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტიანი აღმოჩნდა
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტიანი აღმოჩნდა

Pfizer/BioNTech-ის ვაქ­ცი­ნა კო­ვიდ 19-ის ახა­ლი, ე.წ. ბრი­ტა­ნულ და სამ­ხრეთ აფ­რი­კულ ვა­რი­ან­ტებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მუ­ტა­ცი­ის მი­მართ ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობს, - ამის შე­სა­ხებ ტექ­სა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ლი­ა­ლის მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დეგ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, ვაქ­ცი­ნა ვირუ­სის ე.წ. სპა­იკ ცი­ლის N501Y მუ­ტა­ცი­ის მი­მართ ეფექ­ტუ­რია. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლის აზ­რით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­ტა­ცი­აა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რომ ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი უფრო ად­ვი­ლად და სწრა­ფად ვრცელ­დე­ბი­ან. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან აღე­ბუ­ლი სის­ხლის ნი­მუ­შებ­ზე ჩა­ტარ­და, რომ­ლებ­საც აცრა გა­უ­კე­თეს.

კომ­პა­ნია Pfizer-ის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რის, ფილ დორ­მი­ცე­რის გან­ცხა­დე­ბით, იმე­დის­მომ­ცე­მია ის ფაქ­ტი, რომ ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­ტა­ცი­ის, ასე­ვე სხვა 15 მუ­ტა­ცი­ის მი­მართ, რო­მელ­ზე­დაც ვაქ­ცი­ნის მოქ­მე­დე­ბა მა­ნამ­დე გა­მოს­ცა­დეს.

მეც­ნი­ე­რის თქმით, კვლე­ვე­ბი სხვა მუ­ტა­ცი­ებ­ზეც გაგ­რძელ­დე­ბა.

მისი თქმით, შეშ­ფო­თე­ბას სამ­ხრეთ აფ­რი­კის ვა­რი­ან­ტში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კი­დევ ერთი, E484K მუ­ტა­ცია, იწ­ვევს. Reuters-ი წერს, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი მსგავ­სი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას ე.წ. ბრი­ტა­ნულ და სამ­ხრეთ აფ­რი­კულ ვა­რი­ან­ტებ­ში აღ­მო­ჩე­ნილ სხვა მუ­ტა­ცი­ებ­ზეც გეგ­მა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტიანი აღმოჩნდა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტიანი აღმოჩნდა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტიანად მუშაობს, - ამის შესახებ ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ვაქცინა ვირუსის ე.წ. სპაიკ ცილის N501Y მუტაციის მიმართ ეფექტურია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, სწორედ აღნიშნული მუტაციაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდებიან. ლაბორატორიული კვლევა იმ ადამიანებიდან აღებული სისხლის ნიმუშებზე ჩატარდა, რომლებსაც აცრა გაუკეთეს.

კომპანია Pfizer-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, ფილ დორმიცერის განცხადებით, იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა როგორც აღნიშნული მუტაციის, ასევე სხვა 15 მუტაციის მიმართ, რომელზედაც ვაქცინის მოქმედება მანამდე გამოსცადეს.

მეცნიერის თქმით, კვლევები სხვა მუტაციებზეც გაგრძელდება.

მისი თქმით, შეშფოთებას სამხრეთ აფრიკის ვარიანტში აღმოჩენილი კიდევ ერთი, E484K მუტაცია, იწვევს. Reuters-ი წერს, რომ მეცნიერები მსგავსი კვლევის ჩატარებას ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილ სხვა მუტაციებზეც გეგმავენ.

ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსის ტესტის პასუხი საეჭვოდ დადებითია - რას აცხადებს პატრიარქის ექიმი

"მგლოვიარე, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი ცოლად" - ერთი დიდი სიყვარულის ისტორია

თბილისში 12 წლის მოზარდი 13-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა