სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ იყო განზრახ მკვლელობა... გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა" - შოკისმომგვრელი ტრაგედიის დეტალები
"ეს არ იყო განზრახ მკვლელობა... გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა" - შოკისმომგვრელი ტრაგედიის დეტალები

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის მიშო ახ­ლო­უ­რის მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ დრომ­დე არ­კვე­ვენ. ტრა­გე­დია 5 იან­ვრის ღა­მეს, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მოხ­და. ძმე­ბი ახ­ლო­უ­რე­ბი სახ­ლში იყ­ვნენ, როცა 21 წლის გი­ორ­გი ახ­ლო­ურ­მა ძმა - 19 წლის მიშო, ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, შემ­თხვე­ვით მოკ­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზად ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის ახ­ლო­ბე­ლი ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ ეს არ იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და გი­ორ­გი ახ­ლო­ურს ძმის მოკ­ვლა არ სურ­და.

"ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია მოხ­და. სა­უ­კე­თე­სო ძმო­ბა ჰქონ­დათ მი­შოს და გი­ორ­გის. კარ­გი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ ორი­ვე. მიშო ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, გი­ორ­გი მას­ზე უფ­რო­სია, ისიც სპორ­ტს მის­დევს - კი­კბოქ­სი­ო­რია. გი­ორ­გი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და, იქ ერთ-ერთ შე­ჯიბ­რზე გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სა­ბუ­თი არ მის­ცეს და გა­მო­უშ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი ჰყავთ, 5 დედ­მა­მიშ­ვი­ლი იყ­ვნენ, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 4 წლის არის. ოჯახ­მა ბინა გა­ყი­და და საფ­რან­გეთ­ში წა­ვიდ­ნენ, რომ იქ ემუ­შა­ვათ, შარ­შან დაბ­რუნ­დნენ, ამი­ტომ ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ.

მომ­ხდარ­ზე მხო­ლოდ ის მი­თხრეს, რომ გი­ორ­გიმ თურ­მე დანა ძაღლს ეს­რო­ლა, მიშო კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ე­ფა­რა ძაღლს... რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, რომ თით­ქოს მი­შოს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ძმამ, ეს ტყუ­ი­ლია, ზუს­ტად ვიცი, ბიჭს მარ­ტო ერთი ჭრი­ლო­ბა აქვს, მე­ტის თქმა ამ ეტაპ­ზე არ შე­მიძ­ლია. მერ­წმუ­ნეთ, გი­ორ­გის რომ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქო­ნო­და რა­ი­მე, და­ნას არ იხ­მარ­და, მტერს მოხ­ვდა იმის დარ­ტყმუ­ლი მუშ­ტი, კი­კბოქ­სი­ო­რია.

ასევე დაგაინტერესებთ
17:58 / 06-01-2021

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ბიჭი ფეხბურთელი მიშო ახლოურია

18:28 / 06-01-2021

"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?

14:37 / 07-01-2021

"19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია" - რას აცხადებს ადვოკატი?

12:13 / 08-01-2021

"როცა სასწრაფო მივიდა, ყველა დაჭრილს გაყვა, ის კი სახლში დარჩა, მიმალვა არ უცდია, პოლიციამ სახლში მიაკითხა" - რას ყვება 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

15:30 / 08-01-2021

"უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო.." - ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მამა ტრაგიკული შემთხვევის ღამეს იხსენებს

მეტი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ვიცი, გუ­შინ ახა­ლი და­ღუ­პუ­ლი იყო მიშო, მა­მას რომ ვე­ლა­პა­რა­კე, მეტს ვე­რა­ფერს ვკი­თხავ­დი, ყვე­ლა შო­კი­რე­ბუ­ლია", - გვი­თხრა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სახ­ლში და­ა­პა­ტიმ­რეს ძმის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ახ­ლო­უ­რი, მას შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა არ უც­დია და ძა­ლოვ­ნებს ბი­ნა­ში დახ­ვდა. ახლა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია და იქ ელო­დე­ბა ბრა­ლის წარ­დგე­ნას. რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა მან გა­მო­ძი­ე­ბას, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბულ ძმას 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათა
7

ვის ჯერა ზღაპრების, ძაღლისთვის ნასროლი დანა?!

დ გ
3

ეხლა დაიწყება არ უნდოდა შემთხვევით მოხდა და ა.შ. მკვლელი მკვლელია და პასუხი სასამართლოზეც, პენიტენციურ სისტემაშიც და გარეთაც მოეთხოვება,ღმერთმა გაანათლოს ცხონებული ნამდვილად ტრაგედიაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეს არ იყო განზრახ მკვლელობა... გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა" - შოკისმომგვრელი ტრაგედიის დეტალები

"ეს არ იყო განზრახ მკვლელობა... გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა" - შოკისმომგვრელი ტრაგედიის დეტალები

19 წლის ფეხბურთელის მიშო ახლოურის მკვლელობის დეტალებს სამართალდამცავები ამ დრომდე არკვევენ. ტრაგედია 5 იანვრის ღამეს, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა. ძმები ახლოურები სახლში იყვნენ, როცა 21 წლის გიორგი ახლოურმა ძმა - 19 წლის მიშო, ახლობლების თქმით, შემთხვევით მოკლა. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება, თუმცა მოკლული ბიჭის ახლობელი ambebi.ge-სთან ამბობს, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და გიორგი ახლოურს ძმის მოკვლა არ სურდა.

"ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. საუკეთესო ძმობა ჰქონდათ მიშოს და გიორგის. კარგი, წარმატებული ახალგაზრდები იყვნენ ორივე. მიშო ფეხბურთელი იყო, გიორგი მასზე უფროსია, ისიც სპორტს მისდევს - კიკბოქსიორია. გიორგი გერმანიაში ცხოვრობდა და მუშაობდა, წარმატებული კარიერა ჰქონდა, იქ ერთ-ერთ შეჯიბრზე გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ საბუთი არ მისცეს და გამოუშვეს საქართველოში.

ძალიან კარგი მშობლები ჰყავთ, 5 დედმამიშვილი იყვნენ, ყველაზე პატარა 4 წლის არის. ოჯახმა ბინა გაყიდა და საფრანგეთში წავიდნენ, რომ იქ ემუშავათ, შარშან დაბრუნდნენ, ამიტომ ახლა, სამწუხაროდ, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.

მომხდარზე მხოლოდ ის მითხრეს, რომ გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა ძაღლს... რაც შეეხება ტელევიზიებს, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ თითქოს მიშოს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ძმამ, ეს ტყუილია, ზუსტად ვიცი, ბიჭს მარტო ერთი ჭრილობა აქვს, მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. მერწმუნეთ, გიორგის რომ განზრახული ჰქონოდა რაიმე, დანას არ იხმარდა, მტერს მოხვდა იმის დარტყმული მუშტი, კიკბოქსიორია.

მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი, გუშინ ახალი დაღუპული იყო მიშო, მამას რომ ველაპარაკე, მეტს ვერაფერს ვკითხავდი, ყველა შოკირებულია", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

სამართალდამცავებმა სახლში დააპატიმრეს ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოური, მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია და ძალოვნებს ბინაში დახვდა. ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და იქ ელოდება ბრალის წარდგენას. რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მომხდარის გამოძიება 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ ძმას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს... ამბობს, რომ გურამ ახალაიასთან პრეტენზია არ ჰქონია" - ადვოკატი

შევარდნაძის დაცვის ექსუფროსი და "ქართუ ჯგუფის” ექსვიცე-პრეზიდენტი პროკურატურაში ვუდროფის საქმეზე დაიბარეს - ამერიკელი ჯაშუშის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს