მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია" - რას აცხადებს ადვოკატი?
"19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია" - რას აცხადებს ადვოკატი?

თბი­ლის­ში, 19 წლის ძმის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის, თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალს სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს წა­რუდ­გე­ნენ.

რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, გი­ორ­გი ახ­ლო­უ­რი მას­თან კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზებ­ზე არ სა­უბ­რობს და ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფონი აქვს.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს უკვე ვე­სა­უბ­რე, მის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნა ჯერ არ მომ­ხდა­რა და საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ გად­მო­უ­ცი­ათ. სა­ვა­რა­უ­დოდ ბრალს დღეს წა­რუდ­გე­ნენ, ვე­ლო­დე­ბით რო­დის დაგ­ვი­რე­კავს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. ამ ეტაპ­ზე არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნოთ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა. კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზებ­ზე არ სა­უბ­რობს, ემო­ცი­უ­რი ფო­ნიც ძა­ლი­ან მძი­მე აქვს“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ახ­ლო­უ­რი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ძმას - 2001 წელს და­ბა­დე­ბულ მიშა ახ­ლო­ურს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
1

ძმა მოკლა და თურმე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია! შეიშალა მსოფლიო თუ მეჩვენება?

მაია
2

რა საშინელებაა. რა თქმა უნდა განზრახ მკვლელობა არ იქნებოდა, მაგრამ ფაქტია ძალინ ბევრი გაუწონასწორე ელი, დანევროზებული და აგრესიული ახალგაზრდაა ეხლანდელ თაობაში.რა უნდა ეთქვა ძმას ძმისთვის ისეთი რომ დანას სტაცა ხელი დაძმას ესროლა.დაღუპა ასეთი ახალგაზრდა, საკუთარი თავი და ოჯახიც.ძალიანმძიმე დანაშაულია

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია" - რას აცხადებს ადვოკატი?

"19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია" - რას აცხადებს ადვოკატი?

თბილისში, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

როგორც უფლებადამცველი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გიორგი ახლოური მასთან კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობს და ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უკვე ვესაუბრე, მისთვის ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა და საქმის მასალები არ გადმოუციათ. სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ, ველოდებით როდის დაგვირეკავს გამომძიებელი. ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, შესაძლებელია ჩვენ გამოვიყენოთ დუმილის უფლება. კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობს, ემოციური ფონიც ძალიან მძიმე აქვს“, - აღნიშნა თამარ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მიშა ახლოურს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბერძნეთში 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით ქართველი დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს საელჩო?

"სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ" - პროკურატურა ბავშვის წამებაში ბრალდებულ დედასა და მამინაცვალზე

საზარელი ფაქტი თბილისში - 7 წლის ბავშვის წამებისთვის დაკავებულია დედა და მამინაცვალი