მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავჭალაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს წარუდგინეს - ბრალდებულს ეძებენ
ავჭალაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს წარუდგინეს - ბრალდებულს ეძებენ

ავ­ჭა­ლა­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნეს - ვა­სილ ჯან­ჯღა­ვას წა­რუდ­გი­ნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კირ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც წუ­ლე­ის­კი­რი გან­მარ­ტავს, ჯან­ჯღა­ვას ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა და მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ დრომ­დე ეძე­ბენ. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, ჯან­ჯღა­ვას ბრა­ლი გა­სულ თვეს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის, 236-ე და 108-ე მუხ­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თვის საქ­მის ირ­გვლივ ყვე­ლა დე­ტა­ლი, ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში­ვე იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, წუ­ლე­ის­კი­რის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ერ­თა­დერ­თი, რაც ამ საქ­მე­ში არა­ვინ იცის, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვია.

ცნო­ბის­თვის, ავ­ჭა­ლა­ში, ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის წინ იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით - 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლით, ასე­ვე 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე წარ­სულ­ში ერთ-ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ სა­ქე­ში ფი­გუ­რი­რებ­და. მას 2004-2008 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის კახა გი­უ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვას ედა­ვე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც საქ­მის ფი­გუ­რანტ და­ვით მინ­და­ძეს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვით მინ­და­ძემ და ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს სტრას­ბურ­გში უჩივ­ლეს. ისი­ნი არა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­სა და წა­მე­ბას ასა­ჩივ­რებ­დნენ. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მათი სა­ჩი­ვა­რი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე 2013 წელს, ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ავჭალაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს წარუდგინეს - ბრალდებულს ეძებენ

ავჭალაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს წარუდგინეს - ბრალდებულს ეძებენ

ავჭალაში, ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს - ვასილ ჯანჯღავას წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოკლულის ოჯახის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა განუცხადა.

როგორც წულეისკირი განმარტავს, ჯანჯღავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. ადვოკატის თქმითვე, ჯანჯღავას ბრალი გასულ თვეს, სისხლის სამართლის კოდექსის, 236-ე და 108-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის ირგვლივ ყველა დეტალი, ასევე ბრალდებულის ვინაობა მკვლელობიდან რამდენიმე დღეშივე იყო ცნობილი, თუმცა, წულეისკირის განმარტებითვე, ერთადერთი, რაც ამ საქმეში არავინ იცის, მკვლელობის მოტივია.

ცნობისთვის, ავჭალაში, ვალერიან ნემსიწვერიძე ავტომანქანაში ჩაცხრილული დაახლოებით, ორი თვის წინ იპოვეს. გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთ-ერთ გახმაურებულ საქეში ფიგურირებდა. მას 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს. ისინი არადამიანურ მოპყრობასა და წამებას ასაჩივრებდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საჩივარი დააკმაყოფილა. ვალერიან ნემსიწვერიძე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

"უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო.." - ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მამა ტრაგიკული შემთხვევის ღამეს იხსენებს

"არც მეგონა, რომ დანა მას მოხვდაო..." - ადვოკატი ყვება, რა თქვა დღეს სასამართლოზე 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა

"დავაკავეთ პირი, რომელმაც ნაცნობი ქალის ჯგუფური დაყაჩაღება დაგეგმა" - შსს