პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადავიტანოთ კოვიდური ზამთარი ისე, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდეთ? - ხუთი მარტივი რჩევა
როგორ გადავიტანოთ კოვიდური ზამთარი ისე, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდეთ? - ხუთი მარტივი რჩევა

რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნოთ კო­ვი­დუ­რი ზამ­თა­რი ისე, რომ დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩავ­ვარ­დეთ? - რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზამ­თრის მო­წყე­ნი­ლი და დეპ­რე­სი­უ­ლი დღე­ე­ბის, უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რე­ბი­სა და გან­წყო­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

გა­სუ­ლი 2020 წელი მძი­მე გა­მოდ­გა: კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გამო მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის - სტრე­სის, ფი­ნან­სუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბის, სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვი­სა და იზო­ლი­რე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გა. სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი უკვე უკან დარ­ჩა, წინ კი ზამ­თრის "ბნე­ლი და ცივი“ თვე­ე­ბია, რომ­ლებ­საც პან­დე­მი­ის გა­რე­შეც შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნი და­ა­სევ­დი­ა­ნონ და დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დონ. თუმ­ცა, რო­გორც სუ­ლი­ე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, ნე­გა­ტივ­თან ბრძო­ლა უბ­რა­ლო, მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბით და წე­სე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა. აი, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი.

  • იმოძ­რა­ვეთ!

ზამ­თარ­ში გა­რეთ გას­ვლა და ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ბევ­რს არ სი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ექი­მე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ერ­თხმად ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. რო­გორც ლონ­დო­ნის სა­მე­ფო კო­ლე­ჯის თა­ნამ­შრო­მე­ლი ბრენ­დონ სტაბ­სი ამ­ბობს, "ჩვე­ნი აზ­რე­ბი და სხე­უ­ლი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლია. ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა სის­ხლში ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბის - ენ­დორ­ფი­ნე­ბის გა­მო­ყო­ფას ააქ­ტი­უ­რებს და ამით ადა­მი­ან­ში სუ­ლი­ერ ტკი­ვილს ასუს­ტებს, კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბის გრძნო­ბას აღ­ძრავს“.

სხვა­თა შო­რის, ბრენ­დონ სტაბ­სის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ცხა­ყოფს, რომ დეპ­რე­სია და აპა­თია ხში­რია იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას იგ­ნო­რი­რე­ბენ. "იმოძ­რა­ვეთ მეტი! ამი­სათ­ვის საკ­მა­რი­სია ათი წუ­თიც კი - მოძ­რა­ო­ბა, მა­გა­ლი­თად, სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი, ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა ან ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გი­ლე­ბა გუ­ლის რიტმს და სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბას იწ­ვევს, რაც ორ­გა­ნიზ­მის­თვის და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლოა“, - გვირ­ჩევს მეც­ნი­ე­რი.

  • ნაკ­ლე­ბი იფიქ­რეთ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო­ზე!

ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რის ჯე­ნი­ფერ უა­ილ­დის თქმით, ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბი­სა­გან ერთ-ერთს წარ­მო­ად­გენს ის, რომ თქვენ პრობ­ლე­მებ­ზე არ უნდა ჩა­ი­ციკ­ლოთ (კარ­გია, თუ თქვენ ეს უკვე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გაქვთ). მსგავ­სი აზ­რე­ბი სა­ერ­თოდ თა­ვი­დან უნდა მო­ი­შო­როთ.

ძალ­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ხში­რად ფიქ­რობს ნე­გა­ტივ­ზე, მის ფიქ­რებ­ში და წარ­მოდ­გე­ნებ­ში კად­რე­ბი­ვით მე­ორ­დე­ბა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბი, წრე­ზე ტრი­ა­ლი კი დეპ­რე­სი­ა­ში ჩაგ­ვაგ­დებს. პრო­ფე­სო­რი რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას გვაძ­ლევს: თუ პრობ­ლე­მე­ბის ირ­გვლივ უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რე­ბის მო­შო­რე­ბა გსურთ, სა­კუ­თარ თავს უნდა ჰკი­თხოთ - კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­ვა­კე­თო ისე­თი, რომ პრობ­ლე­მა გა­და­წყდეს? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ეს ად­ვი­ლია: შენი ფიქ­რე­ბის სხვა კა­ლა­პოტ­ში გა­დარ­თვა რთუ­ლი საქ­მეა და ამას გარ­კვე­უ­ლი უნა­რი ჭირ­დე­ბა. ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს ტვინ­ში "კბი­ლა­ნე­ბის შეც­ვლა“ ჭირ­დე­ბა, რის­თვი­საც ისევ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შით და სპორ­ტით და­კა­ვე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ

ადა­მი­ა­ნის მიერ შეშ­ფო­თე­ბი­სა და მღელ­ვა­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რი თვი­სე­ბაა, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მღელ­ვა­რე­ბა-შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზე­ბი­დან ბევ­რი ფუ­ჭია და ცხოვ­რე­ბა­ში არ რე­ა­ლიზ­დე­ბა. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვე­ნი ტვი­ნი და გო­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის წი­ნას­წარ გა­მოც­ნო­ბი­სათ­ვის არის დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი, მაგ­რამ პროგ­რა­მას, თუ ის "გა­ი­ჭე­და“, გა­დატ­ვირ­თვა ჭირ­დე­ბა, რომ არ ჩა­ი­ციკ­ლოს. ასეთ დროს მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ვუთ­მოთ და ფო­კუ­სი­რე­ბა უნდა მო­ვახ­დი­ნოთ პო­ზი­ტი­ურ ფაქ­ტებ­ზე, - ამ­ბობს ჯე­ნი­ფერ უა­ილ­დი.

  • და­ი­სა­ხე ახა­ლი მი­ზა­ნი!

"სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე ახა­ლი მიზ­ნის და­სახ­ვა ნამ­დვი­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ ცხოვ­რე­ბის მძი­მე პე­რი­ო­დის გა­და­ტა­ნა­ში“, - ამ­ბობს კარ­დი­ფე­ლი ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი დინ ბარ­ნე­ტი, - მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მა­გა­ლი­თად, უცხო ენის შეს­წავ­ლა, ან პა­ტა­რა - ახა­ლი კუ­ლი­ნა­რუ­ლი რე­ცეპ­ტის მო­სინ­ჯვა. თუ გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­ში­ნებთ, და­ი­წყეთ მცი­რე­დით. თუ თქვენ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად, შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ეც­დე­ბით ნე­გა­ტი­უ­რი კა­ლა­პო­ტი­დან ამო­ვარ­დნას და სი­ტუ­ა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბას, ამით თქვენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ჯან­მრთე­ლო­ბას გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ“.

დოქ­ტორ დინ ბარ­ნე­ტის თქმით, სი­ახ­ლეს ყო­ველ­თვის კმა­ყო­ფი­ლე­ბა მო­აქვს: "ჩვე­ნი თვით­შე­ფა­სე­ბა ყო­ველ­თვის მა­ტუ­ლობს, როცა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია ან ახალ უნარ-ჩვე­ვე­ბის ვე­უფ­ლე­ბით. ისე­თი მოქ­მე­დე­ბა ან ქცე­ვა, რო­მე­ლიც მიზ­ნის მი­საღ­წე­ვა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად წესს წარ­მო­ად­გენს“.

  • მოდი, ვი­ლა­პა­რა­კოთ!

კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ამ იქამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რომ ჩვე­ნი წრის იქით მყოფ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თგვარ "ფუ­ფუ­ნე­ბად“ იქცა, ხოლო იმან, რომ ახლა ზამ­თა­რია, ცივა და მალე ღამ­დე­ბა, კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ურ­თი­ერ­თო­ბის არარ­სე­ბო­ბა დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს - იმ­დე­ნად დიდს, რომ ასეთ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ა­ყე­ნა. ამი­ტო­მაც შე­ე­ცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მცი­რე­ო­დე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­თაც კი.

"ბუ­ნე­ბას ჩვენ მარ­ტო­ო­ბის­თვის არ შე­ვუქ­მნი­ვართ, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ელი­სა­ბედ კე­ი­პერ­სი ლონ­დო­ნის სა­მე­ფო კო­ლე­ჯი­დან, - ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ­სე­ბე­ბი ვართ - თავს უკე­თე­სად ვგრძნობთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ურ­თი­ერ­თო­ბა შეგ­ვიძ­ლია... მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო ის, რომ თქვენ ვინ­მეს­თან სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი შე­გიძ­ლი­ათ, არა­მედ ისიც, რომ თქვენ ეს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად გა­ა­კე­თოთ. თუ სა­უბ­რის დროს სულ ერთი და იგი­ვეს იმე­ო­რებთ და წუ­წუ­ნებთ - "ვაი, რა ცუ­დად ვარო“, მა­შინ პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ. უფრო სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ისეთ ვინ­მეს­თან ილა­პა­რა­კოთ, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ პრობ­ლე­მის სხვა კუ­თხით შე­ხედ­ვა­ში, ან მისი გა­და­წყვე­ტის გზას და მე­თოდს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ“.

პრო­ფე­სო­რი ელი­სა­ბედ კე­ი­პერ­სი თვლის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კეტვი­სა­კენ, რაც კი­დევ უფრო აუ­ა­რე­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას. ამი­ტო­მაც შე­ე­ცა­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის დროს და თუ პან­დე­მი­ის გამო შეხ­ვედ­რა არ შე­გიძ­ლი­ათ, მა­შინ და­უ­რე­კეთ ან ინ­ტერ­ნე­ტით ესა­უბ­რეთ.

  • ნუ ელო­დე­ბით ხელ­საყ­რელ მო­მენტს!

ოპ­ტი­მის­ტე­ბი უფრო ხან­გრძლი­ვად ცო­ცხლო­ბენ. მათ მეტი მე­გო­ბა­რი ჰყავთ და უფრო უკე­თე­სი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა აქვთ - ასე თვლის ოლი­ვია რე­მე­სი კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. პე­სი­მის­ტე­ბი­სათ­ვის კარ­გი ამ­ბა­ვია ის, რომ ოპ­ტი­მის­ტო­ბის, რო­გორც სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, წარ­მოქ­მნა და გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ანუ სა­კუ­თარ თავ­ში მო­მავ­ლის პო­ზი­ტი­უ­რი ხედ­ვის, ოპ­ტი­მიზ­მის გრძნო­ბის კულ­ტი­ვი­რე­ბა, თვითშ­თა­გო­ნე­ბა იმი­სა, რომ თქვენ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლა უკე­თე­სი კუ­თხით შე­გიძ­ლი­ათ და რომ ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი კონ­ტრო­ლის მიღ­მა არ არის, რა­ღა­ცე­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის ძალა გაქვთ. რო­გორ? რო­გორ და ასე: იცხოვ­რეთ პრინ­ცი­პით - "უკე­თე­სია ცუდი, მაგ­რამ ახლა, ამ წუთ­ში“.

სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ნუ ელო­დე­ბით დღე-ღა­მის ხელ­საყ­რელ მო­მენტს, ან შე­სა­ბა­მის დღეს იმი­სათ­ვის, რომ რა­ღა­ცას უფრო უკე­თე­სად გა­ა­კე­თებთ და გა­მო­გი­ვათ. ეს პრინ­ცი­პი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზამ­თარ­ში, როცა ჩვენ ყვე­ლას გვაქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა ორ­ჯერ ვი­ფიქ­როთ ("გავ­ზო­მოთ“), სა­ნამ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას ("გა­დაჭ­რას“) და­ვი­წყებთ. ნუ ეც­დე­ბით იმას, რომ ყვე­ლა­ფე­რი სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­გი­ვი­დეთ. ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ვინც მე­ტად ცდი­ლობს, იმას საქ­მე უფრო უა­რე­სად და უსარ­გებ­ლოდ გა­მოს­დის.

"კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი ხმა ხში­რად ჩვენ­ში ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო წა­მო­წყე­ბებ­საც ამუხ­რუ­ჭებს, - ამ­ბობს ოლი­ვია რე­მე­სი, - ნუ იფიქ­რებთ იმას, რომ აი, ახ­ლა­ვე და­ვი­წყებ მოქ­მე­დე­ბა­სო. გა­ა­კე­თეთ ის, რაც ჩა­ი­ფიქ­რეთ და გა­ით­ვა­ლი­წი­ნეთ წი­ნას­წარ, რომ და­სა­წყის­ში შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც-რა­ღა­ცე­ე­ბი კარ­გად არ გა­მო­გი­ვი­დეთ. სხვა­თა შო­რის, რო­გორც წესი, ასეთ დროს ხში­რად ხდე­ბა, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ცუ­დად არ გა­მო­დის. ასე­თი ქცე­ვა უფრო კარ­გია, ვიდ­რე ის, რომ არა­ფე­რი აკე­თო“.

ექ­სპერ­ტი რჩე­ვას იძ­ლე­ვა, რომ ყო­ველ­დღე სამი მო­მენ­ტი ჩა­ი­წე­როთ ან და­ი­მახ­სოვ­როთ, რომ­ლის­თვი­საც მად­ლო­ბას სწი­რავთ ბედს და ადა­მი­ა­ნებს. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ ყუ­რა­დღე­ბა მი­ა­პყროთ იმას, თუ რა იყო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რად და კარ­გად გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს და­მა­ტე­ბით სტი­მულს მის­ცემს თქვე­ნი ტვი­ნის და­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარსფე­როს, რო­მე­ლიც "პო­ზი­ტი­უ­რო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“. "ემო­ცი­ე­ბი გა­დამ­დე­ბია, - ას­კვნის ოლი­ვია რე­მე­სი, - ამი­ტო­მაც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თავი შორს და­ი­ჭი­რეთ და მო­ე­რი­დეთ მო­ღუ­შულ, დაღ­ვრე­მილ და ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს. დი­დია იმის რის­კი, რომ თქვენც მსგავს სუ­ბი­ექ­ტად გა­და­იქ­ცე­ვით“. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
3

არ იფიქროთ დენის და წყლის გაძვირებაზე,,,ასევე არნახულ ინფლაციაზე,,,გასამმაგებულ ცხოვრებაზე,,,გადასახადებზე ,,ჯარიმებზე,,ბეგარებზე,,,მედიკამენტების ფასაბზე,,,უმუშევრობაზე,,ჩართეთ ვარდისფერი არხები და ისიამოვნეთ ვირტულაური საქართველოთი,,,სანამდეც შეძლებთ.

ნიკა
0

რა მიზანი უნდა დავისახო წყალი 6,5 გახდა ბიზნესისთვის და გადასახადები ჭამს ყველაფერს, მაგრამ მაინც მაქვს მიზანი, ამერიკაში ემიგრაცია.

ავტორი:

როგორ გადავიტანოთ კოვიდური ზამთარი ისე, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდეთ? - ხუთი მარტივი რჩევა

როგორ გადავიტანოთ კოვიდური ზამთარი ისე, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდეთ? - ხუთი მარტივი რჩევა

როგორ გადავიტანოთ კოვიდური ზამთარი ისე, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდეთ? - რეკომენდაციები კორონავირუსით გამოწვეული ზამთრის მოწყენილი და დეპრესიული დღეების, უსიამოვნო ფიქრებისა და განწყობების თავიდან ასაცილებლად.

გასული 2020 წელი მძიმე გამოდგა: კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი რთული სიტუაციების - სტრესის, ფინანსური სიძნელეების, სამსახურის დაკარგვისა და იზოლირების საფრთხის წინაშე დადგა. საახალწლო დღესასწაულები უკვე უკან დარჩა, წინ კი ზამთრის "ბნელი და ცივი“ თვეებია, რომლებსაც პანდემიის გარეშეც შეუძლიათ ადამიანი დაასევდიანონ და დეპრესიაში ჩააგდონ. თუმცა, როგორც სულიერი ჯანმრთელობის ბრიტანელი ექსპერტები ამტკიცებენ, ნეგატივთან ბრძოლა უბრალო, მარტივი მეთოდებით და წესებითაც შეიძლება. აი, რამდენიმე მათგანი.

  • იმოძრავეთ!

ზამთარში გარეთ გასვლა და ფიზიკური ვარჯიში ბევრს არ სიამოვნებს, მაგრამ ექიმები და ექსპერტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ეს განწყობის ამაღლების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. როგორც ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომელი ბრენდონ სტაბსი ამბობს, "ჩვენი აზრები და სხეული ერთმანეთისაგან განუყოფელია. ფიზიკური დატვირთვა სისხლში ბედნიერების ჰორმონების - ენდორფინების გამოყოფას ააქტიურებს და ამით ადამიანში სულიერ ტკივილს ასუსტებს, კმაყოფილებისა და სიამოვნების გრძნობას აღძრავს“.

სხვათა შორის, ბრენდონ სტაბსის გამოკვლევები ცხაყოფს, რომ დეპრესია და აპათია ხშირია იმ ადამიანებში, რომლებიც ფიზიკურ აქტივობას იგნორირებენ. "იმოძრავეთ მეტი! ამისათვის საკმარისია ათი წუთიც კი - მოძრაობა, მაგალითად, სწრაფი სიარული, ბაღში მუშაობა ან ველოსიპედით გადაადგილება გულის რიტმს და სუნთქვის გახშირებას იწვევს, რაც ორგანიზმისთვის და სულიერი მდგომარეობისათვის სასარგებლოა“, - გვირჩევს მეცნიერი.

  • ნაკლები იფიქრეთ არასასიამოვნოზე!

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის ჯენიფერ უაილდის თქმით, ყველაზე სასარგებლო ცხოვრებისეული უნარებისაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ის, რომ თქვენ პრობლემებზე არ უნდა ჩაიციკლოთ (კარგია, თუ თქვენ ეს უკვე გამომუშავებული გაქვთ). მსგავსი აზრები საერთოდ თავიდან უნდა მოიშოროთ.

ძალზე ბევრი ადამიანი ხშირად ფიქრობს ნეგატივზე, მის ფიქრებში და წარმოდგენებში კადრებივით მეორდება არასასიამოვნო მომენტები, წრეზე ტრიალი კი დეპრესიაში ჩაგვაგდებს. პროფესორი რამდენიმე რჩევას გვაძლევს: თუ პრობლემების ირგვლივ უსიამოვნო ფიქრების მოშორება გსურთ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ - კონკრეტულად რა გავაკეთო ისეთი, რომ პრობლემა გადაწყდეს? რასაკვირველია, ვერავინ იტყვის, რომ ეს ადვილია: შენი ფიქრების სხვა კალაპოტში გადართვა რთული საქმეა და ამას გარკვეული უნარი ჭირდება. ზოგიერთ ადამიანს ტვინში "კბილანების შეცვლა“ ჭირდება, რისთვისაც ისევ ფიზიკური ვარჯიშით და სპორტით დაკავება დაგეხმარებათ

ადამიანის მიერ შეშფოთებისა და მღელვარების გამოხატვა სრულიად ნორმალური თვისებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მღელვარება-შეშფოთების მიზეზებიდან ბევრი ფუჭია და ცხოვრებაში არ რეალიზდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ტვინი და გონება სხვადასხვა სახიფათო სიტუაციების წინასწარ გამოცნობისათვის არის დაპროგრამებული, მაგრამ პროგრამას, თუ ის "გაიჭედა“, გადატვირთვა ჭირდება, რომ არ ჩაიციკლოს. ასეთ დროს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ და ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ პოზიტიურ ფაქტებზე, - ამბობს ჯენიფერ უაილდი.

  • დაისახე ახალი მიზანი!

"საკუთარი თავის წინაშე ახალი მიზნის დასახვა ნამდვილად დაგეხმარებათ ცხოვრების მძიმე პერიოდის გადატანაში“, - ამბობს კარდიფელი ნეირობიოლოგი დინ ბარნეტი, - მიზანი შეიძლება იყოს დიდი და მნიშვნელოვანი - მაგალითად, უცხო ენის შესწავლა, ან პატარა - ახალი კულინარული რეცეპტის მოსინჯვა. თუ გლობალური პროექტები გაშინებთ, დაიწყეთ მცირედით. თუ თქვენ გაცნობიერებულად, შეგნებულად შეეცდებით ნეგატიური კალაპოტიდან ამოვარდნას და სიტუაციის გაკონტროლებას, ამით თქვენ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ“.

დოქტორ დინ ბარნეტის თქმით, სიახლეს ყოველთვის კმაყოფილება მოაქვს: "ჩვენი თვითშეფასება ყოველთვის მატულობს, როცა რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ან ახალ უნარ-ჩვევების ვეუფლებით. ისეთი მოქმედება ან ქცევა, რომელიც მიზნის მისაღწევადაა ორიენტირებული, ჩვენი განვითარების ერთ-ერთ ძირითად წესს წარმოადგენს“.

  • მოდი, ვილაპარაკოთ!

კოვიდ-19-ის პანდემიამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენი წრის იქით მყოფ ადამიანებთან ურთიერთობა ერთგვარ "ფუფუნებად“ იქცა, ხოლო იმან, რომ ახლა ზამთარია, ცივა და მალე ღამდება, კიდევ უფრო გაართულა ადამიანებთან კონტაქტები. ბევრი ადამიანისათვის ურთიერთობის არარსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს - იმდენად დიდს, რომ ასეთმა სიტუაციამ მათ ჯანმრთელობას საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიაყენა. ამიტომაც შეეცადეთ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ კომუნიკაციის მცირეოდენი შესაძლებლობითაც კი.

"ბუნებას ჩვენ მარტოობისთვის არ შევუქმნივართ, - ამბობს პროფესორი ელისაბედ კეიპერსი ლონდონის სამეფო კოლეჯიდან, - ჩვენ სპეციალურად ორიენტირებული არსებები ვართ - თავს უკეთესად ვგრძნობთ იმ შემთხვევაში, როცა ურთიერთობა შეგვიძლია... მაგრამ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ თქვენ ვინმესთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი შეგიძლიათ, არამედ ისიც, რომ თქვენ ეს კონსტრუქციულად გააკეთოთ. თუ საუბრის დროს სულ ერთი და იგივეს იმეორებთ და წუწუნებთ - "ვაი, რა ცუდად ვარო“, მაშინ პოზიტიური შედეგების იმედი ნუ გექნებათ. უფრო სასარგებლო იქნება ისეთ ვინმესთან ილაპარაკოთ, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის სხვა კუთხით შეხედვაში, ან მისი გადაწყვეტის გზას და მეთოდს შემოგთავაზებთ“.

პროფესორი ელისაბედ კეიპერსი თვლის, რომ საზოგადოებისაგან იზოლირებული ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარ თავში ჩაკეტვისაკენ, რაც კიდევ უფრო აუარესებს სიტუაციას. ამიტომაც შეეცადეთ ურთიერთობა გქონდეთ ყველანაირი შესაძლებლობის დროს და თუ პანდემიის გამო შეხვედრა არ შეგიძლიათ, მაშინ დაურეკეთ ან ინტერნეტით ესაუბრეთ.

  • ნუ ელოდებით ხელსაყრელ მომენტს!

ოპტიმისტები უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ. მათ მეტი მეგობარი ჰყავთ და უფრო უკეთესი იმუნური სისტემა აქვთ - ასე თვლის ოლივია რემესი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან. პესიმისტებისათვის კარგი ამბავია ის, რომ ოპტიმისტობის, როგორც სულიერი მდგომარეობის, წარმოქმნა და განვითარება შეიძლება, ანუ საკუთარ თავში მომავლის პოზიტიური ხედვის, ოპტიმიზმის გრძნობის კულტივირება, თვითშთაგონება იმისა, რომ თქვენ საკუთარი ცხოვრების შეცვლა უკეთესი კუთხით შეგიძლიათ და რომ ყველაფერი თქვენი კონტროლის მიღმა არ არის, რაღაცეების გაკონტროლების ძალა გაქვთ. როგორ? როგორ და ასე: იცხოვრეთ პრინციპით - "უკეთესია ცუდი, მაგრამ ახლა, ამ წუთში“.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნუ ელოდებით დღე-ღამის ხელსაყრელ მომენტს, ან შესაბამის დღეს იმისათვის, რომ რაღაცას უფრო უკეთესად გააკეთებთ და გამოგივათ. ეს პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, როცა ჩვენ ყველას გვაქვს მიდრეკილება ორჯერ ვიფიქროთ ("გავზომოთ“), სანამ რაღაცის გაკეთებას ("გადაჭრას“) დავიწყებთ. ნუ ეცდებით იმას, რომ ყველაფერი სრულყოფილად გამოგივიდეთ. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვინც მეტად ცდილობს, იმას საქმე უფრო უარესად და უსარგებლოდ გამოსდის.

"კრიტიკულად განწყობილი ჩვენი შინაგანი ხმა ხშირად ჩვენში ყველაზე სასარგებლო წამოწყებებსაც ამუხრუჭებს, - ამბობს ოლივია რემესი, - ნუ იფიქრებთ იმას, რომ აი, ახლავე დავიწყებ მოქმედებასო. გააკეთეთ ის, რაც ჩაიფიქრეთ და გაითვალიწინეთ წინასწარ, რომ დასაწყისში შეიძლება რაღაც-რაღაცეები კარგად არ გამოგივიდეთ. სხვათა შორის, როგორც წესი, ასეთ დროს ხშირად ხდება, რომ საბოლოო ჯამში ცუდად არ გამოდის. ასეთი ქცევა უფრო კარგია, ვიდრე ის, რომ არაფერი აკეთო“.

ექსპერტი რჩევას იძლევა, რომ ყოველდღე სამი მომენტი ჩაიწეროთ ან დაიმახსოვროთ, რომლისთვისაც მადლობას სწირავთ ბედს და ადამიანებს. ეს დაგეხმარებათ ყურადღება მიაპყროთ იმას, თუ რა იყო დღის განმავლობაში სწორად და კარგად გაკეთებული. ეს დამატებით სტიმულს მისცემს თქვენი ტვინის დასავლეთ ნახევარსფეროს, რომელიც "პოზიტიურობაზეა პასუხისმგებელი“. "ემოციები გადამდებია, - ასკვნის ოლივია რემესი, - ამიტომაც შეძლებისდაგვარად თავი შორს დაიჭირეთ და მოერიდეთ მოღუშულ, დაღვრემილ და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს. დიდია იმის რისკი, რომ თქვენც მსგავს სუბიექტად გადაიქცევით“. წყარო

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ ვაქცინას, რომელთა საქართველოში შემოტანასაც განიხილავენ

ხვალიდან ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

"მეღვინეობა-მევენახეობაში ჩემი სამედიცინო განათლება კარგად მადგება" - ცნობილი ექიმი-მეღვინე ახმეტიდან და პაპისეული საუკუნოვანი მარანი