სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოვიდის საწინააღმდეგო კიდევ ორი პრეპარატი, რომელსაც "სიცოცხლის გადამრჩენელი" უწოდეს - ბრიტანელი ექიმების ახალი მიგნება
კოვიდის საწინააღმდეგო კიდევ ორი პრეპარატი, რომელსაც "სიცოცხლის გადამრჩენელი" უწოდეს - ბრიტანელი ექიმების ახალი მიგნება

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, უკვე 1,8 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სის­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ვირუს­თან ბრძო­ლა, მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი­ა­ნი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის შექ­მნა ჯერ კი­დევ მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. ბრი­ტა­ნელ ექი­მებს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე აქვთ, რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნულ ჯან­დაც­ვის სერ­ვის­ში აცხა­დე­ბენ, მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, კიდე ორი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც Covid-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ ეფექ­ტი­ა­ნია და მათ "სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნელს" უწო­დე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ BBC წერს.

გა­მო­ცე­მა მე­დი­კოს­თა კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ პრე­პა­რა­ტებს შე­უძ­ლი­ათ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მე­ო­თხე­დით შე­ამ­ცი­რონ. მათი გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბულ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბაც მძი­მე­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი და რომ­ლებ­საც ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

სა­უ­ბა­რია მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე - ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­სა და სა­რი­ლუ­მაბ­ზე, რომ­ლებ­საც პა­ცი­ენ­ტებს წვე­თო­ვა­ნი გზით აწ­ვდი­ან.

კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სერ­ვი­სის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში. ექ­სპერტთა გან­ცხა­დე­ბით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი დიდი ბრი­ტა­ნე­თის მას­შტა­ბით უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ასო­ბით სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს მწარ­მო­ე­ბელ­თან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის საკ­მა­რი­სი დო­ზით წარ­მო­ე­ბის­თვის, რათა წა­მა­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს ბრი­ტა­ნე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.

გარ­და იმი­სა, რომ ამ ორ პრე­პა­რატს მე­დი­კო­სე­ბი სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნელს უწო­დე­ბენ, ამას­თა­ნა­ვე, ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ხელს უწყო­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბის სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას.

მე­დი­კოს­თა შე­ფა­სე­ბით, ორი­ვე პრე­პა­რა­ტი მუ­შა­ობს თა­ნა­ბა­რი წარ­მა­ტე­ბით და უფრო სარ­გებ­ლი­ა­ნია, ვიდ­რე იაფი პრე­პა­რა­ტი დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მელ­საც ასე­ვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლე­ბი არ არის იაფი და თითო პა­ცი­ენ­ტის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად სა­ჭი­რო დო­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 750-დან 1 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გამ­დე მერ­ყე­ობს (და­ახ­ლო­ე­ბით, 3400 ლა­რი­დან 4500 ლა­რამ­დე).

"ის ფაქ­ტი, რომ კი­დევ არის პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბულ­თა შო­რის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას შე­ამ­ცი­რებს, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის პრო­ცეს­ში“, - ამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი სი­ვენ პო­უ­სი.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი და სა­რი­ლუ­მა­ბი ამ­ცი­რე­ბენ კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­ულ ან­თე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, აღარ ზი­ან­დე­ბა ფილ­ტვე­ბი და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი. ექი­მე­ბი უწე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას ამ პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბას ნე­ბის­მი­ერ კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტში, რო­მელ­საც მი­უ­ხე­და­ვად დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის მი­ღე­ბი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­უ­ა­რეს­და და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია სჭირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე პრე­პა­რა­ტი ბრი­ტა­ნეთ­მა ექ­სპორტზე გა­სა­ტან შე­ზღუ­დუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­ი­ტა­ნა.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
26

ცერცვაძე დაწერს, რამდენი ხანია მაგას ვხმარობდიო)))

Georgia
9

აუჰ, რას ღუნავთ მაყუთს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კოვიდის საწინააღმდეგო კიდევ ორი პრეპარატი, რომელსაც "სიცოცხლის გადამრჩენელი" უწოდეს - ბრიტანელი ექიმების ახალი მიგნება

კოვიდის საწინააღმდეგო კიდევ ორი პრეპარატი, რომელსაც "სიცოცხლის გადამრჩენელი" უწოდეს - ბრიტანელი ექიმების ახალი მიგნება

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანის სისცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსთან ბრძოლა, მისი საწინააღმდეგო ეფექტიანი სამკურნალო საშუალების შექმნა ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. ბრიტანელ ექიმებს სასიამოვნო სიახლე აქვთ, როგორც ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვის სერვისში აცხადებენ, მათ აღმოაჩინეს, კიდე ორი პრეპარატი, რომელიც Covid-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანია და მათ "სიცოცხლის გადამრჩენელს" უწოდებენ. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

გამოცემა მედიკოსთა კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პრეპარატებს შეუძლიათ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა მეოთხედით შეამცირონ. მათი გამოყენება რეკომენდებულია კოვიდით ინფიცირებულ იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც მძიმედაა შეფასებული და რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

საუბარია მედიკამენტებზე - ტოცილიზუმაბსა და სარილუმაბზე, რომლებსაც პაციენტებს წვეთოვანი გზით აწვდიან.

კვლევა ჩაატარეს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. ექსპერტთა განცხადებით, მედიკამენტები დიდი ბრიტანეთის მასშტაბით უკვე ხელმისაწვდომია და მათი გამოყენება ასობით სიცოცხლის გადასარჩენადაა შესაძლებელი. ბრიტანეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს მწარმოებელთან მედიკამენტების საკმარისი დოზით წარმოებისთვის, რათა წამალი ხელმისაწვდომი იყოს ბრიტანელი პაციენტებისთვის.

გარდა იმისა, რომ ამ ორ პრეპარატს მედიკოსები სიცოცხლის გადამრჩენელს უწოდებენ, ამასთანავე, ამბობენ, რომ ისინი ხელს უწყობენ პაციენტების სწრაფად გამოჯანმრთელებას.

მედიკოსთა შეფასებით, ორივე პრეპარატი მუშაობს თანაბარი წარმატებით და უფრო სარგებლიანია, ვიდრე იაფი პრეპარატი დექსამეტაზონი, რომელსაც ასევე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წამლები არ არის იაფი და თითო პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად საჭირო დოზის ღირებულება 750-დან 1 000 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს (დაახლოებით, 3400 ლარიდან 4500 ლარამდე).

"ის ფაქტი, რომ კიდევ არის პრეპარატები, რომლებიც კოვიდით დაავადებულთა შორის სიკვდილიანობას შეამცირებს, მისასალმებელია და პოზიტიური მოვლენაა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“, - ამბობს ეროვნული ჯანდაცვის სერვისის წარმომადგენელი, პროფესორი სივენ პოუსი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ტოცილიზუმაბი და სარილუმაბი ამცირებენ კოვიდით გამოწვეულ ანთებას და შესაბამისად, აღარ ზიანდება ფილტვები და სხვა ორგანოები. ექიმები უწევენ რეკომენდაციას ამ პრეპარატების მიღებას ნებისმიერ კოვიდ პაციენტში, რომელსაც მიუხედავად დექსამეტაზონის მიღებისა, მდგომარეობა გაუუარესდა და ინტენსიური თერაპია სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ორივე პრეპარატი ბრიტანეთმა ექსპორტზე გასატან შეზღუდული პროდუქტების ჩამონათვალში შეიტანა.

წყარო: BBC.com

ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ - რატომ დაიბარა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პუტინმა კრემლში

ესპანეთში, სადაც წლებია არ მოუთოვია, გადაუღებლად თოვს - ფოტოები დათოვლილი ქუჩებიდან

აშშ-ის პოლიტიკურ ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია - "დემოკრატებმა" შესაძლოა, ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვონ