საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს" - მიხეილ სააკაშვილი
"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა, „ამას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს“. ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლი ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ის რუ­სეთ­ში, ნო­ვო­სი­ბირსკის სა­ბა­ლე­ტო დასს უხელ­მძღვა­ნე­ლებს. რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას ანა­ნი­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მოს­წონს.

"სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს რუ­სეთს. რო­დე­საც საფ­რან­გე­თი ჰქონ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ას, ედიტ პი­აფს რომ ეთ­ქვა, მივ­დი­ვარ ახლა ბერ­ლინ­ში, ბერ­ლი­ნის კა­ბა­რე­ებ­ში უნდა გა­მო­ვი­დე და გა­ვარ­თო გერ­მა­ნე­ლი ოფიც­რე­ბი, მერე რა მოხ­და ომი კი გვქონ­დაო?! მე ნამ­დვი­ლად არ ვა­და­რებ ახლა. ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი არის გე­ნი­ა­ლუ­რი ბა­ლე­რი­ნა. მე არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი კონ­ცერ­ტი ნიუ-იორ­კის „სითი გა­ლე­რი­ში“, სა­დაც ხალ­ხი 50 წუთი უკ­რავ­და ფეხ­ზე ამ­დგა­რი ტაშს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასეა, ეს არის პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნი და რომ გი­თხრათ მომ­წონს-თქო, ამას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს გრი­გოლ ვა­შა­ძეს, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, მას უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს თა­ნამ­დე­ბო­ბა და არც ქვე­ყა­ნა და არც პარ­ტია მის ქმე­დე­ბა­ზე პა­სუხს არ აგებს.

„მან თქვა, რომ არ უნდა აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა და წა­ვი­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან. „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ იყო ბევ­რი ხალ­ხი, ზოგ­მა გა­ა­მარ­თლა, ზოგ­მა არ გა­ა­მარ­თლა. მი­მაჩ­ნია, რომ ვა­შა­ძე, რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო უბრწყინ­ვა­ლე­სი და ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი ჰქონ­და. გერ­ჰარდ შრო­დე­რი წა­ვი­და გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რო­ბი­დან და გახ­და „გა­ზპ­რო­მის“კონ­სორ­ცი­უ­მის საბ­ჭოს წევ­რი. „გა­ზპ­რომს“ ბა­ლეტს ვერ შე­ვა­და­რებ, მი­თუ­მე­ტეს, რომ „გა­ზპ­რო­მის“ მთა­ვა­რი აქ­ცი­ო­ნე­რი არის ახლა მთა­ვა­რი უზურ­პა­ტო­რი და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი. მათი გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის ვა­შა­ძე და ანა­ნი­აშ­ვი­ლი. შრო­დე­რი იმი­ტომ გა­ვიხ­სე­ნე, რომ ის აღარ იყო გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, ამი­ტომ არც მისი პარ­ტია და არც მისი ქვე­ყა­ნა მის ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუხს აღარ აგებ­და და არც აგებს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიზმარა
281

ოჰო, კუმ ფეხი გამოყო.

გიორგი
140
მიშა-ჯან! შენ ჯობია ის აგვიხსნა, თუ რატომ რჩება დღემდე რუსეთის მოქალაქედ შენი საყვარელი ბიძა,თემურ ალასანია? მიუხედავად იმისა, რომ იგი ცხოვრობს ამერიკაში, მაინც რატომღაც ვერ ელევა რუსეთის მოქალაქეობას, და და შარშან წინ რიგით მესამე,ძალიან ძვირი ბინა რატომ შეიძინა მან მოსკოვის ყველაზე მდიდრულ რაიონში, ოსტოჟენკაზე? იქნებ ამაზე გვიპასუხო სააკიან! ხოლო ქართველი ქალბატონი მშობლიური თბილისიდან სამუშაოდ სად წავა დროებით, ეს ნამდვილად არ გახლავთ სააკიანები საქმე! ხომ ასეა არა, მიშა-ჯან?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ანანიაშვილმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება, თუმცა, „ამას არანაირი გამართლება არ აქვს“. ასე გამოეხმაურა სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ანანიაშვილის გადაწყვეტილება არ მოსწონს.

"საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს. როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებული გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, ბერლინის კაბარეებში უნდა გამოვიდე და გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა ომი კი გვქონდაო?! მე ნამდვილად არ ვადარებ ახლა. ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა. მე არასდროს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ-იორკის „სითი გალერიში“, სადაც ხალხი 50 წუთი უკრავდა ფეხზე ამდგარი ტაშს. ეს ყველაფერი ასეა, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ მომწონს-თქო, ამას არანაირი გამართლება არ აქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება ნინო ანანიაშვილის მეუღლეს გრიგოლ ვაშაძეს, როგორც სააკაშვილი ამბობს, მას უკვე დატოვებული აქვს თანამდებობა და არც ქვეყანა და არც პარტია მის ქმედებაზე პასუხს არ აგებს.

„მან თქვა, რომ არ უნდა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა და წავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო ბევრი ხალხი, ზოგმა გაამართლა, ზოგმა არ გაამართლა. მიმაჩნია, რომ ვაშაძე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო უბრწყინვალესი და ძალიან დიდი დამსახურებები ჰქონდა. გერჰარდ შროდერი წავიდა გერმანიის კანცლერობიდან და გახდა „გაზპრომის“კონსორციუმის საბჭოს წევრი. „გაზპრომს“ ბალეტს ვერ შევადარებ, მითუმეტეს, რომ „გაზპრომის“ მთავარი აქციონერი არის ახლა მთავარი უზურპატორი და გამანადგურებელი საქართველოსი. მათი გასაკრიტიკებელი ნამდვილად არ არის ვაშაძე და ანანიაშვილი. შროდერი იმიტომ გავიხსენე, რომ ის აღარ იყო გერმანიის კანცლერი, ამიტომ არც მისი პარტია და არც მისი ქვეყანა მის ქმედებებზე პასუხს აღარ აგებდა და არც აგებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინების მორიგ პარტიას? -  "ჯერ "ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები შემოვა, შემდეგ არის "ფაიზერის“ მოლოდინი"

ოზურგეთში, მე-12 კლასელ გოგონას ეძებენ

სენსაციური ამბები ლატარიაში გრძელდება - გუშინ ,,5/35 - ოქროს ბურთში’’ კიდევ ერთი ჯეკპოტი გათამაშდა